ვაზის წამლობის სქემა

კარმიდამო ჩემი

ვაზის წამლობის სქემა

1 იან. 1970, 04:00:00

საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია დაფიქსირებული. ვაზის მოვლას ქართველი კაცი უძველესი დროიდანვე მისდევს და შესაბამისად, მევენახეობა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარე, ანდრო ხეთერელი მიიჩნევს, რომ ვენახის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში, მათი გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელსაყრელი კლიმატური პირობები ვერ უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი და კონკურეტუნარიანი პროდუქციის წარმოებას: _ ვეგატაციის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ვაზი საჭიროებს, როგორც ნიადაგის განოყიერების, ასევე, წამლობების ოპტიმალურ სქემებს, _ გვითხრა ხეთერელმა და ჩვენი მკითხველისთვის ვაზის წამლობების სქემა გადმოგვცა, რომელიც ვაზს მავნებლებისაგან და სხვადასხვა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისაგან დაიცავს.

პირველი წამლობა

პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვისას ვაზის ნაცრისა და ტკიპების წინააღმდეგ სპილენძშემცველი პრეპარატით. 300 გრ სულფოლაკი იხსნება 100ლ. წყალში და ხდება შესხურება. ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 3 კგ სულფოლაკი.

მეორე წამლობა

მეორე წამლობა ტარდება ფოთლების გაშლისას ტკიპების წინააღმდეგ. წამლობისას საჭიროა ვენახში შეტანილ იქნეს აკარიციდი, ინსექტოაკარიციდი ან ენვიდორი. 20 გრ ენვიდორი იხსნება 100 ლ წყალში და ხდება შესხურება. ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 200 გრ ენვიდორი.

მესამე წამლობა

მესამე წამლობა ტარდება 3-4 ფოთლის ფაზაში ჭრაქის და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ. წამლობა საჭიროა ჩატარდეს კონტაქტური ფუნგიციდით. კარგ შედეგს იძლევა ფუნგიციდ ანტრაკოლით შეწამვლა. 200 გრ ანტრაკოლი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 2კგ ანტრაკოლი.

მეოთხე წამლობა

მეოთხე წამლობა ტარდება 7-8 ფოთლის ფაზაში. განვითარების მოცემულ ეტაპზე საჭიროა მცენარემ ჭრაქის და ნაცრის საწინააღმდეგო წამლობასთან ერთად, მიიღოს ფოთლოვანი კვება. ამიტომ ერთ-ერთ ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მცენარის შეწამვლა ანტრაკოლით, რომელიც მას ჭრაქისაგან დაიცავს, ბაილეტონით (იცავს მცენარეს ნაცრისაგან) და ვუქსალ ბორონით. წამლობა ტარდება შემდეგნაირად: ერთმანეთში ირევა 250 გრ. ანტრაკოლი, 30 გრ. ბაილეტონი და 200 გრ. ვუქსალ ბორონი. ნარევი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა 2.5 კგ ანტრაკოლი, 300 გრ. ბაილეტონი და 2 ლ ვუქსალ ბორონი.

მეხუთე წამლობა

მეხუთა წამლობა საჭიროა ჩატარდეს ყვავილობის დასაწყისში ჭრაქის ნაცრისა და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა მიკალის, ნატივოსა და დეცის პროვიფის კომბინაცია. მიკალი გამოიყენება ჭრაქის წინააღმდეგ, ნატივო _ ნაცრის წინააღმდეგ და დეცის პროფი _ ყურძნის ჭიას წინააღმდეგ. შეწამვლა ტარდება შემდეგი პრინციპით: 300 გრ. მიკალი, 16 გრ. ნატივო და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 3 კგ. მიკალი, 160 გრ. ნატივო და 50 გრ. დეცის პროფი.

მეექვსე წამლობა

მეექვსე წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობის დასასრულს ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, აუცილებელია წამლობებთან ერთად, კომბინაციაში ფოთლოვანი კვების ჩართვაც. ამიტომ მეექვსე წამლობა შესაძლებელია ჩატარდეს მელოდი დუოს, ნეტივოსა და ვუქსალ ბორონის შემდეგი სახის კომბინაციით: 250 გრ. მელოდი დუო, 18 გრ. ნატივო და 200 გრ. ვუქსალ ბორონი გაიხსნას 100 ლ. წყალში და შესხურდეს. ერთ ჰა-ზე საჭიროა 2.5 კგ. მელოდი დუო, 180 გრ. ნატივოდა 200 გრ. ვუქსალ ბორონი.

მეშვიდე წამლობა

მეშვიდე წამლობა ტარდება მტევნის ფორმირებისას. პროფესიონალურ ენაზე განვითარების ამ ეტაპს მტევნის გამოხორბვლა ეწოდება. მოცემულ ეტაპზე მცენარეს ემუქრება ჭრაქი, ნაცარი და ყურძნის ჭია, ამიტომ მისი შეწამვლა შესაძლებელია მიკალის, ფალკონისა და დეცის პროფის კომბინაციით. 400 გრ. მიკალი, 30 გრ. ფალკონი და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე იხარჯება 4 კგ. მიკალი 300 გრ. ფალკონი და 50 გრ. დეცის პროფი.

მერვე წამლობა

მერვე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნის მარცვლები ბარდის ზომისა გახდება. ამ დროს საჭიროა ფოთლოვანი კვება, ჭრაქის და ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, შედეგიანი იქნება ვუქსალ კალციუმის, კუპერტინ სუპერისა და ფალკონის კომბინაცია _ 300 გრ. ვუქსალ კალციუმი, 400 გრ. კუპერტინ სუპერი და 30 გრ. ფალკონი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა 3 ლ. ვუქსალ კალციუმი, 4 კგ. კუპერტინ სუპერი და 300 გრ. ფალკონი.

მეცხრე წამლობა

მეცხრე წამლობა ტარდება მეშვიდე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ, ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ. ასევე, საჭიროა ფოთლოვანი კვებაც. ამიტომ, კარგ შედეგებს იძლევა ანტრაკოლის ფალკონისა და ვუქსალ კალციუმის კომბინაცია. წამლობა ხდება შემდეგნაირად: 250 გრ. ანტრაკოლი, 30 გრ. ფალკონი და 300 გრ. ვუქსალ კალციუმი იხსნება 100 ლიტრ წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 2.5 კგ. ანტრაკოლი, 300 გრ. ფალკონი და 3 ლ. ვუქსალ კალციუმი.

მეათე წამლობა

მეათე წამლობა ტარდება მეცხრე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ, ჭრაქის და ნაცრის წინააღმდეგ. მეათე წამლობის ჩატარება შესაძლებელია კუპერვალისა და სულფოლაკის კომბინაციით, ანუ 1 კგ. კუპერვალი და 500 გრ. სულფოლაკი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება ჰექტარზე საჭიროა დაიხარჯოს 10 კგ. კუპერვალი და 5 კგ. სულფოლაკი.

მეთერთმეტე წამლობა

მეთერთმეტე წამლობა ტარდება მეათე წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ და ანალოგიურია მეათე წამლობისა.

მეთორმეტე წამლობა

მეთორმეტე წამლობა საჭიროა ჩატარდეს სიმწიფის დასაწყისში, ნაცრისფერი სიდამპლისა და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ. ამ დროს კარგ შედეგს იძლევა ტელდორისა და დეცისპროფის კომბინაცია _ 100 გრ. ტელდორი და 5 გრ. დეცის პროფი იხსნება 100 ლ. წყალში და ხდება შესხურება. ერთ ჰა-ზე საჭიროა დაიხარჯოს 1 კგ. ტელდორი და 50 გრ. დეცის პროფი.

მოამზადა ნათია დოლიძემ




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. დეტალებს გურია ნიუსი ამ წუთებში შსს-ში ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ქართველების ისინი აპირისპირებდნენ ერთმანეთს. თქვენ გონიათ აფხაზები იბრძოდნენ მისი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახობდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls