ვაზის გურული ჯიშები _ ბადაგი

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ვაზის გურული ჯიშები _ ბადაგი

2012 მაი 9 06:57:38

 

სამეურნეო დანიშნულებით საღვინე ჯიშია. აკმაყოფილებს სუფრის ყურძნის მოთხოვნებსაც.

არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის შედარებით უხვად დაგროვების გამო (24%-მდე), რასაც მისი ორიგინალური გემოც ემატება. ამიტომ მას ხშირად საბადაგოდაც იყენებდნენ.

ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია, საკმაოდ უხვმოსავლიანია _ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 75-80 ცენტნერს. კარგი მოვლის პირობებში მოსავლიანობა კიდევ უფრო იზრდება. ყლორტზე მასობრივად ფორმირდება 2-3 მტევანი.

სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირედ გამძლეა, განსაკუთრებით, ჭრაქით ავადდება, თუმცა, ჩხავერთან შედარებით მეტ გამძლეობას იჩენს. ასევე, დაბალია მისი გამძლეობა ფილოქსერის მიმართაც.

მწიფდება ოქტომბრის ბოლოს. მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიმკვრივის ან თხელი. მტევნის საშუალო წონაა 190-200 გრამი.

მარცვალი მუქი-ვარდისფერი, თხელკანიანი, მომრგვალო ფორმის, მცირედ ოვალურია. კანი რბილობს ადვილად ეცლება. საკმაოდ ხორციანია და წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი და ხალისიანი მომჟავო გემოთი.

ჯიშისთვის დამახასიათებელია მცირედი პართენოკარპიულობა (დაწვრილმარცვლიანება).

წვენის გამოსავლიანობა _ 77%, ტკბილის შაქრიანობა _ 20,5-24%, საერთო მჟავიანობა _ 6,5-10%.

ღვინო საკმაოდ მაღალხარისხიანი, ვარდისფერი კომშისებური ელფერით, კარგი სხეულით, ჰარმონიული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, სპეციფიკური არომატით, მაღალი გემური თვისებების მქონეა.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი _ ადრე გაზაფხულამდე.

ეს ჯიში დღეისთვის თითქმის გადაშენებულია. ერთეული ნარგაობების სახით შემორჩენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდელი პედაგოგის თენგიზ ხელაძის კარმიდამოში.

ბადაგი, როგორც ორიგინალურ თვისებათა მქონე, საკმაოდ მაღალხარისხოვანი ღვინისა და სუფრის ყურძნის მომცემი ჯიში, ფართო ყურადღებისა და მასობრივად გავრცელების ღირსია.


ნახვა: 1804


 ახალი ამბები
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...
  • ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს. ხატს მორწმუნეები ქალაქის ცენტრში გალობით დახვდნენ და ეპარქიის სამღვდელოების მიერ  დოქსოლოგიის შესრულების შემდეგ, ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს ხატს ბახმაროს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ კი ხატის მოლოცვა მომლოცველებს ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ... ...
  • ქალი ფრინველის ფეხებზე - "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი სახიფათო თამაში "მომო" ინტერნეტ სივრცეშისაშიში ქალი სახელად "მომო," უკვე საქართველოშია. ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე. კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა. „მომოსთან“ კონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება. მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.  ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე. საქართველოში ბავშვებმა „მომოს“ შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა, ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წყარო: ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ შანტაჟი ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებითა და ვიდეოკადრებითრამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ნ.ბ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...
ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...