შავ-თეთრი პარალელები აბაშურ და ამერიკულ ყვითელ სიმინდს შორის

კარმიდამო ჩემი

შავ-თეთრი პარალელები აბაშურ და ამერიკულ ყვითელ სიმინდს შორის

2015 ნოე 27 13:26:15

ჩვენი წინამდებარე წერილი ერთ წარმატებულ საქმეს _ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის გურიის რეგიონში მოყვანას ეხება. ყვითელი სიმინდი ყუათიანობით ერთ-ერთი პირველი საკვებია შინაური პირუტყვისა თუ ფრინველისთვის.

მკითხველს შევახსენებთ, რა მასშტაბის პიარკამპანია გაჩაღდა 2011 წლის გაზაფხულზე, საქართველოში ამერიკული ყვითელი სიმინდის შემოტანის და დათესვის თაობაზე _ კომიკურად ახსოვს გურიას მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის სტუმრობა, ამერიკული ყვითელი სიმინდის დათესვის კატეგორიული მოთხოვნით და მითითებებით. ის წინასწარმეტყველებდა, რომ გურიაში ყვითელი სიმინდის უხვი მოსავლით ნალიები ტორტმანს დაიწყებდა.

კითხვაზე, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაზე, ბუკლეტების ბეჭდვასა და პრომოუშენზე, იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი, მაშინდელი მინისტრი ჯიქურ დამეკითხა, სად არის აბაშური ყვითელი სიმინდი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი-ორ კილოს მაინცო... არ გამივიდა ახსნა-განმარტება, რომ ბავშვობაში საკუთარი თვალით მქონდა ნანახი, როგორ მოჰყავდათ უფროსებს ოჯახში აბაშური ჯიშის ყვითელი სიმინდი, რომ ახლაც ბევრგან მოჰყავთ საქართველოში ეს სახეობა და გლეხები ითხოვენ, თუ მაინცდამაინც ყვითელ სიმინდს დავთესავთ, ნუ გვაძალებთ ამ ჰიბრიდულ ჯიშს, ეს ზარალისთვისაა განწირული, შრომაც წყალში ჩაგვეყრება, დაგვიჯერეთო...

ამ ფონზე, ურიგო არ იქნება, მკითხველს ერთ კონკრეტულ თემაზე _ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის შესახებ ვესაუბროთ, მით უმეტეს, არაერთი ფერმერი არაერთხელ სვამს კითხვებს: ნამდვილად წარმატებულია თუ არა აბაშური ყვითელი ჯიში, როგორც ყუათიანი საკვები ცხოველების თუ ფრინველებისთვის.

ამ წლის გაზაფხულზე ოზურგეთს ფერმერული განვითარების ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთის 0,8 ჰექტარ ფართობზე აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის დათესვა გადაწყვიტეს. ანუ სწორედ იმ ჯიშისა, რომლის საქართველოში არსებობას კვეზერელი გამორიცხავდა.

ახლახან ამ ნაკვეთზე ექვსი ტონა აბაშური ყვითელის მოსავალი აიღეს. აღსანიშნავია, რომ ფერმერული განვითარების ცენტრის სპეციალისტთა ძირითადი ნაწილი ფიზიკურად ასრულებდა ყველა სავეგეტაციო სამუშაოს და ბარაქიანი შემოდგომაც დადგა. პრინციპული მიდგომა, რომ ჩვენში საუკეთესო მოსავალს იძლევა აბაშური ყვითელი ჯიში და ის არ გამქრალა, ცნობილ ვეტექიმ თამაზ კილაძის თაოსნობით დაამტკიცეს. ის პირადად წავიდა აბაშაში გაზაფხულზე, რომ ხარისხიანი თესლი იქ შეეძინა.

_ დღეისთვის მეღორეობის განვითარებაზე ვზრუნავთ. წარმატებით გაიხსნა ღორის სანაშენე სადგური. ეს საქმე რომ წარმატებული დარჩეს საბოლოოდ, გადავწყვიტე, აბაშური ყვითელი სიმინდი აქვე, ჩვენი სანერგე მეურნეობის ფართობზე დაგვეთესა. სათესლე მასალა აბაშიდან ჩამოვიტანე. დღეს კარგი შედეგი გვაქვს, ექვსი ტონა სიმინდი ავიღეთ.დასავლეთ საქართველოში, ჯერჯერობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ღორის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი, სადაც აუცილებლად ადგილობრივი საკვებით უნდა მოხდეს უზრუნველყოფა. ჩვენებური ყვითელი სიმინდი საუკეთესო ყუათიანი საკვებია. გაცილებით ადრე, როცა ამერიკულ ყვითელ სიმინდს აძალებდნენ ხალხს, დაეჯერებინათ გამოცდილი გლეხებისთვის და ეს დაგვეთესა, უფრო წინ იქნებოდა საქმე. ახლა საქმე დაიძრა და გვიან დაწყებული საქმეც კარგია, _ ამბობს თამაზ კილაძე.

