კომპლექსური სასუქები ჩვენშიც პოპულარულია

კარმიდამო ჩემი

კომპლექსური სასუქები ჩვენშიც პოპულარულია

1 იან. 1970, 04:00:00
ცოტა რამ შესავლისათვის
სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების როლი. ისინი მცენარის სიცოცხლში გარკვეულ ფიზიოლოგიურ ფუნქციას ასრულებენ და რომელიმე მათგანის სხვა ელემენტით შეცვლა არ შეიძლება.
ამა თუ იმ ელემენტის ნაკლებობა იწვევს მცენარეში მიმდინარე პროცესების დარღვევას, რასაც მოსავლიანობის შემცირება და პროდუქციის ხარისხის გაუარესება მოსდევს.
მცენარის სიცოცხლისთვის საჭირო უამრავ კვებით ნივთიერებებს შორის მთავარია აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. რომელიმე მათგანის თუნდაც ჭარბი ოდენობით არსებობა ნიადაგში ვერ გადაფარავს სხვა ელემენტთა დეფიციტს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის და ხარისხის უზრუნველყოფა მხოლოდ და მხოლოდ ამ სამ ელემენტს შორის ოპტიმალური თანაფარდობით არის შესაძლებელი. უფრო მეტიც _ მცენარის არაბალანსირებული კვება საგრძნობლად ამცირებს ნიადაგში შეტანილი რომელიმე სასუქიდან საკვები ელემენტების ათვისებას. მაგალითად, ფოსფორი დიდ როლს თამაშობს მცენარის მიერ აზოტის შეთვისებაში. როცა მცენარე უზრუნველყოფილია ფოსფორით, მაშინ იზრდება აზოტის შეთვისება და მის ერთეულზე მოსავლის მატება.
ერთი სახის სასუქის გამოყენება ცალმხრივად, როცა მას სისტემატური ხასიათი აქვს, რაც ჩვენში ჩვეულებრივი მოვლენაა (განსაკუთრებით აზოტოვანი სასუქის _ ამონიუმის გვარჯილის სახით) იწვევს ნიადაგის რეაქციის ცვლილებას. ეს უკანასკნელი, ნიადაგური პირობებიდან მცენარის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია _ ყველა მცენარე განსაკუთრებულად რეაგირებს ნიადაგის რეაქციის ცვლილებებზე. ჩვენში არსებულ კულტურათა უმრავლესობა კარგად ვითარდება და მაქსიმალურ პროდუქტიულობას აღწევს ნეიტრალური არის პირობებში. რეგიონში ისედაც გავრცელებული მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგების ფონზე, ფიზიოლოგიურად მჟავე  მინერალური სასუქების ცალმხრივი გამოყენებით სტრესფაქტორი სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის კიდევ უფრო ძლიერდება.
მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნიადაგიდან ელემენტების შეთვისების მხრივ არა მარტო აბსოლუტური სიდიდეებით, არამედ, ამ ელემენტების ურთიერთშეფარდებით. ნიადაგს უნდა დაუბრუნდეს მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის მოსავლით გამოტანილი საკვები ნივთიერებები და დარეგულირდეს მათ შორის საჭირო თანაფარდობა (ბალანსი). ამის მიღწევის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი საშუალება სასუქების გამოყენებაა, მაგრამ ჯერ საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური სურათის ცოდნა, რაც ნიადაგური დიაგნოსტიკის ჩატარების აუცილებლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი რეგიონის სუბტროპიკული კლიმატის, რელიეფისა და ნიადაგური საფარის თავისებურებებიდან გამომდინარე, როცა მცირე ნაკვეთებზეც კი არსებობს განსხვავება მცენარეთა პროდუქტიულობასა და კვების პირობების შორის.
