"ხალხმა უნდა მოიხედოს ბიოლოგიური სასუქისკენ"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"ხალხმა უნდა მოიხედოს ბიოლოგიური სასუქისკენ"

2012 ივლ 7 06:35:55
ამჟამად მსოფლიოში 15% იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და საქართველოშიც გარკვეული წინსვლაა ამ მხრივ _ მრავალი ფერმერი უარს ამბობს ქიმიური სასუქის გამოყენებაზე და დაუბრუნდა მამაპაპისეული ბიომეურნეობის მეთოდებს. მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევებით აღმოაჩინეს უამრავი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც ნიადაგში შეყვანით აუმჯობესებს მცენარეთა კვებას და ნიადაგის თვისებებს. რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა, თხევადი ბიოსასუქი "ორგანიკა", რომლის საერთაშორისო წარმატებამ კულმინაციას, გასულ წელს, დეკემბრის თვეში, ლონდონში მიაღწია. უნიკალური თვისებების გამო, მას საერთაშორისო ხარისხის "ოქროს გვირგვინი" მიაკუთვნეს.

სემინარის თემა იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების კლასიკური და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გზები ფერმერულ მეურნეობებში, რის ორგანიზატორიც ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი გახლდათ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა ხარაბაძემ აღნიშნა, ასე მრავალრიცხოვანი სპექტრით შეკრება ფერმერთა დაჟინებული მოთხოვნა იყო.

ეს არ იყო ერთი რიგითი ან ჩვეულებრივი შეხვედრა _ ამ დღეს აქ თავი მოიყარა 50-ზე მეტმა ფერმერმა და თითოეული სულგანაბული უსმენდა ან იზიარებდა საინტერესო მოსაზრებებს. ძირითადად აქ საუბარი იყო, თუ რა შესაძლებლობები აქვს ბიოსასუქს, როგორი მოძრაობაა დღეს ამ კუთხით მთელ მსოფლიოში, რომ ბიოპროდუქტი უნდა მივირთვათ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და მათი უმეტესობა ჯერ კიდევ არაორგანული სასუქით "ჭყიპავს" ნიადაგს, მასში ხარჯავს ათჯერ მეტს და იღებს დაბინძურებულ პროდუქტს, როცა გაცილებით ნაკლებ ფასად შეუძლია მიიღოს იგი. სამაგიეროდ, "ორგანიკას" უცხოელები გამალებით ითხოვენ და აქედან შორს, უცხო ქვეყანაში მისი მოხმარების თანმიმდევრულ წესს ნერგავენ. თუმცა, ჩვენში თანდათან მძლავრობს ინტერესი ამ თხევადი ორგანული სასუქის მიმართ, რომელმაც 2011 წელს დეკემბერში ლონდონის გალა-ცერემონიალზე მსოფლიოს ბევრი წარმომადგენელი გააკვირვა _ იგი მიჩნეული იქნა საუკეთესო ბიოინოვაციად. ოფიციალურად დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად, როგორც საქართველოში, ასევე, ევროკავშირში.

სემინარის თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ლიტერატურა, სადაც მითითებული იყო კლასიკური და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გზები ფერმერულ მეურნეობებში. "ორგანიკის" შემქმნელი, ექიმი ჰომეოპატი დავით ჩაჩანიძე, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული ამ სემინარზე, ინოვაციური მეთოდების აღიარებული ლიდერია და ლონდონის გალა-ცერემონიალის გამარჯვებული.

მართალია, სემინარს ჰქონდა დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც წარიმართა კიდეც, თუმცა ეს უფრო დისკუსია და პოლემიკა იყო, ინოვაციურ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რასაც დამღლელად არ უმოქმედია ფერმერებზე და ღონისძიების დამთავრებამდე დარბაზიდან ფეხი არავის მოუცვლია.

შპს "ცეო-ტორფის" ტექნოლოგმა რევაზ შავიშვილმა ადგილობრივი ორგანული და მინერალური სასუქების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა ფერმერებს, რომ ჩვენ უნიკალური სიმდიდრის პატრონებს დასაკარგი არაფერი გვაქვს და კონკრეტული, მოზრდილი ექსკურსით შემოიფარგლა: _ იყო დრო, როცა ოზურგეთი საქართველოში ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრად იყო მიჩნეული, ამ კუთხით ყველა სიახლე აქედან ინერგებოდა. აქაც მხედველობაში მიღებული იყო ძირითადად ტორფი და ორგანული სასუქი ნაკელი, რომელიც სოფელ მერიის ტერიტორიაზე განთავსებული ფერმებიდან შემოდიოდა და ტორფთან არეული მიეწოდებოდა კოლმეურნეობებს. შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა ცნობილი მოვლენების გამო. ახლა დრომ გვიჩვენა, რომ, თურმე, ბევრი რამ კეთდებოდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად. საჭიროა, არაერთ ტექნოლოგიას კვლავ მივუბრუნდეთ, გამოვიყენოთ ჩვენი სიმდიდრე.

2000 წლიდან, როცა ოზურგეთში თანმიმდევრულად ჩამოვიდნენ კივის თუ თევზის კონსულტანტები, ჩამოყვანილი იქნა ადგილობრივი ორგანული და მინერალური სასუქის სპეციალისტი ლუდი ვოლგნერი, რომელიც ჩაერთო ადგილობრივი ორგანულ-მინერალური სასუქების ტექნოლოგიაში ანასეულის მეცნიერებთან ერთად, შემუშავებული იქნა ადგილობრივი ორგანულ-მინერალური რეცეპტურა, რაც შემდეგ სახელმწიფო სტანდარტით დამტკიცდა და 2004 წელს შეიქმნა აგროსაწარმო "ცეოტორფი", რომელიც აწარმოებდა ორგანულ მინერალურ სასუქებს, რომლის ძირითადი კომპონენტი არის ტორფი და ცეოლიტი. ცეოლიტს მეცნიერება აფასებს, როგორც მომავლის მინერალს, რომელსაც გააჩნია საოცარი აკუმულირების უნარი _ ნიადაგიდან შეიწოვოს მინერალური სასუქები ან სხვა ნივთიერებები, არ ჩარეცხოს იგი ნიადაგში და ყოველივე მერე ნელ-ნელა მისცეს მცენარეს! მეცნიერება ამტკიცებს, რომ ნიადაგში შეტანილი სასუქებიდან, 50-60% ვერ მიდის ფესვებთან _ ირეცხება, ან ორთქლდება ცეოლიტი კი აკავებს მას და მაკროელემენტებს ნელ-ნელა გასცემს მცენარეზე და 7-8 წლის განმავლობაში მოქმედებს მასზე. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ამ სასუქში იყო გამოყენებული, არის წყალტუბოს რაიონში მდებარე გოდოგნის ფოსფორიტის ფქვილი, რომლის დიდი საბადოები გაგვაჩნია. განსხვავება ფოსფორსა და ფოსფორიტის ფქვილს შორის არის ის, რომ ფოსფორი სუპერფოსფატების ქიმიური დამუშავების შედეგად არის მიღებული, ფოსფორიტის ფქვილი კი ბუნებაში მიღებული სასუქია.

სემინარის მონაწილეთა შორის, ციტრუსისა და თხილის მოსავლის გაუმჯობესებაზე, ისევე, როგორც სხვა დროს, ახლაც დაისვა კითხვები, თუმცა, ორგანიზატორთა მხრიდან მწვავე ირონიული ქვეტექსტიც მოჰყვა: _ ერთადერთია გურია, სადაც თხილს არ სხლავენ, არ წამლავენ, ფესვთან სასუქი არ მიაქვთ, დარგავენ ჩაის ნამყოფ ფართობზე და "უბრძანებენ", რომ, რაც შეიძლება მაღალი მოსავალი მოიტანოს, მოისხას ბევრი! ასეთ ნიადაგს კირით და დოლომიტით განოყიერება სჭირდება, რამაც შემდგომში მცენარე ისე უნდა კვებოს, როგორც დედამ შვილი.

