გურია და ვაზი

კარმიდამო ჩემი

გურია და ვაზი

25 მარ. 2011, 07:48:51

გურია ძველთაგანვე ცნობილი იყო მრავალფეროვანი და უნიკალური ვაზის ჯიშებით. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში აღწერა 420 ვაზის ჯიში (დღეისთვის აღწერილია 500-ზე მეტი), აქედან 59 _ გურიაში. ამ მაჩვენებლით ის II ადგილზეა საქართველოში კახეთის შემდეგ (66 ჯიში), ხოლო გურიის ისტორიული საზღვრების გათვალისწინებით კი _ პირველ ადგილზე. მარტო აქედანაც კარგად ჩანს, როგორ იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს რეგიონში.

დღეს, სამწუხაროდ, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, განთქმული უძველესი გურული ვაზის ადგილი უკავიათ დაბალხარისხოვან უცხოურ ჰიბრიდებს: იზაბელას ("ადესა"), ნოას ("ნოვე"), ჭეიშვილს, აგრეთვე ფრანგული წარმოშობის ჰიბრიდებს, რომელთაც შეცდომით კაჭიჭას ვეძახით.

სად გაქრა ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე რუდუნებით გამოყვანილი, ჩვენს ნიადაგს, კლიმატს თუ ხასიათს საოცრად მორგებული უძველესი აბორიგენული ჯიშები?

გურიაში მევენახეობის დაკნინების ძირითადი მიზეზია XIX საუკუნის II ნახევარში ამერიკის კონტინენტიდან ჯერ დასავლეთ ევროპაში, ხოლო შემდეგ საქართველოშიც ვაზის სოკოვანი დაავადებისა და ფილოქსერის შემოჭრა. იმ დროს, არ არსებობდა ვაზის მკურნალობის საშუალებები და ამიტომაც მასიურად გავრცელდა ე.წ. "უწამლო" ჰიბრიდი იზაბელა, რომელიც მაშინ ჭრაქით მცირედ ავადდებოდა, ხოლო ნაცარი პრაქტიკულად არ უჩნდებოდა.

იზაბელა _ ეს ბუნებრივი ჰიბრიდი, კალიფორნიის ტყეში იპოვა ვინმე იზაბელა გიფსმა. იგი ევროპაში 1820 წელს გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის გამოწერით ქ. ოდესის პორტით შემოვიდა ჩვენთან და იმავე სახელწოდებით დამკვიდრდა.

გურიაში გავრცელებული კიდევ ერთი ჰიბრიდი _ ნოე, იგივე ნოვე ან ნოველლა გურული ვარიაციებია და მისი ნამდვილი სახელწოდებაა ნოა _ ამერიკული პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდი, ძალიან მდარე ხარისხის ვაზი, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედ, თუმცა, უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი საკმაოდ მდგრადი.

ასევე პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდია ჭეიშვილი, რომელიც იზაბელასთან და ნოასთან შედარებით, უკეთესი ხარისხით გამოირჩევა და მისი, ასე თუ ისე, საშუალო ჰიბრიდები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება ქიწნურას, დირბულას, ჯიბრიდას (ან გიბრიდას), ფრანგულას, სებელის, ვაქირულას და სხვათა სახელწოდებით. ყველა ესენი გამოყვანილია ცნობილი სელექციონერების: კუდერკის, ზეიბელის და სხვათა მიერ.

შედარებით ხარისხიან პროდუქციას იძლევა დღეს გურიაში, განსაკუთრებით კი ისტორიულ ზემო გურიაში _ ჩოხატაურის რაიონში გავრცელებული იმერული ცოლიკაური, თუმცა, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, ხარისხით იგი მაინც ჩამორჩება იმერეთის რეგიონში მოწეულს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩოხატაურის რაიონში დღეისთვის შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ, მაინც იწარმოება განთქმული გურული ჩხავერი და ალადასტური; ასევე, გურიის სხვა რაიონებთან შედარებით, ცალკეულ საკარმიდამოებზე უფრო მეტადაა შემორჩენილი უძველესი გურული ჯიშებიც.

ჩვენს რეგიონში მევენახეობის დაკნინებაში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დიდი როლი ითამაშა კოლექტივიზაციამ, ჩაის მონოკულტურის დამკვიდრებამ და რეგიონში არატრადიციული მცენარეების (მაგ. ციტრუსების) გაშენებამ (განსაკუთრებით, ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონებში). ამის შემდეგ, ვაზისთვის ადგილი აღარ დარჩა.

