რა და როგორ დავთესოთ სექტემბერში

ჩვენი რჩევები

რა და როგორ დავთესოთ სექტემბერში

2013 სექ 19 10:43:29
რაც შეეხება ერთთვიან თუ ერთწლიან ბოსტნეულ კულტურებს, სექტემბერში აუცილებლად უნდა დავთესოთ ქინძი, ოხრახუში, სასურველია ნიახურის დათესვაც. განსაკუთრებით აუცილებელია სექტემბრის დასაწყისში ზამთრის ბოლოკის დათესვა. ის არ უნდა აგვერიოს თვის ბოლოკში, რადგან ზამთრის ბოლოკს შემოდგომაზე მიწისზედა მწვანე მასა ეფურჩქნება, ზამთარში კი ხდება ბოლქვების ზრდა. თვის ბოლოკი კი, როგორც მისი სახელწოდებაც გვიჩვენებს, შესაძლებელია, დავთესოთ ყოველი თვის დასაწყისში.

სექტემბრის დასაწყისში აუცილებლად უნდა დავთესოთ ფოთლოვანი ხახვი, რომელსაც მრავალშვილასაც ეძახიან. არ დაგვავიწყდეს მწვანე სალათის დათესვა. მართალია, ნივრის დათესვა მიზანშეწონილია აგვისტოში, მაგრამ ვისაც მოუგვიანდა, სასწრაფოდ უნდა დაითესოს სექტემბრის დასაწყისში.

როგორ გავახმოთ ზაფრანის ყვავილი, წითელი წიწაკა, პიტნა, მოცვის ჩაი

ზაფრანის ყვავილს ხშირად ძაფზე აცმულს ახმობენ, თუმცა, ასე გახმობა და შენახვა კარგია მხოლოდ სათესლე მასალისთვის. დანარჩენ შემთხვევაში კი თავთავი ყუნწთან უნდა მოვაჭრათ, ყვავილედი წვრილად დავჭრათ და ქაღალდზე ან ფანერზე თხლად გაფენილი ჩრდილში გავახმოთ. სასურველია, სახლის მეორე სართულზე, რომელიმე ოთახში მოვათავსოთ, იქ, სადაც ჰაერი მოძრაობს.

რაც შეეხება მწარე წიწაკას, გასაკვირია, როცა მის აცმულებს არა ერთ ოჯახში მზის გულზე გაკიდულს ვხედავთ. წიწაკა აუცილებლად უნდა ჩამოვკიდოთ ისეთ ადგილზე, სადაც უფრო ორპირი ქარია და მზის სხივი არ მიწვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სიწითლეს და მიიღებს ღია ჩალისფერს. ასევე, ნახევრად მაინც დაკარგავს არომატს და ასე აუცილებელ სიცხარეს.

პიტნის ფოთლებს აყვავებული ნაწილიანად მოვკრეფთ, წვრილად დავჭრით და ისეთივე წესით გავახმობთ, როგორც ზაფრანის ყვავილს.

რაც შეეხება მოცვის ფოთლებისგან დამზადებულ ჩაის, უნდა შევარჩიოთ უფრო ნაზი დუყები. მოცვის უამრავი ჯიში ხარობს გურიის ტყეებში და დაახლოებით მოვჟღლიმოთ ისე, როგორც ჩაი. ოღონდ, ჩაის მსგავსად დიდხანს სრესა არ სჭირდება მოცვის ფოთოლს. შემდეგ გავშალოთ სუფთა ტილოზე და გავახმოთ ჩრდილში, სადაც კარგად იმოძრავებს ჰაერი _ ჩახუთულ სივრცეში ლპობას დაიწყებს. გამოცდილებით, დრო და დრო, ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი ზემოთ აღნიშნული პროცედურების ჩატარება, ოღონდ უკვე გამხმარი და გამზადებული მასა არ უნდა შევურიოთ ნედლს. საბოლოოდ, გამხმარი ერთად მოვათავსოთ მარლის ტოპრაკში, შევინახოთ და გამოვიყენოთ ზამთარში თუ ნებისმიერ სხვა დროს.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...