გურული ვაზის ჯიშები _ საკმიელა

კარმიდამო ჩემი

გურული ვაზის ჯიშები _ საკმიელა

1970 იან 1 04:00:00
ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა შემოჭრამდე მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიის თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი მთისპირა სოფლებში. თეთრყურძნიან ჯიშებს შორის მას ყველაზე გამორჩეული ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან და იმავდროულად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემს.

სამეურნეო დანიშნულებით საკმიელა საღვინე ჯიშია.

ხასიათდება ძლიერი ზრდა-განვითარებით, რაც შესამჩნევია ყლორტების პირველივე გამოჩენისთანავე. ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3 მეტრი და მეტიცაა.

ძალიან უხვმოსავლიანია. დაბლარზე საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა შეადგენს 90-95 ცენტნერს, ხოლო სათანადო მოვლის პირობებში იგი გაცილებით მეტია. მაღლარად დაყენების შემთხვევაში, 1 ძირი, საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, საშუალოდ, 60-70 კგ. მოსავალს იძლევა.

შეიძლება ითქვას, რომ მოსავლიანობის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ჯიშებს შორის საკმიელა თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი მაინც არის.

საერთოდ, არც თუ ხშირია შემთხვევა, რომ ვაზის ჯიში ერთდროულად უხვმოსავლიანიც იყოს და პროდუქციასაც მაღალი ხარისხისას იძლეოდეს. საკმიელა სწორედ ასეთი გახლავთ.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტად გამძლეა. ავადდება როგორც ჭრაქით, ისე განსაკუთრებით ნაცრით.

შედარებით ადრეულა მწიფობისუნარიანია. გურული ვაზის ჯიშების უმეტესობა, ჩვენში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გვიან მწიფდება (ოქტომბრის ბოლოს, ზოგიერთი კი ნოემბერშიც). საკმიელა ამ მხრივაც გამორჩეულია: ტექნიკურ სიმწიფეს აღწევს ოქტომბრის პირველ რიცხვებში.

მტევანი საშუალო სიდიდის, ცილინდრულ-კონუსური, უფრო ცილინდრული. გვხვდება უფორმო მტევნებიც. საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი და განტოტვილი. მტევნის საშუალო წონა 126 გრამია, დიდი მტევნის წონა _ 166 გრამი.

მარცვალი ღია-მწვანე, მზის მხარეს ოდნავ მოწითალო-მეამული, საშუალო სიმსხოსი ან საშუალოზე მცირე, მრგვალი ან მომრგვალო ფორმის, საკმაოდ სქელკანიანი, მცირედ ხორციანი და უფრო წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

წვენის გამოსავლიანობა 78,7%, შაქრიანობა 20%, საერთო მჟავიანობა 8,5%.

ვაზზე დატოვებული ყურძენი ნოემბრამდე ძლებს, დაკრეფილი კი საზამთროდ არ ინახება.

ღვინო მაღალი ხარისხის, ღია ქარვისფერი, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, მეტად ჰარმონიული, საკმაოდ სხეულიანი, ძვირფასი გემური თვისებებით.

სამწუხაროდ, როგორც მრავალი გურული ვაზი, საკმიელაც _ ეს მართლაც უძვირფასესი ჯიში, გადაშენების და გაქრობის პირას იყო. ჩვენ მას მრავალწლიანი სოფელ-სოფელ ძებნის შედეგად შვიდი წლის წინათ მივაკვლიეთ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მოუვლელობის გამო იქაც თითქმის გახმობის პირამდე იყო მისული. ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია: საკმიელას ძიებაში გზადაგზა 20-მდე ვაზის ჯიში ვიპოვეთ და დავაბინავეთ (დღეს მათი რიცხვი უკვე 40-ს უახლოვდება).

სადღეისოდ მის ნერგებზე მოსახლეობის მხრიდან მართლაც დიდი მოთხოვნილებაა, რომლის სრულად დაკმაყოფილებაც ჯერ არ შეგვიძლია. მისი გაშენებით დაინტერესდნენ მეღვინე ბიზნესმენებიც.

ყოველივე ამას იმანაც მისცა სტიმული, რომ გასულ 2011 წელს, ბათუმში გამართული ოჯახში დამზადებული ღვინოების მე-4 ფესტივალზე ჩვენს მიერ წარდგენილმა ღვინო "საკმიელამ" თეთრ ღვინოებს შორის ფესტივალის მთავარი პრიზი _ ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჯიში მეტად პერსპექტულია და იგი სამართლიანად ლიდერობს გურულ თეთრყურძნიან საღვინე ჯიშებს შორის.

დარწმუნებული ვართ, მალე დადგება დრო, როცა გურიაში აღდგება ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა, ხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი გურული ოჯახების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდება, ხოლო "საკმიელა" მათ შორის ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაცია "გურიის ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...