"მიწა დედაა ჩვენი და ჩაკიდე ხელი!"

კარმიდამო ჩემი

"მიწა დედაა ჩვენი და ჩაკიდე ხელი!"

31 მარ. 2012, 05:50:52
დროს წარმატებულ ფერმერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მკვიდრს კაკო ღლონტს, პირველად არ ვსტუმრობთ, თუმცა, აქ რამდენჯერაც უნდა მიხვიდეთ, იმდენ სიახლეს ნახავთ _ თითქოს, ეს მკვირცხლი, გურულ კილო-კავზე უბადლოდ მეტყველი კაცი, საკუთარ საკარმიდამოში ჯადოსნური კვერთხით დააბიჯებს და სინათლის სიჩქარით გასცემს ბრძანებებს; შემდეგ კი ისე, როგორც ზღაპარში, ჩნდება ვაზის _ ყველაზე მთავარის, კივისა და ფეიხოას პლანტაციები, წაბლის კორომები, ვაშლის, ატმის, ტყემლის, ლეღვის ნაკვეთები, ნაირგვარი ჯიშის ბოსტნეულის მწკრივები. სამეურნეო ფართობის სავიზიტო ბარათი, ცას მიბჯენილი პავლონიაა, რომელიც კაკო ღლონტის თქმით, საჩუქრად გამოუგზავნეს.

_ პავლონია არის სხვადასხვა ჯიშის: ელენგოტა, ამერიკანკა, მაგრამ ეს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, სხვას არ მოვკიდე ხელი. რამდენი წლის იქნება, თქვენი აზრით? მხოლოდ სამი წლისაა და აბა, ახედეთ! _ წინ მიგვიძღვება თვალუწვდენელი კარ-მიდამოს პატრონი, თან გვიამბობს, კითხვებსაც გვისვამს და პასუხის ძებნისთვის უხერხულობაში არ გვაგდებს _ თავადვე იძლევა პასუხს.

ამ ზღაპრულ სამყაროში უამრავ სიახლეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ დღეს, გამორჩეულად, მაინც ძვირფას სამერქნე მცენარე პავლონიასა და შესანიშნავ ფესვურა ბოსტნეულ ტარხუნაზე გვსურს ვესაუბროთ, რომელიც, როგორც ბატონი კაკო ამბობს, თურმე, წინათ დასავლეთ საქართველოში ყოფილა გავრცელებული და გული წყდება, რომ დღეს იგი ჩვენში საერთოდ გამქრალია. "30-იოდე წლის წინ, სხვა ქვეყანაში წაიღეს და ახლა იქედან აქეთ ტრაილერებით შემოაქვთ გასაყიდად! მთელი ფარცხანაყანევი სავსე იყო მაგით, ქართულ ლიტერატურაშიც არის მითითებული, რომ ტარხუნა აქ ხარობდა და მოჰყავდათ. ჩვენი ფერმერების დაუდევრობით გადაშენდა. რომელი ბოსტნეულია უფრო სარფიანი? ნახეთ, რა ღირს..." _ ხმაში, თითქოს, ცოტა ბრაზი ეპარება.

კაკო ღლონტის საკარმიდამო ნაკვეთში, ზემოდან თუ ტომენტოზა პავლონია გადმოგვყურებს, გზა და გზა, აქეთ-იქით კომბოსტოს ნაირგვარ ჯიშთა მწკრივები გვეგებება: ყვავილოვანი, ბროკოლი, კეჟერა... ლილისფერი სხვაა, მასზე დიდი მოთხოვნაა, "მაკდონალდსში" იბარებენ. რაც შეეხება სათბურს, რომელიც ისრაელის წარმოების სპეციალური ცელოფნით არის შეკრული, შიგ ნამდვილი გაზაფხულია. ნაირგვარი ჯიშის კომბოსტო, როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ მოჰყავს, რომ ექსპერიმენტს ატარებს და შედეგში ეჭვი არ ეპარება:

_ ეს ბოსტნეული საშემოდგომოდ გათავისუფლებულ მიწაზე მას შემდეგ დაირგვება, რაც კიტრი და პომიდორი მოილევა. დარგავ და ზამთარში, როცა არაფერი არ არის, მოიწევ. საგაზაფხულოდ მოჭრი და გაყიდი, ჩააბარებ. ნარჩენ მწვანე მასას კი ამ დროს კურდღელი, ღორი თუ სხვა შინაური პირუტყვი სიამოვნებით მიირთმევს. მიწა წელიწადის არც ერთ დროს არ უნდა მოაცდინო. კაპიტალს გამუდმებით უნდა ჩაბრუნება, შენახული ფული მკვდარია, _ წყალი არ გაუვა ჩვენი მასპინძლის ლოგიკას.

ერთგან შავი წიწაკის ხეა. კივის პლანტაციები, მარჯვნივ თუ მარცხნივ, თვალსაწიერზე გადაბჯენილან.

დროთა განმავლობაში საკარმიდამო თანდათან გაუფართოებია ბატონ კაკოს: _ თავიდან ერთი ჰექტარი მიწა მქონდა. მერე ვიყიდე ახლო-მახლო ნაკვეთები და საკუთარი დანაზოგით დავიწყე სამეურნეო საქმიანობა. პატარა მეურნეობისთვის სესხის აღების წინააღმდეგი ვარ _ შენი საბრუნავი კაპიტალით როცა მიდიხარ წინ, ამის ფასი არაფერია. 100 ლარი აიღე? 20 ლარი ჩააბრუნე საქმეში. ნახევარ ჰექტარ ფართობზე, კაცმა როგორ ვერ უნდა შეძლო, შენი სამყოფი ჭირნახული მოიწიო, ნერგი გამოიყვანო? ფოთოლი, ნაკელი არ გექნება, თუ რა? 10 წელია, ჩემს მამულში აზოტოვანი სასუქი არ მიხმარია. რაც ბიომეურნეობა დავიწყე, საკარმიდამო შინ მიღებული ნაკელით მაქვს გამდიდრებული, _ გვიამბობს გზა და გზა.

თვალწინ პავლონიას ცადაწვდილი ბაღია. ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი ნარგავები ურთიერთმონაცვლე მწკრივებშია განლაგებული. ფართობის ბოლოში ღლონტის ნაყოფიერი კარ-მიდამოს კიდევ ერთი შემოქმედი, მდინარე სკურდუმი მოედინება, საიდანაც ჯერ პავლონია ირწყვება და მერე _ დანარჩენი კულტურები. პავლონიას სილამაზე და ხარისხი, როგორც სამერქნე მცენარისა, აქ მხოლოდ ბუნებრივი მონაცემებით არ აღზევებულა. ბატონი კაკო აღნიშნავს, საგანგებო ჯიში იმიტომ შეარჩია, რომ განსაკუთრებული მოვლით გახდეს ისეთი, მნახველი გაოცდეს და სანერგე მეურნეობას მუშტარიც ბევრი ჰყავდეს. ნერგები მხოლოდ კალმით გამოჰყავს. ამბობს, რომ თესლით მიღებული მცენარე არ ივარგებს, რადგან ჰიბრიდია და კარგი არ გამოვა. იქვე ბამბუკის ტყეა _ ლობიოს და პომიდვრის სარისთვის სადმე რატომ წავალ, 300-400 ცალი მაინც მჭირდება სეზონზე და აგერ მზად მაქვსო.

პავლონიას ბაღის გვერდით წაბლის კორომებია. ამ მცენარეს კაკო ღლონტი ღვთის საჩუქრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა ფერმერმა უნდა გამონახოს ადგილი საკუთარ კარმიდამოში, რამდენიმე ძირი წაბლისთვის მაინც: _ ეს არის ნაყოფის, მასალის, თაფლის მომცემი ხე-საოცრება, ეროზიისგან დამცველი, საუკეთესოა ქარსაცავად. სულ 70 ძირი მაქვს, რითაც ვამაყობ. ირგვლივ, როცა ყინვისგან ბალახი დამზრალია, წაბლის ხეების ქვეშ მწვანე მასაა.

აქეთ ტყემლების განყოფილებაა. ნაირ-ნაირი ჯიშები: სამურაბე, ალუჩა, გულდედავა, ალიბუხარი.

მოშორებით, საძროხესთნ გაკეთებულია საცავი, რომელშიც საგანგებოდ ამოჭრილი სარკმლიდან ნაკელი იყრება, 7-8 თვეში ბუნებრივი გადაწვა ხდება. იქვეა სპეციალური ავზი წუნწუხისთვის: _ საქონლის შარდს როგორ ვიზარალებ? აბა, შარდოვანა მეტი რა არის? ეს პერიოდულად გამაქვს ფართობში და თანაბრად ვასხამ. ახლა ხის ფოთლების მოგროვებაზეც გეტყვით _ კაცმა ხის ხმელი ფოთოლი როგორ უნდა დაწვა? ყველას ამას ვეუბნები, მთელ ფართობზე 3-4 ადგილზე მაქვს ფოთოლსაყრელი. აი, წაბლისძველაც, ეს "ბუძგი " ისეთ დონეზეა დამწვარი, ხელის მოკიდებაც არ გეზარება კაცს. ამ ყველაფერს რომ ვაგროვებ, დალპება. პერიოდულად ცოტა მიწის თხელ ფენას უნდა დამატება, რის მეშვეობითაც ჭია უნდა გამრავლდეს. ჭიაა მთავარი დამმუშავებელი. ეს იგივე ჭიების საამქროა. ერთ წელში შემაქვს ეს ყველაფერი მთელ ფართობში, ორგანული სასუქის სახით. მეორე სეზონზე თავიდან ვიწყებ შეგროვებას, რომ კვლავ მოვამზადო. ამ ყველაფერს დედაბუნება გვაძლევს მუქთად, მაგრამ ზოგს სხვანაირი "მუქთი" ურჩევნია...

რაც შეეხება სიმინდის ყანას, კაკო ღლონტი ამბობს, რომ ბრწყინვალე შედეგი მისცა "ორგანიკა 1-მა". 5 000 მეტრ ფართობზე მისი მეშვეობით 3 ტონა სიმინდი მოიწია. ამ ორგანული ნივთიერების ხმარება შემდეგნაირად ხდება: _ დახნულ ფართოზე, "სოლო " აპარატით, წყალში გაზავებული "ორგანიკა" უნდა მოვასხათ. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს გვიან საღამოს ან ღრუბლიან ამინდში. მეორედ შესხურება სჭირდება, როცა სიმინდი უკვე ერთ მეტრამდეა წამოზრდილი, ოღონდ, ამჯერად მთლიანად უნდა შეესხუროს. მესამედ კი, როცა ულვაში აქვს. ამ ეტაპზეც მწვანე მასა უნდა დამუშავდეს "ორგანიკა-1"-ით. ესე იგი, ერთხელ მიწაზე უნდა მოვასხათ, თესვის დროს და ორჯერ _ფოთოლზე, ვეგეტაციისას. ზოგმა არ იცის, როგორ მოიხმაროს. მოვასხი "ორგანიკა" და არ ივარგაო, მეუბნებიან. მზიან ამინდში თუ მოაპირქვავე, წესი არ დაიცავი და ხელი გაიცალე მხოლოდ, ასე საქმე არ გამოვა, ხმარების წესი ზედ აწერია, დაიცავი ზუსტად და შედეგი გულს გაგიხარებს, _გვირჩევს იგი.

ჩვენს მასპინძელს შვიდნაირი ჯიშის ატამი, სამნაირი ფეიხოა და გურიაში გავრცელებული ვაშლის ყველა ჯიში (23 სახის) აქვს. ეს არის საკოლექციო ნაკვეთი. ერთი სახეობის ატმის ჯიშს კეზერაძე ჰქვია, თუმცა, საიდან დაერქვა, არც თვითონ იცის: _ კეზერაძის ჯიშის ატამი ერთხელ დავამყენი და ახლა 20 ძირი მაქვს. 5 წლის წინ ტონანახევარი მოვკრიფე. საოცარი გემო აქვს, _ თოვლში გაკვირტულ ატმის ტოტებს გვაჩვენებს მასპინძელი.

