ვარდების მეფური სილამაზე არ უნდა გაფერმკრთალდეს

ჩვენი რჩევები

ვარდების მეფური სილამაზე არ უნდა გაფერმკრთალდეს

27 მაი. 2011, 07:53:54
ვარდი ჩვენი ეზოების უმშვენიერესი ბინადარია, რომლის მრავალსახეობა და მეფური სილამაზე თითოეული ჩვენგანის კარ-მიდამოს განსაკუთრებულ ხიბლს და სამოთხისებურ იერს აძლევს.

ვარდმა რომ მთელი თავისი დიდებულება და ზღაპრული სილამაზე შეინარჩუნოს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. უპირველესად, აუცილებელია გასხვლა, რაც უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. სხვლის დროს უნდა გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება _ ჯერ მოვაშოროთ გამხმარი და წვრილი ნაწილები, ხოლო ფორმირებისას ტოტები ერთმანეთს არ უნდა ჩაგრავდეს, ყველა უნდა იდგეს ერთ სიმაღლეზე!

ვარდი მზის მოყვარული მცენარეა და დარგვის დროს აუცილებლად უნდა შევურჩიოთ სამზეური ადგილი. მას გამოკვებაც ესაჭიროება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ადრე გაზაფხულზე უმჯობესია, მისცეთ მინერალური სასუქი, შემოდგომაზე კი _ ძველი ნაკელი. ვარდი ხშირად ავადდება სოკოვანი დაავადებებით. მაგალითად, ნაცროვანი სოკოთი და მურა ლაქიანობით. ამიტომ მისი ბუჩქები უნდა შეიწამლოს ამ დაავადებების საწინააღმდეგო ხსნარით.

ახლა მაისია _ ვარდობისთვე. ყვავილეთის დედოფალს სჭირდება სათუთი მოვლა-პატრონობა. თუ ზედიზედ მზიანი ამინდებია, აუცილებლად უნდა მოვრწყოთ, გავუფხვიეროთ მიწა, და, რაც მთავარია, რამდენიმე ცალი პერიოდულად მოვჭრათ სასხლავი მაკრატლით და ჩავდოთ ყვავილების ლარნაკში _ მას ხომ უზარმაზარი დადებითი ენერგია მოაქვს და არაჩვეულებრივ განწყობას უქმნის ადამიანს. "ზოგიერთისთვის სულერთია, მისი ყვავილების ლარნაკი ხელოვნური ყვავილებით იქნება სავსე თუ ბუნებრივით. მე კი გისურვებდით, რომ თქვენი ყვავილების ლარნაკი მუდამ ბუნებრივი ყვავილებით იყოს სავსე", _ ამბობს ერთი ქართველი მწერალი. ზუსტად ამ აზრის გახლავართ მეც და იგივეს დაგიბედებდთ თქვენც!

მარინე სუნგულია

 




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი