"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

2017 დეკ 3 23:21:01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის ცნობილი ტრფიალის, ანდრო ვაშალომიძის სადემონსტრაციო ნაკვეთში, თექვსმეტი სახეობის გურული ვაზის ჯიშია წარმოდგენილი.

შემოდგომის პიკია და საოცარ სანახაობას _ თეთრი ჯიშების: საკმიელას, ათინაურის, კლარჯულის, ვარდისფერის: ჩხავერის და ბადაგის, წითელყურძნიანების: მტევანდიდის, ჯანის, ალადასტურის თუ მტრედისფეხას ზღაპრულ ფერთა გამას, შეიძლება, მხოლოდ კაცის უნაკლო გონის, ღვთისა და დედაბუნების ქმნილების მაქსიმალური გამოვლინება უწოდო _ მტევნებს ვეღარ იჭერს საგანგებოდ გამართული ტალავერი. გურული ვაზის ჯიშების ასეთი სრულყოფილი გამოფენა მწიფობის ფაზაში, ალბათ, საქართველოში მხოლოდ აქ შეიძლება ვნახოთ.

საუბრობს გურული გულმოდგინებითა და იმ წყალგაუვალი დიალექტით, ამ გარემოს რომ მოერგება და შვენის _ ოცი წლის წინ დაიწყო გურული ვაზის ჯიშების მოძიება. პროფესიით ინჟინერს მევენახეობასთან მხოლოდ სულიერი სამყარო აკავშირებდა და იზაბელას და "ნოას" ასპარეზად ქცეული გურია აღიზიანებდა.

რატომ გადაშენდა საუკუნენახევრის წინ ცნობილი გურული ვაზის ჯიშები და როგორ გაბატონდა არაქართული "ჭეიშვილი" თუ "იზაბელა", ეს პრობლემა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკიდან ევროპაში შემოსულმა ვაზის დაავადებამ _ ფილოქსერამ წარმოშვა: _ თუმცა, ევროპამ ამ პრობლემას დროულად მიხედა, ვაზის სამშობლო, საქართველო კი დარჩა უცხოური ჰიბრიდების საბატონოდ და სწორედ ეს მაშფოთებდა, _ ამბობს ანდრო ვაშალომიძე.

მთელი წლის მანძილზე აგროვებდა და ახლა აგროვებს ოჯახების მისამართებს, სადაც ვაზის ესა თუ ის ჯიში ეგულება. შემდეგ კი, შემოდგომაზე, მწიფობისას, იწყებს ჩამოვლას აღნიშნულ მისამართებზე. იღებს ნიმუშებს _ ვაზის რქას, ფოთლებს და რამდენიმე მტევანს, რომელსაც აგზავნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში. დღემდე ჯიღაურაში 137-ზე მეტი ნიმუში აქვს გაგზავნილი. გურული ვაზის 60-მდე ჯიშიდან 40 უკვე ამოცნობილია და ეს ყველაფერი ანდრო  ვაშალომიძის დამსახურებით მოხდა.

_ ეს არ არის ჩემი ბიზნესი _ ბიზნესზე არც არასდროს მიფიქრია. აღორძინების მედროშე ვარ, თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლით. თუმცა, თავისუფლად შემეძლო, ამერჩია რომელიმე ერთი ან ორი ჯიში, მაგალითად საკმიელა, ჩხავერი და მეწარმოებინა ღვინო. სულ ცოტა, 1500 ლიტრს გავყიდდი. ტურისტული მარშრუტებიდან ხშირად მეხმიანებიან, ხომ არ ვაწარმოებ რომელიმე სახეობას. თუმცა, ეს არაა ჩემი ინტერესი. ჩემი მიზანია ძიება, რაც მახარებს და სანამ ცოცხალი ვარ, ამ საქმეს არ შევწყვეტ. პროცესი, რომელსაც მივიწყებული გურული ჯიშების მოძიება ჰქვია. მუდმივი შრომა, მუდმივი ძიება _ აი, ეს მაცოცხლებს.

