"ბულგარული და მწარე წიწაკა ძნელი მოსავლელია, მაგრამ ის ბაზარზე ძვირად ფასობს"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"ბულგარული და მწარე წიწაკა ძნელი მოსავლელია, მაგრამ ის ბაზარზე ძვირად ფასობს"

2012 ივნ 10 06:48:54

ბატონ ფირუზს იმ დროს ვესტუმრეთ, როდესაც კარტოფილის მოვლით იყო დაკავებული. მიწის უზარმაზარ ფართობზე აყვავების პირას მისული კარტოფილი ბიბინებს... როდესაც საქმეს ვერ უმკლავდება, ბერიძეების მრავალსულიანი ოჯახი დამხმარე მუშას ქირაობს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება.

_ ბატონო ფირუზ, რამდენი წელია, რაც სოფლის მეურნეობას მიყევით ხელი?

_ 15 წელია, ამ საქმეს მივდევ.

_ კონკრეტულად, რას აკეთებთ?

_ შარშან 1 ტონამდე მწარე და ბულგარული წიწაკა, 3 ტონა კარტოფილი, კიტრი და პომიდორი გვქონდა ბაზარზე გატანილი. მესაქონლეობასაც მივდევთ _ ათი სული ძროხა გვყავს. ვმუშაობთ, კმაყოფილი ვართ. შემოსავალი ნორმალური გვაქვს, სახლი გავაკეთეთ, რემონტიც ჩავუტარეთ.

_ და ეს ყველაფერი ფერმერობას "დავაბრალოთ"?

_ კი, ნამდვილად ასეა.

_ მიწას ხელით ამუშავებთ?

_ დახვნის გარდა, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარტოფილის კარგი მოსავალი მიიღოთ?

_ ეს კარტოფილი უკვე შეწამლულია, დამუშავებულია, ახლა ხოჭოებია. მაგის წამალიც არსებობს და მიცემულია უკვე. პირველ სამის შეწამვლას ვაწარმოებთ ერთი პრეპარატით _ დიტონატით, მემამულეთა კავშირში ვყიდულობთ (გამოყენების წესებს, გთხოვთ, სპეციალისტებთან გაეცნოთ.). მაქვს სპეციალური აპარატი და ამით ვასხურებ.

_ როგორ უვლით კარტოფილს ყვავილობისას და შემდეგ?

_ ჩვენ, კარტოფილის დათესვამდე, ნიადაგს დოლომიტს ვაყრით. აქ ჩაის პლანტაცია იყო ადრე და ამის გამო სჭირდება მიწას გამოკვება. შემდეგ ორგანული სასუქი გამოგვაქვს ნაკელის სახით და ვაყრით, ასევე ვხმარობთ სუპერფოსფატის სასუქს. ახლაც სასუქი შეგვაქვს ნიადაგში. ეს მეორე თოხია, აწი იწყება ამის ყვავილობა, ერთ თვეში კი კარტოფილი იქნება. თუ დაიცავ აგროწესებს, ჭრაქი და სხვა დაავადება ვერ შეაწუხებს. თუ არ დაიცავ, მოსავალი არ იქნება.

_ ერთი და იგივე წესით თესავთ კარტოფილს?

_ მარტო თესლბრუნვას ვახდენთ. გასულ წელს აქ არ გვეთესა. კარტოფილს დიდი მოსავალი რომ გინდა მიიღოთ, ერთ-ერთი პირობაა, ნიადაგი შეუცვალო ყოველ სამ წელიწადში. აქაური თესლი არ ვარგა, ჩვენ ბახმაროს ან ახალქალაქის თესლით ვსარგებლობთ.

_ რომელი კულტურა უფრო მომგებიანია?

_ ბულგარული წიწაკა, თუმცა მისი მოვლა მძიმე და შრომატევადი საქმეა. პირობები უნდა, მაგრამ ის ბაზარზე ძვირად ფასობს.

_ მოდით, ბულგარულ და მწარე წიწაკაზე ვისაუბროთ.

_ შარშან ხუთი ათასი ძირი ბულგარული და ამდენივე მწარე წიწაკა მქონდა დარგული. მთავარია, ნიადაგი იყოს შესაფერისი. ტყუილად არ უნდა გადარგო ჩაის ნამყოფ ადგილზე _ მოსავალს არ მოგცემს. უნდა იყოს ნოყიერი მიწა და საღი ჩითილი. პომიდვრის გადარგვა უკვე დავიწყე, შემდეგ კი ბულგარულს და მწარე წიწაკას გადავრგავ. ჩვენ გადარგვის დროს ორგანულ სასუქს ვიყენებთ.


ნახვა: 3073


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...
ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...