მთვარის კალენდარი და საქმიანობა ჩვენს კარმიდამოში

gurianews.com

ჩვენი რჩევები

მთვარის კალენდარი და საქმიანობა ჩვენს კარმიდამოში

2014 ნოე 3 12:50:24

"მთვარის ასტროლოგიური კალენდრის მეშვეობით შესაძლებელია გაცილებით მეტ სასურველ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს კარმიდამოში, ვიდრე მისი უგულვებელყოფით", _ გვეუბნება გამოცდილი სპეციალისტი, ფერმერი, ასოციაცია "ელკანას" წარმომადგენელი, ჯაბა ჭეიშვილი.

_ მთვარის პერიოდების გათვალისწინებით მომუშავე სოფლის მეურნეობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც სამუშაო დღეს მთვარის კალენდარის გარეშე არ იწყებენ, გაცილებით წარმატებული შედეგებით გამოირჩევიან, _ ამბობ ჯაბა ჭეიშვილი და მეურნეებს სთავაზობს მისეულ გამოცდილებას, თუ როგორ მუშაობს მთვარის კალენდარის მიხედვით ნოემბერში.

_ პირველი ნოემბრიდან ათი ნოემბრის ჩათვლით, მთვარის დაღმავალი პერიოდია. ამ დროს, სამი ნოემბრის ჩათვლით, ნივრის დარგვის აქტიური პერიოდია. კარგია სათბურსა და ღია გრუნტში ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება. ასევე, ამ დღეებში აგროვებენ სამკურნალო ნაყოფს, მარცვლეულსა და ძირნაყოფებს.

საუკეთესო დროა ხილის ხმობისთვის. კარგია სათბურში ფოთლოვანი ბოსტნეულის თესვა. გამუდმებით უნდა მოვასუფთავოთ ნიადაგი და დავამზადოთ კომპოსტი. მოვერიდოთ დაკონსერვებას და ხეხილის გასხვლას.

6-7 ნოემბერს, მთვარის დაღმავლობისას, განსაკუთრებით კარგია შეშის ჭრა. ამ დღეებში უნდა მოიკრიფოს საშემოდგომო ხილი, მაგალითად, ვაშლის ცალკეული სახეობები.

8-9-10 ნოემბრის დღეებში კარგია ახალი ნარგავების მულჩირება, რომელსაც მოსალოდნელი ყინვისგან დაიცავთ.

11-20 ნოემბრის ჩათვლით მთვარეს, ყოველი სამი დღის შემდეგ, ძველი, ახალი და აღმავალი ფაზა აქვს. ამ შუალედებში ნივრის რგვის ბოლო პერიოდია. ვინახავთ ყვავილების ბოლქვებსა და თესლებს. სრულდება სასათბურე სამუშაოები. სასურველია ხეხილის გასხვლა, ტოტების შეჭრა, გაახალგაზრდავება, სათბურის მოწესრიგება (14-15 რიცხვში).

მომდევნო დღეებში კარგია ხეხილის დარგვა, ნიადაგის დამუშავება საბაღჩედ, დეკორატიული მცენარეების გადარგვა, გაზონების რგვა.

19-20 ნოემბერს ნიადაგში შევიტანოთ კომპოსტი.

21 – 30 ნოემბერი _ ეს პერიოდი მთვარის აღმავალი და სავსე ფაზაა.

28 ნოემბერი სავსემთვარეობის კულმინაციაა.

21 -22 ნოემბერს დასაშვებია სათბურში თესვა, მიუღებელია ხეხილის რგვა, დაკონსერვება და შეშის მოჭრა.

23-25 ნოემბერი საუკეთესო პერიოდია ხეხილის, დეკორატიული და მრავალწლიანი მცენარეების რგვისთვის. ასევე, კარგია ხეხილის ძირების შემობარვა, ნაცრის მოყრა. ახალდარგულ ან 2-3 წლიან ნერგებს უნდა დავუსოთ სარები და ავაკრათ, ავახვიოთ, ან სულაც ტომარა ჩამოვაცვათ თოვლისგან დასაცავად.

26 ნოემბრიდან 30 რიცხვის ჩათვლით, ღია გრუნტის ზამთრისწინა დამუშავება მოვახდინოთ _ უნდა მოხდეს მავნებლების საწინააღმდეგოდ ნაცრის მოფრქვევა. მშრალი ამინდების შემთხვევაშიც კი, მიუღებელია მცენარეების რწყვა.

ჩვენ თვეების მიხედვით განვაგრძობთ მთვარის კალენდრის ჭეიშვილისეული ვარიანტის მიწოდებას ჩვენი მეურნეებისთვის.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი კანონდარღვევა, ამჯერად გრიგოლ ვაშაძის "მონაწილეობით"ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს. დილით, "გურია ნიუსმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • შსს-მ ძალადობის და იძულების ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს (R)"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ... ...
  • ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი (R)ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?