კაკლის მყნობა

ჩვენი რჩევები

კაკლის მყნობა

2 ივლ. 2013, 12:28:41
_ ზოგი უფრო მიზანშეწონილად კალმით მყნობას მიიჩნევს, ზოგიც _ კვირტით.

კაკლის მყნობის სირთულე მხოლოდ მყნობის მეთოდის შერჩევა როდია _ დიდი მნიშვნელობა აქვს მყნობის პროცედურის ტექნიკურად უზადოდ შესრულებას მის ყოველ ეტაპზე: სანამყენე კალმისა და საძირის ტოტის სწორად შერჩევა იქნება ეს ან მყნობის ჩატარების ოპტიმალური დროის განსაზღვრა თუ ფარის დაუზიანებლად აცლა მერქნიდან და სანამყენე კომპონენტების კანთა ზუსტად ურთიერთმიბჯენა. ზოგადად, კაკლის მყნობისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კალმით, ისე კვირტით მყნობის მეთოდი. საძირის უფრო მეტი დიამეტრის შემთხვევაში, კანქვეშ კალმით მყნობას ეძლევა უპირატესობა და არ გამოიყენება გაპობის მეთოდი. რაც შეეხება მყნობის ისეთ გავრცელებულ ფორმას, როგორიცაა კვირტის კანქვეშ ჩასმა ან მიჭდობით მყნობა, ისინი კაკალზე ძალზე დაბალშედეგიანი აღმოჩნდა. ამიტომ, კაკლისთვის შემუშავებული იქნა ოკულირების სპეციალური მეთოდები. ამ მეთოდების საერთო არსი ძირითადად მდგომარეობს ფარის მეტი სიფართით აღებაში და ფარის აღებაში მხოლოდ კანის მერქნის მინარევის გარეშე.

კაკლის მყნობისთვის კვირტის აღება ფართო ფარით ხდება ორმაგი პარალელური დანის (დანებს შორის მანძილი 3-3,5სმ) მეშვეობით და ძირითადად სამი ვარიანტით ხორციელდება.

1. კვირტი აიღება ფართო ოთხკუთხედი ფარის სახით. ამ დროს ფარის სიგანე კალმის გარშემოწერილობის სიგრძის ერთ მესამედს შეადგენს.

2. კვირტის ნახევარბეჭდისებრი ფარით მყნობა. ამ დროს ორმაგი დანით, კალმის ჰორიზონტალურად, სანამყენეს კვირტს ზემოთ და ქვემოთ კანი ჩაეჭრება მერქნამდე, კალმის გარშემოწერილობის ნახევარზე. შემდეგ ფარს გვერდებზე კანი დანით ჩაეჭრება მერქნამდე, ფრთხილად ამოიღება კალმიდან ფარი და ჩაისმება საძირეს ტოტზე ანალოგიური წესითა და სიდიდით ამოღებული კანის ადგილზე. საძირეს კანის და სანამყენე ფარის კანის გვერდითი ზედაპირები ერთმანეთს თავისუფლად უნდა ეხებოდეს. დასაშვებია მათ შორის მხოლოდ მცირედი ღრიჭოს (1 მმ-მდე) დატოვება. ეს ეხება ფართო ფარით მყნობის ყველა ვარიანტს.

3. კვირტის ბეჭდისებრი ფარით მყნობისას ორმაგი დანით ხდება სანამყენე ტოტებზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში კვირტს ზემოთ და ქვემოთ კანის სრული ირგვლივი გადაჭრა მერქნამდე. შემდეგ კვირტის საწინააღმდეგო მხარეზე, კალმის პერპენდიკულარულად კანი ჩაიჭრება დანით და ჩაჭრილი კანის რგოლის ირგვლივ მსუბუქად შემოჭერილი ხელით, რგოლის ფრთხილი ბრუნვითი ტრიალით კანი მერქანს ეცლება ბეჭდისებურად. თუ რომელიმე ადგილას კანი ძნელად ეცლება მერქანს, იგი დანით ფრთხილად უნდა აეცალოს მერქანს, განსაკუთრებით, კვირტის ძირთან ახლოს რომ არ მოხდეს ჭურჭელბოჭკოვანი კონების დაზიანება და არ გაუჩნდეს კვირტს ღრუ, რაც უვარგისს გახდის მას მყნობისთვის. სანამყენე კალმიდან აღებული კვირტი ბეჭდისებრი ფარით ჩაისმება საძირეზე, ზუსტად ამდაგვარად ამოჭრილი კანის ადგილას და მჭიდროდ შეიხვევა პოლიეთილენის ლენტით ისე, რომ კვირტის ფუძე აუცილებლად მჭიდროდ ებჯინებოდეს მერქანს.

თუ ნამყენი კვირტი მყნობის წელსვე დაიძრა და დაიწყო ამოყრა, რაც ხშირად არ ხდება, მაშინ საძირეს ტოტი დამყნილი კვირტის 4-5 სმ-ის ზემოთ უნდა გადაიჭრას და გადაჭრილ ზედაპირზე წაესვას ბაღის მალამო ამ პლასტელინი.

ყველა ვარიანტში კაკლის მყნობა შემდეგი თანმიმდევრული ეტაპებისგან შედგება:

სანამყენე კალამი (1,0 _ 1,5 სმ სიმსხოსი) უმჯობესია აიჭრას ზამთარში (ან ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე), შეიხვიოს გაწურულ ტილოში, შემდეგ ცელოფანში და შენახულ იქნეს მაცივარში, ქვედა თაროზე.

მყნობა შეიძლება ჩატარდეს მყნობის ან წინა დღეს აღებული, ვეგეტაციაში მყოფი კალმითაც, რომელიც ფოთოლგაცლილი უნდა ჩაიდოს ქვემოთა ბოლოთი წყალში, მყნობის დაწყებამდე. ხოლო თუ მაცივარში შენახული კალმით ხდება მყნობა, იგი მყნობის წინა ღამით ან მყნობის დღეს, დილით, უნდა ჩაიდოს წყალში, ქვემოთა ბოლოებით.

როგორც დასაწყისში ვთქვით, კაკლის მყნობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს შუა ივნისიდან ივლისის პირველი ნახევრის თბილ დღეებში და მისაღებია, როგორც ადრე გაზაფხულზე, ისე მყნობის წინ აღებული კალმით.




 ახალი ამბები
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...

არქივი