სიყვარულის დღესთან წილნაყარი "ცაცხვის დღე"

კარმიდამო ჩემი

სიყვარულის დღესთან წილნაყარი "ცაცხვის დღე"

2013 მარ 3 09:51:54

_ არ ვიცი, რამდენად ტრადიციულია სიყვარულის დღე, მაგრამ ცოდვად არ მგონია ჩაგვეთვალოს, თუ მას პირობითად მაინც "ცაცხვის დღე" დავარქმევთ ჩვენს ულამაზეს სოფელში,_ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მკვიდრი ბახვა გოგუაძე და საკუთარ თანასოფლელ მეფუტკრე მეგობრებზე მიგვითითებს, რომელთა სპონტანური შეკრება 15 თებერვალს მათივე სურვილით შედგა.

_ დღეს, ჩვენს მშობლიურ ძიმითში სახელდახელოდ გამოძებნილ ადგილებზე ვრგავთ ცაცხვის ნერგებს, რომ ფუტკარმა დიდხანს უზიდოს კაცს თაფლი და ღმერთს სანთელი, _ ერთმანეთს არ აცლიან ღიმილიან სიტყვას და თან გვეცნობიან, _ "მეფუტკრეთა გუნდი" რომ ვართ, ფეხბურთელებისას რით ჩამოვუვარდებითო?

მათი სერიოზული სატკივარი ის არის, რომ სოფელ ძიმითს არც ისე შორეულ წარსულში 600 ჰექტარი ტყე ჰქონდა, სადაც ბლომად იყო ფუტკრის სანეტარო ცაცხვი. ახლა კი 50 ჰექტარი ტყის მასივი თუღაა შემორჩენილი! "ცაცხვის დღის" ინიციატორი, ძიმითელი ბახვა გოგუაძე სოფლისა და ბუნების უპირველესი ქომაგი და ჭირისუფალია.

_ მომისმინე ახლა, ჩემო ბიძია და ვისაც ჭკუაში დაუჯდეს ჩვენი ნათქვამ-ნამოქმედარი, მოგვბაძოს. თუ არადა, დადგება მალე ის დრო, როცა თაფლში ჩასაკრავ თითს ცარიელს მეილოკავენ! _ სამართლიან ტკბილ-მწარე ხუმრობას არ იშურებენ ძიმითელები, _ ვიდრე ნაკრძალისთვის ადგილი გამოიძებნებოდეს, მანამდე ყველა იმ ადგილზე უნდა დავრგოთ ცაცხვი, სადაც საამისოდ ხელსაყრელ ადგილს ვიპოვით. სოფლის ცენტრალური გზის პირებზე, სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზოში, თირის, წყაროს, ფაფასკურას, კოხას და ნასაკირალის უბანში და იცით რატომ? 600 ჰექტარი ტყე ჰქონდა ძიმითს და ახლა 50 ჰა თუ იქნება. ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ღონისძიება. "ცაცხვისდღეობაა" დღეს ჩვენთან და იმდენმა მეფუტკრემ მოვიყარეთ თავი, ეს ტრადიციად უნდა ვაქციოთ. სირცხვილია, 20 ძირი რომ შემორჩა სოფელს ასაკოვანი ცაცხვის ხე. დღეს 20 ძირი ჩვენ დავრგეთ სხვადასხვა ადგილზე, 100 კვ. მეტრი ფართობი სჭირდება ირგვლივ, მეჩხრად დარგვა უნდა, _ ამბობს რეზო დოლიძე.

"მეფუტკრეთა გუნდი" მიიჩნევს, რომ ძიმითში, ადგილობრივის გარდა, სხვა ფუტკარს არ გააჭაჭანებენ.

_ ფუტკარი ასეულ ათასობით კილომეტრზე დაფრინავს ნექტრისთვის და თქვენ უკან უნდა სდიოთ? _ სიცილი ვეღარ შევიკავე, თუმცა საკმაოდ ენაკვიმატი რეზო დოლიძე მთელი სერიოზულობით მიხსნის: _ აქ უცხო ფუტკრები პატრონებიანად "მოფრინავენ", სკები მოაქვთ და დგამენ. ნახეთ, როგორი მაღლარია ჩვენი სოფელი? რა ვიცით, იქნება ავადმყოფობა სჭირს იმ ფუტკარს და აწი სოფელში ვეღარ შემოვუშვებთ, ასე მოვილაპარაკეთ და არ გოუვა ამას წყალი და არც თაფლი...

"მეფუტკრეთა გუნდს" შეკრების ინიციატორი ბახვა გოგუაძე კაპიტნობს და ყველა სოფელში, სადაც ფუტკრის სკა დგას, ფუტკრის ბუმის გაჩაღებას ცდილობს. ჯემალ სალუქვაძე, გურამ ნოღაიდელი, ზაურ კბილიანიშვილი, მაქსიმ ხინთიბიძე, გიორგი მორჩილაძე, მათ შორის ერთი ქალბატონიცაა, თამილა ჩხაიძე _ აი, წინა პლანზე გამოსული მეფუტკრეები, რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.

15 თებერვალს აქ უმეტესად ცაცხვის ნერგების ბუმი იყო. თუმცა, ყუნწშაქარას ნერგებიც საკმაოდ მოიტანეს: _ თაფლოვანების დარგვა თუ ტრადიციად არ ვაქციეთ, ათ წელიწადში რაც არის, იმის ნახევარი ფუტკარი აღარ იქნება, ისე განადგურდა ტყე, _ წუხან და ყურადღების მიქცევასაც ითხოვენ, _ უნდა გაგრძელდეს და დროულად დასრულდეს სოფელში გაზის შეყვანა, რათა ხე-ტყის ჭრა შეჩერდეს და ტყე ასე კატასტროფულად არ შემცირდეს.

სოფლის გამგებელი მზია სალუქვაძე ფეხდაფეხ დაყვება მეფუტკრეთა გუნდს და აიმედებს, ნერგების შოვაში მეც დაგეხმარებითო.

სპონტანურად შეკრებილი ჯგუფი დახვეწაზე საუბრობს და მათი მთავარი მიზანი ძიმითში ნაკრძალის შექმნაა.

_ არსებობს საკმაოდ დიდი ტერიტორიული ფართობი, რომელიც გარკვეულ ჯგუფს მითვისებული აქვს უმოქმედოდ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დაგვეხმარება, რათა უმიზნოდ არ გასხვისდეს იგი და გავაშენოთ იქ ცაცხვის ტყე-პარკი, ნაკრძალი, რომელიც ჩვენ და ფუტკარს ერთად გადაგვარჩენს, _ ამბობენ ძიმითელები, ქალბატონი გამგებელი კი მთავრობისთვის მიმართვის მისაწერად ემზადება.

_ "კარმიდამო ჩემი" ჩვენი ოცნების ახდენაში უნდა დაგვეხმაროს. გვეიმედებით, თქვენი ხელმომწერები კი ფუტკრებივით გავმრავლდებით, _ ასე გვემშვიდობებიან "ცაცხვის დღის" ორგანიზატორები.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...