გორდის ტბიური ნალექების და ოკაცეს კანიონის საიდუმლო

კარმიდამო ჩემი

გორდის ტბიური ნალექების და ოკაცეს კანიონის საიდუმლო

2016 იან 6 20:11:29

ხონის რაიონში, სოფელ გორდში, მდინარე ოკაცეს კანიონი ფართო მასებისთვის ახლახან გახდა ცნობილი, როცა იქ მრავალმილიონიანი ინვესტიციის გახორციელებით გზა გაეხსნა ტურიზმს და არნახული ბუნების განსაცვიფრებელმა სილამაზემ ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა.

გორდის გვერდით მდებარეობს სოფელი კინჩხა, სადაც კინჩხის წყალვარდნილის სახელით ცნობილი ჩანჩქერი იმთავითვე წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც ბუნების საოცრება. დღეისთვის კინჩხაშიც ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაწყებული და მალე, ოკაცეს კანიონთან ერთად, ტურისტების გაოცებას ეს ჰარმონიული ტანდემი ერთობლივად შეძლებს.

ადრე ისტორიული ოდიშის ანუ სამეგრელოს ტერიტორია ვრცელდებოდა მდინარე ცხენისწყლიდან რიონისპირეთამდე, კავკასიონიდან სამურზაყანომდე (გალის რაიონი). მის შემადგენლობაში შედიოდა სოფლები _ გორდი და კინჩხა. ოდიშის დიდებულები _ დადიანები და მათი კარის ცნობილი კაცები (ახვლედიანები, ჩიქოვანები...) თავიანთ სასახლეებს გორდსა და კინჩხაში აგებდნენ და თავიანთი სიცოცხლის მეტ ნაწილს აქ ატარებდნენ. მეათე საუკუნისაა გორდის მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც სასულიერო წრეს, საყდარში მომსახურე მღვდლებს, ჩიხლაძეები წარმოადგენდნენ.

ცნობილია გორდის სააგარაკო სასახლე, რომელიც აქ მე-18 საუკუნეში ჰქონდა სამეგრელოს მთავარს. ამ სასახლის ბაღისა და მთელი კარმიდამოს წალკოტად საქცევად იმ დროისთვის ცნობილი ფრანგი მეცნიერები და დეკორატორები ჩამოუყვანიათ. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ი. მეუნარგიას ცნობით, ალ. ჭავჭავაძეს რჩევა მიუცია თავისი სიძის და შვილისთვის, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძისთვის, რომ გორდში მაღალარქიტექტურული ნაგებობა _ ევროპული სასახლე აეგოთ და შესაფერისი კარმიდამო _ წალკოტი მოეწყოთ. ასეც მოიქცნენ. შემდგომში დავით დადიანი სწორედ ამ სასახლეში გარდაიცვალა. დღეს ამ სასახლისა და კარმიდამოს რესტავრაცია ხდება.

რაც შეეხება გორდის ტბიურ ნალექებს და ოკაცეს კანიონს _ ბუნების ეს ორი საოცრება 1943 წელს გეომორფოლოგმა გიორგი დევდარიანმა აღმოაჩინა. შემდგომში ამ ორი უნიკალური ძეგლის მეცნიერულ ღირებულებათა შესასწავლად და თავისი ადგილის მისაჩენად, 1982 წელს, გორდს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის მეცნიერები ეწვივნენ, თუმცა ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.

 ოკაცეს კანიონიდან მარჯვნივ, 50 მეტრის დაშორებით, მდინარის იმდროინდელ კალაპოტში აღმოჩენილია მილიონი წლის წინა პერიოდის ნახევრად ჩამორეცხილი ტბიური ნალექი. საუკუნეობით ადამიანის მხედველობის არეზე მყოფი ეს ყოველივე, მაინც შეუმჩნეველი იყო. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქართული მიწის ისტორიის ერთ-ერთი ფენომენის, გორდის ტბიური ნალექების შესწავლას მივყავართ დედამიწის განვითარების უკანასკნელ, მეოთხეულ ეტაპთან, რომელიც მილიონ წელს მოიცავს! მისთვის დამახასიათებელია დედამიწის თანამედროვე სახე ადამიანის გაჩენით!

დაახლოებით, 400 000 წლის წინ, მდინარე ოკაცე ქმნის ეროზიულ, საკმაოდ განიერ, ბრტყელფსკერიან ხეობას, რომლის კვალი ამჟამად შემორჩენილია ოკაცის კანიონის სამხრეთით და რელიეფში წარმოდგენილია განიერი უნაგირას სახით. ოკაცეს ფსკერი ამჟამად 45 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება, უნაგირას ხიდთან. მდინარე ოკაცეს კალაპოტის თანდათანობითი გაღრმავება დაირღვა დედამიწის ქერქის დანაპრალებით _ ამ მონაკვეთში მდინარე მკვეთრ მუხლს აკეთებს, რომელმაც გამოიწვია კალაპოტის ერთი ნაწილის მაღლა აწევა და შესაბამისად ჩაკეტილი ხეობის წარმოშობა, როგორც მეცნიერები ანგარიშობენ, ეს მოხდა 100 000 ათასი წლის წინ. ჩაკეტვამ წყლის ჩაგუბება გამოიწვია და გაჩნდა ტბა. ტბაში იწყება მყარი მასალის დალექვა, რომელშიც მცენარეთა მტვრიანები გვხვდება. ამ ტბამ 5400 წელი იარსება. სათავსოს მყარი მასალით ამოვსების შემდეგ, წყალი გასასვლელს ეძებდა და კირქვის ნაპრალებში იპოვა კიდეც. მან მთლიანად დატოვა ძველი არტახები და კარსტულ მღვიმეებში გადაინაცვლა. დროთა განმავლობაში ამ სიღრუეების ჭერი ჩამოიქცა და მდინარემ ადგილ ბოგასთან თანამედროვე სახე მიიღო. რაც შეეხება ტბიურ ნალექს, მისი უმეტესი ნაწილი წყალმა გარეცხა და დღეს შემორჩენილია ამ ნალექის ფრაგმენტი, რომლის სიმაღლე 27 მეტრს აღწევს. მცენარეთა მტვრიანების ანალიზის მიხედვით, მეცნიერები აზუსტებენ, რომ ტბის გაჩენის დღიდან (ანუ მილიონი წლის წინ), 500-600 წლის შემდეგ, გორდის მიდამოებში მკვეთრად აცივდა, რამაც გამოიწვია სითბოს მოყვარულ მცენარეთა მთლიანი გადაშენება.

მდინარე ოკაცე სოფელ კინჩხიდან (ტყეკუთხე) მოედინება და მისი სიგრძე 14 კილომეტრია. ის მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადია. კანიონის სიგრძე 80 მეტრს აღწევს, სიგანე 3- 4 მეტრია. სიღრმე კი კლდოვან, ბუნებრივ ბოგასთან 28 მეტრს ეთანაბრება, ხოლო ბოლო ნაწილში მისი სიღრმე 45 მეტრია. სოფელი გორდი ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ხონიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. დღეისთვის აქ 300 არასრული კომლი ცხოვრობს. ამჟამად დადიანთა საზაფხულო რეზიდენციის რესტავრაცია ხდება. ეს კარმიდამო 50 ჰა ფართობს მოიცავს, აქედან 15 ჰა გეგმით გაშენებული წალკოტი იყო. ტოპონიმიკით გორდი დიდ გორას ნიშნავს (გორა +დიდი), ანუ დიდ გორაკზე გაშენებული სოფელი. ოკაცე კი საკაცო ანუ კაცებისთვის განკუთვნილი ადგილად მოიაზრებოდა, სადაც მდინარის საშიში სტრუქტურის გამო, ქალების ბოგაზე გადასვლა სახიფათოდ მიიჩნეოდა. არაერთხელ მომხდარა, როცა მდინარეზე გადასვლისას ბევრი ადამიანი დაღუპულა.

ოკაცის კანიონი, როგორც არაორგანული ბუნების იშვიათი ძეგლის საკვირველი სახე, თავისი ტბიური ნალექით, კიდევ მრავალი საოცრების მოწმეს გაგვხდის. როგორც აღვნიშნეთ, ეს ნალექი ქართული მიწის ისტორიის ფენომენია, მილიონი წლის წინანდელი დროიდან! არანაკლები ფენომენია სოფელ კინჩხა, რომელიც დასახლებული ყოფილა პალეოლითის უახლესი პერიოდიდან. აქ ცივილიზაციის კვალი იგრძნობა წმიდა ლიანეს გამოქვაბულში აღმოჩენილი წიდის მიხედვით. აქ მუშავდებოდა სპილენძი, ხდებოდა მადნის ამოღება და ლითონის დნობა. სპილენძის ლოდებს თანამედროვე გლეხები არაერთხელ პოულობდნენ. აქვე გამოდის პატარა წყარო, "სინგური", რომლის შემადგენლობა იმდენად უნიკალურია, ფერს არ იცვლის! (შინდისფერთან დაახლოებული). ამ სითხეს ოდითგან მოსახატად ხმარობდნენ. სოფელი კინჩხაში, ნაბეჩოს თვალწარმტაც ჩანჩქერთან, ჟანგისფერ უფსკრულებთან, კადარის საიდუმლო გვირაბებთან დღეს თანამედროვე ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღმავლობაა. კინჩხა, მეცნიერთა უტყუარი ინფორმაციით, ოდესღაც ზღვის ნაპირი ყოფილა, პალეოლითის დროიდან დასახლებული და და აქ რომ გათხრები დაიწყოს, ცივილიზაციის კიდევ უფრო ახალ ნაპირებთან მიგვიყვანს, _ ამბობენ სწავლულები. უდავოა, უახლოეს მომავალში, კინჩხა-გორდის ირგვლივ უსაზღვრო ინტერესი ჩარჩოებში ვეღარ დაეტევა.