ბოლო ხუთი წელია, გურიაში ჩვენებური ჯიშების გაშენების ბუმია. არ მომერიდება, ვთქვა, რომ ამ ბუმის აგორებაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რომელმაც ახლა ლამის თავად გადამიაროს, რადგან ვერ ვასწრებ ნერგების გამოყვანას და შეპირებისამებრ ამა თუ იმ ადამიანისთვის დახვედრებას. საყვედურების მოსმენაც მიწევს _ რომ შემპირდი, რატომ არ დამახვედრე, აქამდე ცოლიკაურს ჩავყრიდი მაინც მომზადებულ ნაკვეთზეო. თუმცა, მოთმინებით ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს. ჩემთვის ეს პურის ფული თუ არის, მეტი არაფერი, მაგრამ მიხარია, რომ ხალხში გაიღვიძა გურული ვაზის ჯიშების გაშენების სურვილმა, - ამბობს ბატონი ანდრო და საკუთარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, უამრავ ჯიშთა მტევნებს შორის, საკმიელას სანთლისფერად შემწიფებულ და გამჭვირვალე მტევნებს პეშვს აგებებს _ ყველაზე დიდი მოთხოვნა ახლა ამ სახეობაზეა.

_ საკმიელა სოფელ ქაქუთში, სოსო ხინთიბიძის ოჯახში ვნახე. მისი დამსახურებაა, რომ სამზეოზე კვლავ გამოვიდა ეს უნიკალური ჯიში. ოცი წლის უკან არავის ახსოვდა თითო-ოროლას გარდა, ახლა კი რეალობაა _ საკმიელა ყველას პირზე აკერია და მის მოშენებას ცდილოს, _ გვიამბოს ის.

შვილივით ნაზარდი ვაზის შემეცნებას ანდრო ვაშალომიძის ოჯახში სხვა დატვირთვა აქვს, საკრალური, მარადიული ტკივილის გამოხატულებით _ წლების წინ მას შვილი გარდაეცვალა. სტუდენტი გოგონა უეცრად დაიღუპა, რაც მამის გულმა ხსოვნის მასშტაბში ასე ჩატია: "სანამ ვიცოცხლებ, თამთას სულის საოხ და გურიის კეთილდღეობისთვის, გურული ვაზის ჯიშების აღორძინებისთვის ვიბრძოლებ."

ანდრო ვაშალომიძე ხაზს უსვამს საოცარ ფენომენს _ ყველაზე მეტი ვაზის ჯიში მთელ მსოფლიოში საქართველოშია და უმეტესობა გურული ჯიშებისა, მოსავლის რაოდენობით და ხარისხობრივი ნიშნით, აკმაყოფილებს დღევანდელ საერთაშორისო მოთხოვნებს.

_ ჩემი თავგადადებული მცდელობა ემსახურებოდა და ემსახურება ერთს _ მინდა ვაზის და ღვინის სამყაროს დავუმტკიცო, რომ გურია არ არის იზაბელას დ სხვა დაბალხარისხოვანი უცხოური ჰიბრიდების სამშობლო. გურულებს კი სათითაოდ ვურჩიო, დაანებონ თავი იზაბელას ანუ "ადესას" და სხვა უცხოურ ჰიბრიდებს. მიხედონ და მოუარონ ადგილობრივ საუცხოო ჯიშებს, სტუმარს და საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენი უნიკალური ყურძნით დაყენებული ღვინით გაუმასპინძლდნენ. სწრაფვა დიდია და წარსულთან შედარებაც არ შეიძლება, თუმცა, გურული ჯიშის ყურძნით რომ ყველა ოჯახში დაიწურება ღვინო, შედეგი ეს იქნება, _ ამბობს ის და დარწმუნებულია, ეს დრო მალე დადგება. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კარგ ღვინოს უნდა ახასიათებდეს დაძველების უნარი და დაძველებულიც უნდა ივითარებდეს მდიდარ ბუკეტს _ არომატების ნაკრებს, რაც ღირსების განმსაზღვრელი ნიშაა.

