ამარანტი დათესეს

კარმიდამო ჩემი

ამარანტი დათესეს

2016 ივლ 29 17:41:26

ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის ნაკვეთზე, 3 000 კვ.მ. მიწის მონაკვეთზე, მცენარე ამარანტი დათესეს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან მცენარე ამარანტი (იგივე ჯიჯლაყა) უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს _ მასში ხორბალსა და სიმინდზე მეტი ამინომჟავაა და როგორც სილოსი _ შესანიშნავი საკვები საშუალებაა მსხვილფეხა პირუტყვისთვის.

_ ჩვენი მიზანია, პირველ ეტაპზე მივიღოთ ამარანტის თესლი და მერე მოვამარაგოთ მეცხოველეობის დარგში დასაქმებული ფერმერები ამ მცენარის თესლით, რომ თავად მოიყვანონ სასილოსედ საკუთარ ფართობებზე. ერთ ჰექტარ ფართობზე შესაძლებელია 200 ტონა სასილოსე მასის მიღება. მომავალში შესაძლებელი იქნება ისიც, რომ თითოეულმა ფერმერმა გარკვეულ მონაკვეთზე სათესლე მასალა მიიღეს, დანარჩენი კი სასილოსედ აწარმოოს. ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რა მოხდება, რადგან პირველად მოხდა ამარანტის დათესვა. შედეგი კარგი უნდა იყოს. შესაძლოა, ფერმერებს სულაც უფასოდ გადაეცეთ ამარანტის თესლი. ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებაზე _ ერთი კილოგრამი თესლი 100 ლარი ღირს. მასში 22 სახის ვიტამინია და საუკეთესო საშუალებაა პირუტყვისთვის, როგორც ყუათიანი საკვები, _ ამბობს ა(ა)იპ ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა შავიშვილი.

ამ ეტაპზე იგეგმება ამარანტის მხოლოდ სათესლე მასალის მიღება. მისგან მოსავლის მიღება წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ... ...
  • "მე და ზვიადი კლასელები ვიყავით"_ რას იხსენებს გელა ჩარკვიანი 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართველი დიპლომატი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. „დედაჩემი თამარ ჯაოშვილი და ზვიადის დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ – წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ. მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდობაში უკვე, მე და ზვიადს განსაკუთრებული მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებდა, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის როლს მიუკერძოებლად ვუდგები: საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში, ჩვენთან კომუნიზმის დამარცხებასა და ეროვნული თვითშეგნების წამოწევაში ზვიადის წვლილი რომ დიდი იყო, ეს ფაქტია. იგი დამოუკიდებლობის იდეის ერთგული გახლდათ ბავშვობიდან, სკოლის მერხიდან...“_ წერს ... ...
  • 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან დღეს 29 წელი გავიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები. დღეს, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 81 წელი შეუსრულდებოდა. ... ...
  • პოლიცია საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აკონტროლებსსაქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. "მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,"_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით ცხელი ხაზი-144 ამოქმედდადღეს საქათველოში საყოველთაო კარანტი ამოქმედდა, აღნიშნულთან  დაკავშირებით მოქალაქეებითვის ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი - 144, რომელიც კორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, იქნება უფასო და  სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. „ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს, სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება,“ _ განაცხადა პრემიერმა. მისივე  განმარტებით,  კორონავირუსის პრევენციისთვის საზოგადოებამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა უმუშაოს. „მინდა თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში არის 100 ინფიცირებული და დაგვეწყო შიდა გადაცემა, მხოლოდ სამი შემთხვევა გვაქვს ამ შიდა გადაცემის, ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, სრულად აკონტროლებდა საზღვრებს მათ შორის კარანტინის ზონებით. ჩვენ ამ ინფიცირების იმპორტირების კონტროლს გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი რომელიც ეხება შიდა გადაცემას არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა როდესაც თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა,“_ განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი განიკურნა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...