ისმის კითხვა: რა გზით უნდა განვითარდეს მევენახეობა გურიაში?

ჩვენი აზრით, პასუხი ერთია: უნდა აღვადგინოთ ადგილობრივი მაღალხარისხოვანი ჯიშები, უნდა გამოსწორდეს დაახლოებით ერთნახევარი საუკუნის წინათ დაშვებული შეცდომა.

ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნებოდა მასიურად ყველა იმ 60-მდე ჯიშის გავრცელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ცხადია, თითოეულ მათგანს სჭირდება გადარჩენა და დაცვა ამისთვის სპეციალურად მოწყობილ საკოლექციო ნაკვეთებში, მაგრამ დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მასიურად გასავრცელებლად უნდა შეირჩეს მოსავლიანობისა და ხარისხის თვალსაზრისით გამორჩეული რამდენიმე ჯიში.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საქართველოში ამ დარგის წამყვან მეცნიერებთან, სპეციალისტებთან და ასეთ ჯიშებად შევარჩიეთ:

წითელყურძნიანი: ჩხავერი (საღვინე), სხილათუბანი (საღვინე), მტევანდიდი (საღვინე), ორონა (საღვინე), ალადასტური (საღვინე-სუფრის), ჯანი (საღვინე-სუფრის), ჭუმუტა (საღვინე-სუფრის), მტრედისფეხა (სუფრის-საღვინე);

თეთრყურძნიანი: საკმიელა (საღვინე), თეთრი კამური (საღვინე-სუფრის), კლარჯული (სუფრის-საღვინე).

გურული ვაზის ჯიშების 70 % წითელყურძნიანია, დღეს კი მსოფლიოში მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა ამ ჯიშთა პროდუქციაზე როგორც ღვინის, ისე სუფრის ყურძნის მოხმარების მხრივ, მათი პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტირადიაციული თვისებების გამო.

ეტყობა, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს და ამიტომაც ამჯობინებდნენ წითელი ღვინის ზომიერად სმას, თუმცა, არც თეთრზე ამბობდნენ უარს.

სპეციალისტების შეფასებით, გურული წითელყურძნიანი (და არა მარტო) ჯიშები, ხარისხის თვალსაზრისით, სრულად პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, ისინი უმეტეს შემთხვევაში უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევიან.

ცნობილია, რომ წითელი ღვინო ძირითადად განკუთვნილია ხშირი, მაგრამ მცირე ულუფებად მოხმარებისთვის, თეთრი კი უფრო წვეულებებზე ისმება და შედარებით დიდი რაოდენობითაც. დღევანდელი ქართული ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, ჩვენში დღეს მაინც თეთრი ღვინო ფასობს, როგორც იოლად შესათვისებელი. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია თეთრყურძნიანი ჯიში საკმიელა (სინონიმები: საკმეველა, საკმიელი, საკმელა). იგი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ გურიაში. იძლევა მაღალხარისხოვან ღვინოს, უხვმოსავლიანია (ერთ ძირის საშუალო მოსავლიანობა მაღლარზე 70 კგ-მდე ადიოდა), არ ახასიათებს მეწლეურობა, შედარებით ადრეულმოსავლიანია (იკრიფება ოქტომბრის პირველ რიცხვებში). ასე რომ, საკმიელა გამორჩევით უნდა გავრცელდეს მასიურად.

ადესას, ნოვეს, ჭეიშვილის და სხვა ჰიბრიდების ჩანაცვლება მაღალხარისხოვანი ტრადიციული გურული ჯიშებით უნდა მოხდეს თანდათან და არა ე.წ. "შოკური თერაპიით", ანუ მოსახლეობაში დღეს არსებულ ტალავერზე ან ოლიხნარზე (თუნდაც დაბლარზე) ვაზებს შორის შუალედებში უნდა დაირგოს ახალი ხარისხიანი ნერგები, რომლებიც სათანადო მოვლის პირობებში 2-3 წელიწადში მომძლავრდებიან და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებენ არსებულ ჰიბრიდებს.

