"რამდენჯერაც მოვუღერე ჩაის ბუჩქს ნაჯახი, იმდენჯერ შევჩერდი..."

კარმიდამო ჩემი

"რამდენჯერაც მოვუღერე ჩაის ბუჩქს ნაჯახი, იმდენჯერ შევჩერდი..."

7 ივლ. 2016, 13:22:38

კაცი, რომელმაც ჩაის ბუჩქი ნაჯახით ამოსაძირკვად ვერ გაიმეტა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ცხოვრობს.

ჯემალ მგელაძე ორიგინალური საუბრით გვეგებება: "მე არ ვემდური ჩემს ცხოვრებას _ ღმერთს და მიწას ვენაცვალე!" იქვე მეუღლე დგას, ნაზი მგელაძე და ქმარს სასწრაფოდ ეთანხმება: "აბა, რა, ღმერთი რომ მიწას მოგცემს და მარჯვენს არ დაგიკავებს, მადლობა კი უნდა შესწირო და შრომას შეუდგე. რა დრო დადგა _ ჩაის სიხარული დამიბრუნდა. ადრე ვკრეფდით ამ დალოცვილს და გაჭირვებას ახლოს არ ვუშვებდით", _ ამბობს ის და უნებურად ვეკითხები, რას ნიშნავს მისთვის "ჩაის სიხარული".

_ ახლახან გვითხრეს, რომ ვისაც ჩაის პლანტაცია გვაქვს, კოოპერატივის შექმნაში დაგვეხმარებიან. ჩემმა მეუღლემ მოძებნა მეზობლები, ვისაც ასევე ჩაი აქვს შენარჩუნებული _ 7-8 ჰექტარი იქნება, მგონი. მაგაზე უკეთესად რას დაგვეხმარებიან? ერთ ჰექტრამდე ფართობი გვაქვს და წელს ძალიან გავიხარე _ ვკრეფ, კილოგრამ ჩაიში 2 ლარს გვიხდიან. მოდის ადამიანი და ხელზე ფულს გვაძლევს. უკეთესს რას ინატრებს მშრომელი ადამიანი? კარტოფილს ზედ ველევით, იმდენი შრომა სჭირდება და ვერ ჩავაბარეთ _ 50 თეთრი ღირს კილოგრამი, _ ამბობს ქალბატონი ნაზი მგელაძე.

ჯემალ მგელაძე იხსენებს იმ პერიოდს, როცა ხალხმა ჩაი მასობრივად აჩეხა და თხილის გაშენებას მიჰყო ხელი. თვითონ თხილი ბლომად გააშენა და არაერთხელ დააპირა, აეჩეხა კუთვნილი ჩაიც, რომ სანაცვლოდ თხილი დაერგო, თუმცა...

"გულმა არ მიქნა _ ნაშრომი იყო და დამენანა. რამდენჯერაც მოვუღერე ნაჯახი, იმდენჯერ უკან დავიწიე. ახლა კი გვიხარია, მოდიან და გვეხვეწებიან, ხარისხიანი ჩაი მოკრიფეთ და კარგად გადაგიხდითო, კოოპერატივის შექმნაზეც იფიქრეთო, გვითხრეს. თავს არ დავზოგავ, ვიღაცას ჭკუა ეყო და საქმეს მიუბრუნდა. ამ საქმეს კაი სურნელი მოაქვს, ჩაის სურნელი, ცოტა ლამაზად ვიტყვი", _ საკუთარ ლირიულ გადახვევაზე გაეღიმა ბატონ ჯემალს.

ნაზი და ჯემალ მგელაძეების ოჯახი ნასაკირალში ხულოს რაიონიდან 1983 წელს ჩამოვიდა, საცხოვრებელი სახლის ასაგებად ადგილი შეარჩიეს და 33 წელია, სამ ჰექტარ ფართობზე თხილის, მანდარინის, ხეხილოვნების პლანტაციებთან ერთად, სიმინდის, კარტოფილის, სხვადასხვა ბოსტნეულის მოსავალი მოჰყავთ. თუ რამ გაგიკვირდა მათი ნაშრომის შემყურეს, აქეთ დაგისვამს კითხვას: ამას ხომ ყველა უნდა აკეთებდეს, რაა გასაკვირი?

არ ესმით იმ ადამიანების და ღია საყვედურს გამოთქვამენ მათ მიმართ, ვინც სახლ-კარი გამოკეტა, ქალაქში წავიდა და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ აქ, ამ მიწაზე უფრო მეტ მოსავალს მიიღებდნენ, ვიდრე ქალაქში დღიური სამუშაოს შესრულებით. მიაჩნიათ, რომ ქალაქში წასულთაგან ერთეულებს თუ გაუმართლებს: "შრომა რომ კაცს ეზარება, ის ვერც ქალაქში იზამს ხეირს და ვერც აქ", _ ამბობენ ისინი.

ჯემალ მგელაძე საკარმიდამო ნაკვეთში მიგვიძღვება. დამუშავებული მიწის იმ მონაკვეთზე, სადაც ბულგარული წიწაკის რიგებია. ნერგები ძალზე ახლოსაა დარგული, სამაგიეროდ, რიგთაშორისი მანძილი დიდია. ამ თავისებურებას ჩვენი მასპინძელი ასე ხსნის: "როცა ნერგები იზრდება, თან ერთმანეთს ეყრდნობა და არ იქცევა. სამაგიეროდ, რომ არ "დაიხუთონ", რიგები საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთს. თუ რომელიმე წაიქცევა, თოხითაც ადვილად შემოუყრი მიწას და წამოაყენებ მეორის დაუზიანებლად. 800 ძირი ბულგარული წიწაკა დავრგეთ და კიდევ უნდა მივუმატოთ", _ გვეუბნება ნაზი მგელაძე.