ერთ ამბავსაც იხსენებს: თხელკანიანი ჯიშის ფეიხოა სოხუმიდან წამოიღო, სტუდენტობისას. ნაყოფის სამი მარცვალი, ჭამის დროს, მეგობრებს წაართვა და ასე მოაშენა.

_ ბროწეული სამეგრელოდან გამომიგზავნეს. მითხრეს, რომ სომხეთიდან ჩამოტანილია. ერთი ცალი წონით ნახევარი კილოგრამი გამოვიდა. ამასაც კალმებით ვამრავლებ. რომ გადახრი და ჩაარჭობ, ორივე მხარეს ფესვს იკეთებს, _ ხელში მშვილდის რკალივით ხრის ბროწეულის ტოტს და "გურია ნიუსს" ნერგის "გამოჯიშებას" ჰპირდება.

მუყაით ფერმერს ჩაის ნამყოფი მიწების ბედი განსაკუთრებით ადარდებს: _ ჩაის ნამყოფი მიწა მწირია და ყველაფერს ვნებს. მოკირიანება სჭირდება. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე, კირის შოვნა არ არის ძნელი _ მოწამეთაში სულაც უფასო იშოვით. იქ უამრავი კირის საამქროა და უკვე გამომწვარი, გადაყრილი მასა, მაღალი მჟავიანობის მატარებელი ჩვენი ნიადაგისთვის მისწრებაა, ოღონდ ჩამოტანა არ უნდა შეგვეზაროს. საერთოდ კი, როგორც გითხარით, ყოველ წელს ნეშომპალით ვამდიდრებ ფართობს. თითო ძირ ხე-მცენარეს 50-60 კილოგრამამდე (ერთი ურიკა) ნეშომპალას ვაძლევ, სულ, წელიწადში 20 ტონამდე ნაკელს ვხარჯავ.

ბატონი კაკო დეტალურად განიხილავს მოვლის წესებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის სამეურნეო ადათი, ნახევრად გაკეთებულ საქმეს კი საშინელებად მიიჩნევს.

_ კიდევ ერთ ჩემეულ პრაქტიკას გაგაცნობთ, _ განაგრძობს ის, _ ფეიჰოას მწკრივებს შორის კარტოფილი დავთესე. ამჯერადაც "ორგანიკა 1" მოვასხურე ნახნავში, შემდეგ თესლზე მოვასხურე და მერე _ ვეგეტაციის პერიოდში. სულ სამჯერ, სიმინდის მსგავსად. თუმცა, 300 კგ კარტოფილს ოჯახში ერთბაშად ვერ გახარჯავ. ამიტომ დავტოვე მიწაში, ჩახმა და წამოვიდა თივა, რომელიც აგვისტოში მოვცელე. შემდეგ ამოვიღე კარტოფილი, რომელიც აქამდე ნიადაგში "შენახული" იყო. მერე ამ გადახნულ მიწას ბოლოკის თესლი მოვაყარე და ზამთარში შესანიშნავი ბოსტნეული მივიღე. ე.ი. ერთ ფართობზე მივიღე ფეიხოა, კარტოფილი, თივა და ბოლოკი. თხილს დიდ პატივს არ ვცემ, ეგაა, სიმინდს კი სჯობს. თუ თხილი ორი ტონა მოდის ჰექტარზე, იგივე ფართობზე კივს 40 ტონას ვკრეფთ. ინტენსიური და ექსტენსიური კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტენსიურია ისეთი კულტურები, როცა ცოტა ფართობზე, ბევრი დანახარჯით ბევრ მოსავალს იღებ. ექსტენსიურია, როცა ფართობის დიდი მასივი გაქვს და გააშენებ თხილს, კივს, ჩაის. მოსავლიანობაც ნაკლებია და დანახარჯიც. გამრჯე კაცმა, ერთ ჰექტარ ფართობზე 15 000 ლარის მოსავალი უნდა მიიღო წელიწადში. ოღონდ სწორად უნდა დაგეგმო ეს ყველაფერი. ინტერნეტი გეუბნება, მსოფლიო ბაზარზე რას აქვს ფასი _ ფეიხოა, კივი, პავლონია, ყურძენი, ახალი კულტურები შემოდის ახლა: ლურჯი მოცვი, სტევია _ ეს ყველა მომგებიანი კულტურებია. როგორც გითხარით, წაბლია ძალიან მომგებიანი. ერთ ჰექტარზე 120 ძირი ეტევა. 50 კგ ნაყოფი იანგარიშე ძირზე, საშუალოდ, 200 ლარია. თხილს მეტი შრომა სჭირდება. წაბლს მოკრეფისთანავე ჰყიდი. ამ დრომდე შენახვაც არაა პრობლემა. ბუნება თუ ინახავს ფოთოლქვეშ, შენც შეინახე, რა!

_ ბატონო კაკო, თქვენ ტარხუნის შესახებ არა ერთხელ გისაუბრიათ. როგორც აღნიშნეთ, ამ ბოსტნეული კულტურის მოშენებასაც აპირებთ. რას ურჩევდით "კარმიდამო ჩემის" მკითხველს?

_ ტარხუნა არაჩვეულებრივი, გემრიელი, შეუცვლელი და მომგებიანი ბოსტნეულია. ტარხუნა ადრე, დასავლეთ საქართველოში კარგად გავრცელებული ფესვურა მცენარე გახლდათ, რომლითაც სავსე იყო სოფელი ფარცხანაყანევი (წყალტუბოს რაიონი). მერე თანდათან გადაშენდა, უფრო სწორად, დაუდევრობით სხვა ქვეყანას ჩავუგდეთ ხელში. ახლა ისინი მუშაობენ სადგურებში, ღია გრუნტებში და ყიდიან და ყიდიან... საქართველოში. თბილისის აგრარული ბაზრები ამჟამად სომხეთიდან მარაგდება ტარხუნით. ბანანის ყუთებში ჩაწყობილი, ტრაილერებით შემოაქვთ და ასე დაფასოებულს ყიდიან. ისე იყო თუ ასე, ახლა ხელი უნდა გამოვიღოთ და კვლავ გავაშენოთ.

