ხის მასალით დამზადებული ნივთები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ნაკლებ საზრუნავი როდია

კარმიდამო ჩემი

ხის მასალით დამზადებული ნივთები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ნაკლებ საზრუნავი როდია

2013 მაი 16 09:44:09
დიდი ხანი არ არის, რაც ოზურგეთში მცხოვრებმა სოსო და გალინა წიტაიშვილებმა ხის მასალით სხვადასხვა საოჯახო ნივთების დამზადება დაიწყეს_ მათ სხვადასხვა წვრილი ხელსაქმე არაეთხელ უკეთებიათ.

პროფესიით ფარმაცევტ ქალბატონსა და წარსულში რუსეთში სამხედრო თანამდებობაზე ნამუშევარ სოსო წიტაიშვილს ერთმანეთი შორეულ ვოლოგდაში შეუყვარდათ. ეროვნებით რუსმა ქალბატონმა უმოკლეს დროში ისწავლა ქართული წერა-კითხვა და როცა ქმართან ერთად, საქართველოში დაბრუნდა, არა ერთი საკუთარი ხელობა საქმედ, შემდეგ კი შემოსავლის წყაროდ აქცია. ოთხი შვილის ახალგაზრდა მშობლებს ინტერესის გაჩენისთანავე დაებადათ სურვილი, რაც შეიძლება მალე ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მერქნისგან დაემზადებინათ სხვადასხვა საოჯახო ნივთები: ხაჭაპურის დასადები და დასაჭრელი დაფები, პურის შესანახი ყუთი, საკანფეტე, კვერცხების ჩასალაგებელი სპეციალური, ფორმებიანი ყუთი...

_ აბა, ნახეთ, როცა ამდენს საუბრობენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, თვით ეს პროდუქტი რაში დევს? ცარიელი პლასტმასის ჭურჭელშია ყველაფერი მოთავსებული. ახლა ჩვენი ხელობა ნახეთ და დააკვირდით ნამუშევრებს, რაშიც პროდუქტი უნდა ჩადოთ თუ ზედ უნდა დაჭრათ ან გააბრტყელოთ, _ გვეუბნება გალინა წიტაიშვილი და მეუღლესთან ერთად, საკუთარი ხელით ნაკეთებ ნაირ-ნაირ ნივთებს გვაჩვენებს.

სამუშაო იარაღები მოფიქრებისთანავე შეიძინეს: ხელის ელექტრობურღი, შალაშინი, ზუმფარის ქაღალდი. სამუშაოდ კოპიტისა და არყის ხის მასალას იყენებენ. საკმაოდ შრომატევად საქმეს მარტო ასრულებენ და გაკეთებულ ნივთებს არცთუ ძვირად ყიდიან: საკანფეტე 5-6 ლარი ღირს, კვერცხების ჩასალაგებელი _ 5 ლარი. ხაჭაპურის დასადები სპეციალური დაფა, რომელიც ორმაგია და ზედა ფენა ნაჩვრეტებიანია _ 10 ლარი. 25 ლარი ღირს პურის შესანახი ყუთი, ზოგიც _ 40 ლარამდე, გააჩნია ტევადობას და დიზაინს. ყველა ეს ნივთი გამორჩეულია სილამაზით და პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისითაც.

როგორც გალინა წიტაიშვილი ამბობს, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი აუცილებელია. მიაჩნია, რომ დღევანდელი მიდგომა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე უნდა ვიზრუნოთ, სწორია, მაგრამ სუფთა პროდუქტი ასევე ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელში უნდა ჩადო _ ასეთია მისი აზრი და ამ იდეამ საკმაოდ გაუმართლა. ოჯახის ნამუშევრებს საკმაო კლიენტი ჰყავს და როგორც წიტაიშვილები ამბობენ, ათი რიცხვი დღითი-დღე იზრდება.

_ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი პიკანტური გემო აქვს პურს, როცა მას არყის ხის მასალისგან დამზადებულ სპეციალურ ყუთში ვათავსებთ _ ერთი კვირის მანძილზე არ ფუჭდება, ობს არ იკეთებს, _ ამბობს ქალბატონი გალინა.

იგი თვითნასწავლი დიზაინერიცაა. საკუთარი ნამუშევრებისთვის თვითონ ქმნის ესკიზებს, შემდეგ კი მხოლოდ ეკოლოგიური გუაშით აფერადებს და ხატავს. ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ისეთი, რომ ადამიანს არანაირად არ ავნოს, ზედაპირი იფარება სპეციალური ლაქით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის _ ასეთია მათი მოწოდება. ხის მასალას და საღებავებს მხოლოდ შეკვეთით და სანდო კლიენტისგან ყიდულობენ.

_ სანდოობის მოპოვებას დიდი დრო სჭირდება, დაკარგვა კი უცებ იქნება. ამიტომ ვუფრთხილდებით ჩვენს ნამუშევარს, მის ხარისხს. მხოლოდ პურის ფული გვრჩება, მეტი არაფერი, მაგრამ ასე ნაშოვარი პური ძალიან გემრიელია, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი.

გალინა წიტაიშვილი საუკეთესო კულინარიცაა. სააღდგომოდ ძალიან ბევრ შეკვეთებს იღებს და ახლა პასკის ფესტივალზე გამოფენისთვისაც ემზადება.

_ ფესტივალზე მრავალმხრივი გამოფენით წარვდგებით, გამოვფენთ და გასაყიდად გამოვიტანთ ჩვენს ნამუშევრებს. ასევე, მექნება კულინარული კუთხე, სადაც მრავალნაირი ზომის ულამაზეს პასკებს დავალაგებ. ამ დღეს საზეიმო განწყობით ველოდები და ვნახოთ, რა გამოვა, გული კარგს მეუბნება, _ გადამდები ხალისით გვესაუბრება ქალბატონი გალინა. ისეა შინაგანად დამუხტული, თითქოს, არ იცის, სად წაიღოს ამდენი ენერგია.

კიდევ ერთი შტრიხი მისი ბიოგრაფიისა _ გალინა წიტაიშვილმა ახლახან დაიწყო "გურია ნიუსთან" თანამშრომლობა და ეს ძალიან უხარია, სურს, გაზეთის წარმატების თანამონაწილე გახდეს.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...
ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...