მარინე სუნგულიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დღეს გლეხი ნაკლებად ინფორმირებულია, არ აქვს ინფორმაცია, ამიტომ კარგი იქნება, თითოეულ სოფელს ჰქონდეს საცდელი ნაკვეთი, სადაც პრაქტიკულად დარწმუნდება ბიოსასუქების სიკეთეში.

_ როცა მე ათეული წლის მანძილზე მხოლოდ ბიოსასუქს ვხმარობ, "ორგანიკა" მოვასხურე და ადამიანი მაინც მეკითხება, აზოტი რამდენი მიეციო, ამას რა ჰქვია? თუ არ მოვმართეთ ტვინი ისე, რომ აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით უნდა ვიკვებოთ, არაფერი გამოვა, _ უკმაყოფილება, როგორც ყოველთვის, ახლაც მკვეთრად გამოხატა ცნობილმა ფერმერმა კაკო ღლონტმა, _ ხალხმა უნდა მოიხედოს ბიოლოგიურისკენ, მცენარის შენებისთვის ძირითადი კონკურენტები არის ფოსფორი, აზოტი და კალიუმი. ამ სამი ელემენტის გარეშე მისი წარმატებული განვითარება შეუძლებელია. ყველაზე ეფექტური არის ფოსფორიტის ფქვილი. ის ბიოლოგიურად სუფთაა და ფოსფორის გამამდიდრებელი. ამით ხდება ნიადაგის სწრაფვა განეიტრალებისკენ. ბუნებრივად ეს არის ნაცარი. ზედმეტი ბალასტი კი რყვნის ნიადაგს. ჩემი აზრით, კარგია, ქიმიური სასუქის გაძვირება, რადგან ხალხი უფრო მოიხედავს ბიოლოგიურისკენ. ბუნებაში ხომ არაფერი ხდება კანონზომიერების გარეშე? ღვინოში დუღილის ბაქტერიას მისივე წარმოშობილი სპირტი ახშობს, ასევე ჩაახშობს ქიმია საკუთარ თავს, თავისივე ფასების მატებით.

სემინარის მთავარმა ფიგურამ, ექიმმა-ჰომეოპატმა, ბიოტექნოლოგმა, თხევადი ორგანული სასუქის "ორგანიკას" შემქმნელმა დავით ჩაჩანიძემ, ალბათ, უფრო თავმდაბლობის გამო, აღნიშნა, რომ ნაკლებად აპირებდა სასუქზე საუბარს, რადგან თუ არ შეიძენს ვინმე "ორგანიკას," წავა ადამიანი, ნაკელს ფერმენტაციას გაუკეთებს და მოიხმარს. თუმცა, მან თქვა, რომ უკვე სახელმწიფო პოლემიკაა ამ ორგანული სასუქის გარშემო, უნდათ დუბაიში, სომხეთში, თურქეთში. სომხეთის პრეზიდენტმა გასცა დავალება, რომ მათი ქვეყანაში შეიძინონ "ორგანიკა" მთელი სავარგულებისთვის.

