ფარდაგებზე შემოპარული გაზაფხული

კარმიდამო ჩემი

ფარდაგებზე შემოპარული გაზაფხული

8 მაი. 2013, 09:29:39
ხელნაკეთი ნემსით მოჩითული ფარდაგები ლეილა მენაბდის ოჯახის კედლებიდან მომზირალი ცოცხალი სახეებია,რომლის ხილვა წამიერად გაზაფხულთან ასოცირდება და წელიწადის ამ სიცოცხლის მაუწყებელი დროის მარადიულ განცდას აორმაგებს.

ყვავილები, პეპლები, ბუნების იდუმალებიდან ნასესხები თუ "მოპარული", ზოგჯერ შეუცნობელი ჩუქურთმა და ხაზები, მკვეთრი დეკორი თუ ხანაც ამ დეკორაციული ელემენტების არც ისე მწყობრი განლაგება, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ხალხური ხელით თავმოყრილი, რასაც სახელოვნებო დონის უტყუარი ელფერი დაჰკრავს. სწორედ ამიტომ, არაერთხელ გახდა მისი ნამუშევრები სპეციალისტთა მაღალი შეფასების საგანი.

ყველაფერი კი ხელნაკეთი ნემსითა და კუთხე კუნჭულში მოძიებული ძველმანებიდან ნაშალი ძაფებითა თუ შინ დამზადებული საღებავებით დაიწყო. თუმცა, ქარგვა ან ქსოვა ისწავლეო, არავის უთქვამს, არც არავის დაუძალებია. ახლა ხელსაქმის დიდოსტატია და ყოველდღე რაღაც ახალ ორნამენტს ქმნის თუ ეძებს. ერთი მკაცრი კრიტერიუმი აქვს _ მხოლოდ ფარდაგებს ქსოვს, გობელენზე მუშაობა არც უცდია, რასაც ერთი საკმაოდ ლოგიკური მიზეზით ხსნის _ ძნელია, თვითნასწავლმა ხალხური რეწვის ოსტატმა ყველაფერი ერთნაირად აითვისო ისე, რომ ხელოვნების დონეს დაუახლოვდე და მოწონება დაიმსახურო. ამიტომ, უმჯობესია, ერთი მიმართულება აირჩიო და ამ მიმართულებით აჩვენო პროფესიული ოსტატობა. საკმაოდ მოტივირებული არგუმენტია! თუმცა, წვრილმანი ნივთებისა თუ საგნების ქსოვა, კერვა თუ ზედ ნაქარგობების დასმა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ოღონდ ამას ხელოვნებად არ თვლის და არც თავმოსაწონ საქმედ მიაჩნია.

ბავშვობა მშობლიურ სვანეთში გაატარა და შემდეგ გურიაში, სოფელ ნაგომარში გადმოსახლებულ მრავალშვილიანი ოჯახისთვის, პატარა გოგონა ქსოვისა და ქარგვისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით, თავისებურ სახეს წარმოადგენდა. ყველაზე კარგად მაინც ის ახსოვს, როცა საქსოვი ჩხირებით ხელში ვინმეს დაინახავდა, გვერდით მიუცუცქდებოდა და იმეორებდა ან იმახსოვრებდა, რა ხდებოდა ფერად თვლებს შუა თუ მათ გასწვრივ.

ერთხელ, სვანეთისკენ ავტობუსით მგზავრობისას, ერთ-ერთ სადგურში შეჩერდა და ერთ ქალბატონს, რომელიც გატაცებით ქსოვდა, დიდხანს აკვირდებოდა. ასე ისწავლა ქსოვა.

ვინმეს, იქნებ, ნაკლებ დამაჯერებლად მოეჩვენოს, რომ იგი დღემდე სისხლის გადასხმის სისტემის მილზე დამაგრებული თვითნაკეთი ნემსით ქსოვს, რომელზე ავტოკალმის გამჭვირვალე ბუდეა წამოცმული. საინტერესო ისაა, რომ ასეთი თვითნაკეთი ნემსით მოქარგულმა მისმა ფარდაგებმა, თბილისში, ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და სპეციალისტების შეფასებით, თითოეულის ფასი 1 200 ლარს ქვემოთ არ ჩამოსულა. ხშირად ენანება საკუთარი ნაკეთობის გაყიდვა, თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ ოჯახის ბიუჯეტი ასეთ მსხვერპლს ითხოვს.

მისი სამუშაო მასალა განსაკუთრებული იშვიათობით არ გამოირჩევა.