თუ გვინდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი ვაწარმოოთ, უნდა გავითავისოთ ელემენტარული ჭეშმარიტება: მევენახეობაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ხეზე მიშველებული ვაზის ეპოქა. ხეზე ვაზს სრულყოფილად ვერც გასხლავ, ვერც შეწამლავ. ე.წ. "უწამლი ვაზი" კი, უმეტეს შემთხვევაში, დაბალხარისხიან პროდუქციას იძლევა და თანაც, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, გარკვეული რაოდენობით ტოქსინებსაც შეიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე იზაბელას წამლობა არ სჭირდებოდა, დღეს ოთხჯერ მაინც უნდა შეიწამლოს. ერთი-ორიც წამლობაც დავამატოთ და, სამაგიეროდ, მაღალხარისხოვან ღვინოს და სუფრის ყურძენს მივიღებთ.

დღეს გურია მევენახეობა-მეღვინეობის დონით საქართველოს სხვა რეგიონებს აშკარად ჩამორჩება. არადა, აქ ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე იწარმოებდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი.

ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი აღმავალი გზით ვითარდება. რაც წარმოუდგენელია მაღალხარისხოვანი ღვინისა და სუფრის ყურძნის გარეშე.

ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაციის "გურული ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • „ოჯახში საშინელებები ხდება, ეს მეორე მიცვალებულია“ – 16 წლის მოზარდმა თავი მოიკლასაზარელი ტრაგედია მოხდა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში. როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან აცნობეს, 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ხეზე ჩამომხრჩვალი ახლობლებმა ნახეს. „ოჯახში საშინელებები ხდება, ეს მეორე მიცვალებულია. რამდენიმე თვის წინ მისმა 17 წლის ძმამც თავი მოიკლა. სოფელი შოკშია“, _ ამბობს წყარო. დეტალების გასარკვევად „გურია ნიუსი“ მერის წარმომადგენელს მისაქციელში, გიორგი ქაშიაშვილს დაუკავშირდა. როგორც ქაშიაშვილმა განმარტა, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. თუ რა გახდა 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, ამდრომდე ... ...
  • ყარაბაღის კონფლიქტი - საქართველოს გამოწვევები და საფრთხეებიმთიანი ყარაბაღის ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ფართომაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება  2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი, იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. რეგიონი ანკლავად იქცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომელსაც სომხეთთან სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდა.  დღევანდელი კონფლიქტი, 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იან  წლებში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, შედეგად დაწყებული სამხედრო მოქმედებები 1994  წლამდე გაგრძელდა ,,ბიშკეკის პროტოკოლის“ ხელმოწერის შედეგად რეგიონი კი,  ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა. კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო, თუმცა მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდებოდა. ვითარება მთიან ყარაბაღში, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიძაბა. თავდაპირველად სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 09:10 საათზე აზერბაიჯანმა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე, შეტევა დაიწყო. სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაბომბილია რამდენიმე ქალაქი და რაიონული ცენტრი, ასევე გარდაცვლილია მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. ყარაბაღის კონფლიქტი მნიშვნელოვანია და საყურადღებოა საქართველოსთვისაც, რადგან დროში გახანგრძლივების შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი იყოს სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ ესაუბრა რონდელის ფონდის ექსპერტს, აღმოსავლეთ მცოდნეს ზურაბ ბატიაშვილს. მისი შეფასებით, საქართველოს კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება თუ საომარი მდგომარეობა დროში გაიწელება და რუსეთი თუ ჩათვლის, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორის გაჭრა. რაც გამოწვევს საქართველოში კონფლიქტში ჩართვას. ,,ბოლო მდგომარეობით, აზერბაიჯანის მხარემ განავითარა