ოჯახი, რომელიც "ერთ სოფლად ღირს!"

კარმიდამო ჩემი

ოჯახი, რომელიც "ერთ სოფლად ღირს!"

1 ივნ. 2015, 15:17:35

ჩვენ მხარეში მშრომელ და საჩვენებელ ოჯახებს რა დალევს, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, როცა ტარიელ და მაყვალა ლეჟავების ოჯახი მიგვასწავლეს, მეზობლებმა უკან დაგვადევნეს, "ეგ ოჯახი ერთ სოფლად ღირს!"!

მთიანი ზონის ბუნებაში ჩაძირულ სოფელ სილაურში, ლეჟავების კარმიდამოში ვარდობისთვის საკადრისი განწყობა სუფევს _ ჭიშკართან ვარდები გაცეცხლებულან, მარჯვნივ თუ მარცხნივ მანდარინის, თხილის, კივის პლანტაციების ჯებირები თუ შეჯიბრია, ცოლიკაურის ზვარში ვაზი ტირილის პირასაა და მაინც თავს იწონებს მზისგულზე გაფენილი და თითქოს გეუბნება, სატირალი არაფერი მაქვს, მაგრამ წესად მოუნიჭებია დედაბუნებასო...

ეზოში ჯერ უცნაურობებს ვაკვირდები _ ოდა სახლის მარჯვნივ, მანდარინის პლანტაციის დასაწყისში მაღალი რკინის ბოძი დგას, რომლის წვეროზე მინიატურული ხელნაკეთი თვითმფრინავი შემოსკუპულა _ აშკარად ეტყობა, თვითნაკეთია. ფრთებზე ბზრიალები აქვს დამაგრებული, ქარის ყოველ დაბერვაზე ხაფ ხმას რომ გამოსცემს. მასპინძელი ინტერესს მიგვიხვდა და ღიმილით აგვიხსნა, ეს ქარის მიმართულების დასადგენად გავაკეთე, ხელნაკეთია, თან ქორების დაფრთხობაშიც გვეხმარებაო. უბრალოდ მოფიქრებულ კომბინაციაში, "ამინდის ბიუროს" საკუთარი მაუწყებლობა აქვს, რომელსაც უფრო ენდობა, ვიდრე ტელევიზიით მოწოდებულ ცნობას და მოახლოებულ დარსა თუ ავდარს შესაბამისი მზადყოფნით ხვდება...

ლეჟავების ოჯახის მთავარი საზრუნავი მაინც სათბურში საქმიანობაა. ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა მშობლებს ვეფხია ლეჟავამ ურჩია. ის მამის გვერდით შრომას, როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვობის ასაკიდანვე შეუდგა და დღეს, მეუღლესთან ერთად, დედ-მამის გვერდით ოჯახს ბურჯად უდგას.

სათბურში შესვლისას გაკვირვებს უზუსტესი სიმეტრიით განლაგებული პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, რეჰანის ჩითილები; ხელით შეხებაც დაგენანება არათუ გადასარგავად ფესვიანად ამოღება.

ადამიანმა ხელოვნების რანგში აყვანილი საქმიანობა სათბურშიც შეძლო! და ეს არა მარტო სათბურში, ეზო-კარის ყოველ კუნჭულში იგრძნობა.

_ ეს სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემი ხელით მაქვს აშენებული, თითოეული ფიცარი და ძელი ჩემი ამოყვანილია შალაშინსა თუ თარაზოში, _ გვეუბნება ტარიელ ლეჟავა, _ მერე ქვეყანა დაიშალა და შევფერხდით, მაგრამ შრომას თავს როგორ დავანებებდით?! ასე მოვედით დღემდე...

