ბერძენი გურულის ქვის ხელოვნება

კარმიდამო ჩემი

ბერძენი გურულის ქვის ხელოვნება

2012 ივნ 6 06:39:28
პირველი შთაბეჭდილება გუბაზეულის ხეობამ მოახდინა, საიდანაც შეუყვარდა ქვა, ბუნება, მცენარე. ჰობი კი, რომელსაც აგერ უკვე 17 წელია პროფესიონალურად უდგება, მისი საყვარელი საქმეა.

წარმოშობით ბერძენი, გურიაში გაზრდილი ოთარ ალექსანდრიდი ქვა-კენჭების სიყვარულზე, მის გამოყენებაზე და ორიგინალურ ნივთებზე, გვესაუბრა.

_ როგორ დაინტერესდით ამ საქმით?

_ 1949 წელს ჩემი ოჯახი გადაასახლეს ყაზახეთში. რეაბილიტაციის შემდეგ დავუბრუნდით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. გუბაზეულის ხეობა პირველად რომ ვნახე, შევიშალე! რა ბუნება, რა მდინარე, რა გარემო! სწორედ მაშინ დავინტერესდი კენჭებით. მოგვიანებით ბათუმში რომ გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, უკვე ზღვის კენჭებს ვაგროვებდი, ვარჩევდი სილამაზისა და ფერის მიხედვით. დღეისთვის ორ ტონამდე ნაირ-ნაირი ზომის, ფორმის, ფერის ქვა მაქვს შეგროვებული. ერთი სიტყვით, სადაც წავაწყდებოდი, ყველგან ვაგროვებდი.

_ რამდენი ხანია, რაც ქვა-კენჭებისგან მსგავს ნივთებს აკეთებთ?

_ წარმოშობით ბერძენი ვარ. 1994 წლის აპრილში მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საბერძნეთში ნათესავებთან წასვლა. ჩემი მეუღლე მალე დაბრუნდა საქართველოში, მე კი გადავწყვიტე, დროებით სამუშაოდ დარჩენა საბერძნეთში. არ მსიამოვნებდა ოჯახის გარეშე ასე შორს ყოფნა. არ ვიცი ამან, თუ სხვა რაიმე იყო მიზეზი, გადამაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება. დაბრუნების შემდეგ ძალიან ავად გავხდი _ ფილტვები მაწუხებდა. მკურნალობის შემდეგ, ჩემთვის მძიმე საქმე არ შეიძლებოდა. ტყუილად ყოფნა არ მიყვარს და თავისუფალ დროს, თავის შექცევის მიზნით, ჰობად გავიხადე საყვავილე ქოთნებისა და ვაზების კეთება. შევიმუშავე სპეციალური წებო ჩემივე რეცეპტით, რასაც ვიყენებ ნაკეთობების შესაქმნელად.

მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და შემოქმედებითია. შესარჩევია ქვები ზომებისა და ფერების მიხედვით. ნაკეთობებს ვამზადებ პლასტმასზე და თიხის ქოთნებზე. დავიწყებ ერთ ნივთზე მუშაობას _ მივაწებებ ერთ ან ორ რიგ შერჩეულ ქვებს. შემდეგ უნდა დაველოდო მათ გამაგრებას. შემდეგ ვაგრძელებ რამდენიმე რიგს. და ასე ვასრულებ ქვების მიწებებას. შემდეგ ძირის დასხმა და თავის შელამაზებაა საჭირო, მერე ლაქი და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოითხოვს შესაბამის ფიქრსა და განსჯას.

_ იღებთ თუ არა შეკვეთით?

_ იმდენი შეკვეთა არ მქონია, სალაპარაკოდ ღირდეს _ სერიული შეკვეთები არ ყოფილა. ალბათ, იმიტომ, რომ სერიოზულად არავინ დაინტერესებულა.

_ გაქვთ თუ არა კომერციული გათვლა?

_ იყო პერიოდი, როცა ბათუმში, ტურისტები ინტერესდებოდნენ ჩემი ნაკეთობებით და ყიდულობდნენ. ამ საქმეში კომერციული გათვლა არ მქონია. თუმცა, მქონდა მცდელობა, რომ შევსულიყავი თბილისის მერთან, ახლად არჩეული იყო მაშინ. საჩუქრად გავუგზავნე ჩემი ნაკეთობა. მინდოდა, დამეინტერესებინა, ტერიტორიების კეთილმოწყობის დროს, იქნებ, ჩემი ნამუშევრები რაიმეში გამოეყენებინათ, მინდოდა აგრეთვე გადაცემაში "დასაქმდი და დაასაქმე" მიმეღო მონაწილეობა. დამირეკა მერის წარმომადგენელმა, გვარიც არ ვიცი, ვინ იყო, ვინაობა მკითხა. მე ავუხსენი, რომ ბათუმში ვცხოვრობდი. ისიც წამომცდა, რომ გულზე ნაოპერაციევი ვიყავი. როგორც კი ავადმყოფობას მოჰკრეს ყური, ალბათ, იფიქრეს ფინანსური დახმარება მინდოდა, რაზეც არც მიფიქრია. მერიის ცხელ ხაზზე დაკავშირებისას განმიმარტეს, რომ მხოლოდ თბილისელების განცხადებებს განიხილავდნენ.

_ გაგიჩუქებიათ თუ არა თქვენს მიერ გაკეთებული ნივთი?

_ ჩემს ნაკეთობებს, ძირითადად, სასაჩუქრე დატვირთვა აქვს. ძალიან ბევრი მაქვს გაჩუქებული ნათესავებზე და მეგობრებზე. ჩემი ორი შვილიშვილი პატრიარქის ნათლულია. ვიცი, რომ მის უწმინდესობას ძალიან უყვარს მცენარეები და დიდი სიყვარულით ვაჩუქე ერთი ქოთანი.