ხშირად, სასუქების არარაციონალური და არანორმირებული გამოყენების შედეგად, იზრდება ნიადაგების დეგრადაციის ტემპი, რაც გამოიხატება ნიადაგის კვების ელემენტებით გაღარიბებაში, მათი ბალანსის დარღვევაში, ნიადაგის არის რეაქციის ცვლილებაში და სხვა. დიაგნოსტიკა კი საშუალებას იძლევა სწორად შევარჩიოთ სასუქების დოზები, ფორმები და შეტანის მეთოდები; თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება და შევინარჩუნოთ ნიადაგის ნაყოფიერება.
ერთი სიტყვით, უნდა მივაღწიოთ სასუქების გამოყენების ეფექტიანობასა და რაციონალიზაციას.
ყველა მინერალური სასუქი, ძირითადი საკვები ელემენტების გარდა, შეიცავს სხვადასხვა მინარევებს. საკვები ელემენტების ანუ მოქმედი ნივთიერებების რაოდენობა განისაზღვრება პროცენტულად სასუქის საერთო მასის მიმართ. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ამონიუმის გვარჯილა შეიცავს მცენარისთვის გამოსაყენებელი აზოტის 33%-ს, დანარჩენი 67% მასში არის ბალასტი, რაც ანაგვიანებს ნიადაგს. ამიტომ, აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალკონცენტრირებული (ნაკლები ბალასტის წილით) სასუქების გამოყენებაზე.
ამას გარდა, სასუქებში არსებულ მოქმედ ნივთიერებებსაც სრულად ვერ ითვისებს მცენარე. სხვადასხვაა მის მიერ მინერალური და ორგანული სასუქებიდან საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტი. მაგალითად, იგივე ამონიუმის გვარჯილის ნიტრატული აზოტი რჩება ნიადაგის ხსნარში და ადვილად ირეცხება, ნაწილი ორთქლდება და აზოტის გამოყენების კოეფიციენტი არ აღემატება 60%-ს.
აზოტის საშუალო და მაღალი უზრუნველყოფის დონე მიიღწევა მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების გაუმჯობესებით, ბალანსირებული კვებით და არა უბრალოდ, აზოტის დოზების გაზრდით.
ამ დროს მნიშვნელობა აქვს სასუქების შეტანის ტექნიკას და ფორმას. სხვადასხვა შეტანის წესის დროს, არათანაბარია საკვები ნივთიერებების გამოყენება. მისი კოეფიციენტი მაღალია გრანულირებული სასუქების გამოყენების დროს.
კვებითი ელემენტები ნიადაგში არსებობენ სხვადასხვა ფორმით. მათგან მხოლოდ ნაწილია მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში. მათი ნიადაგში მოძრაობა, ათვისება და ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: ნიადაგის ტიპზე, მის ტემპერატურულ, ჰაერის და წყლის რეჟიმზე, ნიადაგის არის რეაქციაზე, სხვა ელემენტების ფორმასა და შეთანაწყობაზე, მათი შეთვისების მცენარის შესაძლებლობასა და განვითარების ფაზაზე.
სასუქების ეფექტიანობაზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატური პირობები, ნიადაგის თვისებები, გასანაყოფიერებელი და მათ თესლბრუნვაში მყოფ კულტურათა აგროტექნიკურ ღონისძიებათა დონე, სასუქების სწორი განაწილება თესლბრუნვაში, სასუქების ხარისხი და მათი შედგენილობა.

