მდუმარე ხელოვანის ფრთხილად ახმაურებული ხელოვნება

კარმიდამო ჩემი

მდუმარე ხელოვანის ფრთხილად ახმაურებული ხელოვნება

2016 აპრ 5 14:20:20

თინათინ ჟღენტის შემოქმედება სახვითი ხელოვნების ტრფიალთათვის, მეოთხედი საუკუნის წინ, 1990 წელს გახდა ცნობილი. მაშინ, როცა ოზურგეთის სამხატვრო გალერეა გაიხსნა და მისი გამოფენა მრავალმა ხელოვანმა იხილა; გაოცებულიც ბევრი დარჩა. გავიდა მრავალი წელი და მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ქალბატონი დღე და ღამე მუშაობდა, მისი შემოქმედების ძველმა თაყვანისმცემლებმაც კი არ იცოდნენ დანამდვილებით, სად იყო ის და საერთოდ აგრძელებდა თუ არა უნიკალური შედევრების შექმნას.

გონებრივი და ფიზიკური შრომის წარმოუდგენელი ძალისხმევა გამოჩნდა ახლახან მის მიერ გამოფენილ ნამუშევრებში, რომელიც ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახვითი ხელოვნების ცენტრში ფართო მასშტაბით იხილა გურულმა საზოგადოებამ.

ვინ არის თინათინ ჟღენტი? რა მასშტაბის ხელოვანია ის? როგორ შეეჭიდა სახვითი ხელოვნების ისეთ დარგს, როგორიც გრაფიკაა და რა შეძლო? _ არაერთ ცნობისმოყვარეობით ნაკვებ კითხვას, საუკეთესო პასუხად მხატვარ ვახტანგ მამეიშვილის შეფასება თუ მოერგება: "ეს არის ქალბატონი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ის არის ნამდვილი მაესტრო, მისი გრაფიკა ძალიან დატვირთულია. მალე მის ფართომასშტაბიან გამოფენაზე სრულ ანშლაგსაც უნდა ველოდოთ და არაჩვეულებრივი გამოფენის არაჩვეულებრივ წარმატებასაც".

მხატვარ-გრაფიკოს ავთანდილ თავართქილაძის თქმით, "ქალბატონ თინათინის ნამუშევრების გამოფენამ მომაჯადოებელი სიტუაცია შექმნა და გრაფიკული ხელოვნების ჭრილში, სიღრმისეულად დაგვანახა ადამიანის შინაგანი სამყაროს განფენილობა".

თინათინ ჟღენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დაიბადა. აქ დაიწყო ხატვა სამი წლის ასაკში და მას შემდეგ, მიუხედავად არაერთი სკოლის გავლისა, საკუთარ თავზე მუშაობით და თვითგანათლებით შეძლო, გრაფიკის ურთულესი ხელოვნება, თავის სამასზე მეტ ნამუშევარში, ისეთი მაღალი კლასით ეჩვენებინა, რომ მნახველი გაოცებისგან მოენუსხა.

_ რვა და-ძმა ვართ, ხელოვანი მშობლების ოჯახში გავიზარდე. ამ გარემომ შემიყვანა სხვა იდუმალ სამყაროში, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და უწყვეტი ხაზებით დღემდე ვქმნი გრაფიკულ ხელოვნების ნამუშევრებს, რომელსაც, ჯერჯერობით, დასასრული არ აქვს და კვლავ შემოქმედებით ძიებაში ვარ, _ გვეუბნება განსხვავებული ხელწერის მქონე ქალბატონი და საკუთარი ნამუშევრების წრეში დაგვატარებს, გვიამბობს, როგორ შეიქმნა თითოეული მათგანი.

