გურიის რეგიონისა და ჩაის დარგის ზოგიერთი პრობლემის შესახებ

კარმიდამო ჩემი

გურიის რეგიონისა და ჩაის დარგის ზოგიერთი პრობლემის შესახებ

7 ივლ. 2016, 13:20:29

გურიის რეგიონში, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეისთვის მრავალი პრობლემაა, მათ შორის, უმუშევრობა _ ერთ-ერთი ურთულესი გურიისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

სამი ათეული წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ოზურგეთის რაიონი დახუნძლული იყო ფაბრიკა-ქარხნებით და კომბინატებით; აქვე იყო მეცნიერთა ქალაქი, "კადრების სამჭედლო" _ ანასეული, მსოფლიოში ცნობილი ორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტით, შემდგომში ერთი _ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი მთელი თავისი მდიდარი ინფრასტრუქტურით, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებით და დასაქმებული კადრებით, უმაღლესი სამეცნიერო დონის ექსპერიმენტული ბაზებით, ახალგაზრდებით, ასპირანტურით, სამეცნიერო საბჭოთი, საკუთარი გამომცემლობით, საზღვარგარეთის მეცნიერებთან აქტიური კავშირებით, ულამაზესი ადგილმდებარეობით, უიშვიათესი მცენარეებით, ტყე-პარკებით და ა. შ.

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დადებით გავლენას ახდენდა სუბტროპიკული მემცენარეობის განვითარებაზე არა მარტო ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით _ ინსტიტუტში ჩატარებული ფუნდამენტური კვლევები ედო საფუძვლად ჩაის, ციტრუსოვნების, სხვა სუბტროპიკული კულტურების გაშენების, მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ოპტიმალური პარამეტრების დანერგვას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

სამწუხაროდ, ოზურგეთის დიდება წარსულს ჩაბარდა _ დაინგრა, განადგურდა და გაიყიდა ყველაფერი, რაც ქალაქს და რეგიონს ამშვენებდა. წინა ხელისუფლებამ ოზურგეთში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, მიწასთან გაასწორა ქართული ეროვნული მეცნიერება, მათ შორის, აგრარული დარგი, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე სავალალო მდგომარეობაშია.

გურიის ერთ დროს მაღალგანვითარებული რეგიონი სიდუხჭირემ მოიცვა და ამჟამად ერთ-ერთი უღარიბესია ქვეყანაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია. ასეთ პირობებში მოსახლეობა ლუკმაპურის საშოვნელად მეზობელ ქვეყანაში მასობრივად გადადის და იქ მონურ შრომას ეწევა.

ანასეულის ინსტიტუტი ცნობილი იყო უმდიდრესი ინოვაციური, პროგრესული ტექნოლოგიებით და საინტერესო პროექტებით, რომლებიც ცნობილი და წარმატებული იყო როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. ეს პროექტები, ძირითადად, ჩაისა და სუბტროპიკული დარგის პრობლემებს ეხება და ამჟამად გამოუყენებელია იმის გამო, რომ მეცნიერები ინსტიტუტიდან გარეკეს და მათი ბედი თუ ტექნოლოგიები, არავის აინტერესებს.

ამასთანავე, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობას არ აინტერესებს აგრარული დარგის, მათ შორის ჩაის რეაბილიტაცია _ სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ დიდ ფინანსებს გამოყოფს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ შედეგები უმნიშვნელოა ან საქმე კუს ნაბიჯით მოდის. სამწუხაროდ, შეცდომები ძალიან ბევრია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი მწირი შედეგები არაკომპეტენტურობის ბრალია ან მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალი ეფექტური წინადადების და პროექტის შეთავაზება შეიძლებოდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების სწრაფ და მასიურ დასაქმებას. სამინისტრომ სწორედ ასეთი პროექტები უნდა მოიძიოს და მათ დასანერგად გაიღოს ფინანსები, თუნდაც, სესხის სახით ან შესთავაზოს სავარაუდო ინვესტორებს ერთობლივი საწარმოს შექმნა საინტერესო პროექტის ბაზაზე და ა. შ.

მე, ამ წერილის ავტორს, ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში ათეული წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად, შემუშავებული მაქვს არა ერთი ასეთი პროექტი და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მათი დანერგვა არ ხერხდება.

მეცნიერთა მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამოა, რომ ამჟამად ჩაის დარგის რეაბილიტაციის პროგრამა _ "ქართული ჩაი" არაოპტიმალურადაა შედგენილი და სამწუხაროდ, საეჭვოა მისი ეფექტურად გახორციელება.

"შოკირებული ვარ საქართველოს ეკონომიკის ვარდნის კატასტროფული დონით, რის შედეგადაც მდიდარი ქვეყანა უღარიბეს ქვეყნად იქცა, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა", _ აღნიშნავს ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი რობერტ უეიდი. მისივე აზრით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზია, რომ ქვეყანას არ გააჩნია ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია: "ასეთი სტრატეგიის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა მატერიალური განვითარების მიმართულებით. ქვეყნის გამდიდრება შესაძლებელია მხოლოდ მრეწველობის პროდუქციის ექსპორტით", _ ამბობს პროფესორი უეიდი.

ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პროგრამა, ბუნებრივია, უნდა მოიცავდეს აგრარულ დარგსაც და ის მთავრობის მიერ მართლაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოცხადებული. ამასთანავე, აქსიომაა, რომ დარგის რეაბილიტაციის მიზნით, პირველ რიგში, უნდა შედგეს ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა შესრულება აუცილებელია და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობას არ შეუძლია მათი შესრულება. ხელისუფლებამ ადამიანებს უნდა შესთავაზოს ოპტიმალური სქემა და შეაძლებინოს მათი შესრულება (თუნდაც დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხის გაცემით და არა აუცილებლად გრანტით).

პროგრამა "ქართულ ჩაიში", სამწუხაროდ, მრავლადაა პრობლემები, რომლებიც დაბრკოლებას უქმნიან ამ პროგრამაში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას. იგი არ არის გათვლილი გლეხებზე და სოფლის მოსახლეობაზე, რომელთაც ჩაის მცირე ფართობები გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი შრომით განახორციელონ პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც გაფანტულია სხვადასხვა ადგილზე და არა ერთიანი მასის სახით, როგორადაც ეს ადრეულ წლებში არსებობდა.

მიწების კონსოლიდაციის გარეშე თითქმის შეუძლებელია მცირემიწიანი გლეხების ჩაბმა რეაბილიტაციის პროგრამაში. ამასთანავე, მთავრობამ უარი თქვა პლანტაციების შეღობვის დაფინანსებაზე, რაც სერიოზული პრობლემაა პროგრამის დაწყებისას; ამასთანავე, არასაკმარისია რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება თითოეულ ჰექტარზე გადაანგარიშებით _ ის არ ემთხვევა მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ გათვლილს და ბევრად მცირეა.

უსახსრობის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს დაურეგისტრირებელი აქვს ფართობები. მართალია, მთავრობის მიერ ამჟამად დადებითად წყდება ეს საკითხი, მაგრამ იგი ვერ აგვარებს დანარჩენ პრობლემებს. კოოპერატივის შექმნისას მოთხოვნები ითვალისწინებს გადამამუშავებელი საწარმოს არსებობას ან გარანტიას შენობის შეძენაზე/აშენებაზე, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პროგრამა, როგორც მრავალი სხვა პროექტი, გათვლილია მხოლოდ არსებული საწარმოების გაფართოებაზე და არა ჩაის დარგის რეაბილიტაციაზე.

არსებობს კიდევ სხვა უამრავი ბიუროკრატიული სიძნელე და რაც მთავარია, პროგრამაში არ მონაწილეობენ დარგის გამოცდილი მეცნიერები და სპეციალისტები. მთავრობა, თითქოს, სპეციალურად უვლის გვერდს მეცნიერებს და მათ ჩართვას პრობლემის მოგვარებაში.

მეცნიერების და ინოვაციების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი დარგის წინსვლა და განვითარება, მათ შორის რეაბილიტაცია, ინოვაცია კი სწორედ კვლევის დროს იბადება. სახლის მშენებლობა თუ რემონტი ფუნდამენტიდან იწყება. აგრარულ დარგში არსებობდა ასეთი ძლიერი ფუნდამენტი _ ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის სახით. რომლის აღდგენა და ფუნქციონირებაა სწორედ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძლიერესი დარგის _ სუბტროპიკული მემცენარეობის, მათ შორის, ჩაის დარგის მყარ და პროგრესულ ტექნოლოგიებზე დამყარებული რეაბილიტაციის საფუძველი.

ამასთანავე, ნათელია ის მწირი უფლებები და მოვალეობანი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გააჩნიათ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტისას. ამის დადასტურებაა, რომ მთავრობისა და ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია საკრებულოს რეალური და ოპტიმალური საკითხებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეაბილიტაციის შესახებ.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს გარკვეული ცვლილებების აუცილებლობას ადგილობრივ ორგანოებზე დელეგირებული უფლებებისა და მოვალეობების, შესაბამისად, დაფინანსების გაზრდის მიმართულებით.

ნანული ორაგველიძე,
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ისაუბრეს თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოზეოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას  ეკონომიკაზე. შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა  იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში. დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება. კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა. კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო.  ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ  მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის ... ...
  • სროლა თბილისში -დაჭრილია მამაკაცისროლა თბილისში -დაჭრილია 60 წლის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ... ...
  • თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.  ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს. “ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა". “ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად ... ...
  • საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებსსაქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა. აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით. განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში ასე გამოიყურება:      2015 წელი - 9 082              2016 წელი- 9 513      2017 წელი- 10 452      2018 წელი- 8 845      სულ-          37 892 „ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ... ...
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...