_ მე მსურს ერთ ძალზე საინტერესო საკითხზე გესაუბროთ _ ეს არის დაცვის საშუალებები, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებს მივმართეთ, თუმცა, მისი შემოტანა იმდენად ძვირი აღმოჩნდა, რომ უარი ვთქვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტში აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც გენიალური აზრი გაუჩნდა და იკითხა: _ ხალხო, რას ეძებთ უცხოეთში? საქართველოში იყო ძალიან ბევრი ბრწყინვალე სპეციალისტი და მეცნიერი, ვინც მუშაობდა ბიოკონტროლზე; ასევე თბილისში, ტაბახმელაში იყო ბიოლოგთა უზარმაზარი კომბინატი. ჩვენ ვიპოვეთ ეს ხალხი _ ლაპარაკია საკმაოდ ასაკოვან ადამიანებზე, რომელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მათ ათეული წლების წინ, "დაწყევლილ კომუნისტების დროს" რომ ვუწოდებთ, შექმნეს ბრწყინვალე ტექნოლოგიები. სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მინიმუმ, 30% იყო ეკოლოგიურად სუფთა, რაც ამ ხალხის ხარჯზე ხდებოდა. როცა მივაკითხეთ, ვერ წარმოიდგენთ, რაც ვნახეთ _ მაცივრებში საჭმელთან ერთად ჰქონდათ ეს ყველაფერი შენახული. თქვეს, ვფიქრობდით, რომ ვიღაც მოიკითხავს, ვიღაცას დასჭირდება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგულიყოო. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ფირმა _ ერთი, რომელიც აწარმოებს ორგანულ სასუქს, მეორე კი _ ბიოპესტიციდებს. მესამე ფირმაც შევქმენით _ შევძელით და დავიწყეთ ბიოკოსმეტიკის გამოშვება.

დარბაზიდან წამოსულ რეპლიკას, რომ ბიოლოგიური პრეპარატების ჯერადობა მეტია, ვიდრე ქიმიურისა, ჩაჩანიძემ სიმართლე იქვე შეაგება _ ეს მხოლოდ საწყობში!

ფერმერებმა იქვე გადაიანგარიშეს, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდს თუ 240 ლარის ღირებულების აზოტოვანი ანუ ქიმიური სასუქი სჭირდება, 65 ლარის "ორგანიკაა" საკმარისი, რომელიც ბიოსასუქია!

სემინარის დასასრულს, ფერმერებს დაშლაც არ უნდოდათ, იმდენად შევიდნენ დისკუსიაში. ინოვაციურმა წიაღსვლამ თავისი ჰქნა: _ ფერმერსა და გამომგონებელს, უკვე მეცნიერულ დონეზე აქვს ინფორმაცია და უფრო უნდა გაძლიერდეს პრაქტიკული ქმედება. ეს კი მოიტანს შედეგს, რომ მეცნიერები და პრაქტიკოსები თანდათან სწორ, პრაქტიკაში გაჯერებულ ინფორმაციებს გაუცვლიან ერთმანეთს. ეს კი, საბოლოოდ, ისევ ფერმერისავე ჯიბეზე ძალზე დადებითად აისახება, _ განაცხადა გიგა ხარაბაძემ და უახლოეს მომავალში კვლავ ასეთი ცოცხალი, ინოვაციური თემებით დატვირთული შეხვედრა ისურვა.


