"გლეხმა ოჯახის ღირსეულად რჩენა უნდა შეძლოს"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"გლეხმა ოჯახის ღირსეულად რჩენა უნდა შეძლოს"

2012 ივლ 8 06:38:05

ბიძინა ივანიშვილმა ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში, რომლის ნაწილი უკვე გამოქვეყნდა. დღეს კი გაიგებთ, როგორ ესახება ივანიშვილს სოფლის მეურნეობის განვითარება და რომელ დარგებზე ამახვილებს ყურადღებას.

_ ბატონო ბიძინა, ქუთაისში განაცხადეთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, დაფუძნდება ფონდი, რომელსაც პირველ ეტაპზე ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. თქვენთან წინა შეხვედრისას, ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ უფრო დააკონკრეტებთ, რას აპირებთ თქვენ და თქვენი გუნდი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად და თქვენს გეგმებში თუ შედის ჩაის მრეწველობის განვითარება, რომელიც დღეს შიდა ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს...

_ ჩაის მრეწველობას რაც შეეხება, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ და ვერ გადავჭერით, როგორი დონით და როგორი პრინციპებით უნდა განვითარდეს იგი _ ასე ღრმად ვერ ჩავედით. გვქონდა ჩაის და ციტრუსის თემის განხილვა. ჩაის კრეფა ძალიან მძიმე სამუშაოა. ამბობდნენ, თავის დროზე ბერია იყო წინააღმდეგი, რომ გურულ და მეგრელ მანდილოსნებს ჩაი მოეკრიფათ _ ლამაზი ქალბატონები ჰყავს მეგრელებს და გურულებს, ჩაის მძიმე შრომა სჭირდება და დაამახინჯებსო. ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და გეტყვით, რომ როგორც ციტრუსს, ასევე, ჩაისაც სერიოზული მიხედვა, შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ ეს დარგი აუცილებლად უნდა განვავითაროთ და რაც უკვე განადგურდა, ახლით უნდა ჩავანაცვლოთ. ეს საკითხი ღრმა განხილვას მოითხოვს. პირველ ეტაპზე, უნდა მოვახერხოთ და გვყავდეს ტექნიკა, უნდა გვქონდეს სასუქი, კარგი ნერგები და რაც ყველაზე აუცილებელია, არ უნდა იყოს საწვავის პრობლემა. ორი-სამი წელი მაინც, სანამ გლეხი ფეხზე დადგება, სანამ ბაზარზე ქართული ჩაი არ აჯობებს იმ მდარე პროდუქციას, რომელიც დღეს გვეძალება და მისი კონტროლი საერთოდ არ არსებობს. როგორც აღვნიშნე, ერთ მილიარდ დოლარზეა საუბარი, რომელიც პირველ ეტაპზე მგონი საკმარისი იქნება, თუმცა, შემდგომ კიდევ დაგვჭირდება, რადგან ამ რაოდენობის ფული არ იქნება საკმარისი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. სოფლის მეურნეობას უნდა დავეხმაროთ მანამ, სანამ, არ გაძლიერდება ქართველი გლეხი და ქართველი ფერმერი. ყველა გლეხი ფერმას ვერ შექმნის. მიწების დაყოფა, მოგეხსენებათ, რთული პროცესია _ ზოგს აქვს საკმარისი, ზოგს _ არა. საფერმერო ფართის რაოდენობა საშუალოდ ათი ჰექტარია და ბუნებრივია, ეს ყველას არ მოუწევს. ამიტომ, წვრილი გლეხური მეურნეობა და კოოპერატივები, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობა კომპლექსში ყველას დასაქმებას გამოიწვევს. ყველას ექნება საშუალება, რომ საკუთარი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. გაწერილი პროგრამა თითოეულ რეგიონზე, თითოეულ კუთხეზე კიდევ ვითარდება. ამიტომ ჩვენ ზედაპირულად ვაცხადებთ ჯერ, რაც უნდა გავაკეთოთ და დამოკიდებულება როგორია. ამასთან, მოხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მათი რჩევები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

_ გურულების უმრავლესობა, დღეს თურქეთში, მინიმალური ანაზღაურების ფასად კრეფს ჩაის, მაშინ როცა შესაძლებელია იგივე აქ, გურიაში გააკეთონ, სადაც ჩაის მრეწველობა კარგად იყო განვითარებული. ამაზე არ გიფიქრიათ?

