აღვადგინოთ ქართული დაფნა

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

6 აპრ. 2020, 15:01:13

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და ციტრუსების შემდეგ, ერთ-ერთ შემოსავლიან კულტურად ითვლებოდა. იმ პერიოდისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 6-7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყო, მცირე ნაწილი გადიოდა ექსპორტზე.

დღეისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 1500 ჰა-მდე აღირიცხება ცალკეული ნარგაობის სახით. ყოველწლიურად 4-5 ათასი ტონა პროდუქცია გადის ევროპისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს, ცალკეულ კომპანიებს, კერძო მოსახლეობას ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა. შესაბამისად, გაიზარდა მომართვიანობა, რათა დაფნის კულტურა შევიდეს პროგრამა _ "დანერგე მომავლის" მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ჩამონათვალში.

უნდა აღდგეს და გაძლიერდეს თუ არა საქართველოშიდაფნის კულტურა?

2017 წელს ა(ა)იპ "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" მიერ, USAID/REAP-ის დავალებით ჩატარებული კვლევა-ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს საქართველოში დაფნის წარმოების არსებულ და პოტენციურ მოცულობებს, ასევე, რეალურად მისაღწევ ხარისხის სტანდარტებს და საექსპორტო შესაძლებლობებს. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტზე.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 500 ჰექტრამდე დაფნის ერთეული ხეები, საიდანაც საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 3-დან 5 ტონას უდრის. მთლიანი წლიური მოცულობა შეადგენს 4-5 ათას ტონა დაფნის გამომშრალ ფოთოლს. საქართველოში მოქმედი დაფნის მწარმოებელი კომპანიები ნედლეულს, უმეტესად, მცირე საკარმიდამო ნაკვეთებიდან იძენენ, რომელთაგან თითოეულს, საშუალოდ, 2.5 ტონა დაფნის ნედლი ფოთლის (თავისი ნედლი ღეროებით) მიწოდება შეუძლია. დაახლოებით, 5 კგ. ღეროიანი ნედლი ფოთოლია საჭიროა 1 კგ. გამომშრალი დაფნის ფოთლის საწარმოებლად.

სტატისტიკური მონაცემებით, ათი ათასი საკარმიდამო ნაკვეთია ჩართული დაფნის ნედლეულის მიწოდებაში. ამჟამად საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს დაფნის საკუთარი პლანტაცია.

დანარჩენი 97% კერძო საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეძენილი ნედლეულია. ამ დროისთვის, საქართველოში წარმოებულია 4 135 ტონა საექსპორტო პროდუქცია. საქართველოში დაფნის ფოთლის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტიორები არიან თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, უზბეკეთი; უმნიშვნელო ექსპორტი ხორციელდება პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, ესპანეთსა და ბულგარეთში.

საქართველოში დაფნის გამომშრალი ფოთლის საექსპორტო ფასები 2.2-დან 7.5 დოლარამდეა, ხოლო წვრილად დაჭრილ და დაფქვილ პროდუქციაზე 0.22-დან 1.6 დოლარამდე. ფასების ცვალებადობა დამოკიდებულია ფოთლის სიგრძეზე, ფერზე, ზომაზე, ეთერზეთების შემადგენლობაზე, გაუტეხელი და დაზიანებული ფოთლების პროცენტული რაოდენობაზე, ასევე, ფოთლებზე არსებული შავი/ყავისფერი ლაქების რაოდენობასა და ღეროების რაოდენობაზე დაფნის გამომშრალი ფოთლის ყოველ ერთ კილოგრამში. აი, ესაა პირობები, რომლებიც უნდა ახსოვდეს მეურნეს და მკაცრად უნდა იქნას დაცული დაფნის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში.

დაფნის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში საქართველოს გააჩნია სერიოზული კონკურენტები. ასეთია თურქეთი, რომელიც ითვლება დაფნის წარმოებისა და ექსპორტის მსოფლიო ლიდერად. იგი რჩება საქართველოსთვის დაფნის ფოთლის ერთ-ერთ იაფ უმთავრეს საექსპორტო ბაზრად. იმპორტირებული დაფნა თურქეთს საკუთარი დაფნის ფოთოლთან ერთად გააქვს რეექსპორტზე მსოფლიოს 78 ქვეყანაში. 2016 წელს 14 073 ტონა პროდუქცია გაიტანა.

ამრიგად, უნდა გაჩნდეს ინტერესი და მოტივაცია საქართველოში წარმოებული დაფნის ფოთლის მოცულობების გადიდებისა და საექსპორტოდ პირდაპირი კავშირების ძიებისკენ. თუმცა, ბოლო წლების ინფორმაციით, მოძიებულია მრავალი ქვეყანა ხარისხიანი დაფნის ფოთლის, ეთეროვანი ზეთის და სხვა პროდუქციის პირდაპირი ექსპორტისთვის. ამისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მქონე ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი და სხვა.

დღეისთვის დაფნის ნარგაობა, საიდანაც საექსპორტო პროდუქცია მზადდება, ველურ მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობის სერიოზული დეფიციტს განიცდის. ძირითადი ოპერაცია, რაც ამ ნარგაობაში ტარდება, გახლავთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ღერო-ფოთლების აჭრა და რეალიზაცია. ნარგაობა მოკლებულია განოყიერების, ნიადაგის დამუშავების, შეწამვლისა და გასხვლა-ფორმირების აგროტექნიკურ ღონისძიებებს.

ნედლეული ექსპორტიორების მიერ შეფასებულია, როგორც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მაგრამ თუ გვინდა პერსპექტივაში გადავიდეთ დაფნის სამრეწველო (შპალერული წესით) ნარგაობის გაშენებაზე, თავიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კულტურის მოვლა-მოყვანის მეცნიერულად შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებები, რაც უპირველეს ყოვლისა, გაზრდის ხარისხიანი ფოთლის მოსავლიანობას და ნედლეულში ეთერზეთების შემცველობას.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მიერ მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას.

 განვაახლოთ ძველი ნარგავები

ახლა, რაც შეეხება დაფნის ძველ ნარგავებს, რომლებიც ქაოტურადაა გაბნეული მოსახლეობაში  _  მათ მფლობელებს გვინდა მივაწოდოთ ზოგიერთი სახის რჩევა-დარიგებები და ის გასატარებელი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს  დაფნის ექსპლუატაციას და გააუმჯობესებს ფოთლის ხარისხს.

უპირველეს ყოვლისა, დაფნის ინდივიდუალურ ნარგაობებში უნდა მოეწყოს მცენარეთა დათვალიერება-შემოწმება, პარალელურად ჩატარდეს შტამბისა და ვარჯის გაწმენდა ეკალ-ბარდისაგან.

თებერვალ-მარტში ნარგაობის ქვეშ ჩატარდეს ნიადაგის შებარვა-გაფხვიერება. ახალგაზრდა ნარგაობაში ერთ ხეზე 0.5 კგ. ხოლო ხნიერ ნარგაობაში 1,0 კგ. რთული მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) შეტანა. სასურველია ორგანული სასუქის (ნაკელი, ტორფ-კომპოსტი) _ ერთ ხეზე 20-40 კგ-ის შეტანა და ნიადაგის მულჩირება.

საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში (განსაკუთრებით, გურია-აჭარა) დაფნის ნაზ ყლორტებს და ფოთლებს აზიანებს სხვადასხვა სახეობის მჩხვლეტ-მწუწნი მავნებლები, აქვე ვითარდება სოკოვანი დაავადება, რომელთა წინააღმდეგ სასურველია, წამლობის პერიოდული ჩატარება სპეციალისტის რეკომენდაციით.

