კოოპერაციული მოძრაობა სოფლის აღორძინებისთვის

კარმიდამო ჩემი

კოოპერაციული მოძრაობა სოფლის აღორძინებისთვის

1 იან. 1970, 04:00:00
ეს წერილი რამდენიმე წლის წინ დავწერე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე და მის აუცილებლობაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ მაშინ არ გამოვაქვეყნე არასათანადო ინტერესებისა და გარემოებების გამო. მას შემდეგ, საკითხის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა. თუმცა, მედია საშუალებებსა და საექსპერტო წრეებში იმატა საუბრებმა ამ საკითხის გარშემო. თემას აქტუალობა არა თუ არ დაუკარგავს, არამედ პირიქით _ ვფიქრობ, ახალი, მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება, გაჩენილი იმედები და მოლოდინები ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიურ განვითარებასთან დაკავშირებით, მოითხოვს ცხოველი დისკუსიების გამართვას პრობლემათა გადაწყვეტის გზების შესახებ.

ამიტომ, გთავაზობთ წინამდებარე წერილს.

ჩვენი ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა "შეუიარაღებელი" თვალითაც ადვილად ჩანს. დღეს ამ სფეროში საბიუჯეტო სახსრები მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს სექტორის მოთხოვნას გადაუდებელ და სასიცოცხლოდ აუცილებელ ღონისძიებათა დაფინანსებაზე. ეს სახსრებიც უმეტეს შემთხვევაში ან არარაციონალურად გამოიყენება ან კორუფციის საკბილო ხდება.

სასურსათო პოლიტიკის ძირითადი მიზანი სასოფლო-სამეურნეო (ს/ს) პროდუქტების დოვლათის შექმნასთან ერთად ისიც არის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას მათ, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებს. ორივე ამ მიმართულებით ჩვენში სერიოზული ჩავარდნაა. ს/ს პროდუქტების მწარმოებელი ფერმერი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა უამრავი დაგროვილი პრობლემის წინაშე.

ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენში ჯერ კიდევ შეუფასებელია გლეხური (ფერმერული) მეურნეობის, როგორც აგროსამრეწველო კომპლექსის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის მნიშვნელობა. ახალი ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შექმნის, კერძო საკუთრების შემოღების შედეგად, გლეხური (ფერმერული) მეურნეობა თავის წარმოების საშუალებებით (მიწა, მრავალწლიანი ნარგავი და ს/ს ცხოველი, შენობა-ნაგებობები, სხვა მატერიალური საშუალებები) და მუშახელით (ოჯახის წევრები და დაქირავებული) მცირე ზომის კომპლექსური და ინტეგრირებული ს/ს სისტემა ხდება, რომელიც პროდუქციას აწარმოებს. იგი ისევე ექვემდებარება საბაზრო ძალების ზემოქმედებას, ისევე ესაჭიროება შემოსავლები კვლავწარმოებისათვის და ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდა, როგორც სხვა ნებისმიერ წარმოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისა და განადგურებისთვის არის განწირული, რაც, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. თუ ხელისუფლებას აინტერესებს აგროსამრეწვლო სექტორის განვითარება, მასში დასაქმებული ოჯახების ბედ-იღბალი და რეალური კეთილდღეობა, მაშინ შესაბამისი მარეგულირებელი და მასტიმულირებელი სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენში შეუწყნარებლად ნელი ტემპით მიმდინარეობს.

როცა სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მან უშუალო მონაწილეობა მიიღოს წარმოების პროცესში _ მან მხოლოდ უნდა შექმნას ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო თავისუფალი მეწარმის ახალი ტიპის ფორმირებისთვის, რომელიც მიწისა და მეურნეობის ნამდვილი ბატონ-პატრონი იქნება _ დამოუკიდებელი პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ პროცესმა უნდა განსაზღვროს ახალი სოციალური ადამიანის, საბაზრო ეკონომიკის სუბიექტის თვისებები და მათი შესაბამისობა ჩვენი ერის ფსიქოლოგიურ და ეთნოკულტურულ მახასიათებლებთან.

