"გურიაში ფუტკარი ყველას უნდა ჰყავდეს"

კარმიდამო ჩემი

"გურიაში ფუტკარი ყველას უნდა ჰყავდეს"

1 იან. 2012, 04:00:00

ათასობით მწერიდან ადამიანი სოფლის მეურნეობაში აბრეშუმის ჭიას და ფუტკარს იყენებს, მაგრამ დღეისთვის ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად მაინც მეფუტკრეობა რჩება. ჩვენი ნომრის სტუმარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის მკვიდრი, მეფუტკრე გოჩა კეკელიძეა, რომელიც უკვე 20 წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული და სიამოვნებით დაგვთანხმდა, თავისი გამოცდილებიდან ცოტა რამ ჩვენთვისაც გაეზიარებინა.

_ 20 წელია, ამ საქმიანობას ვეწევი, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალიც მეფუტკრეობიდან შემოსული თანხაა. თავიდან ორი ოჯახით დავიწყე, მერე 100-150 ოჯახზეც ავედი. ამ ბოლოს, სამწუხაროდ, რამდენიმე ოჯახი დავკარგე, მაგრამ ისევ შევუდექი აღდგენას.

_ რა სამუშაოები ტარდება ამ პერიოდში მეფუტკრეობაში?

_ საგაზაფხულო სამუშაოების დროა. ამ პერიოდში უნდა გავწმინდოთ და დავასუფთაოთ სკა. მართალია, ამას ფუტკარიც აკეთებს, მაგრამ არ უნდა გავაწვალოთ. შემდეგ საჭიროა, ერთი-ერთზე დამზადებული სიროფის მიწოდება (ყანდი). სიროფს ადრე არ ვაძლევდით, მაგრამ კლიმატი შეიცვალა და ახლა სჭირდება. თუ ძლიერია ფუტკრის ოჯახი, აკაციის ყვავილობის დაწყებასთან ერთად, უნდა მივაწოდოთ ფიჭა. ფიჭასაც დაკვირვება უნდა _ ხელოვნური ფიჭის შემადგენლობაში 85% ნატურალური სანთელია და 15% პარაფინი. თუ ფიჭის შემცველობაში პარაფინის რაოდენობა მეტია, ფუტკარი სუნს გრძნობს და მისთვის ეს სუნი გამაღიზიანებელია. ასე რომ, ფიჭის ნატურალურობას დიდი ყურადღება ექცევა. როცა ფუტკარი დაფარავს ფიჭის ყველა უჯრას, ახალ-ახალი ფიჭა უნდა ვაძლიოთ. ამით ბუდეც ახლდება. ბუდის გაახლება მთავარია, რადგან, როცა ფიჭა ძველდება, უჯრები ჭუჭყით ივსება, ვიწროვდება. შესაბამისად, კვერცხი ვეღარ ვითარდება კარგად და ფუტკრის ზომაც იკლებს.

_ რა წამლობა უტარდება ფუტკარს?

_ ფუტკარს სჭირდება ჩაკირულ ბარტყზე მკურნალობა (პრეპარატი ასკოვარი), ტკიპაზე (აკაროზი, ეკოსტოპი) და ტილზე მკურნალობას (ვაროკომი, ვაროსტოპი). ტილის სამკურნალო პრეპარატი ოჯახს სიძლიერის მიხედვით ეძლევა. თოვლის გადნობის შემდეგ, უნდა მიეცეს ბაქტოციდი, ბაქტოპოლი. არის ასევე ფუტკრის დაავადება _ სიდამპლე, რომელიც რთული დაავადებაა და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენთან ეს დაავადება იშვიათია. ამბობენ, თითქოს მსგავსი დაავადება შეამჩნიეს, მაგრამ ასე არ არის _ ეს დაავადება კი არა, კვერცხის გადაციებაა, როცა ფუტკარმა ვერ მოუარა კვერცხს და გაფუჭდა.

_ ფუტკარი კვერცხის დებას როდის იწყებს?

_ კვერცხის დებას, თუ ძლიერი ყინვები არ არის, 15 იანვრიდან იწყებს და დღეში 1 500-მდე კვერცხს დებს. ფუტკრისთვის ზამთარი თოვლიანი ჯობს, იმიტომ, რომ როცა ზამთარში კარგი ამინდებია, ტყუვდება ფუტკარი და გარეთ გამოდის, რის გამოც იღუპება. ამ დროს კანდის მიცემა არ შეიძლება, უფრო რომ არ გაღიზიანდეს. საერთოდ, როცა ფუტკარი არ მუშაობს, 3-4 თვეს ძლებს და მუშაობის პერიოდში მხოლოდ 30 დღე ცოცხლობს. აქტიურ გამოსვლას იწყებს, როგორც კი კარგი ამინდები დაიწყება და ფერდობებზე ყვავილები გამოჩნდება. ამ დროს ისინი კვერცხის გამოსაკვებად "ჭეოს" ეზიდებიან. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ფიჭის უჯრებში ჩადებული კვერცხი ჯანმრთელია თუ არა, საჭიროა, დავაკვირდეთ, ჩაზნექილი არ ჰქონდეს თავები.

_ ოჯახების გაყოფა როდის ხდება?

