კალმახა სოკო ზამთარში

ჩვენი რჩევები

კალმახა სოკო ზამთარში

2014 ოქტ 30 12:47:37

კითხვა: თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ, "კარმიდამო ჩემი" განსაკუთრებით მიყვარს.  წავიკითხე კალმახა სოკოს შესახებ. დავთესე ხის მორებზე და მითითებული მეთოდით ვუვლიდი. შესანიშნავი მოსავალი მივიღე.

მაინტერესებს, ზამთრის პერიოდშიც იგივე მეთოდით უნდა დავთესო სოკო?

იასონ გოგიბერიძე, ჩოხატაური, ქვენობანი

იასონ გოგიბერიძის კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ ვესტუმრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ როლანდ ქიმუცაძის ოჯახს, სადაც პირველად მოიწიეს კალმახა სოკოს მოსავალი.

ახლა როლანდ ქიმუცაძე  ცდილობს, საწარმოო სოკოდ აქციოს ეს ჯიში და მცირე ბიზნესი წამოიწყოს.

ქიმუცაძეებს დღეისთვის ისევ ხის მორებზე აქვთ დათესილი კალმახა და უკვე კრეფენ. სახლთან ახლოს კი აშენებენ მცირე ზომის სათბურს, რომელშიც განთავსდება სოკოიანი მორები. როგორც მათ გვითხრეს, ერთ თვეში მინი-სათბური მზად იქნება. ჯერჯერობით, მშენებლობას მაინც პრიმიტიული სახე აქვს, აქ სპეციალურად განლაგებულ ბოძებზე მოხდება სქელი ცელოფნის ჩამოხურვა, შემდეგ კი შეშის ან ნახერხის ღუმელს დადგამენ.

_ ყოველივე ამას აცივების შემდეგ გავაკეთებთ, ჯერ უნდა გადავხუროთ. ისე კი, ვისაც მორებზე, ღია ცის ქვეშ აქვს დათესილი მიცელიუმი, უმჯობესია, ჯერ იყოს იქ და აცივების შემდეგ, სახელდახელოდ აგებულ სათბურში გადაიტანონ, ან იქვე შემორაგვონ. მე ახლა შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ, მცირე ბიზნესი ვაწარმოო. წელს ოზურგეთის ბაზარზე კილოგრამი კალმახა შვიდი ლარი ღირდა. ამ ეტაპზე, მეტი საშუალება არ მაქვს, მერე კი სესხის მეშვეობით მინდა, სამუშაო გავაფართოვო. ყველა დაინტერესებულ პირს ვურჩევ, განსაკუთრებით სოფელში მცხოვრებთ, მორები უხვად გამოიყენონ. სცადონ ზამთრისთვის გადახურვა და  შიგ  ჰაერის 24-25 გრადუსი სითბოს  შენარჩუნება. დღემდე ჩემი შრომით რა შედეგიც მივიღე, იმის თქმა შემიძლია, რომ კალმახა სოკოს მოყვანა ნაკლებად შრომატევადია, შედეგი კი  შესანიშნავია, _ ამბობს როლანდ ქიმუცაძე.




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?