ა(ა)იპ ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი მიიჩნევს, რომ ყვითელი სიმინდის დიდი მოსავალი მხოლოდ კარგი მოვლით არ მიუღიათ.

_ ეს ჯიში, დიდი ხანია, არსებობდა ჩვენთან. რატომღაც, ნაციონალური ხელისუფლების დროს გვიკიჟინებდნენ, თითქოს, საქართველოში აღარსად იყო ამ ჯიშის სიმინდი და მხოლოდ ამერიკული ყვითელით უნდა შეგვექცია თავი. ფაქტი სახეზეა _ აღნიშნული სიმინდის ქართულმა ჯიშმა არაჩვეულებრივი მოსავალი მოგვცა, _ ამბობს ის და თანამშრომლების მიმართაც გამოთქვამს მადლიერებას, რომლებმაც ფიზიკურად იშრომეს ვეგეტაციის პერიოდში, მოსავლის აღების პროცესშიც მონაწილეობდნენ, დღეს კი სიმინდის გარჩევასა და ნალიაზე ატანასაც მორჩნენ.

_ გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ საქმე, რომელიც არ დაგვანებეს, წარმატებულია. ამერიკული "პიონერის" დათესვით კი ზარალის მეტი არაფერი გვინახავს, ყველამ ვიგემეთ იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგი _ წყალში გადაყრილი შრომა, _ ამბობს ფართობის მეთვალყურე რეზო ხომერიკი.

ამერიკული ყვითელი სიმინდის ("პიონერის" ჯიში) აწ გარდასული დროება აგრონომ აკაკი ღლონტს ცალკეული პერსონების პირად კომერციაზე გათვლილ სვლად მიაჩნდა და მიაჩნია, რაც მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებას. _ ვიღაცეებმა მაღალ ფასში გაყიდეს თესლი, თუმცა, ზოგადად ფერმერთა უმრავლესობამ ზარალი ნახა. მიზეზი იყო აგროტექნიკური ფონის დარღვევა:

_ ზოგადად "პიონერი" ჩვეულებრივი სელექციური ჯიშია და გადამეტებული იყო მისი გენმოდიფიცირებულ ჯიშად მონათვლა. ის ჩვეულებრივი სელექციური ფენომენია, რომელიც შესაბამის აგროტექნიკურ პირობებს მოითხოვს. ნაკლებად ეგუება გვალვას, ნიადაგს სჭირდება მოკირიანება და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აბაშის როგორც ყვითელი, ისე თეთრი ჯიშის, ასევე გეგუთის თეთრი ჯიშის სიმინდი არის საუკეთესო ჯიშები. თუმცა, ამ ჯიშების სისუფთავე რომ დავიცვათ, კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ორი კილომეტრის რადიუსში გაკეთდეს ბუფერული ზონა, რათა სხვა ჯიში არ შეერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება გადაჯიშებას.

ფერმერულ ცენტრებს ახლა იმედის თვალით შემოჰყურებენ გლეხები. ჩვენს მოსახლეობაში იმედი გაჩნდა, განსაკუთრებით, მეღორეობის დარგის აღმავლობის კუთხით. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ყუათიან საკვებზე და ამ საკვების მისაღებად სუფთა და ხარისხიანი თესლით უზრუნველყოფაზე. სელექციური ჯიში ყველა კარგია, ერთი და იგივე დანახარჯებით ყოველთვის მეტ მოსავალს იღებ, თუმცა, დახვეწილი ჯიში მუდამ სჯობს ჰიბრიდულს, იგივე სელექციურის იდენტურს. ჰიბრიდული ჯიში, მართალია, მეტ მოსავალს იძლევა, მაგრამ მომდევნო წელს სათესლე მასალა უკვე აღარ გვაქვს, დახვეწილი ჯიშები კი ამ მხრივ სამუდამო გარანტიას იძლევა, _ ამბობს აკაკი ღლონტი.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება. ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება,“_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...