"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

18 დეკ. 2018, 16:26:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი და-ძმის _ კახა და ელენე მახარაძეების ცხოვრებისა და შრომისმოყვარეობის ამბავს, ვინც შორიდან გაიგებს თუ ახლოს დაინახავს, ორივე შემთხვევაში აუცილებლად გაიფიქრებს, ცოტა ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანებთან ხომ არ აქვთ საქმე.

ერთი შეხედვით, მათი საოჯახო შრომა მოხუცის დედის მოვლა და მრავალმხრივი სამეურნეო საქმიანობაა, რასაც სხვებიც აკეთებენ. თუმცა, როცა უსმენ მორიგ ეპიზოდს, როგორ უვლის 35 სულ პირუტყვს ორი ადამიანი, მერე მთაში დაკარგული ერთ-ერთი "ლამაზას" ძებნაში თავზე ათენდებათ და საქონლის ნაცვლად დათვს გადაეყრებიან, თან ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვთ, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ გმირობა, სიმამაცე და გამბედაობა მხოლოდ ომში თოფის სროლა არ არის...

და-ძმა მახარაძეების უსაზღვრო შრომისმოყვარეობასა და უდიდეს ადამიანურ ბუნებაზე, მოყვასისთვის თავდადებაზე სოფელსა და რაიონში ბევრმა იცის. სამეგობროშიც ხშირად ამბობენ, ბარი უკეთ უნდა იცნობდეს მთასა და საყვარელ საქმეზე შეყვარებულ და-ძმასო.

თუმცა, თავად მახარაძეები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს და განსაკუთრებული არაფრით არიან.

სოფელ მთისპირში, მთის წვერზე მცხოვრებ კახა მახარაძეს ადამიანებთან ურთიერთობისას უყვარს ფეხის წვერებზე სიარული: ოღონდაც ვინმეს გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ზრდილობასა და მეგობრობაში არ შეეშალოს... თორემ მთაში დაქრის ფეხით, ტრაქტორით თუ მანქანით; პირადად იცის მთისპირის ტერიტორიის საზღვრები და თითოეული ბუჩქისა და ხის ძირი. ბრალი მისი, ვინც თუნდაც ერთი ძირის უკანონოდ მოჭრას გარისკავს.

მახარაძეების ოჯახში სტუმრობა ლაღი იუმორით იწყება: _ უახლოესი მეზობლები არ გვყავს, სოფელში ოჯახები ერთმანეთისგან მოშორებით დგას. აი, დათვი კი გვსტუმრობს ხოლმე, სკამზე კი არ ჩამოგიჯდება მეზობელივით, მაგრამ წილში კი გვიჯდება _ რაც კვახები გვქონდა, ჯერ უბურთავია, ზოგიც დაუჩეჩქვავს, ზოგი კიდევ აქვე ჩამომდინარ ბახვისწყალში გადაუყრია, _ ხუმრობენ ისინი და დათუნია დრუნჩას მაინც სიყვარულით მოიხსენიებენ.

ელენე მახარაძე ძირითადად ძროხების მოწველით, რძის ნაწარმის დამზადებით და ამ ყველაფერთან თანმხლები სხვა საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. კახა კი უფრო "საგარეო საქმეებს" აგვარებს, თუმცა, უამრავ ბოჩოლას მზრუნველ ხელს არასდროს აკლებს და დღეისთვის ზამთრის შესახვედრად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პირუტყვის მოვლას და ზამთარში მის გამოსაკვებად საკუთარი ნაცადი ერთი მეთოდიც აქვს _ ზამთრისთვის სხვადასხვა ყანებიდან აღებულ ჩალის ღეროებს ასაწყობებს, მერე ელექტროხერხით სწრაფად ჭრის და მარილმოპნეულს პირუტყვი მადიანად შეექცევა. მიაჩნია, რომ ჭკვიანი მეურნე სწორედ უამრავ საყანე ფართობებში დატოვებულ ჩალის ღეროებს არ იზარალებს და საუკეთესო საკვებ საშუალებად აქცევს.

_ თუ ვინმე ამ მეთოდით დაინტერესდება და ჩალის ღეროებს ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ მოჭრის, როცა უკვე გამხმარია, ეს იქნება საუკეთესო დამხმარე საშუალება პირუტყვის გამოსაკვებად. არ მინდა ისე გაიგონ, რომ მხოლოდ ჩალის ღეროები ეყოფა პირუტყვს ზამთრის მანძილზე, _ გვეუბნება კახა მახარაძე და იხსენებს შორეულ ბავშვობას, თუ როგორ შეიყვარა იმთავითვე, მესაქონლეობის მიმდევარ ოჯახში გაზრდილმა პატარა ბიჭმა პირუტყვი, მისანი წიქარა და მასზე მზრუნველობა არა უბრალო, არამედ საკრალურ საქმედ აქცია.

_ ექვსი წლის ვიყავი, როცა შინიდან გავიპარე ძროხების მოსაძებნად. ვიპოვე და მოვდენე კიდეც, თუმცა, მშობლები კი შევაშინე... იმდენად მიყვარს ეს საქმე, მოგვიანებით მამა მეუბნებოდა კიდეც, იცოდე, აქ არ ჩარჩე, პირად ცხოვრებასაც მიხედე, თორემ ამ ყველაფერს გაგიყიდიო... _ სევდაც ახლავს ბატონ კახას საუბარს.

მამის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მიეჯაჭვა მთას. უხარია, როცა ბარიდან მეგობრები ამოვლენ და სტუმარ-მასპინძლობაში ცნობილს, ერთი სული აქვს მომდევნო სტუმრიანობამდეც. სწორედ მისი მეგობრების წინადადებას გავყევით მთისკენ: ეს კაცი ბარს და მთელ საქართველოს უფრო უკეთ თქვენ შეგიძლიათ, გააცნოთო...

კახა მახარაძის შემოქმედებითი უნარები მრავლის მომცველია. საკუთარი ხელითა და გემოვნებით აკეთებს რემონტს საკუთარ სახლში. ერთი სურვილი აქვს _ მამაპაპისეული იერი შეუნარჩუნოს ოდას და კარმიდამოს.

ელენე მახარაძე ოჯახის დიასახლისობას და უმცროს ძმაზე ზრუნვას აწ გარდაცვლილი მამის ხსოვნის წინაშე ვალდებულებად მიიჩნევს.

_ ჩემი მისახედი რა სჭირს, მარა ძალიან ბევრი საქმე აქვს. ახლა მინდა, ოჯახი შექმნას და მე, როგორც უფროსმა დამ, დავეხმარო შვილების გაზრდასა და ზოგადად ოჯახის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მეტი ნატვრა არაფერი მაქვს, _ გვეუბნება ქალბატონი ელენე და საკუთარი ცხოვრებიდან იხსენებს ერთ ნიშანდობლივ ეპიზოდს, როცა ზოოტექნიკოსის პროფესია, მისივე თქმით, ყველაზე ძალიან ჟურნალისტმა შეაყვარა, მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობა ჯერ ოჯახმა, მერე კი ინსტიტუტმა შეუქმნა.

_ 1985 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლიხაურის მეცხოველეობის ფერმაში გამანაწილეს. უგულოდ საქმე არასდროს მიკეთებია, მაგრამ ახალმისული ვიყავი და თავის გამოჩენის სურვილი და ამბიცია ნამდვილად მქონდა. მალე მოვიდა წარმატებაც _ რაიონში პირველ ადგილზე გამომაცხადეს, როგორც მოწინავე ზოოტექნიკოსი და ბულგარეთის საგზურიც მივიღე. ყოველივე ეს მაშინ გაშუქდა ჟურნალში: "საქართველოს სოფლის მეურნეობა". ჟურნალისტი ისე აღწერდა ჩემს განწყობას პირუტყვისადმი, მეგონა ჩემს გულში იჯდა. მას შემდეგ საკუთარი პროფესია უფრო შემიყვარდა და ადამიანი_ ჟურნალისტი მაინც მუდამ სიმპატიას და სიყვარულს იწვევს ჩემში, _ გვიამბობს ქალბატონი ელენე.

მესაქონლეობა დიდწილად განსაზღვრავს მახარაძეების საოჯახო მეურნეობას, მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრებიან და მათ ხეხილოვანთა ბაღიც აქვთ. განსაკუთრებით უხვად აქვთ თხილის პლანტაცია, რის მოვლა-დაგეგმარებას კახა მახარაძე ახლებურად გეგმავს. ამბობს, რომ თხილის გულის სიდამპლემ სერიოზულად შეუტია გურიაში გლეხკაცის მარჩენალ კულტურას და თუ არა ახლებური მიდგომა, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, თხილიც ისევე დაგვემშვიდობებაო, როგორც ჩაი.

კითხვაზე, რა არის და-ძმის საქმიანობის უახლოესი მომავლის გეგმები, მხოლოდ ქალბატონი ელენე გვპასუხობს: შრომა და ისევ შრომა, ცოტა ბიზნესის კუთხით გაფართოებას ვგეგმავთ, ყველაზე ძალიან კი უმცროსი ძმის დაოჯახებას ვნატრობო.

საუცხოო დიასახლისობით ცნობილი ელენე მახარაძე გეგმავს, ყველის ფესტივალზე მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება კახას, პირად გეგმებზე საუბარი მაინც და მაინც არ უყვარს, ძალზე სიტყვაძუნწია საკუთარ თავზე საუბრისას. შემოქმედებითი უნარ-ჩვევების მქონეს, საკუთარ სახლში საკუთარი ხელით დაწყებული რემონტი ამხელს მხოლოდ, განსაკუთრებული გემოვნებით რომ დაუგეგმავს კუთხე-კუნჭული. ველის არწივის ფიტულიც თავად გაუკეთებია და თვალსაჩინო ადგილზე დგას.

ძნელია, ამ მოახლოებულ ზამთრისპირს, მთაში უამრავ პირუტყვთან და სხვა საქმესთან შებმული და-ძმის თავგანწირულ შრომას მხოლოდ რომანტიკული თვალით შეხედო. არადა, უსაზღვრო პოზიტივი, უშურველი ღიმილი და ულევი სითბოს გამოხატულება ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრისას, რასაც ელენე და კახა მახარაძეები ამჟღავნებენ, გარწმუნებს, რომ სწორედ ამ თვისებებით ძლევენ მთის მკაცრი პირობებით განსაზღვრულ გარემოში არსებულ ულევ წინააღმდეგობას.

ბარაქიან საქმეს და ულევ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი დროის მთიელებს, და-ძმა მახარაძეებს!




 ახალი ამბები
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...
  • EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვსEMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის. 2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია. პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • როგორია COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია საქართველოში დღეისთვისმთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. StopCov.ge-ს მიხედვით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ ... ...
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?