მამაკაცებისთვის და არა მხოლოდ...

კარმიდამო ჩემი

მამაკაცებისთვის და არა მხოლოდ...

1 იან. 2012, 04:00:00

როგორც წესი, მამაკაცები, მანქანის შერჩევისას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფორმას, მარკას, სიჩქარეს... არადა, ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრებაც, როგორი ფერის იქნება თქვენი ავტომობილი.

ფსიქოლოგ დევიდ ლევისის მიხედვით, თქვენი ავტომობილის ფერი დიდად განაპირობებს ირგვლივ მყოფთა შთაბეჭდილებებს თქვენი ხასიათის შესახებ. შავი

შავი ავტომობილის პატრონს ძალიან აღელვებს თავისი ადგილი საზოგადოებაში. ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს და პატივმოყვარეა. უამრავი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ ცოტა _ ახლო მეგობარი. ცხოვრებაში წინა პლანზე აყენებს ორგანიზებულობას და წესრიგს.

ლურჯი

რა უნდა ითქვას იმ ადამიანზე, რომელმაც ლურჯი ფერის ავტომობილი აირჩია? ასეთი ადამიანი ადვილად ეგუება ნებისმიერ კოლექტივს, არის მონდომებული და კეთილსინდისიერი; ბრწყინვალე იდეები არ უჩნდება, რადგან შთაგონება არ წყალობს. იცის, რას ამბობენ მასზე, მაგრამ მაინც ურყევად სჯერა, რომ ღირსეულია.

მწვანე

მწვანე ავტომობილის მფლობელი პრაქტიკული, პუნქტუალური და წინდახედულია. მისთვის სახლი და ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა. არ აქვს შეჯიბრისა და კონკურენციის სურვილი, რაც ეხმარება გაიჩინოს ბევრი კარგი და ერთგული მეგობარი.

წითელი

ის, ვინც აირჩია წითელი ფერის ავტომობილი, თავისი მოქმედების სფეროში მუდამ მწვერვალისკენ ისწრაფვის. საზოგადოებაში პოპულარული, მეგობრული და გულისხმიერია. თავისი ოპტიმიზმის გამო არა ერთხელ ხდება დაცინვის ობიექტი. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს წარმატებით გაუწიოს კონკურენცია მოშურნეებს.

რუხი

ეს ფერი შეესაბამება მაღალი მორალის მქონე პატიოსან ნატურას, რომელსაც აქვს მოვალეობის უძლიერესი შეგნება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ხშირად ხდება მაგალითი სხვებისთვის.

ფორთოხლისფერი

ასეთი ფერის მანქანის მყიდველის საქციელი ხშირად მოჩვენებითია, რაც ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მას. ისე ჩანს, თითქოს პოპულარობას ეძებს, სინამდვილეში ყურადღება და სითბო აკლია.

ვარდისფერი

ასეთი ფერის ავტომობილი რომანტიკოსებისთვისაა. ვინც ვარდისფერი ავტომობილი შეარჩია, ნაზი, მგრძნობიარე და მუდამ შეყვარებულია. პრაქტიკულ ჩვევებს იმდენად მოკლებულია, რომ საეჭვოა, დაშვებული საბურავის შეცვლა მოახერხოს.

თეთრი

თეთრი ავტომობილის შეძენა, ისე, როგორც შავისა, ხშირად ასოცირდება საზოგადოებაში მისი მფლობელის სოლიდურ მდგომარეობასთან. არის თუ არა ეს ჭეშმარიტება? ვინ იცის! ყოველ შემთხვევაში თეთრი ავტომობილის მფლობელი პატიოსანი, პასუხისმგებლიანი და ცივსისხლიანია. ის დარწმუნებულია თავის ძალებში, რაც უფლებას აძლევს ოპტიმისტურად უყუროს მომავალს.

ვერცხლისფერი

ვერცხლისფერი მანქანის მფლობელი ყოველთვის ფხიზელი გონებით აფასებს თავის საზოგადოებრივ მდგომარეობას. უყვარს, როცა აღტაცებული რჩებიან მისი გემოვნებით და ელეგანტურობით. თუმცა, თავად ძალიან მკაცრია საკუთარი მოქმედებებისა და შეხედულებებისადმი.

ყვითელი

ყვითელი უდარდელი, უზრუნველი ადამიანების ფერია. ვინც ასეთი ფერის ავტომობილს ყიდულობს, ცოტათი ავანტიურისტია და თავისი შესაძლებლობების გახორციელების უძლიერეს აუცილებლობას განიცდის. იგი დარწმუნებულია თავის ძალებში. არის გულითადი, მზრუნველი და მეგობრული; არასოდეს მიგატოვებს გასაჭირში.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ... ...
  • ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ, უცხო ენაში სუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა, ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში (ინგლისური) მაღალი შეფასება დაიმსახურა. მაქსიმალური 80 ქულიდან,  გიორგი მეგრელიძემ- 79, მარიამ კილაძემ- 78, მარიამ ჩხატარაშვილმა - 76, მარიამ დავიდოვამ- 75, ნინო სუხიაშვილმა- 70 ქულა მოიპოვა. _სხვების შედეგებიც არ არის ურიგო. პირველი სკოლა ამაყობს  ამ ბავშვებით. ველოდებით გრანტებს - ამბობს სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ ... ...
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს12 აგვისტოს, 12 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო  გეგმებს გაეცნობა. ღონისძიების მიზანია ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე  პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. წარმოდგენილი იქნება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები”. შეჯამდება დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs). პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემდგომ განვითარებას. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.          მისამართი:  ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი 6;  „რესპუბლიკა“ (მე-3 ... ...
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...