_ თქვენ უკვე დაიწყეთ ამაზე ფიქრი?

_ ამ გაზაფხულზე უნდა დავრგო. მიწა გამზადებული მაქვს. ნერგს შემპირდნენ და გამომიგზავნიან. ტარხუნას ძალიან სწრაფად გამრავლების უნარი აქვს, ფესვურაა, ბევრი შრომა არ სჭირდება. სამაგიეროდ, ძალიან მომგებიანია. მე ახლა ამ ყველაფერს საცდელ ნაკვეთზე ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებ. მერე კი გამოცდილებასაც და ნერგსაც ყველას გავუზიარებ, ოღონდ ზარმაცები არ გამომეხმაურონ... (იცინის).

_ ბატონო კაკო, რასაც თქვენს საკარმიდამო ნაკვეთში ვხედავთ, წარმოუდგენელია, ამ კოლოსალურ შრომას ერთი ოჯახის წევრები ეწეოდნენ. ნუთუ, მართლა ასე ადვილად ახერხებთ ამ ყველაფერს?

_ არასოდეს ვიღლები. რა დიდი ამბავი ამას უნდა? ყველაფრის თავი და თავი ცოდნაა. მერე კი, თუ გინდა შედეგს მიაღწიო, სიზარმაცე უნდა გამორიცხო. შემდეგ, კარგია მოტივაცია კარგი ცხოვრებისთვის. თუ ამ ყველაფერს აკინძავ, ვერავინ დაგიდგება წინ. ჩვენი მიწა ისეთია, ბანანი მოიწიეს, ბოლოს და ბოლოს; ზეთისხილსაც რგავენ. ერთი გერმანელი მეცნიერი, ლიბიხი ამბობს: "არ არსებობს ცუდი ნიადაგი, არსებობს ცუდი მეურნე." ღმერთმა რომ გააჩინა ნიადაგი და დაასახლა ადამიანი ზედ, იმის თვალთახედვაც დაუტოვა, მიმოიხედე და იშრომეო. ფოთოლს რომ წვავ გაზაფხულზე, რატომ მახრჩობ და ბუნებასაც რად წამლავ? ღმერთმა მოგცა ნეშომპალა, ორგანული სასუქი, შენ წვავ და ისევ ჰაერში უშვებ, გრჩება ნაცარი... ენერგია იწვის, ენერგია გამოიყოფა. ე.ი. იმ ფოთოლშია ენერგია. ჩააბრუნე მიწაში, რატომ ანიავებ? ნათქვამია _ "ყველაფერი მარტივი გენიალურია!" მეკითხებიან, როგორ აღწევო. არ უნდა გეზარებოდეს და თუ გაინტერესებს, მომყევი ამ გზაზე. ყველას შეუძლია მყნობის სწავლა და ნერგის გამოყვანა. ერთწლიანი კულტურები სულ არ გინდა, მრავალწლიანი კულტურების ქვეყანა ვართ. კარგად მომისმინეთ და დაიხსომეთ _ 1 ჰა ფართობზე მოწეული კივით, 20 ჰა ფართობზე მოწეულ უკრაინულ პურს ვიყიდით. რატომ ვიკლავთ თავს მაინც და მაინც თოხნით? ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ღმერთმა მოგვცა სუბტროპიკები, სადაც ყველაფერი მოდის. სიმინდი აუცილებელია, მაგრამ იმდენი ვაწარმოოთ, მჭადისთვის რომ დაგვჭირდება. ძროხისთვის რად გვინდა? დანარჩენ ფართობზე მრავალწლიანი კულტურები გავაშენოთ. ერთი შვეიცარიელი აგროპოლიტიკოსი, ჯერ კიდევ საუკუნის წინ ამბობდა: "ვერანაირი პოლიტიკა ჩვენ ვერ გვიშველის, თუ გლეხმა საკუთარ თავს არ უშველა." ეს ჩვენზეც ვრცელდება.

_ ბატონო კაკო, გავრცელებულია აზრი, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოში არამომგებიანად ითვლება.

_ არაპრესტიჟულად ითვლება, თორემ მომგებიანი როგორ არ არის? რატომღაც, მიწისთვის ხელის ხლება ეზარებათ თუ ეთაკილებათ. მე კი, პირიქით, მსიამოვნებს. მიწა ვართ ჩვენ, მიწა დედაა ჩვენი და მაინც და მაინც დედაზე ხელის მოკიდება არ შეიძლება? ბუნებაში წყნარად შრომა, შენი ხელით მოწეული, ეკოლოგიურად სუფთა ხილი სჯობს თუ ის, ბაზარში რომ ეძებ? ვინც ქალაქშია, კია ცოდვა, მაგრამ მათი წინაპარი რომ გაიქცა ქალაქში, ახლა ამისთვის ისჯებიან. სოფელს, მიწას მიუბრუნდით და ყველაფერი კარგად იქნება. დახმარება გინდათ? აქ ვარ, ოღონდ _ ინებეთ!




