ბუნებით ესთეტი ქალბატონი _ "კარმიდამოს სილამაზე საკონკურსო უნდა იყოს"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ბუნებით ესთეტი ქალბატონი _ "კარმიდამოს სილამაზე საკონკურსო უნდა იყოს"

2017 ივლ 31 13:41:55

ოზურგეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ეზოში ცხოვრობს ნანა ანთიძე, რომელიც ქმარ-შვილთან, დიდ ოჯახთან და სამსახურთან ერთად, უპირველეს საქმიანობად მიიჩნევს კარმიდამოს ისე მოვლას და "ყვავილების სამოსში" შეფუთვას, რომელიც საკონკურსო სილამაზის უნდა იყოს და ეს კონკურსი ოფიციალურად უნდა არსებობდეს.

იდეა, რომელზეც ნანა ანთიძე ოჯახში მისვლისთანავე გვესაუბრება, გასულ წელს კიდევ ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა, ყვავილებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა მაია ნაკაიძემ შემოგვთავაზა. ის დღეისთვის შვეციაში იმყოფება სწორედ ყვავილების თემასთან დაკავშირებული პროექტით და დაბრუნებისთანავე, ვპირდებით ქალბატონ ნანას, რომ "კარმიდამო ჩემი", მათივე მხარდაჭერით, ეცდება საკონკურსო პროექტის იდეის გახორციელებას.

ნანა ანთიძე ამბობს, რომ თავისი ყვავილების სამყაროს შემქმნელად, თითქოს, ბუნების ამ საოცრებებთან ერთად დაიბადა. ბავშვობიდან მოყოლებული, მეგონა, ყვავილებთან მეძინა და ყვავილებთან ვიღვიძებდი, ასეთი შეგრძნებით ვცოცხლობ, მაგრამ გული იმაზე მწყდება, ყველა სახლის წინ, თითოეულ ოჯახში რატომ არ სუფევს ისეთი სულისკვეთება, რომ პატარა წალკოტი ჰყვაოდეს თუნდაც პატარა მიწის ნაკვეთზე, რაც ნებისმიერი სახლის წინ არის და უმეტესად, თუ დავაკვირდებით, არაფრისმთქმელიაო:

_ თუ რომელიმე ქვეყანაში ვყოფილვარ ან როცა ტელევიზიით ვნახულობ, ვხედავ, ქუჩა თუ უბანი, მთლიანად, ერთ დიდ თაიგულს წააგავს _ აივნები, ვერანდები, უბნები, თვით საყოფაცხოვრებო ცენტრები სამოთხედაა ქცეული. რა ხდება ჩვენთან? თითქოს მწვანე სამყარო, ყვავილები ყველას უყვარს, მაგრამ ჩამოიარეთ და ნახავთ, 50 ოჯახიდან ხუთი სახლის წინ თუ არის ის ბაღნარი, რომელსაც "თვალი ჭამს და თვალი სვამს". ამიტომ, მგონია, რაღაც ლამაზმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს და ნებისმიერ ადამიანში პასიური პოზიცია უნდა გაააქტიუროს. მე ბუნებით ესთეტი ვარ და ისე განვიცდი თითოეული მწვანე ფოთლის თუ ვარდის ფურცლის არსებობას, ამ ემოციის გადმოცემა რომ შემეძლოს, ვაჟა ფშაველა ვიქნებოდი. მინდა, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა ესთეტიურ გარემოში იყოს ჩაძირული, რაც თითოეულ ადამიანს უსათუოდ გაუათმაგებს პოზიტიურ განწყობას, დაამშვიდებს და დაუამებს თვით ტკივილსაც კი, _ გვეუბნება ის და იდეაზე საუბრის კვალდაკვალ საკუთარ ბაღჩა-ბაღში მიგვიძღვება.

რომელი უფრო მეტია ნანა ანთიძის ოჯახში _ ოთახის თუ ეზოს ყვავილები, ძნელი გასარჩევი არაა _ თავისუფლად შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას. არც ისე დიდ საკარმიდამო ნაკვეთში ადგილი ყველაფრისთვისაა _ ყვავილების ბაღისთვის და საუცხოო ბოსტნისთვის, რომელზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. თვითონ, "ბაღჩა-ბაღის" ცნებას, ყვავილების წალკოტთან და სანელებლების სამყაროსთან აიგივებს.

ნაირფერი ცინიების და პეტუნიების სიჭარბე, ალბათ, ფერების სიუხვის გამო, თვალს აჭრელებს. სამყაროს თითქმის ყველა ფერია ამ კარმიდამოში. გლადიოლუსები, ჰიბისკუსები, გვირილები, კოლდუნიები, ასტრები გვერდი-გვერდ ისე ჰყვავიან, ერთმანეთის სილამაზეს უდარდელად უცქერენ და შურის ნატამალი არ გააჩნიათ. ვარდებს უკვე დაყვავილება მოუსწრიათ, თუმცა შიგადაშიგ "იხსენებენ" მაისს და კვლავ ჰყვავიან ხოლმეო, _ ასე გადმოგვცემს საკუთარ ხედვას ქალბატონი ნანა.

ბევრია ბუჩქოვანი და გვიან მოყვავილე მცენარეებიც, რომლის ნარგაობებით ერთგვარი სხივების კომპოზიციური ფორმა აქვს წარმოდგენილი. თითოეული სხივი დიდი პალმის ძირას იწყება და დიაგონალებით ნახევარწრეს ქმნის. სამეზობლო საზღვარს ბუჩქოვნები მიყვება. აქა-იქ პატარა სანერგეებიცაა, საიდანაც ყვავილების გადარგვას ან სულაც გაჩუქებას ახდენს.

ქალბატონ ნანას, ბოლო 30 წლის მანძილზე, როგორც თვითონ ამბობს, მეუღლე არნახულ თანადგომას უწევს საყვარელ საქმიანობაში. ამბობს, რომ ის აგრონომიულ უნარებს ფლობს, მიუხედავად ამისა, რომ სულ სხვა პროფესია აქვს, იცის, საიდან უნდა მოიტანოს კარგი შლამიანი მიწა, ხშირად მოაქვს ნაკელი, სხვადასხვა დეფეკაციური საშუალებები, რომ საკარმიდამოში მცენარეულობას ლაღად ყოფნის საშუალება ჰქონდეს. სწორედ ამის და მოვლის სხვა ნიუანსების გამოა, რომ ამ კარმიდამოში, რომც ეძებოს კაცმა, ერთ მცენარეზეც კი ყვითელ ფოთოლს ვერ ნახავს.

_ ეს სხვებსაც უთქვამთ. მიხარია, რომ თქვენც შეამჩნიეთ. მცენარეს თუ სიცოცხლის ბუნებრივი ვადა არ გადის, ისე რატომ უნდა ჰქონდეს გაყვითლებული ფოთლები? თუ ასეა, ესე იგი, რაღაც უჭირს და ამ დროს, როგორც ადამიანს, ისე სჭირდება შველა _ ან წყალი სწყურია, ან სასუქოვანი წამალი სჭირდება, ან ნიადაგის პრობლემაა. ამის წამებში გარკვევა შეიძლება. მთავარია, გულისხმიერება და დიდი სიყვარული მცენარისადმი, _ ასე ხსნის ის ყვავილებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას.

რაც შეეხება ოთახის ყვავილებს, ნანა ანთიძის ოჯახში ამ მხრივაც მრავალფეროვნება და ორიგინალური სამყაროა. ფოიეში უამრავი ქოთანი დგას, ნაირ-ნაირი ყვავილოვნებით, კაქტუსოვნებით და თუ პალმის ნაირსახეობებით. ოთახებში კი მონსტერა თუ ლილია, თავის ნებაზეა მოკალათებული. ხვიარები კედლებს მიღმა მიემართებიან.

_ ზოგ ხვიარაზე ამბობენ, თითქოს, ადამიანთან "ურთიერთობა" არ უყვარს და სადღაც იმიტომ მიემართება, დამალვა სურს. არ მგონია, სიმართლე იყოს, უფრო ხალხური ფანტაზიაა, მცენარის თავისებურებიდან გამომდინარე, _ ეღიმება ქალბატონ ნანას და ამ განწყობით ბოსტნისკენ მიგვიძღვება, სადაც 86 წლის დედის _ ქალბატონ თალიკო თავართქილაძის მითითებებს დღესაც ითვალისწინებს და როგორც ამბობს, მისი დაჟინებული თხოვნით, სანელებლების სამყაროს ყურადღებას არ აკლებს. იქვე, სავარძელში მჯდომი ქალბატონი თალიკოც გვეხმიანება: _ მარტო ყვავილნარებით არ ფასდება ქალის საქმიანობა სახლში, კარგი ბაღჩა (ბოსტანს გულისხმობს. ავტ.) ოჯახის ფასია და ქალი მაგით უფრო იცნობა.

დედა-შვილის მზრუნველობით გაშენებულ ბოსტანში ქინძის, ოხრახუშის თუ პრასა-ნიახურის "მინი-ტყეებია" _ ასე ამბობს ქალბატონი ნანა. აქაც ვერ ნახავ ოდნავ გაყვითლებულ ფოთოლს _ წყალი, მზე და დაუზარელი მარჯვენა ეტყობა ყველაფერს.

_ დედაჩემს სულ ბოსტნისკენ მიუწევს ფიქრი და როცა ყვავილებთან ვფუსფუსებ, ვატყობ, ერთი სული აქვს, სახლის უკან როდის გადავინაცვლებ. ასაკშია, თუმცა, როგორც ხედავთ, მშვენივრად გამოიყურება და მისი გონება ყოველ დილა-საღამოს ბაღჩა-ბოსტანს დატრიალებს. გენეტიკურად მეც მერგო ასეთი დამოკიდებულება მცენარესთან, იგივე ცოცხალ არსებასთან, რომელსაც დედაჩემი მუდამ ადამიანივით ჰყვარობდა, უფრთხილდებოდა და დღესაც ასე გრძელდებაო, _ გვეუბნება ნანა ანთიძე, ქალბატონი, რომელსაც ყვავილნარებიანი, საგანგებო გემოვნებით მოწყობილი ეზოების კონკურსის იდეა, კარგა ხანია, ფიქრად აქვს და მხარდაჭერას გვთხოვს.

"კარმიდამო ჩემი", აღნიშნული იდეის შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს ესაუბრა:

_ ძალიან კარგი იდეაა, შეიძლება დაგვიანებულიც. თუ ინიციატორები შესაბამისი პროექტით მოვლენ ქალაქის მერიაში, დარწმუნებული ვარ, ქალაქის მერი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. თუ ქალაქის სტატუსი გვინდა, სწორედ იმ ქალაქებს უნდა მივბაძოთ, თუნდაც უცხოეთისას, სადაც გარემო წალკოტად არის ქცეული. შეიძლება ჩავატაროთ კონკურსი, გამოვლინდეს საუკეთესო ქუჩა, საკარმიდამო, აივანი. ინოვაციებს საზღვრები არ აქვს... თუ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ნერგებით, ლამაზი ყვავილების თესლებით, სპეციალური დიპლომებით _ წახალისება მასშტაბებს შეძენს ასეთ კარგ წამოწყებას. ამ იდეას, მე ვფიქრობ, უწერია გახორციელება. თუ "კარმიდამო ჩემი" მხარდაჭერისთვის იქნება მზად, მით უმეტეს! _ გვითხრა ქალბატონმა მარინამ.



 ახალი ამბები
  • არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადისშინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი ... ...
  • თავდასხმა თბილისის ცენტრში _ მაღაზიაში ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა თავდასხმა თბილისის ცენტრში _  ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და  მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.  მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.შსს-ს ინფორმაციით,  დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი ქობულეთში გადმოასვენეს (R) აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარი წუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა, მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა, რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენ ქვეყნის მომავალი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლში გაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენ და საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნა აღმოჩენილი. თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლე და სამი შვილი. 2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძის სახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს. ... ...
  • "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს (R)"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა. ‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა" _ აღნიშნულია ... ...
  • ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო (R)ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა. პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს. პაპუნა უგრეხელიძემ საგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რესგიტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-199 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი. „ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს", - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ. ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა. პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.  ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე: https://wetransfer.com/downloads/7c4462e9d02fd17ee4d5f5fdeccdd87d20171018103139/dff92b659ce2249b7bd28f329a5f7e1a20171018103139/655d6c  ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...
ზაფრანი

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...

"ცეკვის სკოლა" ცხენებისთვის

ანდალუზიური ჯიშის  ესპანური მერანი ოკლი...

„მკაცრი“ მცველები

ბერკშირის საგრაფოში ინგლისელი ფერმერი ქალები...

„მახინჯი“ ტუნა

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი...

ელვის პრესლის მანქანა იყიდება

აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა "Cadillac...