"სუპერ აგრო" გონივრული არჩევანია!
მინერალურ სასუქებს შორის ყველაზე ეფექტიანი და მცენარეთა ბალანსირებული კვების გარანტი კომპლექსური სასუქების გამოყენებაა. ისინი სულ უფრო პოპულარულები ხდებიან.
უფრო დეტალურად ვნახოთ რას წარმოადგენს, რით გამოირჩევა და რა უპირატესობები გააჩნია მას?
ამჟამად გაგაცნობთ უკრაინული წარმოების მაღალტექნოლოგიურ კომპლექსურ სასუქს _ "სუპერ აგროს", იგი შეიცავს აზოტს _ 15 %, ფოსფორს _ 15% და კალიუმს _ 15 %.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებში რეკომენდებულია აზოტოვანი სასუქების წილობრივი შეტანა. მაგალითად, ციტრუსებში აზოტი შეაქვთ ორ წილად: პირველი _ ყვავილობამდე, საჭირო დოზის 60%, მეორე _ ყვავილობის შემდეგ, დოზის დარჩენილი ნაწილი. ასევეა სიმინდშიც და სხვა კულტურებში. ამ წესით იზრდება აზოტოვანი სასუქების ეფექტურობა _ მცენარე განვითარების ყველა ფაზაში უზრუნველყოფილია ამ ელემენტით. "სუპერ აგროში" შემავალი აზოტი არის ის საწყისი სასტარტო დოზა, რაც სჭირდება მცენარეს ფოსფორ-კალიუმის გამოყენების პერიოდში საკვები ელემენტების უკეთ შეთვისებისთვის. ნიადაგის დამუშავებისას, აზოტის მცირე დოზით (რაც მოცემულია ამ სასუქში) შეტანა განაპირობებს საწყის ეტაპზე მცენარის აზოტით დაკმაყოფილებას, რის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მცენარის აზოტით გამოკვებისას, აზოტის სრულ დოზას გამოაკლდება უკვე შეტანილი დოზა. ფაქტობრივად, სუფთა აზოტოვანი სასუქების (მაგალითად, ამონიუმის გვარჯილის) გამოყენების დოზები ნახევრდება. აზოტის ნაკლებ მომთხოვნ კულტურებში კი, ნიადაგის ნაყოფიერებიდან და მცენარის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოირიცხოს კიდეც.
_ "სუპერ აგრო" გრანულირებული სასუქია. გრანულში აზოტის არსებობა ფოსფორთან და კალიუმთან ერთად, იცავს აზოტს მიგრაციისა და დანაკარგებისგან; მაღალია მცენარის მიერ მისი გამოყენების კოეფიციენტი; გაუმჯობესებულია სასუქის ფიზიკური თვისებები _ არ იბელტება, არაჰიგროსკოპულია, მოხერხებულია გამოსაყენებლად ნიადაგში მექანიზებული შეტანისთვისაც, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით.
_ გამოიყენება ყველა სახის სასოფლო-სამერნეო კულტურისთვის ყველა ტიპის ნიადაგებზე, როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. ფიზიოლოგიურად ნეიტრალური სასუქია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს მხარეში გადამჟავებული ნიადაგების გავრცელების გათვალისწინებით. შეიძლება მისი სხვა სასუქებთან შერევა.
_ ეკოლოგიურად გაცილებით საიმედო და უსაფრთხოა, მასში კვებითი ელემენტების შემცველობა 53%-ია (15+15+15+8%).
_ აქვს გამოყენების დიდი დიაპაზონი _ შეიტანება, როგორც ძირითად განოყიერებაში (ნიადაგის დამუშავების დროს), თესვისა და რგვისას, ასევე შემდგომ  _ გამოკვებებში, მცენარის ვეგეტაციის პერიოდში.
_ შეტანის ნორმა უნდა დაზუსტდეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევების საფუძველზე, საშუალო ნორმა კი 300-400 კილოგრამია ჰექტარზე. ადგილობრივი შეტანის დროს (მაგალითად, ბუდნებში) ეს ნორმა მცირდება.
"სუპერ აგროს " გამოყენება ეკონომიურად გაცილებით მომგებიანია ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქების ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით. ეს ეფექტი ჩანს სასუქების შეძენის პროცესში და იგი კიდევ უფრო იზრდება ტრანსპორტირებისა და შეტანის ხარჯებით მიღებული ეკონომიის გათვალისწინებით. გონიერი ფერმერისათვის ადვილი მისახვედრია მიღებული სარგებელი _ მოსავლის ნამატიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება გაწეულ ხარჯებს. სამივე კვებითი ელემენტის (ნპკ) ბალანსირებული და ოპტიმალური თანაფარდობით შეტანა, 30-40 %-ით ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად.
სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება "სუპერ აგროს" გამოყენების სიკეთეში. გონივრულად გამოიყენეთ შესაძლებლობები!




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...