მეცხოველეობაში კვების ფაქტორის მნიშვნელობა

კარმიდამო ჩემი

მეცხოველეობაში კვების ფაქტორის მნიშვნელობა

1970 იან 1 04:00:00
ფურების პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს მრავალი მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ფაქტორი. ამ ფაქტორების ხვედრითი წილი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ფურების რძის პროდუქტიულობაზე. კერძოდ, მემკვიდრეობითი ფაქტორი მხოლოდ 24%-ს შეადგენს, კვების და შენახვის პირობები _ 59%-ს და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები _ 17%-ს.

აქედან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი, რომელიც პროდუქტიულობას განაპირობებს, არის სრულფასოვანი დაბალანსირებული კვება.

ცხოველთა კვების სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ნორმებით, ძროხის ულუფა უნდა დაბალანსდეს 30-მდე კომპონენტით, მათ შორის მშრალი ნივთიერებით, საერთო და მიმოცვლითი ენერგიით, საკვები ერთეულით, ნედლი და მონელებადი პროტეინით, ნედლი ცხიმით, ნედლი უჯრედანათი, შაქრებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით (მინერალური ნივთიერებებით) და სხვ. ყოველდღიურ ულუფაში ამ ნივთიერებების გარკვეული პროპორციებით შემცველობა აუცილებელია არა მარტო მაღალი პროდუქტიულობის (მონაწველის, ცოცხალი მასის ნამატის) მისაღწევად, არამედ ისინი უზრუნველყოფენ ცხოველის ნაკვებობის, განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის, აგრეთვე, აღწარმოების ფუნქციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

საკვები საშუალებები შერჩეულია იმდაგვარად, რომ ულუფა ბალანსდება სამი ძირითადი კომპონენტით (საკვები ერთეულით, მიმოცვლითი ენერგიით და მონელებადი პროტეინით), ასევე სხვა აუცილებელი შემადგენლობით.

პროტეინით დაბალანსებული კვებისას ფურებს ეზრდებათ წველადობა და რძის ხარისხი. წველადობაზე და რძის შემცველობაზე დადებითად მოქმედ საკვებს მიეკუთვნება მზესუმზირას და კანაფის კოპტონი, კარგი ხარისხის თივა, პარკოსნების მწვანე მასა ან პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახნარევი. ცხოველებისათვის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მწვანე საკვების და საძოვრული ბალახის, ზამთარში კი კარგი ხარისხის სილოსის და სენაჟის მიცემა ხელს უწყობს ვიტამინებით და კაროტინით გამდიდრებული რძის მიღებას.

ფურის მოთხოვნილება საყუათო ნივთიერებებზე იცვლება პროდუქტიულობის დონის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

ახალგაზრდა და საშუალოზე დაბალი ნასუქობის ზრდასრული ფურის კვების ნორმები უნდა გაიზარდოს საშუალოდ 10%-ით.

ლაქტაციის პირველ პერიოდში მაღალპროდუქტიული ფური დიდ მოთხოვნილებას განიცდის ენერგიაზე, განსაკუთრებით, მოგების შემდეგ, ხოლო ულუფიდან მიღებული საყუათო ნივთიერებები ვერ ფარავს რძის წარმოქმნაზე დახარჯულ ენერგიას. დეფიციტის დასაფარად ორგანიზმი ინტენსიურად იყენებს ქსოვილებში დაგროვილ საყუათო ნივთიერებებს. ამ პერიოდში ენერგიის დეფიციტის შესამცირებლად საჭიროა ულუფაში შეტანილ იქნეს მაღალენერგეტიკული საკვები საშუალებები: კოპტონი, შროტი, შვრია, ქერი, სიმინდი და სხვა.

