კაცი, რომელსაც ჯუჯა ქათმების მოშენება ჰობად ექცა

კარმიდამო ჩემი

კაცი, რომელსაც ჯუჯა ქათმების მოშენება ჰობად ექცა

2012 დეკ 6 11:53:05
ჩვენი სტუმარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი მირზა მეგრელაძეა. იგი 32 წლისაა, პროფესიით ვეტერინარი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია, ბავშვობოდანვე თავდავიწყებით უყვარს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.

_ როცა პატარა ვიყავი, გული სულ ტყისკენ მიმიწევდა. საათობით დავდიოდი ბუნებაში და ვაკვირდებოდი მცენარეებს, განსაკუთრებით ფრინველთა იდუმალი ჭიკჭიკი მაოცებდა. ვცდილობდი, ერთმანეთისგან გამერჩია სხვადასხვა ფრთოსნის ხმა. მერე, როცა წამოვიზარდე, გადავწყვიტე, სხვადასხვა ფრინველები მომეშენებინა, _ გვიამბობს ის და პირველ ნაბიჯის გადადგმას, რომ უცხოური ჯიშის ჯუჯა ქათმები მოეშენებინა, უახლოეს ნათესავს უმადლის, ვინც ეგზოტიკური საჩუქარი გაუკეთა ხუჭუჭა თუთიყუშის სახით. ფრინველების მოშენების პარალელურად ეცნობოდა სხვადასხვა ლიტერატურას, მათი მოვლის შესახებ. ახლა მის ოჯახში სხვადასხვა სახეობის მრავალი ჯუჯა ქათამი და მტრედია, ჰყავს მონადირე ძაღლები, ხშირად დადის სანადიროდაც, თუმცა... შინ მუდამ ხელცარიელი ბრუნდება. ახლობლები დასცინიან კიდეც ამის გამო, თუმცა ვინ რა იცის, რომ ბუნების შვილს, ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებულს, სწორედ გადამწყვეტ მომენტში უჭირს სასხლეტზე ხელის გამოკვრა...

_ მირზა, ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი საქმიანობის გაცნობა. რომელი ინსტიტუტი დაამთავრეთ და რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

_როცა დავამთავრე სოფელ ქობულეთის საშუალო სკოლა, სწავლა განვაგრძე ბათუმის კვლევით სამეცნიერო ინსტიტუტში სამეურნეო და შრომის სამართლის ფაკულტეტზე. პარალელურად გავდიოდი ვეტერინარიის კურსებს, ძალიან მიზიდავ ვეტერინარიის დარგი. ღამეებს ვათენებდი წიგნების კითხვაში, ბაბუაჩემი პროფესიით ბუნებათმცოდნე იყო და ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემი პროფესიის არჩევაში.

_ ოჯახში მხოლოდ ჯუჯა ქათმები გყავთ?

_ შინაური ქათმებიც მყავს, თუმცა ჯუჯა ცალკე არიან, მყავს დეკორატიული ჯიშის მტრედებიც, რომლებიც ძალიან მიყვარს და ერთნაირი მონდომებით ვუვლი.

_ მტრედები ღია სივრცეში გყავთ, ქათმები _ გალიაში. როგორ უვლით მტრედებს და არის თუ არა ეს საქმე გაცილებით რთული, ვიდრე ქათმების მოვლა?

_ ერთნაირად შრომატევადია. ისე, ძალიან ფაქიზი მოვლა სჭირდებათ. მიჩვეული ვარ უკვე, ალღო მკარნახობს, წინასწარ გავთვალო და ვიგრძნო მოახლოებული ავადმყოფობა ან რაიმე სხვა სახიფათო ნიუანსი, რაც შესაძლოა, ემუქრებოდეს ამ ფრინველებს. მე მათთან იმდენად ახლოს ვარ, თითქოს, მათი გულისთქმაც მესმის, მაგალითად, ჩემი მტრედები როცა ეზოში არიან, რაც უნდა დამშეულები იყვნენ, უცხო ადამიანს ყოველთვის უფრთხიან და სიახლოვესაც არ გაეკარებიან. მათ შორის, ოჯახის წევრებსაც, მხოლოდ მე მცნობენ. ხან, ლამის, თავზე მასხდებიან. წამიკითხავს, სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ მტრედები პატრონს ცნობენ, ანუ ზუსტად არჩევენ ადამიანებს ერთმანეთისგან. ამაში მეც დარწმუნებული ვარ, ფაქტი სახეზე მაქვს.

_ როგორი არიან მტრედები გამრავლების პერიოდში, რა თავისებურება ახასიათებთ?

_ განსაკუთრებით საინტერესოა მტრედების გამრავლების პერიოდი და მათი თავისებურება. ისინი მონოგამები არინ _ ერთი მამალი მხოლოდ ერთ დედალთან წყვილდება, წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ მხოლოდ ერთი - ერთზე და მთელი ცხოვრება ასე რჩებიან (თუმცა, გადაწყვილება, მცოდნე ადამიანის ხელით, შესაძლებელია).

_ ახლა ჯუჯა ქათმებზე ვისაუბროთ.