დაფნის ხნიერ ხეებზე მიზანშეწონილია ყოველ 2 წელიწადში მოსავლის აღება 2-3-წლიანი ტოტების აჭრით, ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში სასურველია მცენარეების უფრო მძიმედ გასხვლა ახალი იუვენილური ყლორტების განვითარების მიზნით.

ხშირია შემთხვევა, როცა დაფნის ნარგაობა გაშენებულია ღობეების გასწვრივ ან ცოცხალ ღობედ შეკრული შპალერის სახით. ნუ შეეცდებით მცენარის ფესვის ყელზე აჭრას, აქაც ნიადაგის ზედაპირიდან 1.5 მეტრის სიმაღლეზე აწარმოეთ. ე. წ. შპალერული გასხვლა 2 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის სათანადო დამუშავებით, განოყიერებითა და ნაზი ყლორტების შეწამვლის აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენებით.

მჟავე ნიადაგებზე გაშენებულ დაფნის ნარგაობებში ყოველ 4-5 წელიწადში სასურველია ერთ ხეზე 10-15 კგ. კირის შემცველი ნივთიერებების შეტანა.

დაფნა ვერ ეგუება დაჩრდილვას _ იგი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ამდენად, ეცადეთ, დაფნის ნარგაობა გაათავისუფლოთ ირგვლივ არსებული ნაკლებად ეფექტური მაჩრდილობელი მცენარეებისგან.

 როგორი ნიადაგი დაგარემო სჭირდება დაფნას?

დაფნა ყველა ტიპის ნიადაგზე იზრდება, კარგია ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ტიპის ნიადაგები, თუმცა, სათანადო ქიმიური მელიორაციის შემდეგ დაფნისთვის მისაღებია წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი.

დაფნა, შესაძლებელია, გაშენდეს, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მცენარის მძლავრი ფესვთა სისტემა საუკეთესო პირობაა ეროზიული პროცესების შესამცირებლად.

ნედლეულის გარეგანი სახისა და მასში ეთერზეთების მეტი რაოდენობით დაგროვების მიზნით, უკეთესია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მდინარე რიონის გასწვრივ მდებარე ვაკე და შემაღლებული გორაკ-ბორცვიანი ადგილები. თუმცა, დაფნის სათანადო ყინვაგამძლეობა (-14;-16) მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ კულტურის გავრცელების ფართო შესაძლებლობებს იძლევა, როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში.

როგორც წესი, დაფნის ახალი პლანტაციების გასაშენებლად ფართობი წინასწარ უნდა გაიწმინდოს ხე-ბუჩქნარისგან, თუ ფართობი ერთწლიანი კულტურების ქვეშაა დაკავებული, სეზონის მშრალ პერიოდში უნდა მოხდეს პლანტაჟური წესით 50 სმ სიღრმეზე დამუშავება მინერალური სასუქების NPK- 500 კგ/ჰა და ორგანული სასუქების (ნაკელი; ტორფ-კომპოსტი) ჰექტარზე 20 ტონის შეტანით. მჟავე ნიადაგებში, ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, სასურველია, ქიმიური მელიორანტების (კირი, დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი) შეტანა მჟავიანობის ინდექსის მიხედვით.

ჭარბტენიან ადგილებში (კოლხეთის დაბლობი) უნდა მოვაწყოთ 8-10 მ. სიგანის ოვალური პროფილირებული კვლები. წყალგამყვანი გვერდითი არხებით. სასურველია, პლანტაჟური წესით დამუშავებული ფართობები ნიადაგის უკეთ გაკულტურების მიზნით 1-2 წელი გამოყენებული იქნას ერთწლიანი სათოხნი კულტურების ქვეშ.

გაშენების საუკეთესო ვადაა შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი) ან გაზაფხული (მარტი-აპრილი).