_ რა თქმა უნდა. საშინელებები ხდება. ეს ქვეყანა ჩვენთვის აღარაა. საკუთარ თავს რომ ვერ ირჩენ საკუთარ ქვეყანაში, ზუსტად ის სიტუაციაა და ამიტომაც გარბიან. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ქართველი ქალი და ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ მას ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნის გარეთ უწევს წასვლა. ეს კატასტროფაა და უნდა დამთავრდეს. ყველანაირი ღირსება დავკარგეთ _ თანაც ყველაზე არაპოპულარულ და ყველაზე დაბალ ანაზღაურებად სამუშაოზე გვიწვეს მუშაობა. ისეთზე, აქ რომ ვერ გააკეთებ იმის გამო, მეზობელი დამინახავს და სირცხვილიაო. მე ვიცი, როგორ მუშაობენ საზღვარგარეთ ქართველები და ამას რომ გაიფიქრებ და მით უმეტეს დაინახავ, გული მოგიკვდება. გპირდებით, ძალიან სწრაფად აღვადგენთ და ძალიან სწრაფად მოხდება წინსვლა, ძალიან სწრაფად შეივსება საქართველო, პირველ რიგში, ქართველებით, ჩვენი წასული მეგობრებით თუ ნათესავებით. რამდენიმე წელიწადში ყველა დაბრუნდება _ ამის პირობას გაძლევთ. ევროპელებიც ჩამოვლენ _ ჩვენ გაქვს უნიკალური ტერიტორია, პირობები და და ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. ამას დიდი ხანია ვამბობ _ 20 წლის ვიყავი და მას შემდეგ ამას ვამტკიცებ და სულ პარალელს ვავლებდი ქართველებსა და ებრაელებს შორის. ებრაელებმა მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ნიჭიერები არიან, ქართველებს ამის მტკიცებულება გვაკლია და ნახავთ, რომ ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ. ჩვენ ისეთი ისტორია გვაქვს, ისეთი წინაპრები გვყავდა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ.

_ ბატონო ბიძინა, არსებული ინფორმაციით, ორი წლის წინ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის გურიაში, ხეხილის ნერგები გამოაგზავნეთ. როგორც გავიგეთ, ნერგები ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, მათ არ მისვლიათ _ საჯარო მოხელეებმა და მათმა ახლობლებმა სახლში წაიღეს... აკონტროლებდით თუ არა ასეთ ქველმოქმედებებს?

_ ნერგების დარიგების პროცესი ნამდვილად იყო და გაგრძელდება მანამ, სანამ ვინმეს ექნება სურვილი. შარშან შემოვიტანეთ ძალიან დიდი რაოდენობის ნერგი. ეს მას შემდეგ დავიწყეთ, რაც სააკაშვილი ვერ დავითანხმე, რომ საჭირო იყო სოფლის მეურნეობის ასაღორძინებელი პროექტის გახორციელება. ორი-სამი წელი ველოდებოდი და შემდეგ ეს პროექტი წამოვიწყე "ქართუ ჯგუფის" დონეზე. ჩვენს სანერგეებში გამოვიყვანეთ თესლები, შემოვიტანეთ ნერგები და რაც მთავარია, საუკეთესო ჯიშები, რომლებიც საქართველოში იქნება უხვმოსავლიანი და გემრიელი. დარიგების რამდენიმე ეტაპი გვქონდა. ჩვენ ახლაც ვამრავლებთ ნერგებს და გაისად შეგვეძლება ყველას დავურიგოთ იმდენი, რამდენის საჭიროებაც იქნება. რაც შეეხება გამოგზავნილი ნერგების საჯარო მოხელეების მიერ სახლში წაღებას, ვერ მივაქციეთ მაგას ყურადღება და შეიძლება ეს მომხდარიყო. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ჩინოვნიკები არ გაკიცხო _ რაც მთავარია, ნერგები საქართველოში დარჩა და ქართველებმა მოიხმარეს. თუ მოვლა იციან, ძალიან კარგია. ჩვენ კიდევ, დავარიგებთ ნერგებს, ოღონდაც მიხედონ.


ნახვა: 1687


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...
ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...