მცირემიწიან ფერმერთა დახმარება ხვნის ბარათით და თანმდევი პრობლემები

კარმიდამო ჩემი

მცირემიწიან ფერმერთა დახმარება ხვნის ბარათით და თანმდევი პრობლემები

2016 მარ 13 13:18:05

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც სამწლიანი იყო, დასრულებულად იყო მიჩნეული, რასაც ხალხი მტკივნეულად განიცდიდა. ჩვენ არაერთ ფერმერს შევხვდით, რომლებიც ღიად საუბრობდნენ, მთავრობისთვის კვლავ დახმარების თხოვნით მიემართათ, გაგრძელებულიყო მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. საბედნიეროდ, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსახლეობას არ დასჭირდა, _ ხელისუფლებამ პროგრამა გააგრძელა და ხალხს ნიადაგის ხვნის სასოფლო-სამეურნეო ბარათები კვლავ გადაეცა.

17 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ხალხმრავლობა იყო _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი მღებრიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ბარათების გადაცემის გარდა, მრავალი კითხვა დაისვა ხვნა-თესვასთან დაკავშირებით.

გიორგი მღებრიშვილმა ისაუბრა პროგრამის ირგვლივ, რომ წელს მხოლოდ ხვნის ბარათებით ეხმარებიან მოსახლეობას. პირობები იგივეა, რაც დასრულებული სამწლიანი პროექტით იყო გათვალისწინებული. ყველა მოსარგებლე სუბსიდიას მიიღებს სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის ან "აგრო ბარათზე" დარიცხული ქულების სახით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 23 ათასი ბენეფიციარია, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ. მათ შორის თუ რა სახის გაურკვევლობის წარმოშობა შეიძლება, ამ საკითხების ირგვლივ შეხვედრის მონაწილეებმა არაერთი კითხვა დასვეს.

გამგეობის ეკონომიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნანა მელაშვილი დაინტერესდა, რომელი სიებით სარგებლობს სამინისტრო, თავდაპირველია ეს თუ შემდეგ ჩასწორებული ვარიანტი, გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ ეს სიები თავდაპირველია, თუმცა ახალი საბუთების დამატებაც შესაძლებელია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს რეესტრის საფუძველზე.

გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა გიგა ხარაბაძემ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ზოგიერთი სიის მიღმა აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია, თითოეულ ბენეფიციართან მუშაობა, რომ უკმაყოფილონი არ დარჩნენ.

დაისვა მწვავე კითხვაც: იქნებიან თუ არა სიაში გარდაცვლილები, რასაც დარბაზიდან მოჰყვა პასუხი, _ რა თქმა უნდა, იქნებიან. თუმცა, გიგა ხარაბაძემ აქაც განმარტა, რომ თუ ასეთი ფაქტი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება, გაირკვეს, რა ხდება და თუ საჭირო იქნება, ბარათი უკან დაბრუნდება.

ვალერი კირკიტაძე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთში: _ ჩვენს სოფელში ფიზიკურ პირს საკუთარ მფლობელობაში გააჩნია ტრაქტორი. მას აქვს სურვილი, ხვნის სამუშაოები თვითონ ჩაატაროს. იქნება თუ არა ეს შესაძლებელი?

გიორგი მღებრიშვილი: _ ამ სამუშაოებს ასრულებს შპს "მექანიზატორი". ამიტომ, თავად უნდა გაარკვიოთ და დაამყაროთ ურთიერთობა მასთან და ისე გადაწყვიტოთ, ვინ შეასრულებს სამუშაოს.

სპარტაკ მამულაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში: _ ხომ არ წარმოიშობა პრობლემა იმის გამო, რომ თხილის ფართობები მრავლდება, ხალხმა სახნავი ფართობები შემოღობა და ეს კულტურა გააშენა. ბარათის უკან დაბრუნება რომ მოგვიხდეს? ან შესაძლებელი იქნება თუ არა სხვამ ისარგებლოს?

გიორგი მღებრიშვილი: _ თუ ზედმეტი იქნება ან საჭიროება არ იარსებებს, რა თქმა უნდა, უკან დააბრუნებთ.

მერაბ ბერაძე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში: _ ხალხი საკმაოდ ნერვიულობდა სამწლიანი პროგრამის დამთავრების გამო და ძალიან მიხარია, რომ ეს დახმარება გაგრძელდა _ ასე ვთქვათ, ოთხწლიანი გახდა. პრობლემად იმას ვთვლი, რომ საყანე ფართობების მოსუფთავება, ე. წ. "მოჩალვა" არ ხდება და ყოველ სეზონზე ეს ყველა ადამიანმა საკუთარ თავს პრობლემად უქცია. ფერმერმა თვითონ უნდა გაამზადოს ფართობი დასახნავად და ამის სწავლება ან თხოვნა არავის უნდა სჭირდებოდეს.

_ სოფელ ლაითურში 359 ბენეფიციარია. თუმცა, ზოგი თურქეთშია წასული სამუშაოდ, ზოგი კიდევ სად. შარშან ბარათების გარკვეული რაოდენობა დავაბრუნე. ვიცი, რომ წელსაც მომიწევს დაბრუნება, ოღონდ, არ ვიცი, რა რაოდენობით იქნება ეს. ზოგადად, ძალიან კარგი საქმეა და სასიხარულოა, რომ ხვნის პროგრამა გაგრძელდა და მინდა, ამ ბარათით ყველა ჩვენმა ბენეფიციარმა ისარგებლოს. ვეცდები, როგორც კი ბარათებს სოფელში მივიტან, იმ წუთიდანვე ვიმუშაო და გამოუყენებელი არ დარჩეს არც ერთი ბარათი, _ თქვა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ლაითურში ემზარ ბერიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რა დახმარება გაეწევათ იმ ფერმერებს, ვისაც 2500 კვ. მ. მიწის სახნავი ფართობი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ომარ ჩხარტიშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ საშიშროება არავის ემუქრება: "ასეთი მცირემიწიანი ფერმერების მიწაც პროგრამის ფარგლებში დამუშავდება, ოღონდ ეს ეხება მასივში მდებარე ფართობს. ასეთი პირები აგრობარათსაც მიიღებენ. ოღონდ თითოეული სოფლის წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს დაზუსტებული სია შპს "მექანიზატორში", _ თქვა მან.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებოდ მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნიადაგის ხვნის სასოფლო-სამეურნეო ბარათის პერსონიფიცირებული რეესტრის შევსებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომები და გაუგებრობები.




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა. პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმaუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში.“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ. პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა. ... ...
  • 18 ივნისს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება (R)18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში (კომპანია ნატახტარის სათაო ოფისში) საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...