ჩაი და მისი ადგილი საქართველოში

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ჩაი და მისი ადგილი საქართველოში

1970 იან 1 04:00:00
ჩაის კულტურის სამშობლო ჩინეთია. იგი ცნობილია მე-4 საუკუნიდან (სხვა წყაროებით, ათასი წლით უფრო ადრე). იაპონიასა და კორეაში ჩაი მე-9 საუკუნეში გააშენეს. სხვა ქვეყნებში ფართოდ ვრცელდება მე-19 საუკუნიდან. ამ პერიოდიდან მისი მოხმარება განუხრელად იზრდებოდა. 1900 წლიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა 4,2-ჯერ, ჩაის წარმოება-მოხმარება კი 11-ჯერ გაიზარდა და 4 მლნ ტონას აღწევს. ერთ სულ მოსახლეზე წლიურად ჩაის მოხმარება მსოფლიოში საშუალოდ 550 გრამს, ზოგიერთ ქვეყნებში 3-4 კგ-ს შეადგენს.

საქართველოში მე-20 საუკუნეში, ჩაის კულტურის ფართოდ განვითარების შედეგად, იგი ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების პროდუქტი გახდა. ნორმით ერთ სულზე 1 კგ-ს მოხმარებაა გათვალისწინებული. თუმცა, ფაქტობრივი მაჩვენებელი ამჟამად 0,3 კგ-ს არ აღემატება, მისი წილი სასურსათო მოხმარებაში 1-2%-ს შეადგენს.

საქართველოში ჩაი 1847 წელს შემოიტანეს და პროდუქცია პირველად კუსტარულად 1864 წელს დაამზადა მ. ერისთავმა.

პირველი სამრეწველო პლანტაცია 1885 წელს ჩაქვში გააშენა სოლოვცევმა. 1921 წლამდე ჩაის ფართობი საქართველოში ათასამდე ჰექტარს, მოსავალი 550 ტონას აღწევდა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 20-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე საქართველო, როგორც სუბტროპიკული და სამხრეთული კულტურების პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩნდა. პირველყოვლისა ეს ითქმის მეჩაიეობის მისამართით. 1921-დან 1928 წლამდე, ათას ჰექტრამდე ახალი პლანტაცია გაშენდა, ხოლო 1928 წლიდან, დაჩქარებულ კოლექტივიზაციას თან ახლდა ყოველწლიურად 3-5 ათასი ჰა ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება. 1941 წლისთვის, საქართველოში, ჩაის ფართობმა 51,5 ათას ჰექტარს მიაღწია. 1950-იანი წლებიდან გრძელდება ჩაის პლანტაციების გაშენება და 1956 წლისათვის მისი მთლიანი ფართობი 66,2 ათ. ჰექტარს აღწევს. ამის შემდეგ, პლანტაციების გაშენება-ჩამოწერა პარალელურად ხდება და 1990 წლისათვის დასახული 81 ათასის (2000წ-90 ათასი) ჰექტრის ნაცვლად, იგი 1956 წლის დონეზე დარჩა.

მეჩაიეობა შრომატევადი დარგია. 1950 წლიდან 1965 წლამდე, ჩაის ხარისხოვანი ფოთლის წარმოება 84-ათასიდან 186 ათას ტონამდე გაიზარდა. მოსავლის დროული აღებისთვის კრეფა არ წყდებოდა წვიმიან ამინდშიც კი. გარდა ძირითადი მუშახელისა, გამოიყენებოდა მოსწავლეების, სტუდენტების, საწარმოო-დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომა. შემდეგ დაინერგა მობილური მანქანები, ხელის აპარატები, მექანიკური საშუალებები (მაკრატელი, ნამგალი, დანა და სხვა.), რამაც შეამცირა არაძირითად მუშახელზე მოთხოვნა, მაგრამ დაეცა ჩაის ხარისხი.

წინააღმდეგობრივი განვითარების მიუხედავად, მეჩაიეობა მე-20 საუკუნეში საქართველოს სტრატეგიული დარგი იყო. მისი წილი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მეურნეობების მთლიან პროდუქციაში 70-90% აღწევდა.

90-იანი წლებიდან, მეჩაიეობა საქართველოში სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა. აუცილებელი იყო დარგის განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომლის საფუძველზე ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინათ პლანტაციების იჯარითა და კერძო საკუთრებაში გადაცემა, გასათვალისწინებელი იყო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები (1996 წ.). ეს არ გაკეთდა, ამიტომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 17 მილიონი ლარის დახმარება და 2005 წელს ჩატარებული ჩაის ინვენტარიზაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის ინსტიტუტის მიერ) უშედეგო იყო.

გაზეთ "24 საათისათვის " მიცემულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძე აღნიშნავს რომ "მეჩაიეობა... საქართველოს მძიმე ტვირთად აწევს. " დღეს, როდესაც 52 ათასი ჰექტრიდან მხოლოდ 3-4 ათასი ჰექტარია მოქმედი, ისიც არასრულფასოვნად, ხოლო დანარჩენი 48 ათასიდან მხოლოდ ნაწილია ათვისებული, ასეთი შეფასება არ არის ძნელი. შემდეგ ის აზრს ასე ავითარებს: "ხალხს დღემდე აქვს იმედი, ჩაის კულტურა აღდგება ". ნამდვილად საეჭვოა, რომ 20 წლის შემდეგ ხალხს კვლავ ჰქონდეს ჩაის კულტურის აღდგენის იმედი.

პრივატიზაციის პირველივე წლებიდან, მოსახლეობამ დაიწყო ჩაის ამოძირკვა და მისი შეცვლა ალტერნატიული კულტურებით (თხილი, სიმინდი და სხვა). ხალხი უფრო პრაგმატულია, ვიდრე ბევრი სწავლული, მეცნიერი, მაგრამ თუ ჩაის ფართობის დიდი ნაწილი კვლავ აუთვისებელია, ეს ხდება არა მოლოდინის, არამედ უსახსრობის გამო. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს მიერ ჩაის ცენტრალიზებულად ამოძირკვა, რომელიც 10-15 წლის წინათ უნდა გახორციელებულიყო (თუნდაც, გამოყოფილი 17 მილიონი ლარიდან 10 მილიონის ხარჯზე), რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, მაგრამ მეჩაიეობის დარგის საკითხი, დღეს 20 წლის შემდეგაც კი ბატონი კახასთვის, როგორც ჩანს არც თუ მთლად ნათელია, რადგან მას ასე გამოხატავს: "ეს შეიძლება უკეთესი იყოს ". არადა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის აგრარულ უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ, რომელთანაც თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარეს კახა ბენდუქიძეს უშუალო ურთიერთობა აქვს, ჩაის ამოძირკვის მასშტაბის, ჩაის ოპტიმალურ დონით განვითარების, თუ სხვა საკითხი დაზუსტებული უნდა ჰქონდეს. თუმცა, ახლა ეს ინსტიტუტი შეძლებს კი ამ საკითხზე თავისი თვალსაზრისი წარმოადგინოს დასაბუთებულად და ობიექტურად?

არსებული მასალების ანალიზი (2007 წლამდე ჩემს მოსაზრებებს სიტყვიერად გამოვხატავდი, შემდეგ ინსტიტუტის თანამშრომელი გავხდი და მეჩაიეობის დარგის სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები 8 სამეცნიერო ნაშრომის სახით გამოვაქვეყნე) გვიჩვენებს, რომ საქართველოს აქვს ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ჩაის ექსპორტ-იმპორტში დეფიციტის აღმოფხვრის, ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით წარმოების ოპტიმალური მასშტაბით (თავდაპირველად 2-3 ათასი ჰა) განვითარების პოტენციალი, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო სრული წარმოდგენა გვქონდეს საქართველოში დარგის განვითარების პერსპექტივებზე თუ უპერსპექტივობაზე, სახელმწიფოსა და ბიზნესის მიერ გასახორციელებელ ღონისძიებებისთვის, საჭიროა, შერჩეულ იქნეს რამდენიმე ფირმა (3-5), კონკრეტული პირობების მიხედვით დამუშავდეს მათი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება რესურსთა უკუგება, კვლავწარმოების შესაძლებლობანი და სხვა საკითხები. 2-3 წლის განმავლობაში ამ ფირმების სამეურნეო საქმიანობის შესწავლის, გაანალიზების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება, გამოვლინდეს წარმოებისა და ეფექტიანობის შემაფერხებელი ფაქტორები და შემუშავდეს რეკომენდაციები მათი აღმოფხვრისთვის, გაკეთდეს დასკვნები და მოხდეს მიღებული შედეგების განზოგადება.

ასეთი წინადადება ამ სტრიქონების ავტორს და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ, აწ განსვენებულ სოსო გურულს რამდენიმე წლის წინათ გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ.

გურამ ღლონტი, ეკონომიკის მეცნიერების აკადემიური დოქტორი


ნახვა: 3269


 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობსჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში :ქართული ოცნების: მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის თანამშრომელი კარს გასაღებით კეტავს და დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, რომლებზეც მითითებას შტაბის წევრები აძლევენ. კითხვა _ რატომ დაკეტეს იმ შეხვედრის კარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებდა და რატომ არ უშვებენ ადამიანებს თავისუფლად, უპასუხოდ რჩება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლანჩხუთსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენებია _ ზურაბიშვილს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები აქციებით ხვდებიან და ხშირია ფაქტები, როცა დაპირისპირება დარბაზშიც ... ...
  • სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა (R)მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ  პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.  სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.  აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია.  კერძოდ, დარეგისტრირებული  1657 მესაკუთრის უფლებიდან,  ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.   მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)   ... ...
  • "არც ერთი ხმა მოღალატეს" _ "ნაციონალებმა" სალომე ზურაბიშვილო სასტვენებით გააცილესხმაურით დასრულდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. გარეთ გამოსულ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ. _ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. აქციასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. _ ეს არის კომუნიზმი დროიდნელი გადმონაშთი, _ აღნიშნა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით ხვდებიანხმაურია ამ წუთებში ლანჩხუთის კულტურის სახლთან, სადაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მართავს. კულტურის სახლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილნი: _ ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა,_ აღნიშნავენ აქციის მონაწილეები და დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შევიდა, კარები ჩაიკეტა და შიგ შესვლის საშუალება აღარავის ... ...
  • „ხელისუფლება პირდაპირ დაბოლებაზე გადავიდა“ _ გია ხუხაშვილიპარლამენტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს.  როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს,  საზოგადოებამ კანონპროექტის შინაარსი კარგად ვერ გაიგო, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ეფექტიანობაში საზოგადოების დარწმუნებას თავად აპირებს. _ დიდი საპროტესტო ტალღის შემდეგ, როგორ აპირებს ხელისუფლება საზოგადოების გადარწმუნებას? _ სადავო კანონპროექტზე  ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. _ არ ვიცი, როგორ შეიძლება საზოგადოების გადარწმუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც იციან. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერ დაარწმუნებენ საზოგადოებას კანონპროექტის ავკარგიანობაში და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას,  ცივილიზებული გზაა. მართალია, ხელისუფლებისგან კანონპროექტთან დაკავშირებით დამაჯერებელი არგუმენტები ჯერ არ წარმოუდგენიათ და ერთი ტყლაპოდან მეორეში ხტებიან, მაგრამ კი, ბატონო, აგვიხსნან, რაშია პრობლემა. _ ბატონო გია, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება მარიხუანის წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. რის ახსნას აპირებს ხელისუფლება?  _ კანონპროექტს არავინ იცნობს,  დარწმუნებული ვარ, რომ ინიციატორების გარდა, კანონს არცერთი დეპუტატი არ კითხულობს. ისინი სმს-ით იღებენ ბრძანებას, რომელ ღილაკს დააჭირონ  ხელი. კანონების კითხვით თავს არ იწუხებენ. მიმაჩნია, რომ  კანაფის კულტივაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მარიხუანის მოყვანაზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის დაფუძნება  სასაცილო და არასერიოზულია. როგორც ჩანს,  ხელისუფლება პანიკაშია. კანაფით უნდათ ქვეყნის აშენება, იცით, ეს რას ნიშნავს? პოლიტიკური დაბოლებიდან, ნელ-ნელა პირდაპირ დაბოლებაზე გადადიან. ზოგიერთები კანაფის წარმოებიდან მისაღებ მილიარდობით ლარის შემოსავალზე რომ საუბრობენ, არასერიოზულია. უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გაფართოვდება კანაფის კულტივაცია,  კონტროლი უფრო და უფრო  ძნელი იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. _ ბატონო გია, ,,გურია ნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კანონპროექტის მომზადებაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინეტერესები არ იკვეთება. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის შეთანხმების გარეშე გადაწყდებოდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება? მიზეზს ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება ლობირებდეს ივანიშვილი ამ ინიციატივას? _ არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება.  ვამბობ, რომ მისი პირადი ბიზნესინტერესები არ იკვეთება. ვფიქრობ, არსებობს ლობისტური ჯგუფი, რომელმაც ჩათვალა, რომ მარიხუანის წარმოებისთვის საქართველოში ძალიან  ნოყიერი ნიადაგია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონკრეტული ლობისტური  ჯგუფი დაკავშირებული იყოს საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებთან, იმიტომ, რომ საერთაშორისო ნარკომოვაჭრეები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხედავენ, რომ საქართველოში ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით 30 ათას კაციანი მიტინგი იმართება, საკონსტიტუციო სასამართლომაც გამოიტანა ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოში საინტერესო ნიადაგია. კონკრეტულად, ვისი მეშვეობით დაიწყეს ამ კანონპროექტის ლობირება, ეს ტექნიკური საკითხია. ფაქტია, რომ ლობისტურმა ჯგუფმა აშკარად იმუშავა“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...
ზაფრანი

ცეკვის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო

ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ...

ქათამი დინოზავრის ახლო მონათესავე ყოფილა

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქათამი მფრინავი...

სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს

მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენგანი ყოველ...

ზოდიაქოს ნიშანი და კვების რაციონი

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  ამა თუ...

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...