_ ერთი ოჯახიდან შესაძლოა, ოთხი ოჯახი გამოვიდეს. დამწყები მეფუტკრეები ზოგჯერ ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად გაჰყონ და გაამრავლონ ოჯახები, მაგრამ ჯობია, 10 ოჯახი გყავდეს და ძლიერი, ვიდრე _ 100 და სუსტი. ოჯახების გაყოფის დროს, მთავარია, დედა ფუტკარი. მასზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანმრთელ კვერცხს დადებს. შესაბამისად, ფუტკარიც ჯანმრთელი და უფრო შრომისუნარიანი იქნება. ამიტომ, ხშირად, დედა ფუტკარი გამოგვყავს და მას "ნამყენი დედა" ეწოდება. ბუნებაში, უმეტესად მამრი ფუტკარი იჩეკება. ადამიანმა ხელოვნურ ფიჭაზე ისე უნდა ამუშაოს ფუტკარი, რომ რაც შეიძლება, მეტი მუშა ფუტკარი გამოვიდეს. მამრი ფუტკრები, როცა აღარ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვსპობთ. ამიტომ ხელოვნური ფიჭის გამოგონებამ და ადამიანის ჩარევამ წინ წასწია მეფუტკრეობის საქმე.

_ თუ აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან იქნება დამზადებული სკა?

_ რა თქმა უნდა! მასალა უნდა იყოს უსუნო, მსუბუქი, ძირითადად ნაძვის ან წაბლის. ვისაც შეუძლია, სახლში ამზადებს, მაგრამ უფრო მეტად ვყიდულობთ.

_ ზამთარში როგორ უნდა შევინარჩუნოთ შესაბამისი ტემპერატურა სკაში?

_ სხვადასხვა წიგნებში წერია, რომ საჭიროა, ზამთარში შევფუთოთ სკა, დავათბუნოთ ბალიშებით და ა.შ. დასავლეთ საქართველოში ყინვები არ იცის და დათბუნება, შეფუთვა, საჭირო არ არის. უნდა ჰქონდეს მუდმივი ვენტილაცია და არც ჭუჭყი დაგროვდება შიგ. ჩვენში ნესტი უფრო იცის და როცა შევფუთე, სკა დაინესტა და საერთოდ გაფუჭდა. ახლა მხოლოდ ტომრები მაქვს გადაფარებული. ბალიშები უფრო კარგი ზაფხულშია, თუ მზის გულზე დგას სკები, რადგან ბამბა სიცხეს არ ატარებს. საერთოდ, ჯობს, სკები ისეთ ადგილას განვალაგოთ, სადაც მზეც და ჩრდილიც ერთნაირად ხვდება.

_ ძირითადად, რომელი მცენარეების ყვავილზე მუშაობს ჩვენთან ფუტკარი?

_ ჩვენში აკაცია ჭარბობს. ერთი ჰექტარი აკაციის ფართობიდან ფუტკარი ტონანახევრამდე თაფლს იძლევა. არის წაბლი, ნახევარი ტონა თაფლი ჰექტარზე და კიდევ ცაცხვი, რომელიც ასევე მაღალპროდუქტიულია, მაგრამ ჩვენთან იშვიათია. საერთოდ, ამ ბოლო დროს, რაც სატელეფონო ანძები დაიდგა, ფუტკრის მუშაობამ იკლო. ფუტკარი პირველი რადიაციის მიმღებია, მაგრამ თანდათან ეჩვევა გარემო პირობებს და მათი მუშაობაც იმატებს.

_ თაფლის დაწურვა რამდენჯერ ხდება წელიწადში?

_ ადრე ერთიანად ვიღებდი წაბლის ყვავილობის დასრულების შემდეგ, მაგრამ ახლა თურქეთში იყიდება კარგად წაბლის თაფლი და ამიტომ აკაციის თაფლს ცალკე ვიღებთ, წაბლისას _ ცალკე.

_ ფუტკრის მოვლა ჩვენ პირობებში რთულია?

_ ჩვენს პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგებს შორის, ფუტკრის მოვლა ყველაზე ადვილი და ნაკლებად შრომატევადი საქმეა. მთავარი ცოდნაა, რომ ზუსტად და თავის დროზე მივაწოდოთ ფუტკარს საჭირო მასალა. მაგალითად, ზოგიერთი მეფუტკრე დღეში რამდენჯერმე ხდის თავს სკას, რაც არ შეიძლება _ ყოველ თავის ახდაზე იკარგება ფუტკრის სხეულის ტემპერატურა. ზამთარში კი საერთოდ არ უნდა შევაწუხოთ. ჩემი აზრით, გურიაში ყველა ოჯახს უნდა ჰყავდეს ერთი-ორი ოჯახი მაინც. იმიტომ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საფუტკრედ ძალიან კარგია. საქართველოში ყოველდღე იმდენი კილოგრამი თაფლი იღვრება და იკარგება, შეიძლება, სიმინდის მოსავალი ვერ ავიღოთ ამდენი.




 ახალი ამბები
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ხობში ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ, ხობში 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი გადაანაცვლეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი გადაანაცვლეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...
  • ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას და ვის გადაუვადდება სესხებიიქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში. „რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი,  ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.  ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...