მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა საქონლის დიქტიოკაულოზი

კარმიდამო ჩემი

მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა საქონლის დიქტიოკაულოზი

1 იან. 1970, 04:00:00

შინაური მცოხნავი საქონლის დიქტიოკაულოზის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს პარაზიტები ნემატოდების ოჯახიდან.ისინი, ძირითადად, შუა და მსხვილ ბრონქებში ლოკალიზდება, იშვიათად _ ტრაქეაში.

დიქტიოკაულოზებს ახასიათებს ღია ნაცრისფერი, რძისფერი ან ღია ჩალისფერი-მოყვითალო ფერის ძაფისებრი სხეული. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დიქტიოკაულოზის გამომწვევი ნემატოდა _ აღმძვრელი, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის არის, მამრების სხეულის სიგრძე 17-44 მმ-ის ტოლია, მდედრების _ 23-73 მმ, ღია მოყვითალო ფერის, კვერცხის ზომა ტოლია (0,112 _ 0, 138) X(0,069X0,090) მმ, ღია ყავისფერი, ოვალური ფორმის.

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის დიქტიოკაულოზის გამომწვევია ნემატოდა რძისფერი-ნაცრისფერი, მსხვილი ნემატოდაა, მამრების სიგრძე 30-80 მმ-ია, მდედრების კი 50-150 მმ.

დიქტიოკაულოზის გამავრცელებლები არიან მოზრდილი ცხოველები, რომლებიც კლინიკურად გამოხატული ფორმით იშვიათად ავადდებიან.

დიქტიოკაულისების ლარვები მოხვდებიან რა პირის ღრუში, ახდენენ მიგრაციას ღვიძლის, გულის, ფილტვების გავლით, ხვდებიან ბრონქებში, სადაც იზრდებიან სქესობრივად სრულ სტადიამდე.

ინვაზიის მაღალი დონე აღინიშნება აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის დასაწყისში.

დაავადებების ნიშნები: დაავადების პათოგენების განვითარების შესაბამისად, აღინიშნება მშრალი ხველა, რომელიც შემდგომ გადადის სველ ხველებაში. ცხვირის ღრუდან გამოდის ლორწოვანი გამონადენი, სუნთქვა ზედაპირულია და გახშირებული.

მატლების მიგრაციის ინტენსივობიდან გამომდინარე, წვრილი ნაწლავის ლორწოვან ფენაში ირღვევა საჭმლის მონელების ფუნქცია, აღინიშნება მწვავე და ქრონიკული ინვაზიის მიმდინარეობა.

დაავადების გართულებები: მიკრობრონქიტი, ბრონქიტი, პერიბრონქიტი, კერული ბრონქოპნევმონია _ შეიძლება გართულდეს კატარალური _ ჩირქოვანი პნევმონიით.

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების დეჰელმინთიზაცია ხდება ერთი და იგივე პრეპარატებით.

დიქტიოკაულოზის სამკურნალო საშუალებებია: პრომექტინი; ვილმექტინი; ვილმექტინ F; იზივერმეკი; ლევამიზოლი 7.5%; ფენბექსი 500 (250); ალბექსი 3000 (250, 600, 3000).

რეკომენდირებული სქემები დიქტიოკაულოზის სამკურნალოდ:

პრომექტინი (ვილმექტინ, ვილმექტინ F, იზივერმეკი) _ 1 მლ. 50 კგ. ცოცხალ წონაზე კანქვეშ. გამეორება შეგიძლიათ 21 დღეში.

ლევამიზოლი 7,5 %-იანი _ 1 მლ _ 10 კგ. ცოცხალ წონაზე კუნთში, კანქვეშ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის _ კანქვეშ.

ალბექსი 3000 _ 1 აბი 200 კგ.ც. წონაზე დალევინებით, გამეორება 20 დღეში, თუ ახველებდა და ხველება შეუჩერდა, მაშინ გავიმეოროთ ალბექსი 3000-ით, თუ არა, პრომექტინით 1 მლ. 50 კგ. ც.წონაზე კანქვეშ.

