"სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიძინებული ადამიანის როლს ასრულებს"

კარმიდამო ჩემი

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიძინებული ადამიანის როლს ასრულებს"

2012 მარ 10 13:21:31

გთავაზობთ ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან ალექსანდრე ლომოურთან.

_ ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გახორციელებულ რეფორმებს?

_ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რომელ რეფორმებს გულისხმობთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ წლების განმავლობაში მიძინებული ადამიანის როლს ასრულებს. ის, რომ დაინგრა და განადგურდა სოფლის მეურნეობა და, ფაქტობრივად, სოფლად არსებული ინფრასტრუქტურა მოიშალა, ვისი ბრალია? ამ ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასწორმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის ნგრევას, შიდამიგრაციულ პროცესებს და იმას, რომ ადგილობრივი ბაზრის 85% იმპორტირებულ პროდუქციას უკავია.

_ სამინისტროში თვლიან, რომ ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შემოტანა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ ასე არ ფიქრობთ. თქვენი აზრით, რატომ გახდა აუცილებელი ჰიბრიდული ჯიშის შემოტანა საქართველოში?

_ ამერიკული წარმოების ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შემოტანა განაპირობა იმან, რომ საქართველოში მოშალეს და გაანადგურეს სათესლე და სანაშენე მეურნეობები. დავინახეთ, თუ როგორი წარმატებული პროექტი იყო ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მაშინ, როცა ის რაოდენობა ვერ მივიღეთ, რასაც ველოდებოდით. წარუმატებელი პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოფლად მოშლილია აგრონომთა ინსტიტუტი და ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არ მოხდა იმ სათესლე მასალის სწორად შერჩევა.

_ ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდი საფრთხეს უქმნის ქართული ჯიშის სიმინდს, თუმცა ამ მოსაზრებას მინისტრის მოადგილე არ იზიარებს.

_ არ ვიცი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რას არ იზიარებს, მაგრამ ერთი ცხადია _ შესაძლოა, მართლაც მოხდეს ადგილობრივი ჯიშების გადაშენება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი სოფლად მყოფ საზოგადოებასთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და მხოლოდ იაფფასიანი პიარის საშუალებებით ახდენს საზოგადოების "დაბოლებას".

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა _ საქართველოში მიწების დიდი ნაწილი აუთვისებელია. სახელმწიფო საკუთრებაში კი არსებობს დაახლოებით 350 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით თეთრებში ყიდის. ეს ძალიან ცუდია.

_ თუმცა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მიწის პრივატიზების პროცესი.

_ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება აუცილებელია, მაგრამ ქართული მიწა თეთრებში არ უნდა იყიდებოდეს, თანაც _ უცხოელებზე. აუცილებელია მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და მასში კერძო სექტორის ჩართვა.

_ მუდმივად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გლეხებს გადასცა ახალი ტრაქტორები, სხვადასხვა ტექნიკა... რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

_ ლოგიკურად ვიმსჯელოთ _ თუ ხელისუფლებამ გლეხებს გადასცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მაშინ რატომ გვაქვს ამდენი დაუმუშავებელი მიწა? სოფლის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს მიწა და სარწყავი წყალი. თუ გლეხს სარწყავი წყალი არ ექნება, მისთვის ტრაქტორსა თუ სხვა ტექნიკას ფასი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მოხდეს სარწყავი სისტემების აღდგენა, რეაბილიტაცია. თუმცა, არ მგონია ამ ხელისუფლებასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ძალიან ადარდებდეს.

_ იაფი კრედიტების შესახებ ვისაუბროთ.

_ რომელ იაფი კრედიტზე? დღეს რომელი ბანკი გასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე კრედიტს? არც ერთი _ იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას დღეს ფასი არ აქვს. ესეც ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.

_ იზიარებთ იდეას, რომ უნდა აღდგეს და თანამედროვე დონეზე მოეწყოს აგრარულ პროფესიათა სახელობო სასწავლებლების სისტემა? რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

_ იდეა ძალიან კარგია, თუმცა, ეს ადვილი არ არის _ როცა ადამიანს შესაბამის განათლებას მისცემ, უნდა შეგეძლოს მისი დასაქმება. დღეს ასეთი სასწავლებლის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა, პრაქტიკულად, დანგრეულია.

_ არსებობს თუ არა გლეხსა და სამინისტროს შორის ნორმალური საკომუნიკაციო სისტემა?

_ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლად მყოფ საზოგადოებასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.

_ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ პროექტი მომზადებულია. თუ გქონდათ შესაძლებლობა, ამ პროექტის შექმნისთვის თვალი გედევნებინათ?

_ არა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფოსაც კი არ გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია. ოფიციალური წერილი ძალიან ბევრჯერ მივწერე ხელისუფლებას ამ პროექტთან, როგორც ამას თვითონ უწოდებენ, დაკავშირებით, და ყოველთვის ასეთი პასუხი მომდის _ მალე იქნება! არა და წლებია, ამ დოკუმენტზე ვითომ მუშაობენ და ჯერ არაფერი არ ჩანს. ეს იმის ბრალია, რომ არ იციან და არც აინტერესებთ, რა ხდება სოფლის მეურნეობაში.

_ რას ურჩევდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ 2012 წელს რომელ დარგებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

_ არ ვაპირებ ამ ხელისუფლების მიძინებულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიმე ვურჩიო. თუ კი მოვა ქვეყნის სათავეში გონიერი ხელისუფლება, მასთან აუცილებლად მექნება აქტიური თანამშრომლობა.

_ რამდენად რეალურია პრეზიდენტის ვარაუდი, რომ სოფლის მეურნეობა 2015 წლისთვის ორჯერ უფრო განვითარდება?

_ სოფლის მეურნეობა განვითარდება მაშინ, როცა ქვეყანას ეყოლება ეროვნული ხელისუფალი, რომელსაც ეცოდინება, რა პრიორიტეტული დარგები შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე განვითარებული.




 ახალი ამბები
  • ვის ჩაუტარდება სწრაფი ტესტირება - COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმებიახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. იმ პირთა წრეზე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა მეთოდით უნდა ჩაუტარდეთ, საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირველი აპრილით დათარიღებული ბრძანების დანართში. ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები. „უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი“, – ნათქვამია დოკუმენტში. სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტინგენტსაც, ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები. სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან. პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები, მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის, უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ... ...
  • ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრანასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ასეთ საშიშ პირობებში უწევთ სოფლის ექიმებს მუშაობა, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ მილიონამდე ლარი დახარჯა ახალი ამბულატორიების ასაშენებლად, ნასაკირალში და კიდევ 3 სოფელში. მავნებლურად არ ხსნიან უკვე თვეებია, ამ მძიმე ვითარებაშიც ექიმებს და მოსახლეობას რისკის ქვეშ აყნებენ ყოველდღიურად! _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე ... ...
  • სექსუალური შევიწროება კარანტინში_ რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს ეხება. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,_ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ექიმმა  კორონავირუსზე შემოწმებისას პაციენტი სექსუალურად ... ...
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...