რძის ასაკის ხბოს გამოკვება

ჩვენი რჩევები

რძის ასაკის ხბოს გამოკვება

8 აგვ. 2013, 14:28:20
ახლა წელიწადის ისეთი დროა, როცა სოფელში მცხოვრებ ოჯახთა უმრავლესობას ჩვილხბოიანი ძროხა ჰყავს ან მალე ეყოლება. რძის ასაკის ხბოს გამოკვება არა ერთ გამოცდილ ადამიანს ეშლება. იმისათვის, რომ კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ხბო გახდეს მომავალი მაღალპროდუქტიული ფური ან კარგი მწარმოებელი კურო, ახალშობილისთვის საჭიროა დაბადებისთანავე, არა უგვიანეს 1-1,5 საათისა, დავალევინოთ დედის პირველი ხსენი. აუცილებელია, ხბო დაბადებისთანავე სუფთა ტილოთი, ერთჯერადი ხელსახოცით ან ნამჯით გავწმინდოთ, შემდეგ ჭიპლარზე, მუცელთან 2,5-3,0 სმ. დაშორებით შემოვახვიოთ წინასწარ გადეზინფიცირებული კანაფი ან უბრალო ძაფი, ხოლო "ზედმეტი" ნაწილი მოვჭრათ მაკრატლით. სხეულზე დარჩენილი ჭიპლარი გავადეზინფიციროთ იოდის 2%-იანი ნაყენით. მოგებიდან 10-20 წუთის გასვლის შემდეგ, ფური იწყებს წამოდგომას და ხბოს გალოკვას. ეს პროცესი დადებითად მოქმედებს ახალშობილის ორგანიზმზე და იმავდროულად ასტიმულირებს ფურის (დედის) საშვილოსნოს მომყოლისგან გათავისუფლებას.

ხბოს დაბადებისთანავე უაქტიურდება წოვის რეფლექსის აღმძვრელი ნერვული ცენტრები, რომლის შემდეგ ის იწყებს დედის ძებნას, ცდილობს კერტის (ძუძუს თავის) პირში ჩადებას. თუ ხბო დაიბადა სუსტი, აუცილებელია, ის მივიყვანოთ დედასთან და დავეხმაროთ კერტის პირში ჩადებაში. არის შემთხვევები, ზოგიერთი ფერმერი ახალშობილს პირველ ორ დღეს ტოვებს დედასთან, რა დროსაც ახალშობილი დღეღამის განმავლობაში ხუთჯერ მოსწოვს ფურს და ეჩვევა მას. ეს არ არის სასურველი იმიტომ, რომ ხბოს ასხლეტის შემდეგ გაძნელებულია ფურის მოწველა. ამის გათვალისწინებით სასურველი და რეკომენდირებულია ხბო, გალოკვის შემდეგ, მოვაშოროთ დედას და გადავიყვანოთ გალიაში, რომლის იატაკზე უნდა დავაფინოთ ნამჯა.

დაბადებიდან არა უგვიანეს 3-4 საათისა, ხბოს საწოვარით უნდა დავალევინოთ 0,75-1,0 კგ დედის პირველი ხსენი. 3-6 დღის მანძილზე უმჯობესია, ხბოს ხსენი ვასვათ მცირე დოზებით, დღეღამეში 3-4 -ჯერ. ჭარბი რაოდენობის ცივი ხსენის მიცემა დაუშვებელია, ვინაიდან ის იწვევს ფაღარათს. ხსენი მიეცემა ხბოს სრული მასის წონის მიხედვით, 15-18 კგ ცოცხალ წონაზე. დღიური ნორმა არის 3 -3,5 კგ. 20-25 კგ ცოცხალ წონაზე. 30 კგ ცოცხალი წონის ან მეტი წონის ხბოსთვის 5 კგ. ხსენია საჭირო. ის ხელს უწყობს ახალშობილის კუჭ-ნაწლავის სისტემის გათავისუფლებას პირველადი განავლისგან. ასევე ამდიდრებს ორგანიზმს იმუნური ცილოვანი ნაერთებით და ვიტამინებით, რომელიც აძლიერებს ორგანიზმს დამცველობითი ფუნქციებით და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ახალშობილი ხბო, სასურველია, თერმორეგულაციის უნარის გამომუშავებამდე, 3-4 საათით მოვათავსოთ 20-25 გრადუსის სითბოს პირობებში. ორი-სამი თვის ასაკის მიღწევამდე, სახბორეში უმჯობესია ჰაერის ტემპერატურა +20-25 გრადუსი იყოს. ხბოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახბორეს ოპტიმალური განათება, რადგან სინათლის სხივები სპობს კანზე არსებულ მიკროფლორას, ზრდის სისხლში ერითროციტების რიცხვს, ჰემოგლობინის კონცენტრულობას, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას და ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ხსენით კვება გრძელდება 7-9 დღე. ამის შემდეგ გადავდივართ რძით კვებაზე, მე-20 დღემდე. შეჩვევის მიზნით, შეგვიძლია, საკვებში მივცეთ მარცვლოვანი ღერღილი, უმჯობესია შვრია. ასევე, კარგია კარგი ხარისხის თივა. 20-25 დღის ასაკიდან ნატურალური რძის ეკონომიური გამოყენების მიზნით, შეგვიძლია, შევცვალოთ რძის შემცველი მშრალი რძის ფხვნილით. კვების წინ ფხვნილი იხსნება +39-40 გრადუს ტემპერატურის წყალში (1 კგ ფხვნილი იხსნება რვა ლიტრ წყალში) და ასეთი სახით ეძლევა ხბოებს.

ხბოების კარგად გამოზრდისთვის ფერმერებს ვურჩევ განსაკუთრებით კარგად დაიხსომონ: ხბოს გამოზრდისას ყურადღება მიაქციეთ სადგომის სიმშრალეს და სისუფთავეს. ჯგუფურად შენახვისას ხბოები არანაირად არ უნდა აწუხებდნენ ერთმანეთს. უამინდობის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ რაციონის შემცირებას. ხბო უნდა იყოს დაცული ორპირი ქარისგან.

ხბოს საძოვარზე გაყვანისას კი უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

_ არ გავუშვათ ხბოები ცვრიანი ბალახის საძოვარზე;

_ არ დავუშვათ ხბოების სველ მიწაზე წოლა;

_ პაპანაქება სიცხეში გადახურებისგან ხბოს დასაცავად მოაწყვეთ საჩრდილობელი ან ის მოათავსეთ საძოვარზე არსებული ხეების ჩრდილში.

თამაზ კილაძე, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი, ვეტექიმი, ოზურგეთი




 ახალი ამბები
  • რაში უსწრებს საქართველო ამერიკას კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა. მათივე ინფომაციით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. “2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”,_ ნათქვამია ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...
  • კომპენსაციების გაცემის პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტები- დაკავებულია 1 პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ... ...
  • ოქროთი მანიპულაციაზე ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს?ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს ლომბარდში ოქროს ნივთებით მანიპულაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს. შსს-ს თქმით, ამ საქმეზე პირები დაკავებულები არ არიან, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას ... ...

არქივი


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?