ფურის მერძეული პროდუქტიულობა დიდად არის დამოკიდებული ულუფაში პროტეინის რაოდენობაზე და მის სრულფასოვნებაზე. როდესაც ფურის დღიური მონაწველი შეადგენს 10 კგ-ს, მონელებადი პროტეინის ნორმა 1 საკვებ ერთეულზე არის 95 გრამი. მონაწველის ზრდასთან ერთად, ნორმა თანდათან იზრდება და 105-112 გრამსს აღწევს (20-30 კგ, წველადობისას), პროტეინის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია საკვების ხარისხზე (უხეში, წვნიანი, კონცენტრული), ცილოვანი და არაცილოვანი აზოტის თანაფარდობაზე, ყველა საყუათო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით^უზრუნველყოფაზე. ულუფაში პროტეინზე მოთხოვნილების უკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნილების 20-25% შეიძლება შეივსოს კარბამიდით ან ამონიუმის მარილების გამოყენებით, როგორც კომბინირებული საკვების შედგენილობაში, ისე მათი ჩართვით უშუალოდ მეურნეობაში არსებულ კონცენტრულ საკვებში.

ნორმირებული მინერალური მაკროელემენტების რიცხვს მიეკუთვნება: კალციუმი, ფოსფორი, სუფრის მარილი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი. მათზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ცხოველის ცოცხალ მასაზე, პროდუქტიულობაზე და ფიზიოლოგიური მდგომარეობაზე. ულუფები აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს მიკროელემენტების შემცველობაზე: მარგანეცის უკმარისობა იწვევს სუსტ სქესობრივ აქტივობას, ნაყოფიერების შემცირებას, ნაყოფის მოგდებას; იოდისა _ სქესობრივი სიმწიფის შეჩერებას; კობალტისა _ უნაყოფობას; სპილენძისა _ კუჭნაწლავის აშლილობას და ზურგის ტვინის დაზიანებას; თუთიისა _ ზრდის შეჩერებას და სხვა.

მეწველი ფურები განსაკუთრებით საჭიროებენ საკვებიდან მიიღონ: კაროტინი, "D" და "E" ვიტამინები. ვიტამინებით ულუფის უზრუნველყოფა აუცილებელია პროდუქტიულობის გადიდებისთვის, ვიტამინებით მდიდარი რძის მისაღებად, აღწარმოების ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის და სხვა.

თანამედროვე კვების ნორმების საფუძველზე, მუშავდება ულუფები და საკვები ნარევები. ყველა ფერმერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკვების ბალანსი და ყოველთვიური კვების გეგმები, რომლის საფუძველზეც დგება ულუფები. ულუფამ უნდა უზრუნველყოს ცხოველთა სრულფასოვანი კვება და დაგეგმილი პროდუქტიულობის მიღება. მაგალითად, კონცენტრირებული საკვების ოპტიმალური რაოდენობა სხვადასხვა პროდუქტიულობის მქონე (3 000-5 000 კგ რძე) მეწველი ფურების რაციონში უნდა მერყეობდეს 250-350 გრამის ფარგლებში 1 კგ რძეზე.

კონცენტრირებული საკვები მიზანშეწონილია მიეცეს ცხოველებს კომბინირებული საკვების სახით, რაც უზრუნველყოფს მისი სრულფასოვნების გადიდებას. მარცვლეული კომბისაკვებში უნდა შეადგენდეს მასის არა უმეტეს 50%-ს, ხოლო დანარჩენ ნაწილს შეადგენს სხვა არამარცვლოვანი ინგრედიენტები _ ქატო, შროტი, მშრალი ჟომ, ბარდა და სხვ.

ტიპიური და სამუშაო ულუფები შეიძლება მიჩნეული იყოს არა მარტო ულუფის შედგენის საფუძვლად, არამედ მომავალი წლის საკვების მოთხოვნილების გასაანგარიშებლადაც. ულუფაში საკვების მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი უპირველესი პირობაა ცხოველთა კვების სრულფასოვნებისა და საყუათო ნივთიერებების გამოყენების გაუმჯობესებისთვის.