 ახალი ამბები
  • "კანონიერი ქურდი" და ქურდული სამყაროს წევრი _ ორ ძებნილს ბრალი წარედგინასაქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა" და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს" წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს" წევრს - ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს. მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მეორე დღეს კი დაზარალებულს „ქურდული სამყაროს" წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის" თ.გ.-ს დახმარებით დაპირდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი" - თ.გ. და „ქურდული სამყაროს" წევრი - გ.გ., რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს" იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ.-ს დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა. 2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს. 2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა (R)თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ. ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, თუმცა მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა.  მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისის მხარდაჭერით, ემიგრაციის დარბაზი 2015 წელს გაიხსნა. ემიგრაციის დარბაზში წარმოდგენილია ათობით ემიგრანტის პირადი არქივი, მათ შორის, ლევილის არქივი, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ორბელიანების, ზალდასტანიშვილების და სხვა ცნობილ ემიგრანტთა არქივები. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. ახლა კი, ემიგრაციის დარბაზში დაცული ფონდები ემიგრაციის მუზეუმში განთავსდება.  „დღიდან დაარსებისა, თიბისი მუდამ იყო ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერი. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც ხელს ვუწყობთ ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საქმეების სიას ემიგრაციის მუზეუმიც შეემატა,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. ... ...
  • უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ბათუმელი ვეტერანებისთვის (R)მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. 11:00 საათიდან, მისამართზე: ქ. ბათუმი; ტბელ აბუსერიძის ქუჩა N 11; 112-ის შენობა; კარდიოლოგიური კვლევების საჭიროების მქონე ვეტერანები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს; ტელ: 599 09 17 48; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ ... ...
  • დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამოლანჩხუთში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროტესტის ნიშნად ქალაქის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. როგორც გაირკვა, მათი პრეტენზიები ავტობანის ჩრდილოეთით მდებარე იმ ტერიტორიას უკავშირდება, რომელიც, მათივე მტკიცებით, კერძო პირმა უკანონოდ მიითვისა. საგულისხმოა, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა, ერთი თვის წინ, ერთობლივი წერილით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ კი, მერს _ ალექსანდრე სარიშვილს და პრობლემის გადაჭრაში დახმარება ითხოვა. როგორც მერიის მხრიდან გაკეთებული განმარტებებით ირკვევა, მერმა თემასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და სათანადო მითითებებიც მისცა შესაბამის სამსახურებს. თუმცა, გაირკვა, რომ მერიის მხრიდან გახორციელებული რეაგირება მომჩივანი მხარისთვის სულაც ვერ აღმოჩნდა შედეგის მიმცემი და მეტი ყურადღების მისაპყრობად აქცია გამართეს. შეკრებილები ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცავების მისვლას ითხოვდნენ. ეს უკანასკნელნი მივიდნენ კიდეც მოქალაქეების მხრიდან 112-ში დარეკვის შემდეგ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, მისი სახით მხოლოდ ქალაქის მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილი იყო წარმოდგენილი. მოსახლეობის განმარტებით, პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ, უკვე წლებია, არსებობს, თუმცა, ავტობანის გახსნის შემდეგ უფრო გამწვავდა და მხარეებს შორის აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა. "წლებია ვითხოვთ, გემმშენის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ არსებული ღობის აღებას, მაგრამ _ არაფერი. მას შემდეგ კი, რაც ავტობანი გაიხსნა, პრობლემა უფრო ცხადი გახდა და შეგვაწუხა. ჩვენი საქონელი ამ ტერიტორიაზე ბალახობდა, ახლა კი ეს საბალახო ჩაიკეტა. სოფელ შუხუთიდან მოსული პიროვნება დაეპატრონა აქაურობას და გვიმტკიცებს, რომ თითქოსდა ყველაფერი კანონიერად აქვს. არადა, საკმაოდ დიდი მიწის ფართობი მიითვისა  და უკანონოდ შემოღობა. სწორედ ამ მიწის გათავისუფლებას ვითხოვთ", _ ამბობს მოსახლეობა. მათივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქე ზვიად შავიძე 2016 წლიდან ფლობს ამ ტერიტორიაზე 1210 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს. ასევე, აღიარებითი კომისიის შედეგად იმავე პიროვნების მფლობელობაშია 616 კვ.