ლეილა მენაბდეს არა ერთი ძველი ტილოს ნაჭერი მოუქარგავს მოძველებული კაშნეს თუ ჯემპრისგან მორღვეული ძაფით და შემდეგ კედლის მშვენებად უქცევია. მართალია, შვილებმა და ახლობლებმა ბევრი სპეციალური საქარგავი ნემსკავი აჩუქეს, მაგრამ საკუთარი ხელით მომზადებული "სისტემა" და ავტოკალმის ბუდე ურჩევნია. ასე უფრო მოხერხებულად მუშაობს.

ნახაზების და ნახატების სქემას თვითონ ქმნის, საკუთარი ფანტაზიით. ზოგჯერ მოძველებულ სხვადასხვა სამოსის დეკორატიულ ნაწილს იყენებს, მიუსადაგებს საკუთარ ჩანაფიქრს და მალე გარკვეული სახის ნამუშევარი სრულყოფილი და დასრულებულია.

_ დაბნელებულ წლებში ნავთის ლამფის შუქზე ვქსოვდი და ვქარგავდი, ისე მიყვარს ჩემი ხელსაქმე. სამაგიეროდ, საკუთარი ოჯახის კედლები და იატაკი საუცხოო ფარდაგებით მაქვს მოფენილი. არა ერთხელ გავყიდე კიდეც. კი დამენანა, მაგრამ ბიუჯეტი გავიუმჯობესე. ყველას ვურჩევ, არ დაივიწყონ ხელსაქმე _ ქარგვა, ქსოვა თუ კერვა ქალისთვის არასოდეს არის ზედმეტი. ოჯახში, ძველმანებისგან შეიძლება მიიღო ძაფიც, ჩხირიც და საქსოვი ზედაპირიც, რომელსაც, შეიძლება, სხვა შემთხვევაში სანაგვეზე მისჩენოდა ადგილი. მარჯვე თითებითა და ნიჭიერი ხედვით კი ხელოვნების რანგში აყვანილ ნიმუშს შექმნი, რაშიც, შესაძლოა, თუ გასაყიდად გაიმეტებ, ათასებიც შემოგთავაზონ, _ ამბობს ფარდაგების ქსოვის ოსტატი.

ქალბატონი ლეილა ფარდაგის ზედაპირზე ხშირად ქართული ხალხური ზღაპრის გმირებს აცოცხლებს. ყოველივე ეს შვილიშვილების _ ზურიკოსა და ირაკლის თხოვნით ხდება. ასე გაჩნდნენ ბებოს ხელით მოხატულ ფარდაგებზე "წუნა და წრუწუნა", "შვლის ნუკრი", "ყურცქვიტა და ბაჭია", "წიქარა"...

ახლა გაზაფხულია და ძალიან უხარია, რადგან აყვავებული ბუნება უხვად აწვდის ჯადოსნურ სურათებს, რომლებიც მერე მის ფარდაგებზე ამეტყველდებიან ხოლმე.

ლეილა მენაბდე დიდი ოჯახის დიასახლისია. მშრომელ და იუმორის მოყვარულ მეუღლეს, გია მენაბდეს ხუმრობა, როგორც თვითონ ამბობს, კანფეტივით უყვარს.

_ ქსოვს და ქარგავს, მზითევს იმზადებს, მგონი! სახლში კედელი და იატაკი არ დარჩა დაუფარავი, მე ამდენი წელი რემონტს ვაკეთებდი, ეს კიდევ ზედ ჭინჭებს აფარებს, _ ხუმრობს იგი.

2005 წელს, ხელსაქმის მოყვარულ ხელოვან ქალთა გამოფენაზე, რომელიც ოზურგეთში, სულიკო ლომჯარიას თაოსნობით მოეწყო და სამხატვრო გალერეა მასპინძლობდა, ლეილა მენაბდემ საკუთარი ნამუშევრები გამოფინა და სპეციალური სიგელიც დაიმსახურა.

_ ყველა გოგონას და ქალბატონს ვურჩევ, თუ ოდნავ მაინც გააჩნია საამისო სურვილი, ქარგოს, ქსოვოს. ეს სიმშვიდისა და კარგი განწყობის მომნიჭებელია. ამავე დროს კი თქვენ შეძლებთ ძალიან ლამაზი და ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოთ, როგორც საკუთარ თავს და ოჯახს, ასევე მეგობრებსა თუ ნათესავებს, _ გვემშვიდობება ქალბატონი ლეილა.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...