პალვონიებისა და "ტიახარას" წრეში მომწყვდეული მზიანი ფერდობი

კარმიდამო ჩემი

პალვონიებისა და "ტიახარას" წრეში მომწყვდეული მზიანი ფერდობი

2012 ივლ 10 06:42:14
მისივე ხელით დამზადებული მესრით შემორტყმული ფერდობიანი ეზო, პალვონიებსა და იაპონურ მანდარინ "ტიახარას" წრეში ისე მოუმწყვდევია, რომ თითქოს, შიგ მისი შემოქმედი პატრონის შეშვებაც უმძიმს.

ჩვენს მასპინძელთან სტუმრად ადრეც ვიყავით და მაშინდელი ვარაუდი, რომ აქ არაერთხელ მოგვიხდებოდა მოსვლა და შემდეგ მკითხველისთვის გამოცდილების გაზიარება, გამართლდა.

_ რამ მიმიყვანა "ორგანიკასთან", აღარ მახსოვს. სასწაული კი მოახდინა ჩემ ეზო-გარემოში, გადაირია და გადამრია, შეხედეთ ყველაფერს, მე არასოდეს ვხმარობ აზოტოვან სასუქს, გარდა ამისა, შარშან წიწილები წყალში შერეული "ორგანიკით" გავზარდე _ 4 თვისა დედლებად მოვაქციე, კვერცხი დადეს. უფრო მეტსაც გეტყვით _ ჩემ საკარმიდამოში ერთი პატარა "ჯადოსნური ეზო" მაქვს, გამომგონებელი ბიოტექნიკოსი დათო ჩაჩანიძეც გაოცდა, ეს რომ ნახა, რად გინდა "ორგანიკა", აგერ სასწაულიო, _ იძახდა.

ეს სასწაული, ერთი შეხედვით, მიწის ორი მოზრდილი ოთხკუთხა ფართობია, სადაც ჩვეულებრივი კულტურები _ გოგრა, კიტრი, პომიდორი, და ქინძია დათესილი. გვერდიგვერდ მდებარე ე.წ. პატარა ბოსტნებში ის განსხვავებაა, რომ ერთგან ეს კულტურები მაღალი და ძალიან მწვანეა, მეორეგან ზრდის სხვა ფაზაშია და მიწიდან 15-50 სმ სიმაღლეზეა. თუმცა, როგორც ბატონი ბესო ამბობს, ისინი ზუსტად ერთ დღეს, ერთსა და იმავე წუთს დათესილია. ოღონდ ერთგან ბოსტნეული დამპალი, გაფუჭებული მანდარინის "გორზეა" დათესილი, მეორეგან კი ჩვეულებრივ ნაკელით შეზავებულ მიწაზე. როგორც ბატონი ბესო ამბობს, როცა ამ ზამთარს მანდარინი გაუფუჭდა, ორმო ამოიღო, შიგ ჩაყარა, შემდეგ მიწა დააყარა, 2-3 თვეში, აპრილის დასაწყისში დათესა ერთდროულად და...

_ აი, შედეგი! არ არის ნოვაცია? გადაყრილ მანდარინზე დათესილი გოგრა უკვე 4-5 მეტრ სიმაღლეზეა, პომიდორი აყვავებულია და კიტრს ჭიპები აქვს. ჩვეულებრივ დათესილს კი ჯერ ყვავილი არ გამოუსხამს. ეს, უბრალოდ, ვცადე, მაინტერესებდა, მართალი იყო თუ არა აჭარელი გლეხი, ვინც ეს მასწავლა. გიკვირთ, ხომ? _ ამბობს ჩვენი მასპინძელი და გვირჩევს, მომავალში ასეთი ცდა ჩვენც ჩავატაროთ.

რაც შეეხება კარტოფილის ნათესებს, აქაც სიახლეა _ კარტოფილი დათესილია, თუმცა... ბალახის, თივის, ჩალის ნარჩენებში და არა მიწაში. აღვნიშნავ, რომ ჩვენს მასპინძელს საცდელი ნაკვეთები ცალკე აქვს გამოყოფილი, იქვე ახლოს კი ჩვეულებრივი მეთოდით დათესილი თუ დარგული კულტურები ყვავის.

_ ესეც ნოვაციაა _ კარტოფილის დათესვა მულჩირების წესით. საცდელ ნაკვეთზე დაბარულ და გაფხვიერებულ მიწაზე მწკრივებად დავალაგებ კარტოფილს და ასევე დავაფარებ თივისა და ბალახეულის ნარჩენებს. ამოვა, გაიზრდება, აყვავდება, ჩახმება, გათოხნა არ უნდა და სასუქი. გადაწევ მერე ამ ნარჩენებს, როგორც კრუხის ბუდიდან წიწილებს, ისე ამოიღებ და აავსებ ვედროებს კარტოფილით ისე, რომ მიწით ხელი არ დაგესვრება, ბალახი სულ იქნება სოფელში, რა უნდა ამის გაკეთებას, ნაკლებ შრომატევადიცაა, _ იცინის ბატონი ბესო და თან ორთავე ხელით თივის კვალებიდან კარტოფილის ბოლქვებს იღებს, _ აი, უკვე ბოლქვები აქვს, ახალი კარტოფილია.

