პესტიციდების (შხამქიმიკატების) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია

კარმიდამო ჩემი

პესტიციდების (შხამქიმიკატების) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია

1970 იან 1 04:00:00

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებისგან ინტეგრირებული დაცვის სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია ბრძოლის ქიმიური მეთოდი. აღსანიშნავია, რომ პესტიციდების არასწორი მოხმარება დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს, ამიტომ საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დაცული იქნას უსაფრთხოების შესაბამისი ინსტრუქცია.

პესტიციდების გამოყენების შედეგად მაქსიმალური ეფექტის მიღებისა და მათი უსაფრთხო მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ფერმერმა იცოდეს პესტიციდის სწორი შერჩევის, შენახვისა და გამოყენების წესები. ასევე, ფერმერისთვის აუცილებელია, მას ჰქონდეს ინფორმაცია პესტიციდით მოწამვლის თავიდან აცილების და მოწამვლის შემთხვევაში მისაღები აუცილებელი ზომების შესახებ.

ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარე ანდრო ხეთერელი.

_ საჭირო პესტიციდის შერჩევისას, აუცილებელია შესაბამისი დარგის სპეციალისტისთვის ფართობზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტი მიწოდება, რის შემდეგაც სპეციალისტი გადაწყვეტს, რომელი პესტიციდის გამოყენებაა საჭირო და რა დოზებით. ასევე, პესტიციდის შერჩევისას საჭიროა განისაზღვროს, გამართლებულია თუ არა მის შესაძენად საჭირო ხარჯის გაწევა. ანუ რა უფრო მომგებიანია _ ქიმიური წამლობის ღირებულების გაღება და ამით მოსავლის გაუმჯობესება თუ თანხის დაზოგვა წამლობაზე და შედარებით ნაკლები მოსავლის მიღება. პესტიციდის შეძენა აუცილებელია მოხდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. შეძენისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას შემდეგი ფაქტორები:

1. ტარა (ჭურჭელი), რომელშიც მოთავსებულია პესტიციდი, აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული;

2. ჭურჭლის სახურავს უნდა ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავი რგოლი;

3. პესტიციდის ტარაზე აუცილებლად უნდა იყოს მიკრული ქართულ ენაზე შედგენილი ეტიკეტი, სადაც მითითებულია: პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები, ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

4. დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო ჭურჭელსა თუ ტარაში მოთავსებული პესტიციდის შეძენა. ეს ზრდის ფალსიფიკაციის რისკს, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება ან უარყოფითად იმოქმედოს ადამიანისა და შინაური პირუტყვის ჯანმრთელობაზე

5. პესტიციდის შეძენისას, ფერმერმა უნდა მოითხოვოს მისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი პესტიციდის გამოყენების რეკომენდაციები გაეცნოს მათ და მაქსიმალური სიზუსტით დაიცვას იქ მოცემული უსაფრთხოების ზომები;

6. სასურველია, მოხდეს პესტიციდის იმ რაოდენობით შეძენა, რამდენიც საჭირო იქნება კულტურის ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებლად. ამით ფერმერი თავიდან აიცილებს ჭარბი და ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობას.

პესტიციდების შენახვის შემთხვევაში აუცილებელია, დაცული იქნეს შესაბამისი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უვარგისი გახდება მოხმარებისათვის. შენახვის წესები _ ტემპერატურა, ტენი, სინათლის გავლენა პრეპარატზე, აალების საშიშროების არსებობა _ მოცემულია პესტიციდის ტარის ეტიკეტზე. პესტიციდების შენახვა საჭიროა კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ცხოველთა საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებებისგან განცალკევებით, გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ, კარგად განიავებად, დახურულ შენობაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ადამიანებისა და ცხოველებისგან მოშორებით! დაუშვებელია პესტიციდების შენახვა საკვები პროდუქტების და სასმელების ჭურჭელში, ბოთლებში.

პესტიციდების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს, დაკვირვებას და ცოდნას, რადგან მათი არასწორი გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად იქნეს დაცული პესტიციდებთან უსაფრთხო მოპყრობის შემდეგი წესები:

1. ქიმიური წამლობების დროს რეკომენდირებულია ისეთი სპეციალური ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს;

2. აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების _ რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, თავსაბურავის, სათვალის, რესპირატორის გამოყენება;

3. წამლობა საჭიროა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში;

4. დაუშვებელია ქიმიურ პრეპარატის (ფხვნილის, ხსნარის) შეხება დაუცველი ხელებით;

5. აკრძალულია წამლობის დროს პესტიციდით დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება;

6. სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივი სარეცხისაგან განცალკევებით და მოხდეს მისი შენახვა;

7. დაუშვებელია პესტიციდის ცარიელი ტარის გამოყენება შემდგომი მოხმარებისთვის, აუცილებელია მისი დახვრეტა და ღრმად ჩამარხვა სპეციალიზირებულ ამოცემენტებულ ორმოში. ქაღალდის ან მუყაოს ტარის შემთხვევაში, საჭიროა შესაფუთი მასალის დაწვა. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან სახიფათოა დაწვისას წარმოქმნილი ბოლის შესუნთქვა;

8. წამლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა გამოყენებული შემასხურებელი აპარატურის გულდასმით გარეცხვა და ნარეცხი წყლის გახარჯვა დამუშავებულ ნაკვეთში;

9. ყოვლად დაუშვებელია გამოყენებული პესტიციდების ტარისა და ნარჩენების, აგრეთვე, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების უკონტროლოდ გადაყრა (გადასხმა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებში, წყალსატევებში (მდინარე, ღელე, ხრამი, ტბა, ჭაობი), ბუნებრივ ველ-მინდვრებსა და ტყეებში. პესტიციდების ნარჩენები და ცარიელი ტარა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დროებით საცავებში!

პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში გასატარებელი ზომები:

პესტიციდის ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებული მოარიდოთ სამუშაო ადგილს, გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე, და მიმართოთ ექიმს;

კანზე მოხვედრისას პესტიციდების უმრავლესობა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ აუცილებელია დაბინძურებული კანის დაუყოვნებლივ ჩამორეცხვა გამდინარე წყლის ჭავლით;

პრეპარატის თვალში მოხვედრისას ექიმის მოსვლამდე აუცილებელია თვალის გამორეცხვა 10 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლით;

პესტიციდის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაზარალებულმა შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად. დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება, როდესაც ადამიანი იმყოფება უგონო მდგომარეობაში; პესტიციდის ტარის ეტიკეტი აუცილებლად უნდა გადაეცეს ექიმს! რათა დადგენილ იქნას შესაბამისი ანტიდოტი.

საჭიროა გვახსოვდეს!

პესტიციდების გამოყენება მოითხოვს შესაბამის ცოდნას, სიფრთხილეს და უსაფრთხოების წესების სრულად დაცვას, რათა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა სახის გართულებები.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...