ერთხელ უყვარდა... სხვა სიყვარულზე არც უფიქრია. მოხდა ისე, რომ ოჯახი არ შეუქმნია და ეს სიყვარული თავისსავე ხელოვნებაში იშვიათი ბუნებრიობით გარდაისახა _ "დედაშვილობა" უწყვეტი ხაზით ისე ატვირთა, ძნელია, დაიჯერო, რომ ამ ნამუშევრის შემქმნელი დედა არ არის. თვითონვე განმარტავს, რაც უნდა გამომევლო, ასე შევქმენიო და მიაჩნია, რომ თითოეული ნამუშევარი მისი შვილია.

თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 90-იან წლებში, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მხატვარ-გრიმიორად მუშაობდა. დიდ კორიფეებთან მოუწია შეხვედრა. განსაკუთრებით იხსენებს რეზო ჩხეიძეს, რომლის თითოეული სიტყვა და რჩევა მისთვის ახალი სამყაროსკენ სავალი გზის მეგზური იყო. არ ჩერდებოდა წუთითაც კი _ საკუთარი სახელოსნოდან ხედავდა და გრძნობდა სამყაროს. ჩაკეტვა არც უფიქრია, მაგრამ უხმაუროდ, უჩინოდ მუშაობდა და დღემდე მაინც ცოტამ იცოდა (თუმცა, ხელოვნების ღრმად მცოდნეებმა), რას და როგორ ქმნიდა.

თითოეულ სურათს თავისი დატვირთვა აქვს: "მესაიდუმლე ქალები" მისი დუმილია, რადგან ემოციას, უფრო უარყოფითს, ვერ ატარებს, გულში იკლავს, შესაძლოა, ლოგინადაც ჩავარდეს, მაგრამ სხვას ვერ და არ აწყენინებს; ნამუშევარი "ემოცია", სწორედ მისი ხასიათის გამოხატულებაა _რომ არასოდეს უჩხუბია, მაშინაც კი, როცა გულს სრულიად უსამართლოდ ტკენდნენ. მხოლოდ გრაფიკულ ორ უწყვეტ ხაზში, მდუმარედ გამოსახა თავისი წყენაც და გაკვირვებაც უსამართლოთა მიმართ; "დაისში" ჩანს მისი სიზმარი, ირეალური სამყაროს ხილვა, საიდანაც ღვთიურმა ხმამ მიუთითა: იარე! "ტანგო" ერთ ხაზში ერთი ამოსუნთქვით გამოსახა, ცეკვას უყურა და თითქმის ფუნჯის ხელში აღებამდე იცოდა, ხელის აუღებლად როგორ დაიწყებდა და სად დაასრულებდა უნაკლო ნამუშევარს.

ძირითადად, აბსტრაქციების ბატონობა სუფევს ხელოვანი ქალბატონის ნამუშევრებში _ "ნოსტალგია", "წყაროზე", "ფიქრი სამყაროზე", "ქალი ნიღბით", "ცდუნება", "ჩაკეტილი გზა", "დაჭრილი ფრინველი", "ათინათი," "ურთიერთობა"... ქართული ყოფითი მოტივები იშვიათი გულწრფელობით და სილამაზით გამოირჩევა: "სოფლის ხედი", "რთველი", "მზესუმზირები", "გოგრის ყვავილი", "მქარგავი ქალები", "გაზაფხული".

თინათინ ჟღენტის ხელოვნებაში გრაფიკა მეფობს და სულდგმულობს, თუმცა, ბისერებით ქარგვის ხელოვნება, ქაღალდზე აკვარელით მუშაობა და შხეფებით ხატვა არანაკლები ოსტატობით აოცებს მნახველს.

 ამ გაზაფხულზე, ხელოვანი ქალბატონის 25-წლიანი დუმილი, მისმა სამასზე მეტმა ნამუშევარმა ფრთხილი ხმაურით დაარღვია. ახლა წინ დიდი გზაა, ჯერ თბილისში უნდა მოეწყოს გამოფენა, მერე კი უცხოეთისკენ მიმავალ გზასაც წყნარად და შემართებით დაადგება.