მ. ორსართულიანი შენობა-ნაგებობა. თუმცა, მომჩივანთა განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებსა და შავიძის მიერ შემოღობილ ფართობს შორის სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემია. "მის საკუთრებაში რაცაა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ, რაც არაკანონიერად აქვს მითვისებული, ის გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება და მერე არ თქვას ვინმემ, არაფერი ვიცოდითო. აქ კონფლიქტური სიტუაციები ყოველდღიურადაა. ძროხა ვერ გაგვიდენია საბალახოდ. გზაზე ამ ადამიანის მიერ დამოძღვრილი, მისსავე ფერმაში დასაქმებული ქალბატონები გვხვდებიან და სარებით მოგვდევენ, არის მერე წყევლა და გინება. კეთილი ინებოს და დროულად მოგვაქციოს მერიამ ყურადღება, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ ჩაკეტილი მიწები. ხომ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რას აკეთებს, რატომ არ იყურება აქეთ?! ამ ადამიანს წყალი რომ უკანონოდ აქვს გაყვანილი, რატომ არ აჯარიმებენ?! სხვა კი დააჯარიმეს და შავიძეს პატრონი ჰყავს თუ რა ხდება?! ეს წყალი ადრე საერთო სარგებლობაში იყო და ჩვენი საქონელიც იკლავდა წყურვილს, ახლა ესეც შემოღობილი აქვს და ბალახთან ერთად უწყლოდაც დაგვიტოვა პირუტყვი. როცა მერი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვუთხარით პრობლემის თაობაზე, მან 12-საათიანი დრო ითხოვა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი 12 საათი გავიდა და ეს კაცი აქამდე აგრძელებს უკანონოდ შემოღობილ ტერიტორიაზე საქმიანობას, მხოლოდ ათიოდე მეტრზე აიღო ღობე, დანარჩენი ისევ ისეა ხელუხლებელი", _ ამბობს მომჩივანი მხარე. მეორე მხარის, ზაზა შავიძის პოზიცია, რომელიც მიწის გარკვეული ფართის ოფიციალური მესაკუთრის მამაა, სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით ასეთია: "2006 წელს ვიყიდე შენობა-ნაგებობა და ტერიტორია ა. ქ.-სგან. მან მაშინ მითხრა, რომ ყველაფერს გადმომიფორმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ზვიად შავიძეზე რომ აპელირებენ მომჩივნები, ის არის ჩემი შვილი. დიახ, მის სახელზე მაქვს გაფორმებული შენობა-ნაგეგობა და მიწის გარკვეული ფართი, ასევე, ჩემი მეუღლის სახელზე. რომ ამბობენ, 8 ჰექტარი აქვს შემოღობილიო, ეს არის სიცრუე და რეალობას არ შეესაბამება. აქ მიწები ბევრს აქვს მოღობილი და მოიძიონ, ვისია, ვის კანონიერად აქვს და ვის _ უკანონოდ. 14 წელია, მე აქ ვარ, მეწარმე ვარ და გადასახადი შემაქვს ბიუჯეტში. 14 წელია სახერხს ვამუშავებ. რამდენჯერ შეგვამოწმეს, ვერც დავთვლი. ერთხელაც არავის დავუჯარიმებივარ. როგორ ფიქრობთ, რაიმე რომ ენახათ, ვინმე თვალს დახუჭავდა?! არავინ მყავს ე. წ. "კრიშა". მათ კი ჰყავთ აშკარად და ამ ხალხს აბუნტებენ ჩემ წინააღმდეგ. წყალს მოიპოვებს უკანონოდო, რომ გაიძახიან და თუ სხვა დააჯარიმეს, მაგას რატომ არ აჯარიმებენო, გეტყვით, როგორც იყო _ აქ მუშაობდა ბლოკის საამქრო, რომელსაც მუდმივად სჭირდებოდა წყალი. ამ შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონოდათ ლიცენზია, რომელიც არ ჰქონდათ და ამიტომ დააჯარიმეს ისინი. მე სასმელად ვიყენებ წყალს და ამისთვის ვინ უნდა დამაჯარიმოს? ერთი ძროხა მყავდა, როცა აქ მოვედი, ახლა 30-ზე ავედი. დღე და ღამე შრომაში ვარ. პირიქით, ვეხმარებოდი ხოლმე ამ ადამიანებს _ ხან ღობე ჰქონდათ გასაღობი, მასალის ნაკიდურებს ვაძლევდი. ვინმე გარდაიცვლებოდა, კუბოსთვის ფიცრებს ვაძლევდი. სავარაუდოდ, ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ამასაც მალე გამოვააშკარავებ. 100 კაცის ხელმოწერა შეიტანეს მერიაში. ამ ასიდან 10 ხელწერაა ნამდვილი, ამასაც დავამტკიცებ, თუ საჭიროა. წყალი ჩაუკეტა საქონელსო, ესეც ტყუილია _ როცა ჩემს კუთვნილ შენობას ვღობავდი, წყალი ისე იყო, რომ ღობის შიგნიდან მოყვა. ამის გამო უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, დილიდან საღამომდე ჭიშკარი მქონდა ღია, რათა წყლით ყველას და ყველაფერს ესარგებლა. ამას ვერავინ უარყოფს. ქალები დაგვდევენ სარებითო, ძროხას ვერ ვდენითო, ეს რომ განაცხადეს, ის რატომ არ თქვეს, რა მოხდა?! მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი ფაქტი _ ერთ-ერთი დაპირისპირებული ჩემი მისამართით იგინებოდა. ჩემი მეუღლე შეესწრო ამ ფაქტს და ბუნებრივია, არ მოეწონა ლანძღვა-გინება, მაგრამ სარით ნამდვილად არავის გაკიდებია. მეც ვითხოვ დაცვას. ამ ადამიანებთან საუბარი უკვე ზედმეტია. მიძახიან, წაეთრიე შენს შუხუთშიო. ასეთი მიდგომა სწორად მიგაჩნიათ? რა შუაშია შუხუთელობა, ლანჩხუთელობა, ყველა ამ ქვეყნის შვილები არ ვართ?! როცა მე შენობა-ნაგებობა გავიფორმე, მაშინ მიწის გაფორმება ვერ შევძელი. 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი. ვაღიარებ, ის არავის არის, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დიდი ხანია, 2006 წელს მერე მე ვსარგებლობ _ ამის ცოცხალი მოწმეები მყავს. ვის მოიყვან მოწმედ ვნახავთ, იმათ დედას ვუტირებთო, _ ასე მითხრეს. მკვლელობამდე არ მივიდეს საქმე, ამის მეშინია. პოლიცია უნდა გამოვიძახო, თავი რომ დავიცვა? გზა რომ გავაკეთე, 1200 ლარი დამიჯდა, არავინ დამხმარებია და ამ გზით ჩემი ტრაილერების გარდა, 4 სოფელი რომ სარგებლობს, მაშინ რატომ არ მიჩივლეს, გზას რატომ აკეთებო?! ამათ ვიღაც "კრიშავს" და ჩემ წინააღმდეგ აბუნტებს. 14 წელია 1,2 ჰექტარი მაქვს მოღობილი, აქამდე რატომ არავის გაახსენდა ეს ფაქტი. არავის მოუთხოვია, მიწა გახსენიო", _ თქვა ზაზა შავიძემ. სადავო ტერიტორიასთან შეკრებილ უკმაყოფილო მოსახლეობას პოლიციამ სიტუაციაში გასარკვევად რამდენიმედღიანი ვადა სთხოვა:  _ გარკვეული დრო გვჭირდება სიტუაციაში გასარკვევად. გვაცალეთ და პრობლემას მივხედავთ, _ უთხრეს მათ ... ...