დაფნის სამრეწველო პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: მდიდარ ნიადაგებზე ინდივიდუალური (ბუჩქური) და მწირ ნიადაგებზე შპალერული წესით. ინდივიდუალური წესით გაშენების დროს რეკომენდირებულია მწკრივებს შორის მანძილი 1,75 ან 2,0 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,0 მეტრი. ასეთ დროს ერთ ჰექტარზე თავსდება შესაბამისად 5 700 და 5 000 ძირი ნერგი. შპალერული გაშენების დროს, მწკრივთა შორის მანძილი იგივეა, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 0,5 მ-ია. ასეთ შემთხვევაში, მცენარეთა რაოდენობა ორმაგდება 10 000-დან 11 500-მდე. ფერდობ ადგილებზე დაფნის მწკრივები განლაგდება ჰორიზონტალურად, ასევე, სასურველია წყალამრიდი არხების გაყვანა.

დაფნის პლანტაციები შენდება, როგორც თესლით, ისე ნერგით. თესლით გაშენების შემთხვევაში, წინასწარ დაგეგმილ მწკრივებში ამოიღება ბუდნები, სადაც 4-5 სმ. სიღრმეზე ითესება 3-4 დაფნის კონდიცირებული თესლი, მიწა იტკეპნება და ერჭობა მაჩვენებელი ჯოხი. ერთი ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 50-80 კგ. თესლი.

პლანტაციის ნერგებით გაშენებისას მონიშნულ ადგილებზე ამოიღებენ 20-25 სმ. სიღრმის ორმოებს, დაფნის ნერგის ფესვებს ამოავლებენ წუნწუხში, რგავენ, ტკეპნიან, საჭიროების შემთხვევაში, რწყავენ კიდეც.

პლანტაციების ნერგებით გაშენებას აქვს უპირატესობა, პირველ ორ წელიწადს იოლდება ახალგაზრდა მცენარეების მოვლა და რაც მთავარია, ნარგაობა 1-2 წლით ადრე შედის ექსპლოატაციაში. უმჯობესია სარგავ მასალად გამოყენებული იქნას წინასწარ პოლიეთილენის პარკებში, ან რეზინის კონტეინერებში მიწის კომით გამოყვანილი ნერგები. ამ დროს მაღალია გახარება და მინიმუმამდეა მეჩხერიანობა.

დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად აუცილებელია სერტიფიცირებული სანერგეების მოწყობა, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი.

სასურველია, სანერგეები მოეწყოს რეგიონების მიხედვით, რითაც გაიოლდება სარგავი მასალის რეალიზაცია, თუმცა, შესაძლებელია, უკვე მოქმედ სერტიფიცირებულ სანერგეებშიც დაიწყოს დაფნის სტანდარტული ნერგების წარმოება.

მაღალმოსავლიანი და მაღალი ზეთის შემცველობის დაფნის სამრეწველო პლანტაციების გაშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სათესლე მასალისა და ნერგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. დაფნის თესლი უნდა დამზადდეს წინასწარ აპრობირებული, ნორმალურად განვითარებული ჯანსაღი მდედრობითი სქესის სადედე ხეებიდან.

დაფნის თესლი იკრიფება ოქტომბერ-ნოემბერში. სასურველია, იმავე წელს თესლის თესვა სანერგე პლანტაციის გასაშენებლად. თუ თესლი არ ითესება, საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იანი ტენიანობის სილაში და მოთავსდეს ხის ყუთებში.

შენახული თესლი ითესება გაზაფხულზე 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.

როგორც სანერგეში, ისე პლანტაციაში აღმონაცენების მზის სხივების სიდამწვრისგან დასაცავად მიმართავენ სპეციალური საჩრდილობლების ან მცენარეული ტოტების გამოყენებას.

 ზაურ გაბრიჩიძე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

იოსებ ბასილია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი




 ახალი ამბები
  • ბუბა კიკაბიძე სიის პირველი ნომერი _ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ საარჩევნო სია წარადგინა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სია ცესკო-ში უკვე წარადგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის ოცეული: ბუბა კიკაბიძე, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზალიკო უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე, რომან გოცირიძე, თემურ ჯანაშია, ნატო ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, აბდულა ისმაილოვი, ცეზარ ჩოჩელი, თამარ კორძაია, სულხან სიბაშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ ცესკო-ში 176-კაციანი საარჩევნო სია ... ...
  • მასწავლებლებს ხელფასი 150-ის ნაცვლად 100 ლარით და 2021 წლის იანვრიდან გაეზრდებათ2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით იანვრიდან გაიზრდება. „საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. ყოველწლიურად გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.  მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია100.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია:ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე;უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე;წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი;განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი;მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი;საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე;პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - 33.0 მლნ ლარი და სხვა;პროფესიული განათლება - 52.5 მლნ ლარი;უმაღლესი განათლება - 147.2 მლნ ლარი;მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65.5 მლნ ლარი;ინკლუზიური განათლება - 23.7 მლნ ლარი;ინფრასტრუქტურის განვითარება - 125.8 მლნ ლარი. მათ შორის:ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე);პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი;უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი;კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი;ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პედაგოგებისთვის ხელფასი წლის ბოლომდე 150 ლარით უნდა გაზრდილიყო. როგორც მთავრობის მეთაური, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებდნენ, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა არსებული გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა და პედაგოგები დაპირებისამებრ მიიღებდნენ  გაზრდილ ანაზღაურებას. თუმცა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ პედაგოგებისთვის ხელფასი არა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, არამედ 2021 წლის 1 იანვრიდან 100 ლარით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაპირების მიხედვით, ხელფასი პედაგოგებს 150 ლარით უნდა გაზრდილიყო. წყარო: ... ...
  • “ქართულმა ოცნებამ” 150-კაციანი სია წარადგინა“ქართულმა ოცნებამ” ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. 150–კაციანი სია მმართველმა პარტიამ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, სიაში წარმოდგენილი არიან როგორც ყოფილი დეპუტატები, ასევე ახალი სახეები. მისივე თქმით, ოცნებას “თვისებრივად” გაძლიერებული გუნდი ეყოლება. ქართული ოცნების სია ასეთია: 1. გიორგი გახარია2. არჩილ თალაკვაძე3. ირაკლი კობახიძე4. თეა წულუკიანი5. მამუკა მდინარაძე6. კახაბერ კუჭავა7. გიორგი კახიანი8. მარიამ ქვრივიშვილი9. მიხეილ სარჯველაძე10. მაია ბითაძე11. მიხეილ დაუშვილი12. გიორგი ამილახვარი13. ვიქტორ სანიკიძე14. მარიამ ბოჭორიშვილი15. შალვა პაპუაშვილი16. დავით კაჭარავა17. ნიკოლოზ სამხარაძე18. გიორგი ხელაშვილი19. მარიამ ლაშხი20. ბექა დავითულიანი21. ანრი ოხანაშვილი22. დიმიტრი ხუნდაძე23. დიმიტრი სამხარაძე24. ნინო წილოსანი25. ირაკლი კოვზანაძე26. ირაკლი ბერაია27. ირაკლი სესიაშვილი28. ეკა სეფაშვილი29. რატი იონათამიშვილი30. გურამ მაჭარაშვილი31. დავით მათიკაშვილი32. ელისო ბოლქვაძე33. ლადო კახაძე34. ირაკლი მეზურნიშვილი35. სავალან მირზოევი36. რიმა ბერაძე37. სუმბატ კიურეღიან38. ალეკო ტაბატაძე39. ალუდა ღუდუშაური40. ირმა ზავრადაშვილი41. ირაკლი ზარქუა42. გივი მიქანაძე43. ბექა ლილუაშვილი44. ქეთი დუმბაძე45. ლექსო დალაქიშვილი46. ლევან ქარუმიძე47. ირაკლი მეძმარიაშვილი48. ხატია წილოსანი49. ვლადიმერ ჩაჩიბაია50. ისკო დასენი51. ვიქტორ ჯაფარიძე52. მაია მენაღარიშვილი53. ედიშერ თოლორაია54. გოდერძი ჩანქსელიანი55. ელგუჯა გოცირიძე56. ანა ბუჩუკური57. გია ბენაშვილი58. დაჩი ბერაია59. შოთა ხაბარელი60. თამარ ტალიაშვილი61. ლევან მგალობლიშვილი62. გელა სამხარაული63. გია ცაგარეიშვილი64. ნინო იობაშვილი65. გიორგი ჩაკვეტაძე66. თენგიზ შარმანაშვილი67. თორნიკე ჭეიშვილი68. ბაია კვიციანი69. მერაბ ქვარაია70. ირაკლი კირცხალია71. გიორგი ბარვენიშვილი72. გენრიეტა წიწავა73. იმედა ნიკურაძე74. ლევან მაჭავარიანი75. არჩილ გორდულაძე76. სალომე ქურასბედიანი77. გიორგი შინჯიკაშვილი78. შალვა კიკნაველიძე79. სულხან მახათაძე80. სალომე ჯინჯოლავა81. ჯუმბერ იზორია82. ლუკა კანკავა83. თემურ გოცირიძე84. ქეთევან ჩარკვიანი85. ზურაბ ხაჩიძე86. დავით თურქია87. ნიკა ტყემალაძე88. ნათია მოდებაძე89. თორნიკე ფხაკაძე90. აბელ აბესაძე91. ზურაბ იაშვილი92. მარიამ ყაყიჩაშვილი93. კობა სამხარაძე94. გიორგი ხავთასი95. მიხეილ თოფურია96. მარიამი ლომიძე97. დავით კაჭარავა98. ვლადიმერ ქორთუა99. გია თელია100. მარიამ ნასუაშვილი101. კობა დუნდუა102. ბენედიქტე გეგეჭკორი103. გაგა დარბაიძე104. ანა თევდორაძე105. გრიგოლ დალაქიშვილი106. სერგი მუშკუდიანი107. ჯონი ბერუაშვილი108. ნინო ლაცაბიძე109. ნიკა თინიკაშვილი110. ირაკლი სურმავა111. გია ჩხეიძე112. ქეთი აბაიშვილი113. ბექა ოდიშარია114. ნოდარ ტურძელაძე115. დავით სერგეენკო116. მაიკო ხარძიანი117. კახა კახიშვილი118. სოზარ სუბარი119. გიორგი ვოლსკი120. ნათია თელია121. მიხეილ ყაველაშვილი122. ლევან კობიაშვილი123. დავით სონღულაშვილი124. ნინო ქარდავა125. ირაკლი ქადაგიშვილი126. შალვა კერესელიძე127. ზაურ დარგალი128. მარიამ თევზაძე129. გოგი მეშველიანი130. გიორგი ხოჯევანიშვილი131. ზაალ დუგლაძე132. ნინო ჯანიაშვილი133. ანტონ ობოლაშვილი134. სამველ მანუკიან135. გოჩა ენუქიძე136. ნინო გიგინეიშვილი137. პაატა კვიჟინაძე138. ბეჟან წაქაძე139. გივი ჭიჭინაძე140. ხატია ურიგაშვილი141. ზაზა ლომინაძე142. ვასილ ჩიგოგიძე143. ალექსანდრე მოწერელია144. ალექსანდრა ხორგუაშვილი145. ირაკლი ხახუბია146. ირაკლი ჩიქოვანი147. რესან კონცელიძე148. ანა მიქაუტაძე149. ზაალ მიქელაძე150. ანზორ ... ...
  • თავდაცვის სამინისტრო - ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის აბსურდულითავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას აბსურდულ ბრალდებას უწოდებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს. „ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით (R)2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით. “საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ“, - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ. ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება. რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი. მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ. შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls