ახალი ღვინის მესამე დაბადების დღე

კარმიდამო ჩემი

ახალი ღვინის მესამე დაბადების დღე

2012 ივნ 3 06:29:35

ახალი ღვინის ფესტივალი საქართველოში, უკვე მესამე წელია ტარდება. "მესამე სიხარულის" აღნიშვნა სადღესასწაულო ხასიათს ატარებდა. ფესტივალს არ აკლდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ღვინის გურმანი. ფესტივალში 27-მა მსხვილმა კომპანიამ, 40-მდე ოჯახური ღვინის მწარმოებელმა და მცირე მარნებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალში მონაწილეები სტუმრების რაოდენობით, სტუმრები კი ღვინის ხარისხით იყვნენ კმაყოფილნი.

ავთანდილ კობახიძე, ღვინის კლუბის დამფუძნებელი, ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი: "უკვე მესამე წელია, ტარდება ფესტივალი. იგი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. უამრავი სტუმარი გვყავს მოწვეული, ისინი აგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ბევრი ადამიანი მოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ ფესტივალის ასეთი წარმატებით.

_ რაში მდგომარეობს მსხვილი კომპანიების დაინტერესება?

_ რადგანაც ეს ახალი ღვინის ფესტივალია, მსხვილი კომპანიების დაინტერესება სწორედ მათი ახალი პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობაში მდგომარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთგვარ პრომოუშენს უწევენ იმ ღვინოს, რომელსაც შემდგომში ბაზარზე გამოიტანენ.

"კარმიდამო ჩემი" გთავაზობთ ფესტივალში მონაწილე მეღვინეების შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს.

ეკა ხმიადაშვილი, კომპანია კახური ტრადიციული მეურნეობა: _ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ ფესტივალში. ძალიან მოხარულები ვართ, რადგანაც მოგვეცა შესაძლებლობა, გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ ღვინის მოყვარულებს. 15-მდე სახეობის ღვინო გვაქვს წარმოდგენილი და მათ შორის არის სუფრის და ქვევრის ღვინოებიც. გვაქვს სასუვენირე თიხის ღვინოც. ჩვენი კომპანია გამოირჩევა ხარისხით, პროდუქციის დაბალი ფასით, მრავალფეროვნებით.

ჯონი ოქრუაშვილი, კომპანია ოქრო ჯგუფი: _ ორი წელია ვიღებთ მონაწილეობას ფესტივალში. ჩვენ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციით გამოვირჩევით _ არანაირი ქიმიური კომპოზიტი არ ღებულობს მონაწილეობას ღვინის დაყენების პროცესში. ჩვენს საუკეთესო პროდუქციას ნახევრადტკბილი საფერავი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ისე ხშირი წარმოშობისაა საქართველოში.

კობა ქვაჭრელიშვილი: _ ამ ქვევრში ჩაყენებული ღვინო გახლავთ ქისია, ნაოტრებიდან, ყვარლის რაიონიდან. ქისია კახური სტილითაა დაყენებული. ფაქტობრივად, სამი კვირის მოხსნილია ჭაჭიდან. ეს არის აბორიგენი ღვინო. მას თანამედროვე ტრადიციებით გაფილტვრა, დამუშავება არ სჭირდება _ ეს არის ნამდვილად ოჯახში, ქვევრში დაყენებული ღვინო.

ირაკლი სარდანაშვილი: _ ეს ღვინო ალექსანდროულის და მუჯუროთეულის ერთობლივი ნაზავია, რომელსაც ჰქვია ხვანჭკარა, ამ შემთხვევაში, სარდანაშვილების ხვანჭკარა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც ეს ფაქტი, პირველ რიგში, ყურძნისა და ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. კეთილი და კარგი საქმეა.

მორჩილი გიორგი მაჭარაშვილი: _ ეს ღვინო გახლავთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან, კერძოდ ბუზმარეთის მამათა მონასტრიდან. მოხარული ვარ, რომ ხალხი აგემოვნებს ჩვენს ღვინოს და თან კმაყოფილებას გამოთქვამს.

მაია ბექაური, კომპანია "ასკანელი ძმები": _ წელს პირველად ვიღებთ ამ გამოფენაში მონაწილეობას. უფრო მეტად, ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებულები და ადგილობრივ ბაზარზე მასიურად არ ვიყავით შესულები. მალე ჩვენი პროდუქცია ფართოდ გამოჩნდება ღვინის მაღაზიებში, რის საწყის ეტაპადაც ეს ფესტივალი იქცევა. ახალ მომხმარებელს დღეს ქინძმარაულს, ხვანჭკარას და მუკუზანს ვთავაზობთ.

მურად ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია: _ ახალი ღვინის ფესტივალში პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ. ღვინოს, საკუთარი ვენახებიდან მოწეული, 12 ქართული თუ უცხოური, ჯიშის ყურძნიდან ვაყენებთ.

ფესტივალის მსვლელობისას ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ სტუმრებს ღვინის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის კლუბის წამოწყებაა, ამ წამოწყებით კი ღვინის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა ღვინის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები შეიქმნან: "მთელი მსოფლიო აღნიშნავს ახალი ღვინის დღესასწაულს, თუმცა, რატომღაც ათწლეულების მანძილზე საქართველო სამწუხარო გამონაკლისს წარმოადგენდა. და ახლა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენც ვზეიმობთ".

ქართული ვაზისა და ღვინის სიყვარულით სახელგანთქმულმა გიორგი ბარესაშვილმა სიხარული ვერ დამალა ფესტივალში მონაწილეთა რიცხვის ზრდასა და ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით.

ასეთი ემოციებისა და თბილი განწყობის ფონზე ჩაიარა ახალი ღვინის მესამე დაბადების დღემ.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...