ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

2017 მაი 2 10:13:47

სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა ამ დარგების მიმართ სრულიად არასაკმარისია. სამინისტროს მიერ გამოცხადებული ამჟამად მოქმედი პროექტები: "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი", "ქართული ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა" წარმატებით მიმდინარეობს მხოლოდ მდიდარი (ან საშუალო) ეკონომიკის მქონე მოსახლეობისთვის. მათ შორის "ქართული ჩაის პროგრამა" გამოცხადდა ისეთი დაგვიანებით, როცა პლანტაციების დიდი ნაწილი ან გადამწვარია ან ამოძირკვულია.

მაშინ, როცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას მოსახლეობას ჯერ კიდევ ფართოდ ჰქონდა შენარჩუნებული პლანტაციები და სახელმწიფო საკუთრებაშიც არსებობდა ასეულობით ჰექტარი ფართობი, მოსახლეობა მთავრობისგან მოელოდა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას დარგის რეაბილიტაციის მიზნით, რაც, სამწუხაროდ, ძლიერ დაგვიანდა.

"ქართული ჩაის პროგრამა" არ არის გათვლილი სოფლის მოსახლეობაზე, რომელსაც ჯერ კიდევ გააჩნია მიწის სახელმწიფო რეფორმისას გამოყოფილი მცირე ჩაის ნაკვეთები (0.1-0.3 ჰა) და ეს ნაკვეთები არ არის კონსოლიდირებული ერთიანი მასივის სახით. პროგრამის შესაბამისად, ძნელია ასეთი ნაკვეთებისგან კოოპერატივის ჩამოყალიბება 5.0 ჰა პლანტაციითაც კი. ამიტომაც, პროგრამის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობის მიერ კვლავ გრძელდება პლანტაციების ამოძირკვა ან გადაწვა და მისი მომზადება სხვა კულტურის გასაშენებლად. ამას ემატება პროგრამის სხვა ხარვეზები, რაც იწვევს მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულების შეცვლას ჩაისადმი.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს ჩაის დარგი ან პროგრამა შედგენილია ისეთი ადამიანების მიერ, რომელთაც პროფესიული შეხება არ ჰქონიათ ჩაისთან, სოფელთან და ეკონომიკასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო რიგი ხარვეზების გათვალისწინება, რაც პროგრამას გააჩნია. უფრო მეტიც _ "ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა" მათი დაწერილია, ვინც საქართველოში ჩაის კულტურა მოსპო", _ აცხადებს კოოპერატივ "ბახვის ჩაის" დამფუძნებელი დავით თენეიშვილი და ასაბუთებს კიდეც, რომ პროგრამაში სოფლის მოსახლეობის ჩართვა თითქმის შეუძლებელია.

პროგრამაში არსებული მთელი რიგი სიძნელეების გამო, კოოპერატივის შექმნის საკითხში დახმარება ვერ შევძელით, ასევე, ექადია-ანასეულის მოსახლეობისთვისაც, რომელთაც გააჩნიათ ჩაის მცირე ნაკვეთები და სურდათ კოოპერატივის შექმნის გზით პლანტაციის რეაბილიტაცია.

პროგრამის მიხედვით, 1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის ღირებულება შეადგენს 2.5 ათ. ლარს (მაშინ, როცა სპეციალისტებისა და მეცნიერების მიერ გათვლით ის არა ნაკლებ 7.0 ათ. ლარია). პროგრამა არ ითვალისწინებს შეღობვის და გასხვლისთვის პლანტაციის მომზადების (გატყევებულ ფართობში ხეების მოჭრა, გამოტანა და სხვა.), ნიადაგის ბიოქიმიური ანალიზის, პლანტაციის აუდიტის, კოოპერატივის დარეგისტრირების საფასურს და ა. შ. აქედან გამომდინარე, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ გაღატაკებული სოფლის მოსახლეობისთვის წარმოუდგენლად ძნელია პურის ფული (თუ კი ამის მოპოვებას შეძლებს) პლანტაციის შესაღობად და ნიადაგის ანალიზისთვის გამოიყენოს.