შეტევა სამხრეთის ფრონტზე, ძირითადად ირან-აზერბაიჯანისა და სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით, გავიდა ამ საზღვარზე, ერთი ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ გააფართოვა დაკავებული ტერიტორიები და გავიდა ლაჩინის კორიდორთან. ლაჩინის კორიდორი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მისი საშუალებით ხდება სომხეთისა და ყარაბაღის ერთმანეთთან დაკავშირება. თუ ლაჩინის კორიდორი ჩაჭრა აზერბაიჯანმა, გამოდის, რომ მას შეეძლება ჩაუჭრას მომარაგების არხები ყარაბაღს, ისევე როგორც ჩრდილოეთიდანაც ხდება შეტევა, იქაც უსაფრთხო არ არის, იქაც არის კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზა ყარაბაღსა და სომხეთს შორის, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, რომ უკვე გეოგრაფიულად მთაგორიანი ადგილია, აქ კი ბრძოლა ადვილი არ იქნება, აქ უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია იქნება. ვაშინგტონში ჩანიშნულ შეხვედრებზე თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაღაც კომპრომისზე დათანხმება, მაშინ უნდა ველოდოთ ამ ადგილებში მეორე ეტაპის დაწყებას კონფლიქტის, რომელიც უშუალოდ გადაინაცვლებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს, ეს არის სისულელე. ეს, მაშინ თქვა, როცა მოსკოვში ლავროვის პატრონაჟით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.  როგორც ჩანს იმ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ აზერბაიჯანული მხარე მოითხოვდა სომხური სამხედრო ძალების გაყვანას ყარაბაღის ტერიტორიიდან, რაზეც არ თანხმდებოდა სომხური მხარ. ვფიქრობ,  აქედან გამომდინარე  იყო ის განცხადება გაკეთებული. თუ მოლაპარაკებებით ვერ მოხრხდა სამხედრო კონფლიქტის შეჩერება, აზერბაიჯანს და სომხეთს დღეისთვის რა სამხედრო პოტენციალი აქვთ?  ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, რომ შევადაროთ აშკარად ჩანს, რომ აზერბაიჯანს უპირატესობა აქვს რიცხობრივად, ადამიანური რესურსი უფრო მეტი აქვს, მეორე აქვს სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას აძლებს იბატონოს ჰაერში, გაბატონებულ მდგომარეობაშია ამ უპილოტო საფრენი აპარატის და დრონების საშუალებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალი, უახლოესი ტექნოლოგიებია, განსხვავებით სომხეთის ხელთ არსებული ძველი რუსული შეიარაღებისა, რომელიც მოძველებულია და მისი ეფექტურობა ძალიან მცირეა და მესამე არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის საბრძოლო ფსიქოლოგიური დონე, რომელიც რა თქმა უნდა მიღწეული წარმატებების შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ეს უპირატესობაც გააჩნია ანუ სამი სახის უპირატესობა აქვს. სომხეთის მხრიდან განჯის და სხვა აზერბაიჯანული ტერიტორიების დაბომბვა, ხომ არ არის მცდელობა, რომ აზერბაიჯანმა უშუალოდ სომხეთს ტერიტორიებზე განახორციელოს დარტყმები, რომლის შემდეგ რუსეთის ჩარევას გამოიწვევს კონფლიქტში  თუ ასეთი მცდელობა იყო, ეს არასწორი იყო, რადგან დავინახეთ, რომ სასურველი შედეგი არ მოყოლია, თან ვხედავთ, რომ ეს დაბომბვები შეწყდა, ალბათ ტექნიკური საშუალებები დაბომბვების ისევ არის, თუმცა  გაჩერებულია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მხარეებმა დაინახეს,  ეს ჰუმანიტარული განზომილება, რაც ამ კონფლიქტს აქვს. არ ღირს იმად, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები(ქალები, ბავშვები და მოხუცები) იხოცებოდნენ. ეს ყველაზე ცუდი მხარე არის, ყველაზე საშინელი მხარე არის ნებისმიერი ომის, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან. სომხეთის მხრიდინ ყარაბაღის დამოუკიდებლ სახელმწიფოდ აღიარების განაცხადი? სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რომ აღიაროს, ამით რეალურად არაფერი შეიცვლება. იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენს. სამხედრო დანაკარგები,  რაც მას აქვს, საკმაოდ სეროზული დანაკარგებია და ამის კომპენსაციას ვერ მოახდენს ყარაბაღის აღიარება. რეალურად, რასაც ვხედავთ სომხური მხარე ძალიან რთულ სიტუაციაშია, რაც რა თქმა უნდა, ერთგვარად რუსეთის კისერზეც არის. რუსეთის როლი კონფლიქტში? სომხური მხარის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ეს რა თქმა უნდა რუსეთზეც არის, რადგან სომხურ მხარეს ქონდა მოლოდინი იმის, რომ რუსეთი ბოლომდე არ გაწირავდა, მაგრამ მეორეს მხრივ არის ფაშინიანის პოლიტიკა, რომელიც რუსული გავლენის შემოღებას ისახავდა მიზნად სომხეთში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთმა დასაჯა ფაშინიანი. ჯერ არ ვიცით, ყარაბაღში როგორ განვითარდება მოვლენები, ჩაერევა თუ არა რუსეთი, რა იქნება მისთვის რეალურად წითელი ხაზი, მაგრამ რუსეთის მიზანია, ის რომ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას სომხეთში, რომელიც გამოიწვევს ფაშინიანის მმართველობის დასრულებას. ეს მიზანი ცხადად ჩანს, რომელიც სავარაუდოდ დადგება ყველა ვარიანტში, იმიტომ, რომ ტერიტორიები რომელიც დაკარგა, სულაც წინ, რომ ვერ წავიდეს აზერბაიჯანული მხარე, ეს მაინც სერიოზული დანაკარგია ტერიტორიული თვალსაზრისით, ეს კი, სომხურ საზოგადოებაში მტკივნეულად აღიქმება და შემდგომში ამას რეაგირება მოყვება ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემები შეექმნება ფაშინიანს სომხეთში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ხშირად აწყობს არეულობა, არასტაბილური სიტუაცია, სადაც ადვილად შეძლებს თევზის დაჭერას მღვრიე წყალში. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთს, ერთის მხრივ ეს აწყობს, მეორეს მხრივ აწყობს ის, რომ ორივე მხარეს სამხედრო ტექნიკა უნადგურდება და ისევ რუსული ტექნიკა უნდა იყიდოს და ეს, რუსული ტექნიკის ძალიან დიდ ციფრებზე საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა განადგურდა და შესაბამისად ისინი, ისევ რუსეთს მიმართავენ ტექნიკის შესაძენად. აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი იხეირებს. ზოგადად რუსეთი იხეირებს, რადგან ომის შედეგად შეიძლება ორივე მხარე ისე დასუსტდეს, რომ რუსეთსი გავლენის ქვეშ ისევ ადვილად მოექცეს. ასე, რომ ბევრი განზომილება აქვს ამ კონფლიქტს. რუსეთის დამოკიდებულებას მხოლოდ ერთი მიზეზი არ განაპირობებს, ამავე დროს აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იგივე სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან თურქეთმა ის, ოთხი ბაზა გაიყვანა, რომელსაც ადრე არ თანხმდებოდა. ამიტომ გაჩნდა ეჭვები, ხომ არ არის რაღაც შეთანხმება მიღწეული რუსულ და თურქულ მხარეებს შორის კავკასიასთან და სირიასთან დაკავშირებით. დასავლეთის დამოკიდებულება და როლი როგორი იქნება? მაგალითად  საფრანგეთმა  სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამ პოზიციას სხვა ქვეყნებიც ხომ არ გაიზიარებს? საფრანგეთის პოზიცია გასაგებია, საფრანგეთში დიდი სომხური დიასპორაა და მისი გავლენა მოქმედებს. სხვა ქვეყნებიდან კი, ჯერჯერობით ესეთი მკაცრი და მკაფიო მხარდაჭერა სომხეთის მიმართ არ ჩანს ევროპიდან. ევროპის ქვეყნების უმეტესობა მომხრეა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს კონფლიქტი. ჯერ არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია მკაფიო მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია რომელიმე მხარის მიმართ და არც ვფიქრობ, არც მომავალში იქნება აქტიურობა, მაგრამ დავინახეთ, რომ აქტიურობა იყო აშშ-დან პომპეოს განცხადება, თუმცა დავინახეთ, რომ ამ განცხადებებმა რეალურად სიტუაცია არ შეცვალა ფრონტის ხაზზე, არათუ ამ განცხადებებმა, არამედ იმ შეთანხმებებმაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც რამოდენიმეჯერ გამოცხადდა, რეალურად შედეგი არ გამოიღო, საბრძოლო მოქმედებები ისევ გაგრძელდა, სამწუხაროდ შეთანხმებებს არანაირი შედეგი არ ჰქონია. თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანს და მისი გავლენა კონფლიქტზე? უკვე გამოიკვეთა თურქეთის მხარდაჭერა და მისი მზარდი როლი და იგივე თანამედროვე დრონები, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებშიც, რაზეც ყველამ უნდა იფიქროს, იმიტომ, რომ უნდა მოხდეს ყველა სამხედრო სტრატეგიისა და გეგმების ამ  დრონების შესაბამისად, ახალი რეალობის გათვალისწინებით. დღეს ვხედავთ აშკარად, რომ ადამიანი ავტომატით გაუშვა ომში, თითქმის იგივე ტოლფასია, ჯოხით, რომ გაუშვა საომრად, სულ სხვაა რეალობა. ვფიქრობ ქვეყნებმა უნდა დაიწყოს ფიქრი და მათ შორის საქართველომაც უპირველესყოვლისა, როგორ მოხდეს ჩვენი სამხედრო სტრატეგიის და გეგმების გადაწყობა თანამედროვე ამ საშუალებებთან მიმართებაში. ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, აქედან გამომდინარე,  როგორი იქნება ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე და მისი საფრთხეები? საქართველო ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს  და ეს რა თქმა უნდა სწორია იმიტომ, რომ როდესაც ორ მეზობელს ცეცხლი უკიდია, არ იქნებოდა ბრძნული გადაწყვეტილება, რომ ამაზე ნავთი დაასხა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, რაც დროში გაიწელება, ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება უფრო ძნელი იქნება, რატომ? იმიტომ, რომ  ჩვენთან ცხოვრობენ როგორც ეთნიკურად სომხური, ისე აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის, იქ როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგიერთ მათგანს ორმაგი მოქალაქეობაც აქვს და საბრძოლო მოქმედებებშიც იღებს იქ მონაწილეობას. ამავე დროს არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც გაართულებს რა თქმა უნდა ჩვენი ამ გამოცხადებული ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არ ვიყოთ ჩარეულები და ჩვენ არ შეგვეხოს, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იგივე რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატები, ეს რა თქმა უნდა საქართველოზე აისახება. ამას სამხედრო პოლიტიკური განზომილებაც აქვს, თუ რუსეთმა მოითხოვა კორიდორის გაჭრა,  ჯერჯერობით ამის პირდაპირი ნიშნები  არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა წინასწარ ძნელია განჭვრიტო, როდის შეიძლება მან ჩათვალოს, რომ წითელი ხაზები გადაიკვეთა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი, კასპიის ზღვაში, ბაქოს სიახლოვეს ატარებს სამხედრო წვრთნებს, მაგრამ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება ან რა შეიძლება იყოს არ ვიცით. ამიტომ ამას შეიძლება ბევრი საფრთხე მოყვეს, ასეთი კორიდორის გაჭრის მოთხოვნას, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. ეკონომიკური გავლენა? რა თქმა უნდა ეკონომიკური განზომილება აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არის ორივე ქვეყანა. ბევრი ინვესტიცია შემოდის აზერბაიჯანიდან. არ ვიცით დროში რამდენად გაიწელება და რამდენად ექნება ამ ქვეყნებს ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა აწარმოოს საქართველოსთან, ასევე როდესაც გადაივლის კორონავირუსით გამოწვეული ეს პანდემია მთელს მსოფლიოში, ისევ აღდგება ტურიზმი, ამ ქვეყნებიდან მილიონობით ტურისტი ჩამოდიოდა  საქართველოში ყოველწლიურად, შეძლებენ თუ არა იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელიც ომის შემდგომ აღმოჩნდებიან, განაგრძონ ტურისტებად ჩამოსვლა. ესეც ერთ-ერთ განზომილებაა კონფლიქტის. ასე, რომ ბევრი საფრთხე და გამოწვევა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის სამეზობლოში მიმდინარე ამ კონფლიქტს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ კონფლიქტში ჩარევას თავი რომ აარიდოს? უპირველესყოვლისა უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია აქ გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში იყო დრო, როდესაც ორი .უშიშროების საბჭო გვყავდა, შემდგომში კი უფრო უარესი მოხდა, ორივე გააუქმეს და დიდხნის განმავლობაში უშიშროების საბჭოს გარეშე იყო დარჩენილი ქვეყანა. უსაფრთხოების საბჭო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ესეთი და მსგავსი საკითხების განხილვა ხდება იქ და გეგმების დასახვა თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ. არსებობდა დოკუმენტი, რომელსაც ქვია ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2015-2018 წლებში“, რომელსაც ვადა გაუვიდა, სადაც მსგავსი პრობლემებია აღწერილი. რაც ყველაზე მთავარია შემდგომში კვლავ უნდა იყოს შედგენილი გეგმები თუ რას აკეთებს ქვეყანა, მისი უწყებები ამათუ იმ კრიზისის დროს, წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და არა ისე, რომ უცებ დაიწყო და მოდი ახალა დავიწყოთ ფიქრი რა გავაკეთოთ, მაგალითად სიტყვაზე,  რუსეთმა მოითხოვოს კორიდორს გახსნა. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი როგორ მოქმედებს სახელმწიფო და  თითოეული უწყება  რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო  და ა.შ., ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი, რომ ბოლო წამს არ დაჭირდეს სახელმწიფოს ამაზე ფიქრი. ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად საქართველოში გადამწვეტი საპარლამენტო არჩევნებია, ამ მდგომარეობის გამოყენებას რუსეთი ხომ შეეცდება, რათა მისი გავლენა გააძლიეროს საქართველოში ან მთლიანად რეგიონი დაიკავოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეილება მოხდეს, პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ ყველაფერია მოსალოდნელია, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით, ამის გამოკვეთილი ნიშნები არ ჩანს. მიუხედავად ამისა, რუსეთისგან ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ამერიკაში  აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების შეხვედრები როგორ შეიძლება დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რთულია პროგნოზი. პროგნოზი, ცოტა ძნელი საქმეა პოლიტიკაში, მითუმეტეს საერთაშორისო ურთიერთობებში, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რა შეიძლება იყოს მხარეთა პოზიციები, აშშ-ს პოზიცია იქნება რა თქმა უნდა ცეცხლი შეწყდეს და რაღაც სამშვიდობო  კომპრომისს მიაღწიონ. იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჭირდება წინა საარჩევნოდ სომხური ლობის მხარდაჭერა და სომხური ლობისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეებს, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ სომხურ მხარე არ თანხმდება იმის, რომ ყარაბაღი იყოს აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი, ხოლო აზერბაიჯანის პოზიცია არის, ის რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი, სადაც შემდგომში სტატუსი იქნება თუ სხვა საკითხი, რომელზეც შეიძლება შემდგომში მოლაპარაკება გაიმართოს. ჯერჯერობით, ეს არის მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, რის გამოც ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა, თუ ხება მაინც ... ...
  • „მსურდა რაიმე პოზიტივის გაზიარება"- ბერა ამაზონის პროექტის მიღწევებზებერა ივანიშვილი Instagram-ზე  ბრაზილიელ მეგობრებს შეეხმიანა და გაუზარა ინფორმაცია, თუ რა შეასრულეს ამაზონის პროექტით. „მსურდა რაიმე პოზიტივის გაზიარება ამ რთულ პერიოდში. აქ მოცემულია რეზიუმე იმის შესახებ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამაზონის პროექტის დაწყებიდან ერთ წელიწადში“,_ აღნიშნავს ბერა. "გამარჯობა, ჩემო ბრაზილიელო მეგობრებო. ვიმედოვნებ, ყველა უსაფრთხოდ ხართ.  ამაზონის პროექტის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მინდა გაგიზიაროთ, თუ რა შევასრულეთ". ვიდეოს მიხედვით, მატო გროსოსა და პარას შტატებში 15 სხვადასხვა ტერიტორიაზე 115 ჰექტარი აღდგა, თესლის შემგროვებლებისთვის 332,000.00 ბრაზილიური რეალი მოიტანა - "Xingu Seeds Network"-ზე ვირტუალური რეალობის ფილმის "Forest Makers"-ის გადაღება დასრულდა. გარდა ამისა, ხელი შეეწყო ოჯახების დაბრუნებას თავიანთ თემებში ტერა დო მეიოში და მათ დაურიგეს საკვებით სავსე კალათები, რათა იზოლაციის დროს ოჯახები საკვებით უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ. 2020 წლის ივნისში ინტერნეტის სამი პუნქტი დამონტაჟდა, რათა მდინარისპირა მოსახლეობის თემებთან კომუნიკაცია ... ...
  • ხობში, სასაფლაოების მიმდებარედ ხანძარიაამ წუთებში ხანძარია ხობში, სასაფლაოების მიმდებარედ,- ამის შესახებ ადგილიდან "გურია ნიუსს"  თვითმხილველებმა აცნობა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ ადგილზე ორი სახანძრო მუშაობს. იწვის ხმელი ბალახი და ხანძრის სასაფლაობზე გადასვლის საფრთხე არ ... ...
  • მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის. „როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და   კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და  გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს. განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა - ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს.  ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესო როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა.  მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიანქედს ვიხრი მათ წინაშე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...