ლევამიზოლი _ 7,5 1 მლ-10 კგ.ც. წონაზე მ.რ.პ. _ კანქვეშ, კუნთში. წ.რ.პ.-ში კანქვეშ 1 მლ- 10 კგ.ც. წონაზე, ორ კვირაში გავიმეოროთ. ფენბექსი 250 1 აბი 17 კგ.ც. წონაზე.

მკურნალობის შემთხვევაში, დოზა სამმაგდება და ერთი აბი ფენბექსი 500 ეძლევა 17-20 კგ.ც. წონაზე სამი დღის განმავლობაში. ფენბექსი 250 _ 1 აბი 8-10 კგ.ც. წონაზე 3 დღის განმავლობაში. მეხუთე ვარიანტი არის უნივერსალური, ის შეიძლება გამოვიყენოთ მაკეობის, ლაქტაციის პერიოდის დროს.

მოზარდისთვის, ჩამონათვალი პრეპარატებით ანტიჰელმინთური დამუშავება რეკომენდირებულია წლის ნებისმიერ დროს საჭიროების მიხედვით.

მაკეობის ბოლო 20-30 დღეს არ არის რეკომენდირებული პრომექტინის, ვილმექტინის, ვილმექტინ F-ის, იზივერმეკის და ამ რიგის სხვა პრეპარატების გაკეთება.

ლევამიზოლს შეზღუდვა აქვს საქონელში მაკეობის ბოლო მესამედში; ასევე, არ უკეთდება დასუსტებულ საქონელს. მ.რ.პ.-სთვის კეთდება კანქვეშ ან კუნთში, წვრილფეხაში _ კანქვეშ.

თუ ცხოველს მიღებული აქვს ფოსფორორგანული პრეპარატები, ლევომიციტინი, მაშინ ინექცია კეთდება 10 დღის შემდეგ.

ალბექსი 3000 (250, 400, 600)-ით შეგვიძლია ჩავატაროთ პროფილაქტიკური დამუშავება, შეზღუდვა _ მაკეობის ბოლო მესამედში.

დამუშავება ხდება, ძირითადად, გაზაფხულზე (მარტი, აპრილი) ზაფხულში (აგვისტო) ძირითადად საძოვარზე. შემოდგომაზე (სექტემბერი) უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ყველა ასაკობრივი ჯგუფის ცხოველი ავადდება უფრო ინტენსიურად. შემოდგომაზე დაავადება მიმდინარეობს ლატენტურად (ფარულად), ამიტომ, (ოქტომბერ-დეკემბერში) აუცილებელია ცხოველის პროფილაქტიკური დამუშავება _ პრომექტინით (ვილმექტინ, ვილმექტინ F, იზივერმეკი).

დიქტიოკაულოზის გართულებების შემთხვევაში (ბრონქოპნევმონიები), ვაკეთებთ ანტიბიოტიკურ თერაპიას; მაგალითად, ოქსიტეტრაციკლინ-200 1 მლ-ს 10 კგ ც. წონაზე კუნთში _ ერთჯერადად, ზინაპრიმს 1 მლ 10 კგ ც.წ.-ზე კუნთში დღეში ერთხელ, 3-დღე.

მძიმე შემთხვევაში, ოქსიტეტრაციკლინ-200-ს და ზინაპრიმს ერთად, ან მარტო "პენბექსი"_ს 1 მლ 10-15 კგ.ც. წონაზე კუნთში დღეში ერთხელ, 3-5 დღე.

გვახსოვდეს!

აუცილებელია დროული მკურნალობა, დაგვიანების შემთხვევაში, მსხვილი ბრონქების, ტრაქეის პარაზიტებით დაცობის შედეგად, ცხოველი იღუპება.

დაავადებული ცხოველი სუსტია, გამხდარი, აქვს ცუდი მადა. ჰელმინთები მიგრაციის დროს აზიანებენ ქსოვილებს, ორგანოებს, იწვევენ პათოლოგიური მიკროფლორის თავმოყრას.

მიხეილ ჭიჭაყუა, ასოციაცია "მომავლის ფერმერი", მთავარი ვეტექიმი,ბიოლოგიის დოქტორი




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...