ნახვა: 2169


 ახალი ამბები
  • სტიქიური ნაგავსაყრელები საქართველოში და მისი გავლენა ეკოსისტემებზე (R)საყოფაცხოვრებო ნარჩენი თანამედროვე გაგებით, არ არის ადამიანისთვის გამოუდეგარი ან არასაჭირო რამ, არამედ დღეს ის გვევლინება, როგორც მეორადი გამოყენების საგანი, რომლიდანაც შეიძლება შეიქმნას მოსახლეობისათვის საჭირო მრავალი მოხმარების საგნები. წარმოშობის მიხედვით, ნარჩენი შეიძლება დავყოთ შემდეგ ტიპებად: _სამრეწველო; _ სასოფლო-სამეურნეო; _ სამშენებლო; _ სამედიცინო; _ საყოფაცხოვრებო და სხვა. საშიშროების მიხედვით ნარჩენები შეიძლება დავყოთ _ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად.  სახიფათოა ნარჩენი მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ან თუ შეიცავს ის იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საშიში ინფექციების გავრცელების წყაროა ან ეს ნივთიერებები ცეცხლსაშიშ და ადვილად ასაფეთქებელ ნივთიერებებს წარმოადგენენ. ასევე სახიფათოა ნარჩენი თუ ის საშიშია და ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  საყოფაცხოვრებო ნარჩენი, არის ყოველივე ის, რაც გროვდება ოჯახებში, დაწესებულებებსა და ოფისებში, დასახლებულ კომპლექსებში და სხვა. მისი ფრაქციული შემადგენლობა შეიძლება დავყოთ სველ (ძირითადად საკვები პროდუქტების ნარჩენები) და მშრალ ფრაქციად. _ მშრალი ფრაქციის შემადგენლობაა: _ პლასტიკა; _ მუყაო-ქაღალდი (მაკულატურა); _ შუშა; _ ქსოვილები (ძველი ტანსაცმელი); _ ელექტროსაგნები, ბატარეები, აკუმულატორები; _ რეზინის საგნები; _ ვერცხლისწყლის შემცველი ნათურები და სხვა. საქართველოში განსაკუთრებულად მრავლადაა სტიქიური (არაკონტროლირებადი) ნაგავსაყრელები, რომლებიც ხშირად განლაგებული არიან ხევებში (განსაკუთრებით რეგიონებში), მდინარეების პირას, საძოვრების ტერიტორიებსა და დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს. აღნიშნულ ნაგავსაყრელებზე ხშირად შევხვდებით სახიფათო ნარჩენებსაც, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც ხასიათდებიან განსაკუთრებული ანტისანიტარიით, სამწუხაროდ, მიმზიდველი გამოდგა შინაური ცხოველებისთვის და შესაბამისად, საშიში იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც არც თუ ისე შორს ცხოვრობენ არსებული ნაგავსაყრელების ტერიტორიებიდან. ამიტომაც, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის "ორქისი"-ის მუშა ჯგუფის მიერ ("დავასუფთაოთ საქართველო"-ს (ფაზა III) პროექტის ფარგლებში) შვედეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით, გახორციელდა თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, აგრეთვე ზოგიერთი მეტად თვალსაჩინო სტიქიური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები. შედეგად, პირველად ჩვენს ქვეყანაში, შესწავლილ და შეფასებულ იქნა ამ ტიპის ნაგავსაყრელების გავლენა ეკოსისტემების დაბინძურების პროცესებზე და იმ ნეგატიური ზეგავლენების დადგენა, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.  არსებული მდგომარეობა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად გამოწვეულია რეგიონებში სერვისის არ არსებობის და მოსახლეობის შედარებით დაბალი ცნობიერების გამო (ეკოლოგიური განათლების ნაკლებობა). საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი აწყობილი სისტემა, რომელიც დაალაგებდა ყველა ამ პრობლემას და გახდიდა საქართველოს უფრო ევროპულ ქვეყნად. ამისთვის, ალბათ, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ჩადოს მეტი ფინანსები მოცემული პრობლემების გადაწყვეტაში და მოიზიდოს მეტი ინვესტორები.  კომპონენტები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა შესწავლილი, ახასიათებთ და შესაბამისად არსებობენ ნაგავსაყრელების ტერიტორიებზე. ესენი არიან ზოგიერთი ბიოგენური ელემენტების ფორმები, ზოგიერთი კანცეროგენული მძიმე ლითონები, ან ისეთი აქტიური მიკრობაქტერიები, როგორებიცაა ერშერიხია კოლი (E-coli), ფეკალური სტრეპტოკოკები, ტოტალური კოლიფორმები, რომლებიც გარემოში ხშირად ქმნიან ანტისანიტარულ მდგომარეობას.  როგორც მოგახსენეთ, საანალიზო ნიმუშებს (ნიადაგი, წყალი) ვიღებდით სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომლებსაც ვიკვლევდით როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური კუთხით, ანუ ჩვენთვის დაინტერესებულ ობიექტებს ვსწავლობდით კომპლექსურად.  