სახელმწიფო ს/ს პოლიტიკის არსი მემამულის (გლეხის, ფერმერის) მიმართებაში, ჩვენი აზრით, უნდა გამოიხატებოდეს შემდეგში _ "ვასწავლოთ მემამულეს თუ როგორ დაეხმაროს თავის თავს!" ამიტომაც სახსრები, სახელმწიფო თუ მოზიდული, მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, ისეთი ინსტიტუტების ფორმირების და ღონისძიებათა სისტემის დაფინანსებაზე, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. მათ უნდა უზრუნველყონ მიწის მფლობელთათვის მეურნეობის გაძღოლის სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება, სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებების გარკვევა, რაც ფერმერებს დაეხმარებათ ახალი ს/ს სტრუქტურის შექმნასა და მათში ნებაყოფლობითი გადაჯგუფებისას წარმოშობილი სიძნელეების გადალახვაში.

მემამულემ კარგად უნდა გაიგოს თავისი ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის და სოციალური ყოფის პრობლემები, გასცეს პასუხი კითხვებზე _ "რატომ?", "რისთვის?", "როგორ?", საკუთარი პრობლემების დასახვასა და გადაწყვეტილების გზების ძიებაში კი მას დახმარება და თანადგომა სჭირდება.

ხელისუფლების ინერტულობას "ზემოდან" უნდა დაუპირისპირდეს აქტიურობა "ქვემოდან", რაც გულისხმობს მოძრაობის დაწყებას სოფლის გაჯანსაღებისა და მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის საკუთარი პოტენციალის გამონახვითა და ამოქმედებით. ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მომენტია ს/ს მწარმოებელთა ნებაყოფლობითი, თვითმართვადი, მოქნილი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომლებიც სწრაფად მოახდენენ რეაგირებას მათ მოთხოვნებზე, გამოხატავენ და დაიცავენ მათ ინტერესებს, განავითარებენ მათ შესაძლებლობებს, დაამყარებენ პირდაპირ კავშირურთიერთობებს უცხოურ, ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორში სწორი პოლიტიკის წარმართვისთვის მიმდინარე პროცესებს მსოფლიო გამოცდილებისა და ჩვენი პირობების გათვალისწინებით ღრმა ანალიზი და პროგნოზირება სჭირდება.

ფერმერთა სასოფლო-მწარმოებელთა გაერთიანებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ ფორმას სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია წარმოადგენს. "კოოპერაცია" "თანამშრომლობას" ნიშნავს, მისი, როგორც სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, განისაზღვრება საქართველოს კანონით "მეწარმეობის შესახებ", უპირველეს ყოვლისა, სწორედ სოფლის მეურნეობაში. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან კოოპერატივის წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება."

ს/ს კოოპერატივებს შეუძლია თავის წევრები უზრუნველყონ ს/ს საშუალებებით, საწარმოო მომსახურებით, გაუწიოს კონსულტაცია მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო სხვა საკითხებზე, დაეხმაროს ს/ს პროდუქციის გასაღებაში და გადამუშავებაში, საჭირო ინფორმაციისა და კრედიტის მიღებაში.

კოოპერაციის ისტორია წინა საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება _ ვინმე რობერტ ოუენი, მრეწველი, აკვირდებოდა რა მშრომელი ადამიანების ცხოვრებას, ფიქრობდა, რომ მათ მეგობრული, ერთობლივი ძალისხმევითYუნდა მიეხმარონ ერთმანეთს ცხოვრებაში და დააფუძნონ რა განსაკუთრებული საზოგადოებები, ერთდროულად მოაწყონ თავის სამეწარმეო ცხოვრება. მისი იდეები, თეორიული მოსაზრებები დაედო საფუძვლად მომავალში კოოპერაციული მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

