რჩევა ფერმერებს: "ახლავე დაიწყეთ კოოპერატივების ჩამოყალიბებაზე ფიქრი"

კარმიდამო ჩემი

რჩევა ფერმერებს: "ახლავე დაიწყეთ კოოპერატივების ჩამოყალიბებაზე ფიქრი"

2013 მარ 3 09:48:49
კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, "ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" განიხილეს._ კოოპერატივი არის ნებაყოფლობითი გაერთიანება და მსოფლიოში თუკი სადმე განვითარდა სოფლის მეურნეობის, ეს ყველგან კოოპერაციულ საფუძვლებზე მოხდა. ნება თქვენია, გირჩევთ კი, რომ ახლავე დაიწყოთ ფიქრი კოოპერატივების ჩამოყალიბებაზე! _ თქვა ფერმერებთან შეხვედრისას ევროკავშირის ექსპერტმა მათი ლამპიმ.

_ სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის ხელშეწყობაზე საუბარი, ქვეყნის მაღალი ტრიბუნებიდან არაერთხელ სმენია ქართველ კაცს, თუმცა, სულ ცოტა, ბოლო ათი წლის მანძილზე, გლეხკაცს 20-30 ლარიანი ვაუჩერის იმედად აცხოვრობენ და მარად განვითარებაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა მაინც მარად განუვითარებელია, _ ასეთი საუბარი ისმოდა ფერმერთა რიგებში.

_ პროექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერაა შემუშავებული, მალე პარლამენტი დაამტკიცებს, ამიტომ ხდება მისი განხილვა ახლა, გურიისა და იმერეთის რეგიონის ფერმერებთან. თქვენი მოსაზრება უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში, _ მიმართა აიპ "სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა" გიგა ხარაბაძემ ფერმერებს.

შეხვედრის მსვლელობისას დეტალურად განიხილეს 12 მუხლისგან შემდგარი კანონი, რომელმაც ფერმერთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ისინი აქტიურად ჩაებნენ განხილვაში.

დაისვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა, სამეწარმეო საქმიანობისთვის გაიცეს გრანტი, რაზეც ექსპერტებმა უპასუხეს, რომ აქამდე ეს არ შეიძლებოდა, ახლა კი ახალი კანონპროექტის მიხედვით მზადდება ცვლილება.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი გაჭირვებაში" წარმომადგენელმა მარიანა ლოთიაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ მუშაობდა 2006 წლიდან იმერეთის რეგიონში საგრანტო მხარდაჭერისთვის: _ თავიდან ეს იყო ინდივიდუალური გრანტები, ამაში ჩაბმული იყვნენ აგროსაწარმოები და საკმაოდ წარმატებულად. ამიტომ, კოოპერატივების არსებობის შემთხვევაშიც ეს ეფექტური შედეგის მომტანი იქნება.

დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა კოოპერატივის საჭიროების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი _ ის სჭირდება მცირემიწიან გლეხს. აღინიშნა ისიც, თუ სხვადასხვა ოდენობის მიწა ან შენატანი აქვთ კოოპერატივის წევრებს, ეს პრობლემას არ წარმოქმნის _ ვინც მეტს შეიტანს, გაიტანს მეტს.

რა არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი? ამ კანონისა და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი _ განმარტებულია პროექტში. აქვეა ხაზგასმული საქმიანობის სფეროები: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვა და გადამუშავება; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მომსახურების ერთობლივი შეძენა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღება, _ მითითებულია პროექტში.

იურისტმა ლაშა ინაურმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ განმარტა კოოპერატივის ზუსტი მნიშვნელობა და ხაზგასმით მიუთითა, რომ იგი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კანონპროექტიდან კი გვექნება სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და მიგრაციის შეჩერების მოლოდინი.

მათი ლამპიმ შეხვედრის დასასრულს დემოკრატიული სვლა არჩია: _ კოოპერატივის შექმნა ნებაყოფლობითია, _ მიმართა მან ფერმერებს _ ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, გირჩევთ ახლავე დაიწყოთ ფიქრი მის ჩამოყალიბებაზე, რადგან საქართველოს პარლამენტი, მალე განიხილავს და დაამტკიცებს კანონპროექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რომლის არსებობის უტყუარობა დაამტკიცა ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის წარმატებამ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...