ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე

კარმიდამო ჩემი

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე

2011 თებ 16 22:54:44

აქ მდინარის ხმაურს მთის სიმშვიდე ერთვის, ნისლი ფენებად ჩამოწოლილაყვავილებით მოფენილ მინდორზე. ეს ჩოხატაურია, სოფელი ჩხაკაურა _ ზღვის დონიდან 1500 მეტრი. აქ მძიმე ზამთარი იცის, თოვლიც ყველაზე ადრე ამ სოფელში მოდის და ყველაზე გვიან დნება. მიწა ნაყოფიერია. აქაურები სოფლის მეურნეობას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა, უმეტესად მესაქონლეობას მისდევენ _ ზაფხულობით საქონელს მთებში  მიერეკებიან და საზამთროდ ემზადებიან;  ყველს და კარაქს ბლომად ამზადებენ, საგანგებოდ ინახავენ და ზამთრისთვის იმარაგებენ...
ჩხაკაურელების უმეტესობა კარტოფილის ბიზნესით არის დაკავებული. ზოგიერთ მათგანს ნაკვეთი ბახმაროში აქვს, სადაც 3-4 ტონა კარტოფილი მოჰყავთ, ბარში ყიდიან და ზამთრისთვის საჭირო პროდუქტებს იმარაგებენ. თუმცა, ეს ყველაფერი როდია...
სოფელში სამ ადამიანს საკალმახე აქვს გაკეთებული, რომელიც, მათი თქმით, საკმაოდ შემოსავლიანია. 
კალმახს არსებობისთვის მუდმივი ცივი წყალი სჭირდება, ჩხაკაურაში კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 32 წლის ნუგზარ ირემაძე 2 წელია, ამ ბიზნესითაა დაკავებული. გვეუბნება, რომ საკალმახის შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მოგებაც კარგად მოაქვს:
_ კალმახს სპეციალური საკვები სჭირდება _ 25 კილოგრამი  80 ლარი ღირს, რაც ჩემს კალმახებს ერთ კვირას ჰყოფნის. საერთოდ, კილო-კილოზეა, ანუ რამდენ კილოგრამ საჭმელს აჭმევ, იმდენი კილოგრამი თევზი გექნება, _ გვითხრა ნუგზარმა.
კილოგრამი კალმახის ფასი 10 ლარია: _ სახლში ბევრი მოდის კალმახის საყიდლად. ბახმაროს სეზონზე კი ძალიან ბევრს ვყიდი. 19 აგვისტოს 80 კილოგრამი გავყიდე. ხშირად მოდიან დისტრიბუტორები და მიაქვთ, _ აღნიშნავს ნუგზარი.
კალმახს 6 თვე სჭირდება  იმისთვის, რომ გაიზარდოს. ნუგზარს სახლთან ახლოს პატარა აუზიც აქვს, სადაც 30 კალმახი ჰყავს გაშვებული:
_ არ ვიჭერ. მინდა, რომ გაიზარდონ. დროთა განმავლობაში ორაგულად იქცევიან. ძალიან მაინტერესებს ეს პროცესი.  ერთი ცალი 1 კილოგრამი მაინც იქნება, მეტი თუ არა, _ გვიხსნის ნუგზარი.
კალმახის პატარა ლიფსიტებს 25 თეთრად ბათუმში ყიდულობს, თუმცა სულ მალე, თვითონ გამოიყვანს:
_ ბათუმში ვისწავლე. ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა, შესაძლებელია.  ლიფსიტებს რომ არ ვიყიდი, შემოსავალიც მეტი მექნება. ამისთვის გამდინარე, ცივი წყალია საჭირო. ახალი "ბასიენი" უნდა გავაკეთო, იქ გადავიყვანო, დავაყრევინო ქვირითი და შემდეგ ძველ "სამფლობელოს" დავუბრუნო. ბევრი პროცედურაა ჩასატარებელი, რომელიც შედეგსაც მალე გამოიღებს, _ ამბობს საკალმახის მეპატრონე.
კალმახების მოვლაში, მეგობრის შვილი, 13 წლის რამაზ ბერიძე ეხმარება:
_ როდესაც თევზებს საკვებს გადავუყრი, ფართხალებენ, ხტუნავენ. ძალიან ლამაზი საყურებელია, _ გვეუბნება რამაზი და თან თევზებს საკვებს უყრის. სანახაობა მართლაც თვალწარმტაცია _ კალმახები წყლის ზემოთ ხტებიან, საჭმელს უმალვე ყლაპავენ და წყნარდებიან.
რამდენიმე თვის წინ, ნუგზარს მდინარის კალმახიც ჰყავდა, თუმცა, მისი გამრავლება ვერ შეძლო:
_ ეს კალმახი "ბასეინისაა". მდინარის უფრო ლამაზია, წითელი წინწკლები აქვს. ცოტა ხანს მყავდა, თუმცა "ბასიენში" ვერ იცოცხლა. ალბათ, არც ეს საკვებია მათთვის მისაღები. მინდა ისევ ვცადო და მდინარის კალმახიც მოვამრავლო. ვნახოთ, იქნებ, გამომივიდეს, _ იმედს არ კარგავს ნუგზარი.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...