  • "პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან _ წაიღო ყველაფერი წყალმა!""გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ჩოხატაურში მოსული უხვი ნალექის შესახებ, სადაც მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვწერდით, რომ კოკისპირულ წვიმას მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელი ნათია კვინტრაძე გამოეხმაურა. "პრობლემები აქ ნახეთ, ჩემთან, წაიღო წყალმა ყველაფერი", _ მოგვმართავდა კვინტრაძე, რომელმაც მიყენებული ზარალის ამსახველი ფოტომასალაც მოგვაწოდა. "გურია ნიუსი" ნათია (ნათელა) კვინტრაძეს დაუკავშირდა _ იგი დაბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნიკო მარის ქუჩა #3-ში ცხოვრობს. "უნდა გენახათ, აქ რა მდგომარეობა იყო. დილით სამსახურში მივდიოდი. ბოტასი მეცვა, ზემოდან გადამივიდა წყალი. მთელი ეზო დატბორილი იყო. მოვბრუნდი, "ვალინკა" ჩავიცვი. გადავედი ეზოდან და რას ვხედავ _ წყალი არ ეტევა არხში და არხიც ისე იყო გაჭედილი, რომ ქუჩაში და ჩემს ეზოში მდინარედ მიედინებოდა. ზევით მსხვილი მილი დევს, ქვევით _ უფრო წვრილი. მოდის ამხელა ნიაღვარი და ეს პატარა მილი როგორ გაატარებს?! თქვენი ნიუსი ვნახე _ მერია იუწყებოდა, სტიქიას პრობლემები არ შეუქმნიაო. მოსულიყვნენ აქ და ენახათ, შემექმნა თუ არა პრობლემა", _ გვითხრა კვინტრაძემ და თავისი გასაჭირის შესახებ გვიამბო: "რამდენი მოვყვე ჩემი გასაჭირის შესახებ?! გასაჭირის მეტი რა მინახავს ამ ერთ წელიწადში. ერთი წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა. მაშინ დაიწყო ჩემი გაჭირვებაც. მარტო ვიბრძვი შვილების და ოჯახისთვის. ოჯახში ხუთნი ვცხოვრობთ _ მე, ჩემი 86 წლის დედამთილი და სამი შვილი. რომელთაგან უფროსი სტუდენტია, მომდევნოები სკოლის მოსწავლეები არიან. არც მაშინ, როცა მეუღლე გარდამეცვალა და არც მას შემდეგ, არც ამ კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა მუნიციპალიტეტი თუ სახელმწიფო სხვადასხვა დახმარებას გასცემდა, არავის გახსენებია ჩვენი ოჯახი. არავინ მოსულა და უკითხავს, ამ რთული მდგომარეობის დროს რა გვიჭირდა, რით გაგვქონდა თავი და საერთოდ თუ ვარსებობდით. საარსებოს კიდევ რაღაცას გამოვნახავ _ ჯერ მაქვს ჩემი მარჯვენის იმედი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობ, ოღონდ იყოს. რა ვქნა, ბავშვები მყავს, სტუდენტს რა ვუყო? კიდევ გიმეორებთ _ საარსებო პურის ფულს რაღაცას ვუზამ, ვიშოვი, მაგრამ ამ სახლს რა მოვუხერხო _ რამდენჯერ ძლიერი ქარი და წვიმა იქნება, იმდენჯერ აძრობს სახურავს და ოთახები სულ მევსება წყლით. ცოტათი რომ დამეხმარებოდნენ... მეუღლე რომ დამეღუპა, სწორედ იმ დროს ისეთი უამინდობა, ქარი და გრიგალი იყო, გადახადა მთლიანად სახურავი სახლს. მეზობელი დავიხმარე, ვთხოვე, იქნებ, როგორმე შემომაჭედინო სახურავი-მეთქი. ჩემი შვილი ეხმარებოდა. გაამაგრეს მაშინ. მერე კიდევ იყო მსგავსი სიტუაცია. ხელოსანი მოვიყვანე, 300 ლარი მომთხოვა ხელობის ფული, მაგრამ ისიც მითხრა, აზრი არ აქვს ამის შეკეთებას, თუ თავიდან არ გადახურე მთლიანადო. იმდენჯერ გადახადა ქარმა სახურავი და იდინა წვიმის წყალმა, "ქილიშები" მთლიანად დაულპია. ახლა წვიმამ სარდაფი სულ ამოავსო წყლით. რაც შევძელი ამოვღვარე, მაგრამ ბოლომდე კიდევ ვერ გავწმინდე. თქვენ რომ ფოტოები გამოგიგზავნეთ, იქ თითქმის ამოწმენდილი მაქვს წყლისგან. ისეთი მდგომარეობა დამხვდა ეზოშიც და სარდაფშიც, უცებ ვერ მოვიფიქრე, ვერც ფოტოების გადაღება და ვერც შესაბამისი სამსახურებისთვის შეტყობინება. თქვენი ნიუსი რომ წავიკითხე, მერე გადავუღე სარდაფს. საკუთარი ძალებით შევეცადე, მომეგვარებინა პრობლემა. დავიჭირე ხელში ნიჩაბი, თოხი და თავსხმა წვიმაში ქუჩაში არხის გაწმენდა დავიწყე. სახლში ბავშვები დამეხმარნენ და ამ დონემდე მივიყვანეთ, რასაც ხედავთ", _ გვეუბნება კვინტრაძე. ნათია კვინტრაძის თქმით, სახლის გადასახური მასალით უზრუნველყოფის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას: "ადრე, წლების წინაც დავწერე განცხადება, მაგრამ ახლა, ძალიან რომ გამიჭირდა, 3 თვის წინ ისევ მივედი მერიაში, იქნებ სახლის გადასახური მასალით დამეხმაროთ-მეთქი. მოვიდა კომისია, გადაიღეს ფოტოები, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩოხატაურის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შევედი და დახმარება ვთხოვე. ამ ეტაპზე არავითარი საშუალება არ გვაქვსო, _ მითხრა; მერე დეპუტატთან _ ნინო წილოსანთანაც ვიყავი. ჩაიწერა მონაცემები, დაგიკავშირდებითო, მაგრამ არავინ დამკავშირებია. ახლა ორშაბათს (საუბარი ჩაწერილია ოთხშაბათს, 29 ივლისს. ავტ.) კიდევ ჩავედი მერიაში. იქედან იქით გამაგზავნეს, იქედან _ იქით; ბოლოს მითხრეს გოჩა ჯინჭარაძესთან მიდიო. მივედი. ჯინჭარაძემ მითხრა, თუ მეტყვიან განცხადებაა შემოსული, ვიტყვი, რომ დახმარება ნამდვილად გჭირდება,  სხვა მე არაფერი შემიძლიაო და ვარ ასე _ ამოვარდება ქარი, გადახდის სახლს სახურავს, მერე გაწვიმდება და გაივსება წყლით ოთახები. მეშინია, ჭერი არ ჩამომივარდეს და ბავშვები და მოხუცი არ მოიყოლოს, თორემ ჩემს თავს აღარ დავეძებ". ნათია