რა განაპირობა კოოპერატივების წარმოშობა

სხვადასხვა ქვეყნებში ს/ს კოოპერაციის წარმოშობის თავისებურებების მიუხედავად, გამოვყოფთ საერთო, ძირითად წინაპირობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღებია: მატერიალურად და ფინანსურად სუსტ, წვრილ და საშუალო მეურნეებს არ ძალუძთ, დამოუკიდებლად გავიდნენ და ეფექტური, თავისთვის სასარგებლო კავშირები დაამყარონ ბაზართან (ს/ს საშუალებების, პროდუქციის, მომსახურებისა და კრედიტის ბაზართან). წარმოების და მეცნიერების მიღწევების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია კონკურენტულ ბრძოლაში, მხოლოდ მსხვილ ს/ს მეურნეობებს შეუძლიათ, წვრილი ფერმერები კი იძულებულნი ხდებიან ა) ან დატოვონ ეს სფერო და სხვა საქმიანობას მიყონ ხელი, ბ) ან შეუერთდნენ აგრობიზნესში ქალაქიდან შემოჭრილ მსხვილ სამრეწველო, სავაჭრო და საბანკო კაპიტალს (რომელთა მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, რაც ხშირად უპირისპირდება ფერმერთა ინტერესებს. გლეხი, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი, ფაქტობრივად, ამ კაპიტალის დაქირავებული ხდება), გ) ან "დამოკიდებული, თავისუფალი მეწარმის" სტატუსისა და მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, გააერთიანონ თავის ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და სხვა რესურსები და დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერესთა დასაცავად.

როგორც ვხედავთ, კოოპერაციის მამოძრავებელი მოტივია მრავალრიცხოვან წვრილ მწარმოებელთა გათიშულობისა და დაცალკევების გადალახვის მცდელობა მსხვილი საქალაქო კაპიტალის წინაშე, რათა უკეთ გაითვალისწინონ ბაზრის სხვადასხვა პირობები, ცვლილებები და სწრაფად შეეგუონ მათ. კოოპერაცია მათი გადარჩენის ფორმა და ბუნებრივი რეაქციაა.

აერთიანებენ რა პრაქტიკულად ყველა ფერმერს, კოოპერატივები იქმნებიან ფერმერთა ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი მიმართულებით.

თავიდან კოოპერატივები სუსტები იყვნენ, მოგების კვლავწარმოების გაფართოებისთვის გამოყენებისა და წევრთა რაოდენობის გაზრდის შედეგად, თანდათან გაძლიერდნენ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე და ამჟამად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლეთის ქვეყნების აგროსამრეწველო კომპლექსებში, სახელმწიფო ახდენს მათზე ზოგიერთი დარგისა და ქვედარგის მართვის ფუნქციების დელეგირებასაც კი და მათი მეშვეობით ახორციელებს სოციალურ პროგრამებს.

რით არის ხელსაყრელი და რა უპირატესობას აძლევს კოოპერატივში გაწევრიანება მემამულეს დამოუკიდებელ საქმიანობასთან შედარებით

კოოპერატივებში შესაძლებელი იქნება წევრთა მოთხოვნის სრულად შესწავლა და გათვალისწინება მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო ს/ს საშუალებებზე, კრედიტზე და სერვისზე (ვის რა, რამდენი, როგორ, როდის, რა პირობებში ჭირდება?) მოთხოვნის გაერთიანების შედეგად,

კოოპერატივი ისარგებლებს ბითუმი მყიდველის უფლებით რაც მას საშუალებას მისცემს, იაფად იყიდოს და თავის წევრებზე ასევე შეღავათებით გასცეს ეს საშუალებები, მათ შორის, კრედიტიც; წევრისათვის ნებისმიერი ფორმით ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციისა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება მისთვის საჭირო საკითხებზე, კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების სხვადასხვა პროგრამებისა და ფორმების გამოყენებით, მეცნიერების, წარმოებათა და ტექნიკის მიღწევები და მათი დანერგვის ხელშეწყობა; იაფი და თანამედროვე ს/ს საშუალებები და კვალიფიციური სპეციალისტები უზრუნველყოფენ წევრთა საწარმოო მომსახურების მაღალ დონეს, სიიაფეს, ხარისხს და თავისდროულობას; სოფლად წევრთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ს/ს საშუალებების მიტანა და ს/ს პროდუქტის შესყიდვა უშუალოდ ფერმერის მამულში, შემდგომში მისი ქალაქში კოოპერატივის სავაჭრო ცენტრში ან სხვა მიმართულებით რეალიზაციის მიზნით. თანდათან კი მომსახურების ახალი ფორმები დაინერგება და ხარისხი გაუმჯობესდება; წევრებს ექნებათ წარმოებული ს/ს პროდუქციის რეალიზაციის (მათ შორის გადამუშავების მეშვეობით) გარანტია, ბაზარზე ცვლილებებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების, სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის წარმოებისა და რეკლამის შესაძლებლობა. ორგანიზაცია დაიცავს წევრის ინტერესებს სახელმწიფო თუ სხვა ინსტანციაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დღეს; კოოპერატივის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სოციალური პროგრამების განხორციელება: წევრები წლის ბოლო მიიღებენ მოგების კუთვნილ წილს.