მაყვალა ლეჟავა იხსენებს საყოველთაო გასაჭირის პერიოდსაც, როცა სხვა რომ ვერაფერი ნახა, ჭილის ქუდების ქსოვას მიჰყო ხელი და ოჯახს ამ გზითაც შემატა გარკვეული შემოსავალი. მერე ღორის ჭირმაც გადაუარა ქვეყანას და ლეჟავების მეურნეობაც პირწმინდად მოსპო: _ სამი დედა ღორი და 14 გოჭი ერთად დავმარხეთ, მაგრამ ხელს ხომ არ ჩავიქნევდით? ძროხები მოვამრავლეთ, ორი მეწველი ფური მყავს, ვეცადე და სამი გოჭი შევიძინე, ახლა დიდებია, _ ამბობს ქალბატონი მაყვალა და სათბურისკენ ხელმეორედ მიგვიძღვება, სადაც რძალი დედამთილს მისვლას ასწრებს და მერე ორივე ერთად უხმოდ აგრძელებენ სახვალიო საქმესა და ფიქრს. ახალგაზრდა რძლის შრომისმოყვარეობაზე დედამთილი განსაკუთრებული სითბოთა და სიამაყით საუბრობს, ზოგი არც მივა მიწასთან სამუშაოდო, აღნიშნავს.

კაცებს _ მამა-შვილ ლეჟავებს ვენახი მაინც ყველაფერს ურჩევნიათ. ცოლიკაურის მწკრივებს შორის ფრთხილად დადიან და აქა-იქ თავამოყოფილ სარეველას სასწრაფოდ თხრიან, წვიმები ძალიან გაგრძელდა და ბალახი ვენახში შემოვარდნას გვასწრებსო, ხუმრობენ.

მასპინძლებმა ახალი ნარგავებით დამშვენებული ფართობიც მოგვატარეს, თხილმა თავი დაიფასა და ძველს ახალიც მივუმატეთო, ამბობენ. კარტოფილის საკმაო ნათესი უკვე აყვავებულია, მუხლამდე სიმინდი კი ბაბუას შვილიშვილებისთვის საამებლად დაუთესავს, _ ფერიცვალობას ჭყინტი სიმინდი თვითონ უნდა მოტეხონო. ამასობაში კი მეხუთეკლასელი მარი წიწილებს საკენკს უყრის და ბებიას ეძახის, სანამ შენ მოხვალ, მე აქ ვიქნები, ქორს ახლოს არ მოვუშვებო...

...სტუმრობის შემდეგ დამშვიდობება არ დაგვანებეს ლეჟავებმა, როგორ, სუფრასთან არ შემოხვალთ? დალევას კი არ დაგაძალებთ, რაღაც კიდევ დამრჩა სათქმელიო, _ წინ გადაგვიდგა ღიმილიანი ვეფხია.

სათქმელი მართლაც ყურადსაღები აქვს. მშრომელი, მიწასთან სისხლხორცეულად შეზრდილი ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტს კითხვას მისვამს: სად არის შეპირებული მცირეპროცენტიანი ან სულაც უპროცენტო სესხი?! ნუთუ ჩვენნაირი ადამიანებისთვის ასეთი თანადგომა სახელმწიფომ ვერ უნდა მოახერხოს? არც უმადური ვარ, ხვნა-თესვაზე ხომ გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად, მაგრამ სრულიად დამოუკიდებლად შექმნილი ჩემი მცირე ბიზნესი რომ გავაფართოვო, მთავრობამ ამაზე უფრო მეტად არ უნდა იზრუნოს, ხომ გვპირდებოდნენო...

მხოლოდ ვეთანხმები და ვერაფერს ვპირდები. ეს კია, ლეჟავების გვარს უბის წიგნაკის იმ გვერდზე ვინიშნავ, სადაც განსაკუთრებული თავდაუზოგაობით გამორჩეულ ფერმერთა სია მაქვს ჩაწერილი.. რატომღაც მგონია, დადგება დრო და ამ ადამიანებზე ხმამაღლა ვიტყვით იქ, საიდანაც მათზე აუცილებლად იზრუნებენ.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?