კვინტრაძის თქმით, წლების წინ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გეგმიური გადამოწმებისას, მაღალი სარეიტინგო ქულით შეფასდა: "სანამ მეუღლე ცოცხალი მყავდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონდა. ყოველ ბავშვზე ვიღებდი კვების ვაუჩერს, ასევე, ფულად დახმარებას და რაღაცას პურის ფულად ვიზოგავდი. გახდა უფროსი სრულწლოვანი, კაი, ბატონო, მოეხსნა მას დახმარება, მაგრამ დანარჩენებს რომ აღარ აძლევენ?! მერაბი რომ მოკვდა, მოვიდა სოციალური აგენტი შემოწმებაზე, გადაამოწმა, უფროსი გოგო სტუდენტია და შენთან არ ითვლება, დეკლარაციაში ვერ შევიყვანთო, _ მითხრა. სტუდენტი რომაა, რა ქნას, იმას არ უნდა იქ პატრონობა?! სტუდენტი შვილი შვილი არ ყოფილა, მაგათ რომ ჰკითხო. მე თუ არ მივხედე, რით ირჩინოს თავი?! გარდა ამისა, სახლში ათეროსკლეროზით დაავადებული, 86 წლის დედამთილი მყავს. მისი პენსია წამლებისთვის არ ჰყოფნის საცოდავს. ცოტა ხნის წინ ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა _ ისე ცუდად მყავდა, სხვა გზა აღარ მქონდა და წავედი, დავწერე სოციალურ სამსახურში განცხადება წამლის შესაძენი თანხით უზრუნველყოფის შესახებ. დამეხმარნენ 100 ლარით და ვუყიდე წამლები. დედამთილის მდგომარეობის გამო, სახლიდან შორს ვერ მივდივარ, სულ უნდა იყოს მის გვერდით ვინმე _ ასეთი პირობების მქონე ოჯახი გადაამოწმეს და იმაზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოგვივიდა, ვიდრე მაშინ გვქონდა, სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა და დედამთილიც ჯანმრთელად იყო! ჩავედი სოციალურ სამსახურში, რომ გამეგო, რატომ შეფასდა ასე მაღალი ქულით ჩემი გაჭირვებული ოჯახი. იქ მითხრეს, ოზურგეთში გაასაჩივრეო. ამასობაში დაიწყო პანდემია, შეზღუდვები და ვეღარ წავედი ოზურგეთში. ახლა მითხრეს, "ცხელ ხაზზე" დარეკე და გაგარკვევენო. არც მანდ ვრეკავ _ ტყუილად დროის გაყვანისთვისაა მოგონილი ეგ ყველაფერი", _ გვითხრა ნათია კვინტრაძემ. 29 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ და ზოგადად, ნათია კვინტრაძის ოჯახის პრობლემების შესახებ სასაუბროდ მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, მერიაში ნალექით გამოწვეული პრობლემის შესახებ არც სიტყვიერი და არც წერილობითი განცხადება არ შესულა: "ვერ დაგეთანხმებით, რომ 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა დაბის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ასეთი პრობლემები მრავლად იყო წინა წლებში, სანამ სანიაღვრე არხები გაკეთდებოდა თითქმის ყველა ქუჩაზე. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ არც ერთი ოფიციალური თუ სიტყვიერი შეტყობინება არ შემოსულა მერიაში. თუ კონკრეტულ მისამართზე  არსებულმა სანიაღვრე არხმა დროებით ვერ გაატარა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი, ეს მხოლოდ ლოკალური შემთხვევაა და საცხოვრებელი სახლის დატბორვას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სახურავის მასალით დახმარების საკითხს, აღნიშნულმა პიროვნებამ განცხადებით წელს მომართა მერიას  და მიიღო პასუხი, რომ აყვანილია აღრიცხვაზე. ყოველწლიურად ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ყველა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ოჯახიდან კიდევ იყო განცხადება მედიკამენტების შეძენის თაობაზე, რაც დაუკმაყოფილდათ", _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. რაც შეეხება ჩოხატაურის მერის წარმომადგენელს დაბის ტერიტორიულ ერთეულში, გოჩა ჯინჭარაძეს, ის "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ოჯახის პრობლემების შესახებ მისთვის ცნობილია. მის  შესაძლებლობაში კი ოჯახისთვის რეკომენდაციის გაწევაა მხოლოდ, რადგან დასახმარებელი ფინანსები მას არ გააჩნია: "მე ახლაც მივალ კვინტრაძესთან ოჯახში და კიდევ ერთხელ მოვიკითხავ პრობლემის შესახებ. შეგიძლიათ, თქვენც წამობრძანდეთ ჩვენთან ერთად", _ გვითხრა გოჩა ჯინჭარაძემ. იმის გასარკვევად, რატომ შეუწყდა ნათია კვინტრაძის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით: "კვინტრაძის ოჯახი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი შემწეობის მიმღები არ ყოფილა, მაგრამ ოჯახი იღებდა თითოეულ ბავშვზე დახმარებას _ 50-50 ლარს, რომელიც განკუთვნილია 16-წლამდე ასაკის იმ ოჯახების ბავშვებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა. ზოგ მუნიციპალიტეტში გაყოფილია ეს _ 30 ლარი კვების ვაუჩერზე ერიცხებათ, დანარჩენი 20 _ თანხის სახით. ოჯახში 3 ბავშვი იყო. როცა ერთს შეუსრულდა 17 წელი, რადგან დახმარება 16-წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, მას შეუჩერდა ეს დახმარება, მეორე ბავშვი კი იღებდა. ოჯახი ხელახლა გადამოწმდა 2020 წლის 16 იანვარს, მეუღლის გარდაცვალების გამო ანუ მოხდა დემოგრაფიული ცვლილება. რის შედეგადაც უკვე მოუვიდათ მაღალი სარეიტინგო ქულა _ 104 000 და რადგან ქულა 100 000-ს გადაცდა, ბავშვს ეს 50 ლარი მოეხსნა. ოჯახის ხელახალი გადამოწმება შესაძლებელია გადამოწმებიდან, ანუ 16 იანვრიდან ერთი წლის შემდეგ, თუ რაიმე ახალი გარემოება არ დადგა, ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე წარმოადგენენ ფორმა #100-ს", _ გვითხრეს სოციალური მომსახურების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...