ის იხსენებს წლებს, როცა ჩაის კრეფდა და მშრომელი ადამიანისთვის უკეთესი დრო, მისივე თქმით, მას შემდეგ არ უნახავს. როცა უმძიმესი წლები დადგა, ჩაის მაინც კრეფდა. ხან 20-25 თეთრს უხდიდნენ, მაგრამ მაინც კრეფდა, რადგან მიაჩნდა, რომ ოჯახში მაინც ეხმარებოდა ეს თანხა _ პურის ფული იყო და ესეც საქმეაო, ამბობს.

მგელაძეების ოჯახს პომიდვრის, კიტრის, ლობიოს ნარგავ-ნათესებიც აქვთ, რასაც სამაგალითო ყურადღების და შრომისმოყვარეობის კვალი ატყვია. მრავლადაა თითქმის ყველა სახის ხეხილოვანთა ბაღი, რომელიც შერეული ტიპით აქვს გაშენებული. ბულგარულის, კიტრისა და ლობიოს ფასით კმაყოფილი არიან, ადგილობრივ აგრარულ ბაზარში ხშირად მიაქვთ გასაყიდად საკუთარი შრომით მოწეული ჭირნახული.

ჯემალ მგელაძე ამბობს, რომ თუ ჩაის ახალი პლანტაციების გაშენებაზე მიდგება საქმე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაუთმობს საკუთრებაში არსებული მიწის ნაწილს და სჯერა, რომ ჩაიზე უკეთეს შემოსავალს გურიაში ვერაფერი მოიტანს.

მგელაძეებს ციტრუსოვანთა მოზრდილი ბაღიც აქვთ, სადაც მანდარინის თითოეულ ძირთან ვაზია დარგული. კითხვაზე, არის თუ არა ეს შეუსაბამობა, მანდარინისა და ყურძნის მოსავლის მიღებას ხელს ხომ არ შეუშლის, ამბობს, რომ მოსინჯა და გამოუვიდა _ არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და თან შემოდგომაზე ერთად ვკრეფო.

კაცი, რომელმაც ჩაის პლანტაცია ამოსაძირკვად ვერ გაიმეტა, მეუღლესთან ერთად, მრავალ საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს. ორივეს სტკივა მიტოვებული, გამოკეტილი სახლები, რომელიც სილაურის თემში (დაბა ნასაკირალი ამ თემს ეკუთვნის) არის და მათი რიცხვი 60-მდეა: _ გულს მტკენს მარტო დარჩენილი სახლები, ბალახად და ტყედ გადაქცეული ეზოები. უფრო მეტიც, ოჯახს დროულად რომ არ ქმნიან და 40-50 წლის კაცებს ცოლი არ ჰყავთ, ეს საქმეა? გაჭირვებას და უფულობას ნურავინ მოიმიზეზებს _ მიწა გვაქვს და ვშრომობთ, არც სიცოცხლე გვეძლევა ხელმეორედ. უფრო უჭირდათ ჩვენში და ოჯახებს ქმნიდნენ, მრავლდებოდნენ. ერთმა ვაჟიშვილმა უკვე მოიყვანა ცოლი და შვილიც ჰყავს. შეხმატკბილებული ვართ. ჩვენ მთელი დღეები ფართობში ვართ გასული სამუშაოდ. რძალი ყველაფერს დასუფთავებულ-დარეცხილს, სადილს გაკეთებულს გვახვედრებს, თან ერთი წლის ბავშვს უვლის. დიდი ქონება არ გვაქვს, მაგრამ მთელი წლის მანძილზე გვყოფნს ჩვენი ხელით მოწეული სიმინდი, კარტოფილი, ლობიო თუ სხვა სახის ბოსტნეული. გაზარმაცებულია ხალხი დ რაღაცამ უნდა გამოაფხიზლოს ადამიანები, _ მსჯელობს ნაზი მგელაძე და გიხარია, რომ შრომაში ჩაძირული ქალბატონისგან, რომელიც აგერ, სოფლის ორღობის იქით არ გადის, საქვეყნო პრობლემაზე უბრალო ენით, ბრძნულად საუბარს ისმენ.

მგელაძეებს პირუტყვიც ბლომად ჰყავთ. ჩვენ სწორედ იმ დროს ვესტუმრეთ, როცა, ოჯახის უფროსი ბახმაროს გადაღმა მდებარე ბაისურას მთიდან დაბრუნდა და იქაური ამბავიც მოგვიყვა: "მთა სულ სხვაა _ პირუტყვს ყუათიანი საკვები იმდენი აქვს, ქატოც არ სჭირდება. აი, ასეთი ქვეყანა გვაქვს, მსგავსს საძოვარს ვინ ინატრებს? ყველი, კარაქი, რძე, კაიმაღი... ბლომად დახვდება ჩემს შვილს, რძალს და შვილიშვილს, როცა მთაში დასასვენებლად წავლენ. ჩვენც ვიმოძრავებთ ბარიდან მთაში და პირიქით, რომ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ", _ უახლოეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს ცოლ-ქმარი.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...