 ახალი ამბები
  • ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში სოფელ ნაგომარს ეწვიადღეს, 12 ოქტომბერს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარს ევროკავშირის ელჩი საქართველოში,  კარლ ჰარცელი მხარის  რწმუნeბულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. აქ ელჩმა მოინახულა კოოპერატივი „ნაგომარი“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი პლანტაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით  გაშენდა. _ ჩვენი კოოპერატივი 2015 წელს შევქმენით. იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, რომ ვიხსენებ, ხშირად მიჩნდება კითხვა _ დღეს რომ ვიწყებდე ყველაფერს თავიდან, ნეტა, თუ გავრისკავდით,-მეთქი. ისე კი, ნულიდან კი არა, ნულს ქვემოდან დავიწყეთ ყველაფერი და თავდაუზოგავმა შრომამ, უდიდესმა დახმარებამ, რაც ევროკავშირმა გაგვიწია, შედეგი გამოიღო და საუკეთესო შედეგი მივიღეთ. ახლა უკვე მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაზე ვფიქრობთ, _ გვითხრა კოოპერატივ „ნაგომარის“ ხელმძღვანელმა ნანა ყირმელაშვილმა. კოოპერატივი ნაგომარს  ENPARD-ის  პროგრამის  ფარგლებში შეძენილი ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები გააჩნია, რის  მეშვეობითაც მოახდინა 12 ჰა  ჩაის პლანტაციის რეაბილტაცია. სულ კი, როგორც ნანა ყირმელაშვილმა გვითხრა, 25 ჰა ჩაის პლანტაციას ფლობენ, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. მათ 75 ადამიანი დაასაქმეს.  დღეისთვის აქ 15 ტონა ჩაის ფოთოლს კრეფენ. სამომავლოდ კი მეტ წარმატებას ელიან და სურთ, კიდევ უფრო გააფართოვონ და გაზარდონ ჩაის პლანტაციიების რაოდენობა. _ კოოპრატივი „ნაგომარი“ ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ჩანს, რამდენი ენერგიადა შრომა არის ჩადებული. ვიმედოვნებ, რომ  აქ დამზადებული ჩაი საერთაშორისო ბაზრებზე გავა“, _ თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ... ...
  • გურიის რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა ერგება დღგ-დანდამდეგი 2020 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში, რომელიც პარლამენტში განხილვის სტადიაშია, სხვა პარამეტრებთან ერთად ისიცაა განსაზღვრული, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები  მეორე წელია ფინანსდებიან. ცნობისთვის, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა და გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა. როგორც ირკვევა მიმდინარე წლის მსგავსად, 2020-შიც გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავინდებურად  ოზურგეთს ერგება. მისი დაფინანსების წილი 1.41%-დან 1.45%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თითქმის მილიონნახევრით გაიზრდება თანხაც. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 13 313.8 ათასი ლარი ერგო, გაისად ეს თანხა 14 771.6 ათასი ლარი იქნება. ნახევარი მილიონით გაიზრდება  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი კვლავ 0.74 დარჩება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-იდან 6 980.8 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში ეს თანხა 7 496.4 ათას ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2020 წელს გაიზრდება როგორც მისი დაფინანსების პროცენტი _ 0.32-დან 0.37%-მდე, ისე თავად თანხაც, რომელიც წლევანდელს 755 ათასით აჭარბებს. წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 3 021.8 ათასი ლარი ერგო, გაისად კი 3 777.2 ათას ლარს მიიღებს. ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ... ...
  • „ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ მდებარე პატარა სკვერში „ანას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილს შორის შეხვედრა შედგა. ცნობისთვის, ბაღი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის სახელს ატარებს, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი. სამი წლის წინ თბილისის მერიამ ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსების ეზო გაასხვისა, გაიცა მშენებლობის ნებართვაც, რასად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მიოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სამშენებლო კომპანიას 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყების საშუალება სამი წელია არ აძლევენ. „ვითხოვთ იმ სივრცის დაბრუნებას, სადაც ჩვენი შვილები თამაშობდნენ, სწავლობდნენ ველოსიპედის, სკეიტბორდის და გორგოლაჭების მართვას. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ნუგზარი „გურია ნიუსს“ უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ დაინახოს თვითმმართველობამ თუ რაოდენ შემაშფოთებელია იქ მაცხოვრებლებისთვის  ქალაქის ეკოლოგიური საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია სივრცეები მათი შვილებისთვის, ბავშვების ჯანსაღ, მწვანე გარემოში გაზრდისთვის და არა ბეტონის ჯუნგლებში, რადაც ნელ-ნელა იქცა თბილისი. „დღევანდელ ქალაქს, ჩვენს თბილისს ძალიან უჭირს. ყველამ იცის ცენტრალურ უბნებში რა პრობლემებიცაა, მაგრამ იგივე კეთდება და ამ პრობლემის გადაჭრა არავის სურს. ცენტრში გამოილია ცარიელი ადგილი და გადმოვიდნენ გარეუბანში, სადაც ასე თუ ისე თავისუფალი ადგილი მოიძებნება. აქ უნდათ მშენებლობის დაწყება. აქ თუ დავუშვებთ ამ კორპუსის აშენებას ამ შენობას მოჰყვება 5 შენობა, რაც იქნება იგივე გამეორება რაც გვაქვს ქალაქის ცენტრში. არა ჰაერი, არა სკვერი, არა პარკინგი და ჯოჯოხეთი ასე რომ ვთქვათ პირდაპირი გაგებით. გვინდა რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ჰაერი, სუფთა გარემო, ამ მოედანზე ბავშვები თამაშობდნენ და გვინდა გაკეთდეს სკვერი, ახლა შეზღუდულია. აქ რომ ეს შენობა აშენდება არ ექნება თავის ეზო და აქედან გამომდინარე ჩვენი პატარა სკვერი, რომელიც მშენებლობის დროს დაინგრევა, გახდება ახალი კორპუსის ეზო“,_ ამბობს ის. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავლის პოვნას ინვესტორთან გასაუბრებით აპირებს, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობას ისევ შეხვდება. „დღეს ჩემი მხრიდან რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება არასერიოზული იქნება. მთავარია ვიპოვოთ კომპრომისი, რომელიც არ აგრძნობინებს ინვესტორს, რომ კინწისკვრით გააგდეს და არც თქვენ არ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი უფლებები არავის დააინტერესა“,_ თქვა ელოშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერს აქტივისტები პლაკატით „კახი გადაგვირჩინე ანას ბაღი“, რამდენიმე დღის წინ ორბელიანის მოედანზე დახვდნენ. როგორც კალაძემ მაშინ განაცხადა, ნებართვა 2016 წელს არის რომელიც მერიამ უკვე შეისწავლა. „ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ აღნიშნული კორპუსის მშენებლობის გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან პროექტს გააჩნდა პრობლემა პარკირების ნაწილში, ასევე სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებაში არ იყო შესაბამისობა დადასტურებული, თუმცა, მოსახლეობისთვის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ მერიამ ინვესტორს ადგილის გაცვლა შესთავაზოს და  ამბობს, რომ თუ პრობლემა ამ შეხვედრის შემდეგ არ მოგვარდება, პროტესტს  გზის გადაკეტვით გამოხატავს. კორპუსის მშენებლობას „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ ... ...
  • რას ითხოვს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. როგორც ცნობილია, 20 ივნისის ღამეს 38 ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან 4-ს სამართლებრივ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. ამ 4 ჟურნალისტს შორი არის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა. „მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და ასჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. აქციის დროს ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები: ვახტანგ ბერიკაშვილი და ზაზა სვანაძე. ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, სპეცრაზმელების ნასროლი ე.წ. პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან, რის გამოც იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბერიკაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია საქმეს ნივთმტკიცების სახით ერთვის. ამ ტყვიის ფოტოსურათი არაერთხელ გავრცელდა სოციალურ მედიაში და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. აქციის ძალისმიერი დაშლის დროს ზაზა სვანაძემ სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისგან არაერთი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს“,_  აცხადებენ იურისტები. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა იხსენებს, დაზიანების მიღების შემდეგ პოლიცია ხელს უშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში პოლიციაც და სპეცრაზმიც ხელს უშლიდა. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულს კი  სთხოვდნენ გაეხსენებინა სად იდგა როცა ტყვია მოხვდა, ხომ არ შეეძლო გაეხსენებინა რომელიმე სპეცრაზმელი რომელმაც ისროლა ან ხომ არ დაუნახავს პოლიციელი, რომელიც გასროლის შედეგად დაზარალდა. „ხალხისგან მოშორებით ვიდექი, კადრები გადავიღე და გადავაგზავნე რედაქციაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მომხვდა. რეზინის ტყვია ჯერ ხელზე მომხვდა, მერე ტელეფონმა აისხლიტა და გულმკერდის არეში მომხვდა. მაგ დროს მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, ისიც დაშავდა, ორივენი მოშორებით ვიდექით და ისე ვიღებდით. დაზიანების მიღების შემდეგ სპეცრაზმი ხელს მიშლიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე მისვლაში. პროკურატურაში ძირითადად აინტერესებდათ ვნახე თუ არა რომელიმე პოლიციელი რომელიც სროლის შედეგად დაზარალდა ან ხომ არ დავინახე სპეცრაზმელები, რომლებიც ისროდნენ. ბოლოს კი მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა, ჯერ არავინ დამკავშირებია. ვითხოვთ, რომ ვიქნეთ დაზარალებულად ცნობილები და მოხდეს ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება“,_ ამბობს ცაავა. აღსანიშნავია, რომ ივლისში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ორგანიზიციამ ასევე მოითხოვა მათი დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. „ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე“,_ ამბობენ იურისტები. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილია 67 პოლიციელი და 4 დემოსნტრანტი. მათ შორის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე დაზიანება მიიღეს გაურკვეველი წარმოების ტყვიებისგან. შესაბამისად საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი განცდა, რომ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტურია და არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება პროცესების სამართლებრივ რეჟიმში წარმართვისათვის.  ... ...
  • თამარ ჩუგოშვილი: არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც შალვა თადუმაძეს მოექცაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერაზე ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაივლიან კანდიდატები გასაუბრებას და რა შთაბეჭდილება დამრჩება თითოეულზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ჩუგოშვილის შეფასებით, გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მიმართ არაეთიკური შეტევა განხორციელდა. „რაც შეეხება შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს. ამ თვალსაზრისით მასზე პირდაპირ პოლიტიკური შეტევა ჩანდა. ალბათ, ამან გამოიწვია ის, რომ მამუკა მდინარაძემ და სხვებმა გააკეთეს აქცენტი თემებზე, რომელიც კომიტეტზე გაჟღერდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეუძლებელი თქმა, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. „ვინ გახდება უზენაესის წევრი, ამის თქმა შეუძლებელია. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც საკმაოდ კარგად გაიარა გასაუბრება. არიან სხვები, რომლებზეც კითხვებია, მაგრამ ზუსტად ვის დავუჭერთ მხარს, ეს გვეცოდინება მხოლოდ მაშინ, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...