_ აპირებთ თუ არა გამოფენის მოწობას?

_ გამოფენას საკმაოდ ბევრი რამ სჭირდება. რამდენიმე მხატვართან ვიყავი, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა ერთობლივი გამოფენა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში ვირუსული დაავადების გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავენ28 იანვრის მდგომარეობით, ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში ვირუსული დაავადების მატებას ადგილი არ აქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 620-მა პაციენტმა სხვადასხვა სახის ჩივილებით მიმართა. "აქედან მწვავე რესპირატორული დაავადების 26 შემთხვევა იყო მხოლოდ. ვირუსული დაავადება და გრიპი არ გამოვლენილა,"- ეს ინფორმაცია მიაწოდა ,,გურია ნიუსს" ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა. ვირუსული დაავადების არსებობის და გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავს შპს ,,პედიატრის" მთავარი ექიმიც. ვახტანგ დუნდუას შეფასებით, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებში  ვირუსული დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ლუარა კახიანის თქმით, ვირუსული დაავადების მატება, ზოგადად, ზამთრის ბოლო თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრს  გართულებული სიტუაცია არც წინა წლების თებერვალში ჰქონია. დროებითი ბინადრობის უფლებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს და სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. თუმცა, პოლიკლინიკას ამ წლების განმავლობაში პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით  მხოლოდ რამდენიმემ მიმართა. მათ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო ჩინელებზე ვერც ეჭვის თვალით ყურებისა და ვერც კორონავირუსის გავრცელების საფუძველს  სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელი, ლუარა კახიანი ვერ ხედავს. ... ...
  • პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა - ახმედ ჩატაევმა, "აბუ ჰურეირამ" და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა. ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების ... ...
  • „სოფლის მხარდასაჭერი პროგრამით გათვალისწინებული თანხა, უმჯობესია, არ დანაწევრდეს“„ფინანსური დანაწევრების გამო, უარესდება შესრულებული პროექტების ეფექტიანობა. შესრულებული პროექტი არაა მიმართული კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ და ისეც ხდება, რომ შერჩეული პრობლემები არ ემთხვევა შერჩეული პროექტის დასახელებას“- ასეთი შინაარსის, მეტად  მნიშვნელოვანი  შენიშვნა გამოითქვა 27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში   გამართულ ოზურგეტის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად სოფლის მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, გრიგოლ მახარაძემ განაცხადა, რომ 2019 წელს, 13 მუნიციპალიტეტში 59 სოფლის პროექტი   შეამოწმეს, კონკრეტულად ოზურგეთში მოხდა ნარუჯის, ძიმითის, ვაკიჯვრის, მზიანის და სოფელ ოზურგეთის პროექტების შემოწმება. -ძირითადად, სოფლებში მოქალაქეები ესწრებიან კრებებს, არიან ინფორმირებულნი ამა თუ იმ პროექტის შესახებ, რომელიც მათთან ხორციელდება, თუმცა, არაერთხელ აცხადებენ, რომ როცა თანხის დანაწევრება ხდება,  მერე ხარისხიც  და ეფექტიანობაც   უარესდება,_თქვა გრიგოლ მახარაძემ. საკითხის ირგვლივ   საუბრისას, გამოიკვეთა  აზრი, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული  თანხა ძალიან არ უნდა დანაწევრდეს და მოხმარდეს ერთ ან ორ მეტად აუცილებელ და სოფლის მოსახლეობის მიერ შერჩეული  პროექტის   ... ...
  • „ოზურგეთს უნდა დაუბრუნდეს ლესელიძის და ჩანჩიბაძის ძეგლები“27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს - მორიგი სხდომა გაიმართა. განსახილველი საკითხების გარდა, სხომაზე საინტერესო საკითხებიც წამოიჭრა, რაც მრჩეველთა  საბჭოს წევრებმა არგუმენტირებულად მიიჩნიეს. კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს წევრმა, კოტე შავიშვილმა დასვა საკითხი, ოზურგეთის მუზეუმში, სადღაც საკუჭნაოში შეყრილი გამოჩენილ ადამიანთა ბიუსტები  მზის სინათლეზე გამოიტანონ და გმირთა  მოედანზე ან სხვა შესაფერის ადგილზე დადგან. _ისეთი სარდალი არმიისა, როგორიც კონსტანტინე ლელელიძე იყო ან პორფილე ჩანჩიბაძე, ბევრი გვყავს ან მსოფლიოს რომელიმე ხალხს ჰყოლია უთვალავი? წარსული ვისაც  ახსოვს, მომავალს  ის მართავს კარგად. ეს საკითხი უნდა დავსვათ და  ამ ადამიანების ძეგლები უნდა დაიდგას  ღირსეულ ადგილზე, _ თქვა მან. მრჩეველთა  საბჭოს   სხდომაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საბჭოს წევრებმა მოიწონეს შავიშვილის წინადადება. მათ  განმარტეს, რომ ეს ბევრნაირი მიმართულებით იქნება   საინტერესო და საყურადღებო. _თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით, როცა აქ მოსული უცხოელები გაეცნობიან დიდი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ვიზუალურად ნახავენ ძეგლებს, __თქვა „პროგრესის სახლის“ დირექტორმა  მინდია სალუქვაძემ. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს მერიის წინაშე დასვამენ. ასევე აღნიშნეს, რომ  თავის დროზე არ უნდა აეღოთ იქედან,  სადაც ძალიან კარგად ... ...
  • საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის"  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო. დღეს, 2020 წლის 27 იანვარს, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით" გადაიცემოდა. საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, დღეს, 11:00 საათზე გააგრძელებს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...