კითხვაზე, რატომ არ ჩანდა დღემდე აქტიურად, ხომ არ იყო ამის მიზეზი დაბალი თვითშეფასების განცდა და რა შეუძლია თქვას იმის შესახებ, რომ მისი შემოქმედება საკმაოდ სიღრმისეულად მოიხსენიეს, გვპასუხობს, რომ ყველაფერი წინაა და ახლა უკვე აქვს სურვილიც და უდიდესი შემოქმედებითი სიმდიდრეც გააჩნია ასობით ნამუშევრის სახით, რომ უფართოესი აუდიტორიების წინაშე წარდგეს.

_ ჩემს ნამუშევრებში გამოვსახე ჩემეული ხედვა სრულიად სამყაროზე. ახლა კი მინდა, სადაც ფეხს დავდგამ და ჩემი ხელოვნებით გამოვჩნდები, ჩემი მშობლიური გურია, ჩემი საქართველო ვასახელო, _ გვეუბნება მხატვარი, ხელოვანი ქალბატონი, რომლის შემოქმედებას, მისივე თქმით, ჯერ შემოდგომა არ სწვევია და კვლავ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

წარმატებები ვუსურვოთ ოზურგეთელ ხელოვან ქალბატონს, ვინც წლევანდელ გაზაფხულთან ერთად, ქალთა დღის სიმბოლოდ გამოჩნდა გურიის სინამდვილეში და პროფესიონალ მხატვართა თუ მოყვარულთა სამყარო ერთნაირად აღაფრთოვანა.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოს. პრემიერ-მინისტრი ასევე ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.  „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ნინო წილოსანი: "თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ჯარის შესახებ გაკეთებული განცხადება უნდა განმარტოს და თუი. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ჯარი, რომელიც გვიცავს! ჩემთვის უცნობია პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი და მოტივაცია, ამიტომ კარგი იქნება, თუ განმარტავს, რადგან თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ძალიან ცდება“,_წერს წილოსანი სოციალურ ... ...
  • “სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ"ერთ თვეზე მეტია, რაც  ცხინვალის იზოლატორში მოთავსებულია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარიას ესაუბრა. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ეს მოცემულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთვის უნდა დასრულდეს. ჩვენ, ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ,“_ამბობს ნასარია. ... ...
  • გურიის გუბერნატორი ლექციებს აცდენს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩააბარა, თუმცა ლექციებს აცდენს. _ საერთოდ, სწავლება ყოველთვის წინა პლანზე უნდა იდგეს, არამარტო ჩემს თაობაში;  თქვენმა თაობამაც უნდა ისწავლოს. რაც მეტი განათლებული და ნასწავლი ადამიანი გვეყოლება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, _ ამბობს გუბერნატორი. “გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ აცდენს ლექციებს, ზურაბ ნასარაია ამბობს: _ შეჩერებული მაქვს დროებით სწავლა, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებ ლექციებზე ... ...
  • “ამ მოვლენას სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები“ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. “თეატრალურ მოედანზე“ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. “ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით იქნება შესრულებული, რაც  ევროკავშირს გააჩნია. მინდა ვთქვა: ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ხალხის მომავალი ევროკავშირზე არის დამოკიდებული. ქართველები ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ,“_  აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა დავით დარჩიამ. “საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ მოვლენას დიდი სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები. ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინ, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია გზა ევროპისკენ და ჩვენი მომავალი უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს,“ _ თქვა დარჩიამ. “ქართული ოცნების“ წევრის ნიკა ბახტაძის თქმით, საქართველოს არჩევანია სწრაფვა ევროპისკენ. “დღეს, კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩვენი სამშობლო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრიორიტეტული თემებიდან, რასაც საქართველო ამ პერიოდში განსაზღვრავს, ფუნდამენტალურია განათლება და ახალგაზრდული ინიციატივები,“ _ თქვა მედიასთან საუბრის დროს ნიკა ბახტაძემ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და აღიმართა საქართველოს და ევროკავშირის ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს