ბაზიერი და მიმინო, ნადირობის გარდა, ერთად სიმღერასაც ახერხებენ

კარმიდამო ჩემი

ბაზიერი და მიმინო, ნადირობის გარდა, ერთად სიმღერასაც ახერხებენ

26 იან. 2018, 11:18:13

გურიაში ნადირობის ტრფიალ ბაზიერებს რა გამოლევს, თუმცა, ისინი, უმეტესად მაინც ასაკოვანი ადამიანები არიან და როგორც ამჯერად ჩვენი რესპონდენტი, ფანატიკოსი ბაზიერი მიხეილ გიორგაძე ამბობს, ამაზე უკეთესი უხიფათო, სახალხო და თუნდაც, ელიტარული სანადირო სპორტი, არ არსებობს.

ბაზიერიც არის და ბაზიერიც _ 80 წლის მიხეილ გიორგაძეს, 70 წელი ბაზიერობაში აქვს გატარებული და ამ საქმეს ახლაც ისეთი სიყვარულით მისდევს, როგორც შორეულ ბავშვობაში.

_ 10 -11 წლის ბიჭი ვიყავი, ჩემს მშობლიურ ჩოხატაურში მიმინო რომ დავიჭირე. ჩიტი ღაჟო კი გაცილებით ადრე "მოვძღაბლე" და მას შემდეგ ბაზიერობის ცეცხლი ისე მომედო, დღემდე მოვედი და არ გამნელებია. მიმინოს ამღერებაც კი შევძელი, _ გვეუბნება იგი და მოულოდნელად მაჯაზე ჩამოცმულ ტყავის საფარზე შემოსკუპული მიმინო ახლოს მოჰყავს და დაბალ ხმაზე ხალხურ მელოდიას ასმენინებს. ფრინველი მოულოდნელად პირს აღებს და ბაზიერთან ერთად, თანმხვედრ ბგერებს გამოსცემს.

"ახლა გაჩერდი", _ დაყვავებით ეუბნება და მიმინოც იტრუნება.

მიხეილ გიორგაძე გვიამბობს, როგორ გადმოვიდა ადრეულ ასაკში ოზურგეთში საცხოვრებლად, მშობლებთან ერთად.

_ ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლში, ლადიკო ერქომაიშვილთან ვმღეროდი. მერე ჯაზ-ორკესტრი "ნაკადული" ჩამოვაყალიბეთ. მერე დიდი ტრაგედიაც გადავიტანე, მცირეწლოვანი შვილი დამეღუპა და რაღა მემღერებოდა?! ბაზიერის ხელოვნებას კი დღემდე შემოვრჩი. რაღაცნაირად დამეხმარა კიდეც სულიერი და ფიზიკური მხნეობის განმტკიცებაში. ერთადერთი უმარცხო საქმე "ჩიტით" ნადირობაა, რომელმაც ტრადიცია არ დააგდო და ისევ ისე აგრძელებს არსებობას, როგორც მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, _ ამბობს ის და აგრძელებს, _ დამიჯერებთ? 70 წელია, ერთნაირი გატაცებით და ჟინით ვნადირობ. საირაოზე სულ უთენია გავდიოდი და გავდივარ, გაწვრთნილი ღაჟოს მეშვეობით, უცებ ვიტყუებ მიმინოს და ჩიტბადეში გახვეულს, ფრთხილად ვხსნი. პირველ რიგში, უნდა გავიგო, დედალია თუ არა, თან ამავე წლის გამოჩეკილი და არა კოიოტი. შინ მიმყავს თვალახვეული, მოვაბამ ფეხებზე რბილ თასმებს და როცა თვალებს ავუხელ, დავუსტვენ. დილამდე ხელზე მიზის, რამდენი ღამე გამითენებია ასე, ვინ მოთვლის. შეჩვევის შემდეგ კი, სანამ კარგად გავმართავ, დღეში ორჯერ ვაჭმევ, შემდეგ კი ერთხელ _ სულ ახალი ხორცი უნდა. ასე ვახერხებდი მუდამ საუკეთესოდ გაწვრთნილი მიმინო მყოლოდა. უმეტესად, ჟანგისფერი. იყო დრო, ჩემ ხელში გამოზრდილი კაპუეტი _ ერთ წელზე მეტი ხნის მიმინო _ ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. ბევრი რამ ისეთი კარგი საქმე კეთდებოდა იმ დროში, ახლა ვერც დაიკვეხნიან _ დღეს ყველაფერს ფულის შოვნის კუთხით უყურებენ.

მიმინოთი ნადირობა არის ყველაზე უღალატო, უმარცხო, თოფის გარეშე არსებული სანადირო სპორტი. ჯანმრთელობის, ხალისის მუდმივი წყარო. ნერვულ სისტემას და გულს ასე არაფერი აკაჟებს. ახალგაზრდობას ეს საქმე ჩვენ უნდა შევაყვაროთ. თუმცა, უნდა არსებობდეს საქმიანი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, თორემ საბაზიერო ხელოვნება თანდათან გაქრება, _ ამბობს ბატონი მიხეილი და იხსენებს ერთ სახალისო შემთხვევას, როცა ახალგაზრდა კაცმა ჰკითხა, რა არის ეს ხელზე რომ გიზისო: _ ვუპასუხე, რა არის და ინდაური,-მეთქი. მერე კი ვეცადე, დამეინტერესებინა. ნაკლებად, მაგრამ ვახერხებ ახალგაზრდებისთვის ამ საქმის გაცნობას.

ჩვენი რესპონდენტი და მისი მეზობელი ბაზიერები, ენვერ კომახიძე და ბიჭიკო მეფარიშვილი, განუყრელი მეგობრები არიან. ხშირად იკრიბებიან და სანადიროდ ახალგაზრდული ხალისით მიდიან. მათი საუბარი მუდამ უამრავ სანადირო თავგადასავლებსა და საბაზიერო საქმის როგორმე შენარჩუნებასა და გაძლიერებას ეხება. ენვერ კომახიძე საყვარელი საქმის კეთებას, თავის მეგობრებთან ერთად შექმნილი, გურიის სამონადირეო ტურიზმის და ბაზიერთა კლუბის გაძლიერებით ცდილობს და ხელისუფლებისგან დახმარების და დაინტერესების მოლოდინშია.

_ ზოგადად, ნადირობა წამგებიანი ხელოვნებაა, თევზაობის გარდა, _ ბაზიერით ნადირობა ორი-სამი თვის მანძილზეა შესაძლებელი. მიმინოს სერიოზული კვება სჭირდება _ სულ ცოტა, წელიწადში 400 ლარის ხორცს მიირთმევს ერთი ფრინველი. ამდენივეს მონადირებას თუ შეძლებს. მეთევზეს კი ჭიების მომარაგებით მთელი წლის მანძილზე თევზაობა შეუძლია, _ ამბობენ მეგობრები. თუმცა, მათი აზრით, ბაზიერობას ვერაფერი შეედრება და თუ მონდომება და სურვილი იქნება, მოტივირებული ადამიანები შეძლებენ საქართველოში ბიზნესი ამ მიმართულებითაც განვითარდეს.

მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ საამისოდ პატრიოტული მიდგომაა საჭირო და ბაზა უნდა შეიქმნას. როცა საქმე ჩანასახში არსებობს ბაზიერთა კლუბის სახით და აქ, მსოფლიო კლუბებსაც რომ დაამშვენებს, ისეთი ბაზიერებია თავმოყრილი. მთავარია, დაფინანსების შანსი გაჩნდეს. ადვილი შესაძლებელია, შემოიღობოს რამდენიმე ჰექტარი ბალახოვანი ფართობი, თუ ხორბალს დათესავენ, მთლად უკეთესი. იონჯაც საუკეთესოა, ადრე შემოდის და ნადირობის სეზონზე უკვე საუკეთესო ბაზას შექმნის. შორიახლო კი 50-კაციანი სასტუმრო თუ დაიდგმება, მთლად კარგი. გურიაში, ზღვისპირა მხარეში, ახლა ისეც მომრავლდა სასტუმროები. ტურისტები სიამოვნებით გადაიხდიან თანხას და ინადირებენ ასეთ ფართობზე ჩვენი ბაზიერების დახმარებით. ასეთი პრაქტიკა არა ერთ წამყვან სახელმწიფოში არსებობს. ჩვენთან ბაზიერობის საუკუნოვანი გამოცდილება როცა არსებობს, საქმის წამოწყებას ეს გააადვილებს. დაგვიანებული კი არის, მაგრამ სჯერა, რომ კიდევ შესაძლებელია.

ბიჭიკო მეფარიშვილი: _ სინანული მიპყრობს _ მიმინოს და ღაჟოს შესახებ ბავშვებმა რატომ არ უნდა იცოდნენ? ხან სპეციალურად ვეკითხები მათ, სკოლაში თუ ესმით ამის შესახებ. რატომ არ უნდა ასწავლიდნენ ბავშვს რაღაც კუთხით მაინც ამ საუკუნოვანი უმარცხო ნადირობის შესახებ? ეს ხომ მხოლოდ უბრალო გართობა არ არის? ვახტანგ გორგასლის ლეგენდაც არ იცის ზოგმა. დასავლეთ საქართველოში მაინც, საუკუნეების მანძილზე, პოპულარული იყო ასეთი ნადირობა და მიმინოს მახვილი თვალით, ჭკუით, სისწრაფით და სიმსუბუქით შეზავებული თვისებები, ბაზიერებთან ერთად, ლამის, მთელ ქართველობას ჰქონდა გათავისებული. ძალიან კარგი საქმე გაკეთდება, თუ ამ თემას წამოწევთ და ხელისუფლების რომელიმე შტო დაინტერესდება, თუნდაც, რაიონის დონეზე. კერძო პირსაც შეუძლია ამ საქმის წამოწყება. ბაზიერობის ინსტიტუტი არსებობს, რაც მთავარია. გერმანიაში, დუბაიში და არა ერთ სხვა მოწინავე ქვეყანაში ამ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან.

ენვერ კომახიძეც ოპტიმისტურად უყურებს ბაზიერთა ხელოვნების განმტკიცებით, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების საქმეს. ბაზიერთა სანადირო ხელოვნებას, მისი აზრით, ადვილი შესაძლებელია "მიებას" ტურისტების მეტად დაინტერესება, გადამფრენი ფრინველების შესანიშნავი დერეფნით, რომელიც კოლხეთის დაბლობზე არსებობს: _ ტურისტებისთვის აქ შესანიშნავი გარემო იქნება, დააკვირდნენ ფრინველთა გადაფრენის პროცესს და გადაიღონ. პარალელურად, საბაზიერო ხელოვნებას გაეცნონ, ინადირონ აქაურ ბაზიერთა დახმარებით, როცა საამისო ბაზა იქნება. მთავარია, იდეის პოპულარიზაცია და მერე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა საშუალო დონეზე მაინც, _ ამბობს ის.

მანამდე კი მეგობარი ბაზიერები, მიხეილ გიორგაძის თავკაცობით, სეზონზე სანადიროდ წასასვლელად უერთმანეთოდ ნაბიჯს არ დგამენ, სეზონის დასრულების შემდეგ კი უფრო ბატონ მიხეილთან იყრიან თავს და საუბრის თემას მუდამ უსაყვარლესი საქმე წარმოადგენს. ამბობენ იმასაც, რომ ზოგს მოცლილი და საქმეგამოლეულიც კი ვგონივართ, თუმცა, თუ ქვეყანაზე უმარცხო, ჯანსაღი სანადირო ხელოვნება არსებობს, რომელიც ახალგაზრდას მუდამ გონიერებასთან, სისწრაფესთან, ჭკუასთან და უზადო ჯანმრთელობასთან ამყოფებს, ეს ბაზიერობაა და მთავარია, ამ საქმით ვინმე ისე დაინტერესდეს, როგორც ჩვენ ათწლეულების მანძილზე მიმინოებს ვწვრთნიდით და საქმეც დაიძვრებაო.

მიხეილ გიორგაძე უფასო მასწავლებლობას პირდება დაინტერესებულ ახალგაზრდებს: _ მე 80 წლის კაცი ვარ და მინდა, ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობა სერიოზულად მოეკიდოს საქმეს, რომელიც ხელოვნების რანგში ჰქონდათ აყვანილი ჩვენს წინაპრებს. გასაქრობი და მისავიწყებელი ამიტომაც არ არის, თითო-ოროლა მოყვარული სანამ არსებობს, "ხელის გამობრუნება" კიდევ შეიძლება.

წარმატებას და სურვილის ახდენას ვუსურვებთ ნაცად ფანატიკოს ბაზიერებს, მიხეილ გიორგაძეს, რომელიც საყვარელ მიმინოსთან ერთად, ისევე გვემშვიდობება, როგორც მიგვიღო _ სახესთან იახლოვებს ფრინველს და დაბალი, სასიამოვნო ხალხური მელოდიით იყოლიებს _ დუეტიც შეთანხმებულად დგება.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?