"ქართული ჩაის პროგრამის" პარალელურად სახელმწიფოს უნდა გამოენახა დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემის შესაძლებლობა, რაც შეავსებდა პროგრამის დაფინანსებას. ეს აუცილებელია ასევე პლანტაციის მეჩხერიანობის აღმოფხვრის და ახალი პლანტაციის გაშენებისთვის. სესხის გაცემის არსებული წესი მიუღებელი და შეუძლებელიცაა პროგრამაში მონაწილე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ვფიქრობთ, სესხის გაცემის საკითხის გადაწყვეტის გარეშე პროგრამა ვერ იმუშავებს.

პროგრამის მიმართ კიდევ ბევრი პრეტენზია არსებობს, მაგრამ უმთავრესია ის, რომ პროგრამაში არ არიან ჩართულნი მეცნიერები და სპეციალისტები, რომელთა გარეშე შეუძლებელია დარგის რეაბილიტაცია, დარგისა, რომელიც იყო და არის ქვეყნის ეკონომიკის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი.

ჩაის ნედლეულისგან სხვადასხვა სახის მზა ჩაი გამომუშავდება. ეს არის რთული და სპეციფიკური ბიოქიმიური პროცესი. ამიტომ, ჩაის გაშენების, მოვლა-მოყვანის და გადამუშავების ტექნოლოგიური, ბიოქიმიური, ხარისხობრივი, სამანქანო, ეკონომიკური, და ა. შ. საკითხები მუდმივ სრულყოფას და სამეცნიერო კვლევას საჭიროებს.

ამ პრობლემებს არა ერთი ინსტიტუტი ემსახურებოდა საქართველოში. ამიტომაც იყო რომ დარგი წარმატებით ფუნქციონირებდა და განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას. მაგრამ, სააკაშვილის მთავრობამ სრულად მოშალა აგრარული დარგი და აგრარული მეცნიერება. სამეცნიერო კვლევები ამა თუ იმ მიმართულებით მთლიანად შეწყდა ან შემცირდა. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, რომლის მეცნიერთა დიდი ნაწილი ამჟამად გათავისუფლებული და გაფანტულია.

მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარება და ასევე განათლება აღიარებულია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებად და ეს ძალიან კარგია. თუმცა, მეცნიერება, რომლის გარეშე არ არსებობს განათლება და რომელიც ნებისმიერი დარგის განვითარების საფუძველია, სამწუხაროდ, სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული. არასაკმარისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა _ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ჩაისა და სხვა სახის სუბტროპიკული კულტურების წარმოების მთლიანი ციკლის კვლევებს და დარგის რეაბილიტაციაში კვლევის შედეგების ჩართვას და მის განვითარებას.

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი ამჟამად კატასტროფულად შემცირებული სახით არსებობს როგორც ა(ა)იპ. ბუნებრივია, მის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ერევა და ფაქტობრივად, ვერ იყენებს დარგის რეაბილიტაციის პროცესში.

აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, მეცნიერებმა მივმართეთ მთავრობასა და პარლამენტს. პრობლემა განიხილა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ პრობლემის გადაწყვეტის საფუძველთა საფუძვლის შექმნას _ ეს არის უპირველესად ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობა დარგის რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მსოფლიო სამეცნიერო მიღწევების გამოყენების თვალსაზრისითაც. მე, ამ სტატიის ავტორს, მაქვს 35 გამოგონება და პატენტი, რომლებიც შექმნილია ინსტიტუტში შემუშავებული სამეცნიერო კვლევების ბაზაზე და რომელთა ნაწილი წარმატებით იყო დანერგილი ქვეყნის საწარმოებში, სანამ დარგი ფუნქციონირებდა. შემუშავებული პროექტების გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დასაქმების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის, მათ შორის ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა მეჩაიეობაში როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობის მიმართულებით.

ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ჩაის დარგის რეაბილიტაციისა და მისი ფუნქციონირების საგანგებო ზომები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ზემოთ აღნიშნული შენიშვნები და სპეციალისტების მოსაზრებები. დარგის რეაბილიტაციაში მონაწილეობა უნდა შეეძლოს საზოგადოების ყველა ფენას, მათ შორის, უკიდურესად შეჭირვებულს. ამასთანავე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩაის დარგი ზოგიერთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაშიც კი აღიარებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის საშუალებად.

ნანული ორაგველიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი


ნახვა: 319


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...
ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...