_ ძალზე საინტერესოა იმ ჯუჯა ქათმების გამრავლება და მოვლა, რომლებსაც ახლა მე ვზრდი. ეს არის ძალიან პატარა ჯიშის ქათმები, ინგლისური სებრაითი. დედალი, დაახლოებით, იწონის 300 გრამამდე, მამალი კი _ 400 გრამამდე. არიან ძალიან საინტერესო შეფერილობის, ყოველ თეთრ ბუმბულზე შავი არშია აქვთ შემოვლებული, თევზის ქერცლებს მოგვაგონებს. ეს ჯიში მე ჩემმა ახლობელმა ჩამომიყვანა უკრაინიდან. საქართველოში მე ამის ანალოგი ვერ ვიპოვე, გამრავლების პერიოდი დაახლოებით მარტის ბოლოდან იწყება დედალი დებს 8-დან 16 ცალამდე პატარა, თეთრი ფერის კვერცხს და თავადვე კრუხობს საინკუბაციო პერიოდი. 22 დღის შემდეგ ძალიან უსუსური წიწილები იჩეკებიან (16 კვერცხიდან იჩეკება 8-10 ცალი, იშვიათად, _ ყველა). ამის შემდეგ გადამყავს მუყაოს კოლოფში, დედასთან ერთად და ერთი კვირის განმავლობაში ვკვებავ მოხარშული კვერცხის გულით, შემდეგ უკვე სპეციალურ საკვებზე გადამყავს, რაშიც ბევრნაირ ვიტამინს ვურევ და ხშირად მაინც მიჭირს მათი უდანაკარგოდ გაზრდა, ვინაიდან ეს ქათმები არ არიან ჩვენს ჰავას შეგუებული. წიწილები 4 თვის ასაკში უკვე ზრდასრულად გამოიყურებიან და ამის შემდეგ უერთდებიან თავის მოძმეებს. ეს ქათმები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩემთვის სრულიად განსხვავებულები არიან. ისევე ვარჩევ ერთმანეთისგან, როგორც ადამიანებს და მტრედებს.

_ ახლა რამდენი ჯიშის ჯუჯა ქათამი გყავთ და გაუჭირდათ თუ არა მათ ჩვენს პირობებთან შეგუება?

_ ხუთი ჯიშის ჯუჯა მყავს, თუმცა, არაჯუჯებიც მყავს. ამ ყველაფერს ისეთი სიხარულით და ენთუზიაზმით ვაკეთებდი, დრო როდის გარბოდა, ვერც კი ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, აკლიმატიზაცია განიცადეს, მაგრამ ვკითხულობდი ლიტერატურას, ვახდენდი დაკვირვებას და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. თავიდან მყავდა რამოდენიმე ჯიშის ქათამი, მათ შორის ჯუჯა, ანუ დეკორატიული ჯიშები. ეს ფრინველები ყველა უცხოეთიდან არის შემოყვანილი და ჩვენს პირობებში ძნელდებოდა მათი მოვლა. გავუკეთე სპეციალური გალია, ხანგრძლივი დაკვირვებით და შრომით, მივაღწიე იმას, რომ მათ ჩვენი პირობები აეტანათ და შეძლებოდათ გამრავლება.

_ გეგონება, სპეციალურად საღებავით შეღებე თუ გააფერადე.

_ კი, კი, ბევრი იმასაც კი მეუბნება, რომ ეს ვინ ითამაშა და ვინ დაუხატა ამ ქათმებს ბუმბულიო?

_ მირზა, რა მიზნით აკეთებთ ყოველივე ამას, გსურს, ბიზნესის სახე მისცე ამ ყველაფერს?

_ ჩემს საქმიანობას რაიმე კონკრეტული მიმართულება არ ექნება. უბრალოდ, ეს არის ჩემი ჰობი და ბავშვობის ოცნება, რომ მეტი და მეტი მცოდნოდა ბუნების იმ ამოუხსნელ საოცრებებზე, რასაც ჰქვია ცხოველი და ფრინველი. ჩემი ოჯახის წევრები არ იჩენენ ჩემი ფრინველების მიმართ დიდ ინტერესს. ჩემს მეუღლეს ალერგია აქვს ფრინველსა და ცხოველზე. შეიძლება, ოდესმე ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მიეცეს.

_ ნადირობა გიყვართ?

_ მყავს მონადირე ძაღლები და ვარ მონადირე. უფრო სწორად, ჩემგან სანადიროდ წასვლის მოტივი ის არის, რომ უფრო მეტად და ახლო გავეცნო ბუნებას და არა ის, რომ სახლში ნანადირევით დავბრუნდე. თითქმის ყოველი ნადირობიდან ხელცარიელი ვბრუნდები, რაც ოჯახში ჩემი დაცინვის საგანი ხდება. მართალი ისაა, რომ მოსაკლავად ვერაფერს ვიმეტებ.

მირზა მეგრელიძეს 4 წლის ვაჟი ჰყავს, დავითი. მას განსაკუთრებით აჩვევს ბუნებას და მის სიყვარულს ასწავლის. მიიჩნევს, რომ თუ ბუნება გიყვარს, მაშინ არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყო. მისი ჰობის ამოსავალი წერტილიც ეს არის.




 ახალი ამბები
  • ვინ არის კორონავირუსით მეორე ინფიცირებულიინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა„დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. „მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდელი დღიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციასა და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე  დასასწრებად, რომელიც წელს  პრაღაში გაიმართება. „Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  „საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.  მივცეთ მათშესაძლებლობა,  გამოცდილი მენტორების დახმარებითა და  ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. (R) ... ...
  • საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება (R)... ...
  • ამირან გამყრელიძე: ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებსდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლების და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუციათ ჯერ. “ამის საჭიროება ჯერ არ დგას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სკოლებისა და ბაღების დახურვის რეკომენდაცია არ გაუცია ჯერ. ასევე, მინდა, შევეხო ერთ საკითხს. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ. რამდენიმე წუთის წინ მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონა ვირუსის მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...