რამდენიმე წლის მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელები ხშირ შემთხვევაში აბინძურებენ მიმდებარე ტერიტორიებს, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის შინაური ცხოველებისა და რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ვიდრე მის დასავლეთ ნაწილში. კერძოდ, მძიმე ლითონებიდან ნიადაგის ნიმუშები ყველაზე დაბინძურებული აღმოჩნდა ტყვიით. ის ხშირ შემთხვევაში რამდენჯერმე აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს (ზდკ), ასევე მძიმე ლითონებიდან თავი იჩინა სპილენძმა და თუთიამაც, თუმცა არა იმ დოზით, რასაც ადგილი ჰქონდა ტყვიის შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ 2 შემთხვევაში აღმოჩნდა მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებული კადმიუმით, რომელიც თავისი კანცეროგენული თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება ტყვიას. არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა საანალიზო ნიმუშები დაბინძურებული ვერცხლისწყლით.  მდინარის წყლის საანალიზო ნიმუშების შედეგებმა (თუკი ნაგავსაყრელი მდებარეობდა მდინარის პირას) ასევე დაგვანახეს, რომ სტიქიური ნაგავსაყრელები ხშირ შემთხვევაში აბინძურებს მდინარის წყალს და, შესაბამისად, გარკვეულ როლს თამაშობს ზედაპირული წყლების დაბინძურების პროცესებში. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში როგორც ნიადაგის ასევე წყლის ნიმუშებში დაფიქსირდა E-coli-ისა და ფეკალური სტრეპტოკოკების ნორმატივებზე მეტი რაოდენობები, ასევე, ამონიუმის იონის მომატებული კონცენტრაციები, რაც მიანიშნებს მიმდებარე ტერიტორიების ანტისანიტარულ მდგომარეობაზე.  ჩვენ მიერ განხილული დამაბინძურებლები ნაგავსაყრელებზე შემთხვევით როდი ხვდება; ისინი სხვადასხვა პროდუქტის თუ ნივთის შემადგენლობაში შედიან და ასე აღმოჩნდებიან ხოლმე მოცემულ ობიექტებზე. ესენია _ რემონტის შემდგომ დარჩენილი საღებავიანი ან რაიმე გამხსნელის შემცველი ჭურჭელი, გატეხილი ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები, წყობიდან გამოსული ეკონომიური ნათურები, ბატარეები, კონდენსატორები, საკვები ნარჩენები და მრავალი სხვა.  ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები მნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას ავლენენ ეკოსისტემების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყნის მთავრობამ (განსაკუთრებით კი ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა) მეტად უნდა იზრუნოს (მაგალითად, შეთავაზონ მეტი სერვისი) იმაზე, რომ ქვეყანაში სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლოს და რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის დირექტივები და ვალდებულებები, რომლებიც იმ ევროასოცირების ხელშეკრულების შემადგენელია, რომელსაც მან ხელი მოაწერა.   ნუგზარ ბუაჩიძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს მონიტორინგის ექსპერტი ... ...
  • ყაჩაღობა ქვიანშიწუხელ, დაახლოებით, 11 საათისთვის, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს და სასტიკად ცემეს. ყაჩაღები ითხოვდნენ ოქროს. მათ 400  ლარის წაღება მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს. "გურია ნიუსი" შსს-ს კომენტარს უახლოეს დროში ... ...
  • ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმისა და იარაღის უკანონონო შეძენა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს. 15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავესიტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს. ... ...
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

აფთიაქარი ფუტკარი

აპითერაპია - ფუტკრის პროდუქტით მკურნალობა,...

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...
ზაფრანი

"უცოდველი" ცნობილები

ბაცაცებს "კულტურულად" კლეპტომანებს ეძახიან, მაგრამ...

მინერალური წყლის სასიცოცხლო ენერგია

მინერალურ წყალს, ამ მაცოცხლებელ სითხეს,...

სიყვარული დათვსაც უნდა

ნიუ-ჯერსის შტატის პატარა ქალაქ ისტ...

"დარვინის ობობა"

ბიოლოგებმა მადაგასკარზე აღმოჩენილ უნიკალურ ახალ...

"უმცროსი ტერმინატორი"

"ტერმინატორი" დაბერდა და სარეკლამო კომპანიებიც...

ჰიდროქორწილი

პოლონელმა დაივერებმა - ევა და...