ყოველივე ამის შედეგად მიიღწევა სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომია, ზარალისა და დანაკარგების თავიდან აცილება, მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა, შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდა.

P.S. როცა ზემოთ ვწერდი პროცესების "ქვევიდან" დაწყების საჭიროებაზე, აქ გადამწყვეტი იყო ჩვენი საზოგადოების თვითმობილიზაციისა და თვითორგანიზების უნარი, რაც დრომ გვიჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ძალზე სუსტია.

სოფლად კოოპერაციული მოძრაობის სწრაფი განვითარების და მისი დარგის, ადგილობრივი თემებსა და საზოგადოების მდგომარეობაზე პოზიტიური ზემოქმედების წინაპირობად უნდა იქცეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების პროგრამის შემუშავება. იგი გულისხმობს საკანონმდებლოს ინიციატივების პაკეტის მომზადებასა და მთელი რიგი ღონისძიებათა დაგეგმვას, რომელმაც სუნთქვა უნდა გაუხსნას და ხორცი შეასხას ამ იდეის რეალიზაციას. მისი აღსრულება კი ხელისუფლების ნებაზე იქნება დამოკიდებული.




 ახალი ამბები
  • ფაროსანა გამოჩნდა, საწინააღმდეგო ღონისძიებები კი ჯერ არ ჩანსაზიური ფაროსანას საწინაარმდეგო ღონისძიებების  გატარება, წელიწადის ამ დროს, კონკრეტულად, არათუ მაისში, აპრილშიც დაწყებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია გატარებული  ღონისძიებების შედეგად, მავნებელი უკვე გამოჩნდა და ანალოგიურად  მოსახლეობაშიც ისმის კითხვები, რომ  მცენარებისთვის ესოდენ საშიში და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის პირველი მავნებელი სანამ  ძალიან გააქტიურდება, დაიწყება თუ არა საწინააღმდეგო ღონისძიებები. „გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა: _ დღეისთვის მონიტორინგი მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში დადიან ფიტოსანიტარები და იკვლევენ, თუ სად  რა რაოდენობით ფიქსირდება. ამის შემდეგ დაიწყება საწინააღმდეგო ღონისძიებები. _ შარშან ამ დროს დაწყებული იყო და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები? _ ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა დასრულდება მონიტორინგი, დაიწყება. _ ქალბატონო მანანა, დაახლოებით, როდის დაიწყება, ვერც ამას გვეტყვით? როდის სრულდება მონიტორინგი? _ როცა შტაბიდან მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით თქვენც, _  გვითხრა ერქომაიშვილმა.  ცოტა ხანში კი თავადვე დაგვიკავშირდა და  გვითხრა, რომ შეწამვლა დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც განთავსებულ ფერომონებში 15 ფაროსანაზე მეტი დაფიქსირდება. _ იქ, სადაც განთავსებულია ფერომონები და ერთ ცალზე 15-ზე მეტი ფაროსანა აღმოჩნდება, შეწამვლა იქედან დაიწყება. მონიტორინგის შედეგად, ამ ეტაპზე, ასეთ სიაში,  „წითელ ზონაში“.  მოხვდა ურეკი, ნიგოითი, აკეთი, აცანა, შუხუთი, შუა სურები, ზემო სურები, დიდი ვანი; ასევე, უნდა შეიწამლოს ქალაქ ოზურგეთის მცენარეული საფარი. ჯერჯერობით, მხოლოს ცივი შესხურებით შეიწამლება, თერმულად,  ცხელი ნისლით ჯერ არ დამუშავდება, _ გვითხრა ერქომაიშვილმა. თუმცა,  სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს  დაკონკრეტებული თარიღი არ უთქვამს, როდის დაიწყება ფაროსანას ესოდენ საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, რასაც მოსახლეობა დაგვიანებულად ... ...
  • ე.წ. ყვითელ მიკროავტუბუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიანკომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს და იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც 29 მაისიდან ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ იქნება. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ ჩOVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, - აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ... ...
  • ინფიცირების ახალი შემთხვევები და გამოჯანმრთელებულები _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?