ბესო მჟავანაძის საკარმიდამო ნაკვეთი ძირითადად თხილის ნარგავებითაა მოფენილი, თუმცა, ვიდრე თხილი მოღონიერდება, შიგ უამრავი სახის ერთწლიანი კულტურა აქვს დათესილი: მარწყვი, მიწის თხილი, (არაქისი), ნესვი, საზამთრო, კომბოსტო, გოგრა, ლობიო, სათითაოდ ჩათესილი 2200 ცალი სიმინდის მარცვალი და რაც მთავარია, სოიო, რომლის დაბუჩქულ მწკრივებს ყველა მიმართულებით ხედავთ.

_ აი, პალვონია და არა პავლონია, როგორც ხშირად წერენ. ესეც ჩემი ხელით დამყნილი ხაშიაა, გარს ერტყმის ჩემს კარმიდამოს. "ნანუკას ვაშლები" ხომ იცით? აგერ ეს მწვანე ვაშლია. ექვსი ჯიშის ხეხილი, რომელიც ესპანეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან არის ჩამოტანილი, ორი ძირი ავოკადო, რომელიც ტყუპისცალებივით დგანან... ყველას ერთად კი მზე და ნიავი თანაბრად დასტრიალებს თავს და გარს უვლის, _ საკუთარ განცდას ასე გვიხატავს და ეზოს შუაგულში მივყავართ, სადაც უკვე ვარჯებმომძლავრებული კივის პლანტაციაა. საკვირველი ის არის, რომ აქ ხემცენარე, ბუჩქი თუ ხვიარა ერთნაირად გაბადრულა, რასაც მუყაითი კაცის ხელში ლოლიავის გარდა, როგორც თვითონ ეს კაცი-პატრონი ამბობს, "ორგანიკას" ხელი თუ კვალი ატყვია. მარჯვნივ და მარცხნიც კი კარმიდამოს მშვენება-პატარძლის _ ვაზის მრავალი ჯიშის ტალავერია. ყველაზე მეტად სწორედ მათკენ მიუწევს გული ბატონ რეზოს.

საგურამოს საცდელი სანერგე მეურნეობიდან ხუთი ჯიშის ვაზი ჩამოიტანა, სულ კი ვაზის 21-ნაირი ჯიშის სახეობა აქვს დარგული. ბევრი მსხმოიარეა, ზოგიც ახლა მართავს მუხლს, ჯერჯერობით, საკოლექციო ხასიათს ატარებს. აქედან მრავლდება ძველი გურული ვაზის ჯიშები, "იტალია მუსკატს" უკვე, ერთ წელში, ნიშანი აქვს. მოშორებით, ხეებზე გაფრენილ "ადესას" და "ნოვეს", სამწუხაროდ, მოჭრა ემუქრება, მამისეულია და კი ენანება, მაგრამ უკეთესისკენ სწრაფვას მსხვერპლიც ახლავს.

დიდი კარმიდამოს პატრონი დიდ პოლიტიკაშიცაა ნამყოფი, იგი 90-იან წლებში ქობულეთის საკრებულოს შვიდი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, ახლა კი საკუთარი მხარის ნოსტალგიამ თუ მიწის ყივილმა იმძლავრა და, როგორც თვითონ ამბობს, სპილო რომ ვერ გავიდოდა, ისეთი "ჯუნგლები" ბაღნარად აქცია. ჩიტების ჭიკჭიკი სიმფონიად ეყურება, ყვავილების ბაღი კი მეუღლის ეპარქიაა და მის მოვლაში არ ერევა, უბრალოდ, "ორგანიკას" უწილადებს ხოლმე.

_ რა ვქნა, გადამრია ამ "ორგანიკამ" და მეც გადავირიე, ადრეც ვმუშაობდი, მაგრამ ასეთი შედეგი არ ყოფილა და რომ არ ვთქვა, იქნება?

შხამი არ ვარგა, კარგია "ბიომეთოდი". პირადად ვარ ინოვაციების მომხრე, ბევრს ვერ დაარწმუნებ, რომ პროგრესია ბიოლოგიური მეთოდით მოყვანილი და დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, უცხოეთში მინახავს პომიდორი ერთსა და იმავე მაღაზიაში გარეგნულად ერთნაირი, მაგრამ ერთი გაცილებით მეტი ღირს, რადგან ბიოლოგიურად დამუშავებულია, მეორე კი ნაკლები, რადგან ქიმიურადაა დამუშავებული. დადგება დრო, აქაც ასე იქნება. თანამედროვე მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ ადამიანებმა მხოლოდ საღი პროდუქტი ჭამონ, _ ამბობს ბატონი რეზო.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...