მეწველი ფურის ზამთრის ულუფის საფუძველს უნდა შეადგენდეს მოცულობიანი საკვები. კარგი ხარისხის თივა პროტეინის, შაქრის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თივის ჭამადობა დამოკიდებულია მის ხარისხზე და ულუფაში სხვა მოცულობიანი საკვების არსებობაზე. თუ ულუფაში არ შედის სილოსი და სენაჟი, მეწველ ფურებს შეუძლიათ მიიღონ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 3 კგ-მდე კარგი ხარისხის თივა. იმ შემთხვევაში, თუ ფურებს სილოსი ნებაზე აქვთ, ისინი ცოტა რაოდენობით ჭამენ თივას 3-5 კგ-მდე. ძირხვენების დიდი რაოდენობით მიცემისას კი ფურები ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 2 კგ-მდე თივას ჭამენ.

მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახებისგან დამზადებული მაღალხარისხოვანი სენაჟი საუკეთესოა მეწველი პირუტყვისთვის _ მისი ენერგეტიკული ღირებულება 2-ჯერ ჯობს სილოსისას და ამდიდრებს ულუფას შაქრებით.

სილოსი ერთ-ერთი ძირითადი საკვებია მეწველი ფურის ულუფაში. სილოსის კვებითი ღირებულება დამოკიდებულია დასასილოსებლად გამოყენებული ნედლეულის ქიმიური შედგენილობაზე, ვეგეტაციის რომელ ფაზაშია აღებული და რამდენად ზუსტად არის დაცული დამზადების ტექნოლოგია.

მერძეულ მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ძირხვენებს, განსაკუთრებით, განწველვისას. მათ უწოდებენ რძის გამომყოფ მასტიმულირებელ საკვებს. ძირხვენების მშრალი ნივთიერება შედგება ადვილად მონელებადი ნახშირწყლებისგან. ძირითადად, შაქრებისგან, მდიდარია "ჩ" ვიტამინით, ხოლო წითელ სტაფილოში ბევრია კაროტინი. ძირხვენებიდან მეწველი ფურის საკვებად უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება საკვებ ჭარხალს. ძირხვენებს აქვთ მაღალი თვითღირებულება, ამიტომ ისინი გამოყენებული უნდა იქნეს ეკონომიურად და რაციონალურად.

ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში აღებული და დამზადებული პარკოსანი კულტურების ბალახის ფქვილი, ნაკუწი და ჩრდილში გამშრალი თივა ენერგეტიკული ღირებულებით უახლოვდება კონცენტრულ საკვებს, ხოლო ბიოლოგიურ ღირებულებით ჯობნის მათ.

რიგ რეგიონებში ფურის ულუფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნამჯას. უკეთესია შვრიისა და ქერის ნამჯა. საშემოდგომო მარცვლოვნების ნამჯა 40%-მდე უჯრედანას შეიცავს, ამის გამო მისი გამოყენება კვებისწინა შემზადების გარეშე არ არის დიდად სასარგებლო. მისი შემზადების ხერხებია: დაქუცმაცება, შესველება და შემზადება, დამდუღვრა, დასილოსება, გაფუება, გრანულირება, და სხვა.

მწირი და არათანაბარი კვების დროს წველადობა მცირდება 25-50%-ით. ყველაზე უარყოფითად ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე მოქმედებს მწირი კვება მშრალობის პერიოდში და ლაქტაციის პირველ თვეებში. კვების ოპტიმალური პირობების შექმნა ლაქტაციის პერიოდში ზრდის ფურების წველადობას ორჯერ. 3 000 კგ წველადობისას რძესთან ერთად ფურის ორგანიზმიდან გამოიყოფა 392 კგ მშრალი ნივთიერება, ხოლო 4 000 კგ წველადობისას _ 500 კგ-ზე მეტი. ამიტომ ფურების უწყვეტი სრულფასოვანი კვება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მისგან მივიღოთ მაღალი რძის პროდუქტიულობა.

სარძეო ფურების კვების დროს, 1 საკვებ ერთეულზე უნდა მოდიოდეს 100-120 გრამი მონელებადი პროტეინი. მწირი კვების გამო, მცირდება დღე-ღამის მონაწველი, მოკლდება ლაქტაციის მოქმედება. უხეში და წვნიანი საკვების არასაკმარისი რაოდენობა და მათი დაბალი ხარისხი იწვევს კონცენტრატების მნიშვნელოვან გადახარჯვას. კვების გაუმჯობესება (1 კგ რძეზე 1,1-1,2 საკვები ერთეული) უზრუნველყოფს ლაქტაციური მრუდის ზრდას, მდგრადობას და მის შენელებულ დაცემას განაყოფიერების შემდეგ.

რძის წარმოებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ულუფაში ძირხვენების დიდძალი რაოდენობით შეტანა (ტურნეფსი, საკვები ჭარხალი, ძირხვენების ფოჩი) აუარესებს რძის ხარისხს _ ის ხდება მომწარო და დაჰკრავს საკვების გემოც. რძის ხარისხი, აგრეთვე, უარესდება, თუ ფურებს მივცემთ უხარისხო საკვებს _ დამპალ თივას, სილოს ან სენაჟს.

არასასურველ შედეგს იწვევს, აგრეთვე, ფურებისთვის დიდი რაოდენობით ჟენჟოს, ლუდის ნახარშის, მჟავე ბადაგის მიცემა, აგრეთვე, საქონლის ისეთ საძოვრებზე გაყვანა, სადაც ჭარბობენ მომჟავო მცენარეები. ამ დროს, ფურები იძლევიან რძეს, რომელსაც ახასიათებს დონდლო შენადედი, და მისგან შეუძლებელია კარგი ხარისხის ყველის ამოყვანა.

ძალიან ფასობს რძე, რომელიც მიიღება ალპურ, სუბალპურ საძოვრებზე მყოფი ფურებისგან. ასეთი რძისგან გამოდის უმაღლესი ხარისხის ყველი და რძის სხვა ნაწარმი.

ხშირად, გაზაფხულზე, მცირდება რძის ცხიმიანობა, როდესაც ფურები გადადიან მწვანე საკვებზე. ამ პერიოდში, მწვანე საკვებში ნაკლებია უჯრედანა _ 12%-მდე, და მეტია პროტეინი _ 25%. ეს მოქმედებს ფაშვში დუღილის პროცესებზე _ მცირდება ძმარმჟავის გამოყოფა და უარყოფითად მოქმედებს რძის ცხიმის სინთეზზე. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ფურების ულუფაში კარგი ხარისხის თივის შეტანა დეკადების მიხედვით: I დეკადაში _ 5 კგ, II _ 3 კგ, III _ I კგ.

მაგრამ სრულფასოვანი კვების ფონზეც კი, ძალიან რთულია შეუნარჩუნოთ ფურებს და მოზარდს ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ბალანსი. იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში არ გამომჟღავნდეს ამ ნივთიერებების დეფიციტი, აუცილებელია, ვისარგებლოთ საკვები დანამატებით და ბიოპრეპარატებით.

კვების მოვლა-შენახვისას კარგი პირობების შექმნა, სხვადასხვა ბიოპრეპარატების და საკვები დანამატების გამოყენება ხელს უწყობს: ცხოველებში პროდუქტიულობის გადიდებას იმ დონემდე, რომელიც, ძირითადად, განსაზღვრულია ცხოველის მემკვიდრული თვისებებით; მოზარდის კარგად გამოზრდას; მისი იმუნური სისტემის გაძლიერებას.

მეცხოველეობის განვითარების აუცილებელი პირობაა მიღებული ნამატის უდანაკარგოდ და ჯანმრთელად გამოზრდა.

ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია ელკანას კოორდინატორი გურიის რეგიონში




 ახალი ამბები
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...
  • პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“- თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ურნა მიიტანესდედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება. „ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“. აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს. ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ... ...
  • კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი„გუშინ და დღეს დილიდან  ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით,  საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ჩვენ ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად. „ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ჩვენ გვექნება ასევე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. ეს პლატფორმა იქნება ძალიან აქტიურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...