ანდრო ვაშალომიძემ საქართველოს მასშტაბით გამართულ საოჯახო ღვინის არა ერთ ფესტივალზე გაიმარჯვა, თუმცა, 2011 წელი განსაკუთრებული იყო _ ოქროს მედალი და ფულადი ჯილო 1 000 ლარი ხვდა წილად. 2015 წელს კი ვერცხლის მედალი ერგო, თუმცა, არც ჯილდოებისთვის იბრძვის, როგორც ამბობს: _ სასიამოვნო კი არის დაფასება, თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, საქმე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ჯილდოს მისაღებად ან ბიზნესის საკეთებლად არანაირად არ მიზიდავს. სული მთხოვს, უძველესი გურული ვაზის ჯიშები ბოლომდე გამოვიკვლიო, აღვადგინო და გადავარჩინო ის, რაც ჩვენს წინაპრებს უხვად გააჩნდა, ცუდმა ვითარებამ კი დრო გააჩერა და ვაზის სამშობლოს ეს არ ეკადრება.

მიაჩნია, რომ ვაზის მოვლა სასწაულად ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც მოაქვს უსაზღვროდ ამაღლებული განწყობა და დადებითი ენერგია, რაც შენგან დამოუკიდებლად გადადის სხვებზე და აკეთილშობილებს განურჩევლად ყველას..

პროფესიით ინჟინერი კვლავ უამრავ ლიტერატურას აგროვებს ვაზის შესახებ, თხოვს ყველას, სახლში, ნასახლარზე თუ ტყეში ხომ არ ეგულებათ ვაზის თუნდაც ერთი ძირი, რომელიც, შესაძლოა, უნიკალური გურული ჯიშისა იყოს.

საკმიელას ერთი ძირი ასეთი ძებნით იპოვა გურია-იმერეთის საზღვართან, სოფელ ვაზისუბანში. ერთ ძირს ისე მოევლო ხეები, წვეროსთან ემჩნეოდა ყლორტები, დანარჩენი ნაწილი გამხმარი იყო. სურს, გურიაში კარგი მყნობელებიც დახელოვნდნენ; არა ერთი ცდილობს და გამოსდის კიდეც, თუმცა ბევრი მაინც არ გვყავს.

_ ეს არ არის მძიმე შრომა, თუმცა, მოითხოვს დიდ ნებისყოფას, რომ მუდამ ვაზთან იტრიალოს, ვენახს არ მოშორდეს, მიხვდეს ყველა წვრილმანს, თითოეული ანასხლავი _ საკვირტე მასალა, ისეთ გვირისტად ამოიყვანოს, რომ სიცოცხლისუნარიანობაში მისხალი ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდეს. აი, ეს არის მევენახის ხელოვნება, ვაზის ქვეყნის შვილს რომ მოეთხოვება, _ გვეუბნება დამშვიდობების ხანს და უახლოესი " ჯიშთაძიების" მარშრუტსაც გვაცნობს _ მომავალ კვირაში ჩოხატაურის სოფლებს უნდა ეწვიოს.

კვლავ ახალ წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს და ვაზივით გამძლეობას ვუსურვებთ, ბატონ ანდროს.


ნახვა: 468


 ახალი ამბები
  • "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაცოას, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფოების გამო პარტიას წევრები ტოვებენ, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღამსრულებელი.მდივანი ბესიკ მელუა ეხმაურება: "როგორც ყველა პარტია, "ქართული ოცნებაც" ცოცხალი ორგანიზმია და იქ მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ. - საკადრო ცვლილებები თავიდანვე იყო დაანონსებული. ჩვენმა თანაგუნდელებმა და მათ შორის მერაბ ჭანუყვაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ახლა კი ისინი სხვა პოზიციაზე განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, ამაში არაფერია მიუღებელი. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მელუამ. შეგახსენებთ რომ მერაბ ჭანუყვაძის გადადდგომის გამო დღეს პარტია ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაცოით რამდენიმე ადამიანი ხვალაც დატოვებს ... ...
  • ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველიბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.  სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას; გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ. დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...
ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...