ვაზის გურული ჯიშები _ ჩხავერი

კარმიდამო ჩემი

ვაზის გურული ჯიშები _ ჩხავერი

30 მარ. 2012, 05:49:28
გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში.

ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა შემოჭრამდე, იგი მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში (განსაკუთრებით ქედაში), იმერეთში (ვანის რაიონი), მოგვიანებით, აფხაზეთშიც (გუდაუთა).

ადგილობრივი მოსახლეობა მისგან აყენებდა განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილ საუცხოო ღვინოს.

სამეურნეო დანიშნულებით, ჩხავერი მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. გამორჩეულია სასუფრე ყურძნადაც. მისი მარცვლები არც ვაზზე დატოვებული და არც დაკრეფილი, გადამწიფების ან შენახვის შემთხვევაშიც კი სრულებით არ ჭკნება, რაც საერთოდ იშვიათობას წარმოადგენს სხვა, მასზე უფრო ცნობილ სასუფრე ჯიშებშიც კი.

ჩხავერი საშუალო მოსავლიანია, ახასიათებს მერყევი მოსავლიანობა, განსაკუთრებით, მაღლარებზე. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 55-დან 80 ცენტნერამდეა (გუდაუთის რაიონში 100-120 ცენტნერებსაც აღწევს, მაგრამ ხარისხი შედარებით დაბალია).

სოკოვან დაავადებათა მიმართ მეტად სუსტია. განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით და ნაცრით. ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩხავერის პროდუქცია იმდენად მაღალხარისხოვანია, რომ გაწეულ შრომას მრავალგზის ანაზღაურებს.

მეტად საგვიანო პერიოდისაა. მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში (უფრო _ მესამე დეკადაში). იყო შემთხვევები, როცა ჩვენი წინაპრები მას დეკემბერშიც კი კრეფდნენ და მაღლარ ვაზზე (ხეებზე) კრეფის დროს გიდლის გამოცვლის შუალედებში მკრეფავებს კეცით ან თიხის ჭურჭლით ნაღვერდალს აწვდიდნენ გასათბობად.

მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი, ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა 133 გრამია, დიდი მტევნის წონა კი 252 გრამი.

მარცვალი მუქი წითელი ვარდისფერი იერით, საშუალო ზომის ან საშუალოზე მცირე, თითქმის მრგვალია. საკმაოდ სქელკანიანი, ხორციანი, წვნიანი და ტკბილი, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო გემოთი.

წვენის გამოსავლიანობა _ 77,4%, ტკბილის შაქრიანობა _ 19,5-21,0 %, საერთო მჟავიანობა _ 8,1-9,6%.

აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი ერთი თვით ადრე მწიფდება და უფრო მეტი შაქრიანობით ხასიათდება.

ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია (ჩალისფერიდან მუქ ვარდისფერამდე), მეტად ნაზი, ჰარმონიული, შინაარსიანი, მაღალი გემური თვისებების მქონე, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური, ერთმანეთთან კარგად შეხამებული შემცველობით.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად!

ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, რომელიც თავისთავად საუკეთესოა _ "უკეთესს რას დალევს კაცი", საქართველოში ქარხნული წესით იწარმოება ბუნებრივი სიტკბოს შემცვლელი ნახევრდატკბილი მაღალი ხარისხის სუფრის ღვინო.

უნდა ითქვას, რომ ამჟამად, დასავლეთის ქვეყნებში დიდი მოთხოვნილებაა ამ ტიპის ღვინოებზე, რომლებსაც ნახევრადმშრალი (0,5-3,0% შაქრის შემცვლელობით) და ნახევრადტკბილი (3,1-8,0 % შაქრის შემცვლელობით) ეწოდებათ. მაგალითად, გერმანიაში ღვინის წარმოების მოცულობაში ამ ტიპის ღვინოების ხვედრითი წილი 80%-მდეა.

ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინოს, რომელიც საქართველოში 1934 წლიდან იწარმოება, სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. იგი ერთ-ერთია ამ ტიპის იმ 8 ღვინოდან, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოებადაა აღიარებული. ესენია: ხვანჭკარა, ჩხავერი, ოჯალეში (საქართველო), შატო-იკემი, ბარზაკი (საფრანგეთი), აუსლეზე, შტეპლეზე (გერმანია), ტოკაის თვითნაბადი (უნგრეთი).

ასევე, საქართველოში, ქარხნული წესით, მისგან მზადდება ბუნებრივი ცქრიალა ღვინო "ჩხავერი" ("ჩქეფად").

მათ, ვინც ოჯახის პირობებში აყენებს ღვინოს, გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა მაღალი ხარისხის ღვინო საჭიროებს დროულ და საჭირო რაოდენობით გადაღებას: პირველ წელს _ სამჯერ, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ. ასევე, დაძველებას ანუ გაუნძრევლად შენახვას სარდაფის პირობებში, სადაც ტემპერატურა შედარებით სტაბილურია და არ აღემატება 15 გრადუსს, მინიმუმ, ერთი წლით მაინც.

ჩხავერი, როგორც განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ღვინო, ამ მოთხოვნების შესრულებას განსაკუთრებით მოითხოვს, თორემ ახალი ჩხავერის ღვინო (პირველ წელს მაინც) ერთი ჩვეულებრივი კარგი ღვინოა, ხოლო არაჩვეულებრივი იგი სწორედ დაძველების შედეგად ხდება.

ჩხავერს თავისი სიტყვა ჯერ ბოლომდე არ უთქვამს. წინაა მრავალი კონკურსი, ფესტივალი, აღიარება.

სტალინის მეხოტბე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ისტორიული ფაქტია: ეს დიდი პიროვნება ჩხავერის ღვინოს გამორჩევით მიირთმევდა. ამისთვის შეიქმნა 1929 წელს, ადგილის გულდასმით შერჩევის შედეგად, ბახვის ჩხავერის სპეციალიზირებული საბჭოთა მეურნეობა. ასეთივე მეურნეობა არსებობდა საჭამიასერში. გურული კაცის საზრიანობამ და შრომისმოყვარეობამ, მადლიანმა მიწამ და კეთილშეზავებულმა კლიმატმა შექმნეს მსოფლიო მევენახეობის შედევრი _ ჩხავერი, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. ამ დონის ვაზის ჯიში საქართველოშიც და გნებავთ, მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია.

ჩხავერი გურიის სახეა, ჩვენი სიამაყეა, ჩვენი წინაპრების ხსოვნაა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და მოფერება სჭირდება!




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?