ღვინის დაყენების წესი და ოჯახური მარანი

ჩვენი რჩევები

ღვინის დაყენების წესი და ოჯახური მარანი

2014 ოქტ 30 12:56:03

ჩვენ სხვადასხვა პუბლიკაციებში არაერთხელ გვისაუბრია გურიის მევენახეობის წარსულსა და აწმყოზე, მომავლის პერსპექტივაზე და ამას შემდგომშიც გავაგრძელებთ, ახლა კი მოსავლის აღებისა და ღვინის დაყენების დროა და ამაზე გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ. ვფიქრობ, ჩვენი რჩევები მათთვის განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა.

მიმდინარე წელი ჩვენი რეგიონის მევენახეობისთვის უმძიმესი იყო _ ჯერ, გაზაფხულზე, ვაზის ახლად გამოსული ყლორტები ყინვამ საგრძნობლად დააზიანა. ზაფხულის დასაწყისში ძლიერმა ქარმა და ალაგ-ალაგ სეტყვამაც სერიოზული ზიანი მოიტანა. ამას ზედ დაერთო სოკოვან ავადობათა და მავნებლების გავრცელებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები. შედეგად, წელს გურიაში ყურძნის მოსავალი საგრძნობლად მცირეა.

ახლა მთავარია, რაც მოვიწიეთ, შემოვიტანეთ სხვა რეგიონებიდან თუ ბაზარზე შევიძინეთ, სწორად, შეძლებისდაგვარად ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვით გადავამუშავოთ და ხარისხიანი ღვინო დავაყენოთ.

მევენახეობის ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც მეღვინეობის საფუძველს წარმოადგენს ოჯახური მარანი.

გურიაში მევენახეობის კულტურის დაკნინებამ, ადგილობრივი ხარისხიანი ენდემური ჯიშების ჩანაცვლებამ უცხოური დაბალი ღირსების ჰიბრიდებით, მეღვინეობის დონეზეც იქონია მავნე ზეგავლენა. ამას დაემატა ყურძნის რაოდენობრივი სიმცირეც. ამასთან, ოჯახურ მარნებში ხშირად უგულვებელყოფილია ღვინის დაყენება-შენახვა-დავარგების ელემენტარული წესები. ყოველივე ამის შედეგია, რომ სამწუხაროდ, დღეს ბევრ გურულ ოჯახში დაბალი ხარისხის ღვინოს აყენებენ, ხშირია ფალსიფიკაციის შემთხვევები.

მსურს, რამდენიმე რჩევა მივცე ამ საქმით სერიოზულად დაინტერესებულ ადამიანებს.

ყურძენი უნდა დაიკრიფოს მშრალ ამინდში, დილის ნამის შეშრობის შემდეგ. სასურველია, რთველის დაწყების წინა დღეები მზიანი იყოს, რაც თავიდან აგვაცილებს მარცვალში ზედმეტი წვენის დაგროვებას. კრეფის დროს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მტევანს მაშინვე მოვაშოროთ უმწიფარი, დამპალი, ავადმყოფობისგან, ჩიტებისგან, მწერებისგან და ა. შ. დაზიანებული ნაწილები. კრეფისა და მარნამდე ტრანსპორტირებისას გამოვიყენოთ ხის ან პლასტმასის ჭურჭელი. მეტალის ჭურჭლის გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე.

დაკრეფის, ჭურჭელში მოთავსების და მარნამდე ტრანსპორტირების დროს ყურძენი გარკვეულწილად ზიანდება. ამ დროს მოსალოდნელია ძმარმჟავა ბაქტერიების გააქტიურება, ამიტომ ყურძენი იმ დღესვე უნდა დაიჭყლიტოს. ადრე ყურძენი ხის საწნახელში ტრადიციულად ფეხითაც იჭყლიტებოდა, დღეს კი უმეტესად ხელის მექანიკური საჭყლეტი გამოიყენება. დაჭყლეტილი ყურძნის მთლიანად ან ნაწილობრივ ჭაჭაზე დადუღების შემთხვევაში, საჭიროა კლერტების მოშორება, რადგან აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში კლერტი ვერ ასწრებს მომწიფებას, რაც საბოლოოდ აუარესებს ღვინის ხარისხს.

ყურძნის დაჭყლეტის შემდეგ საჭიროა, გაიზომოს ტკბილის შაქრიანობა _ იგი არ უნდა იყოს 18 %-ზე ნაკლები. ალკოჰოლური დუღილი უმნიშვნელოვანესი პროცესია. დუღილის პროცესის კონტროლი და სწორად წარმართვა გადამწყვეტია ხარისხიანი ღვინის მისაღებად.

ტკბილის ჭაჭასთან ერთად დუღილის შემთხვევაში საჭიროა მისი დარევა დღეში არანაკლებ სამ-ოთხჯერ. დარევებს შორის შუალედი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული დღე-ღამის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არის საშიშროება, რომ მადუღარი ტკბილის ამოტივტივებულ ჭაჭაზე ძმარმჟავა ბაქტერიები გამრავლდეს, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. დღეს ოჯახებში დაწურული ღვინოების დიდი ნაწილი ბოლომდე დაუდუღარია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად სწორედ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევითაა გამოწვეული. დუღილის ოპტიმალურ ტემპერატურად ოჯახურ პირობებში უნდა მივიჩნიოთ 20-24 გრადუსი. დუღილის კონტროლი ხდება მადუღარი ტკბილის ტემპერატურის გაზომვით (და არა ჰაერის!) ანუ უშუალოდ თერმომეტრით. ტკბილის ტემპერატურა უნდა ვაკონტროლოთ. პირველ დღეებში, აქტიური დუღილის დროს, დიდი რაოდენობით გამოიყოფა სითბო და ნახშირორჟანგი. თუ ტკბილის ტემპერატურა "გაგვექცა" და 30 გრადუსს გადასცდა, აქტიურდებიან ბაქტერიული (ე. წ. მანიტის) მიკრობები, რაც მკვეთრად აუარესებს ღვინის ხარისხს.

37 გრადუსი ტემპერატურა საფუვრების მოქმედებას კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს, ხოლო 40 გრადუსზე საფუვრების ბაქტერიები კარგავენ ქმედუნარიანობას და დუღილი ჩერდება. ოჯახურ პირობებში დუღილის ტემპერატურის დასაწევად საჭიროა სათავსის აერაცია, ასევე ხშირი დარევა, რადგან ზედაპირზე მოტივტივე ჭაჭა ერთგვარი თერმოიზოლატორის როლს ასრულებს და სითბოს ტკბილში "აკავებს."

5-7 დღის შემდეგ, აქტიური დუღილი მთავრდება. თუ გარემოს ტემპერატურა დაბალია, უკვე ტკბილის ტემპერატურის ქვედა ზღვარი უნდა ვაკონტროლოთ. ამისთვის საჭიროა სათავსის დათბუნება. უნდა ვეცადოთ, მადუღარი მასის ტემპერატურა 15 გრადუსის ქვემოთ არ ჩამოვიდეს, თორემ შეიძლება დუღილი შეჩერდეს. ამ დროს ღვინო დაიწმინდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ დუღილი დამთავრდა. სინამდვილეში კი მასში დარჩენილია სპირტად გარდაუქმნელი შაქრების გარკვეული რაოდენობა. ასეთი ღვინო ბოლომდე არ იწმინდება, მიდრეკილია ავადმყოფობებისკენ და დაბალი გემური თვისებებით გამოირჩევა.

დუღილის დამთავრებისთანავე ან ცოტა უფრო ადრეც, ღვინის ჭურჭელი ბოლომდე უნდა შევავსოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჟანგვითი პროცესები. როდესაც იგი დაიწმინდება, უნდა გადავიღოთ. პირველი გადაღება _ როგორც წესი, ნოემბერში ან დეკემბრის პირველ რიცხვებში ხდება. ამის შემდეგ ღვინო უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე, რათა გამოილექოს მასში არსებული ღვინომჟავასა და სხვა მჟავების გარკვეული რაოდენობა. ამით ღვინო თავისუფლდება ზედმეტი სიმჟავისგან და უმჯობესდება მისი გემური თვისებები.

გარდა ამისა, ახლადდადუღებული ღვინო გაჯერებულია დუღილის პროცესში გამოყოფილი ნახშირორჟანგით, რომელიც გადაღებისას შორდება და ხდება მისი დოზირებულად ჩანაცვლება ჟანგბადით, რაც აუმჯობესებს მის თვისებებს.

მესამე გადაღება უნდა გახორციელდეს ადრე გაზაფხულზე, აუცილებლად სითბოს დადგომამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭურჭლის ფსკერზე და კედლებზე გამოლექილი მჟავების კრისტალები სითბოს მოქმედებით ისევ გაიხსნებიან ღვინოში და გააუარესებენ მის ხარისხს.

საჭიროების შემთხვევაში (მაღალი მჟავიანობა, ზედმეტი სიმღვრიე და სხვა) ოჯახურ პირობებში დასაშვებია გაზაფხულამდე ანუ მესამე ძირითად გადაღებამდე მოვახდინოთ ე. წ. შუალედური გადაღება. გაზაფხულის გადაღების შემდეგ სასურველია, ღვინო-მასალა შევინახოთ სიგრილეში, სარდაფის პირობებში, 15 გრადუს სითბოში ან ქვემოთ. დაძველების შემთხვევაში შემდეგი გადაღებები ხდება წელიწადში ერთხელ, სექტემბერში.

ოჯახურ მარნებში ხშირად უგულვებელყოფილია გოგირდის დიოქსიდის გამოყენება, რაც დაუშვებელია. გოგირდის ზომიერი ხრჩოლება ღვინის ჭურჭელში ჯერ ერთი, საჭიროა მისი დეზინფექცირებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი ხელს უწყობს ღვინის სტაბილიზაციის პროცესს და აუმჯობესებს მის გემურ თვისებებს.

დღეს სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება პირდაპირ ღვინოში გასარევი გოგირდის შემცველი ნივთიერება ფხვნილების ან თხიერი სახით. ამ მაღაზიებში დაინტერესებული პირები მიიღებენ კონსულტაციასაც მისი გამოყენების, დოზების და ა. შ. შესახებ. ტრადიციულად ხრჩოლების შემთხვევაში კი უნდა გამოვიყენოთ სუფთა (წყალში უხსნადი და არა კოლოიდური) გამდნარ გოგირდში ამოვლებული ქაღალდის ფილები _ სამი გრამი 100 ლიტრი ტევადობის ჭურჭელზე. ხრჩოლება უნდა მოხდეს ჭურჭლის გარეცხვისთანავე, მისი შიდა ზედაპირის გაშრობამდე.

ღვინის შესანახად ოჯახურ პირობებში, როგორც წესი, გამოიყენება თიხის, ხის, მინის ან მომინანქრებული ჭურჭელი. უნდა მოვერიდოთ პლასტმასს. ყველას ტრადიციული ქვევრი სჯობს, მაგრამ ეს ცალკე თემაა და მის შესახებ მომავალში ვისაუბრებთ.

ანდრო ვაშალომიძე,
ა(ა) იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი, ასოციაცია "გურული ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...