ვაზის გურული ჯიშები

კარმიდამო ჩემი

ვაზის გურული ჯიშები

11 თებ. 2012, 06:42:17
გურიაში ოდითგანვე მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა და მეღვინეობა. ამის უტყუარი დასტური, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვაზის ადგილობრივ ჯიშთა მრვალფეროვნებაცაა. აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის დათვლით, აქ 59 ვაზის ჯიში არსებობდა, რომელთაგანაც ჩვენი წინაპრები მაღალხარისხოვან და მრავალფეროვან ღვინოებსა და სუფრის ყურძენს აწარმოებდნენ.

დღეს, მიზეზთა გამო, განთქმული ადგილობრივი ჯიშების ადგილი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, დაბალხარისხოვან ჰიბრიდებს: ნოას (გურული ვარიაციით "ნოვე"), იზაბელას ("ადესა"), ჭეიშვილს და სხვებს უკავიათ. აქედან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და შესაბამისად, შესწავლილიც გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშებისა და მათგან მიღებული ღვინოების თვისებები. გურული ღვინოები კი განსაკუთრებული არომატით, ბუკეტით, ხავერდოვნებით, სინაზით გამოირჩევიან.

ასევე მაღალი გემური თვისებებით, გარეგნული სილამაზით, შენახვის უნარიანობით და ტრანსპორტაბელობით გამოირჩევიან გურული სუფრის ყურძნებიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი: პირველი ქართული ღვინო გურული იყო. ეს წლების მანძილზე განახორციელა გურიაში დასახლებულმა ინგლისელმა აგრონომმა იაკობ მარმა დაახლოებით ორი საუკუნის წინათ, 19-ე საუკუნის 20-30-იან წლებში.

ცხადია, ყველა ვაზის ჯიში მაღალი ღირსების ვერ იქნება, თუმცა, თითოეული მათგანი ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნებითაა გამოყვანილი და მათ სათანადო მოძიება, ზრუნვა, გადარჩენა და დაცვა სჭირდებათ.

"კარმიდამო ჩემის" მეშვეობით, ვაზისა და ხარისხიანი ღვინის მოყვარულთათვის ვიწყებთ გურიის აბორიგენული ვაზის ცალკეული ჯიშების დახასიათებას საზოგადოებისთვის მათი უკეთ გაცნობის მიზნით.

მტევანდიდი (სინონიმი: აკიდო)

გურული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ფილოქსერის და სოკოვან დაავადებათა შემოჭრამდე, მასობრივად იყო გავრცელებული გურიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაშიც (ქედის რაიონის).

ზემო გურიის (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) ზოგიერთ სოფელში მას "აკიდოს" ეძახდნენ, რაც გურული ტერმინოლოგიით, ორმტევნიან რქას ნიშნავს.

იგი სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია. მისი ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია, საკმაოდ უხვმოსავლიანია _ მაღლარად გაზრდილი ერთი ძირის მოსავლიანობა 50 კგ-მდეა. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 60-80 ცენტნერია. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ შედარებით ამტანია, მეტადრე ნაცრის მიმართ. მწიფდება ოქტომბრის ბოლოს.

მტევნის სიდიდის მიხედვით ჯიში თავის სახელწოდებას ვერ ამართლებს _ მისი მტევანი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე ოდნავ დიდია, ფორმით არასწორი, განიერ-კონუსისებრი და განტოტვილი, ხშირად მხრიანი. ზოგჯერ მხრის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევრამდე აღწევს. თხელია ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა შეადგენს 207 გრამს, დიდი მტევნის წონა 380 გრამია. მარცვალი _ მუქი-ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი, საშუალო სიდიდის, ოვალური, შუა წელში განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. სქელკანიანია, საკმაოდ ხორციანი და უფრო წვნიანი.

მტევანდიდს ახასიათებს პართენოკარპიულობა (დაწვრილმარცვლიანება). წვრილი მარცვლები ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისთვის ასწრებს დამწიფებას.

წვენის გამოსავლიანობაა 66,3%, ტკბილის შაქრიანობა _ 20-23%, საერთო მჟავიანობა _ 8,5-10%.

ღვინო საკმაოდ მაღალი ღირსების, მუქივარდისფერი, საკმაოდ სხეულიანი და ჰარმონიულია, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით. ახასიათებს კარგი ტრანსპორტაბელობა და შენახვისუნარიანობა.

წარსულში მტევანდიდის პროდუქციას ჯანის ყურძენს ურევდნენ და მიიღებოდა მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინო, რომელიც ცნობილი იყო "საჯავახოს ღვინოს" სახელწოდებით.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ინახება, დაკრეფილი კი _ გაზაფხულამდე.

თეთრი კამური(სინონიმები: კამურა, კამურის ყურძენი)

გურული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ადრე იგი ფართოდ იყო გავრცელებული მაღლარების სახით შუა და ზემო გურიაში, აგრეთვე, მოსაზღვრე ქვემო იმერეთის (ბაღდათისა და ვანის) რაიონებში.

სამეურნეო დანიშნულებით თეთრი კამური სრულად აკმაყოფილებს როგორც საღვინე, ისე სუფრის ყურძნის მოთხოვნებს და ამრიგად, ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია არა მარტო გურიაში, მთლიანად საქართველოშიც.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. მაღლარად აღზრდილ ვაზზე რქების სიგრძე ხშირად 2,5 მეტრამდე აღწევს. საკმაოდ უხვმოსავლიანია _ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 70-80 ცენტნერს, ხოლო სათანადო მოვლისა და ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, მოსავლიანობა გაცილებით მეტია. ამის მაგალითად გამოდგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთელი ფერმერი აკაკი ღლონტი, რომლის ნაკვეთზეც ერთი ძირი კამური წლების მანძილზე 150-200 კგ. მოსავალს იძლევა.

სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტად გამძლეა. განსაკუთრებით ავადდება ნაცრით. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში (უფრო მეორე ნახევარში).

მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური, განტოტვილი, თხელი. მტევნის საშუალო წონა 165 გრამია, დიდი მტევნისა კი 230 გრამი. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით. მარცვალი მომწვანოა, მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი იერით. საშუალოზე მსხვილია, მოგრძო-ოვალური და სიმეტრიული. სქელკანიანია და მკვრივხორციანი მეტად სასიამოვნო ტკბილი გემოთი და ჯიშისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი არომატით.

წვენის გამოსავლიანობაა 79%, ტკბილის შაქრიანობა _ 19-20%, საერთო მჟავიანობა _ 8 %.

იძლევა მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელიც ხასიათდება ძვირფასი გემური თვისებებით და ზომიერი, ხალისიანი მჟავიანობით.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი გაზაფხულამდე ინახება.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?