მოვამზადოთ სამუშაო იარაღები

ჩვენი რჩევები

მოვამზადოთ სამუშაო იარაღები

2015 თებ 3 16:51:42

კარგ მეურნეს კარგი სამუშაო ინვენტარი სჭირდება. ჩვენში ჯერ ნაკლებად ხელმისაწვდომია კლასიკური სამეურნეო იარაღები, რომლებიც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ავტომატიკის კანონებს ეყრდნობა. ამიტომ სასწრაფოდ მოაგროვეთ მამაპაპური თოხი, ბარი, ფოცხი, ცელი, ნამგალი, დიდი თუ პატარა სასხლავი, ხერხი, ურიკები და ასე შემდეგ. გალესეთ, გაუმაგრეთ ტარი თუ სახელურები.

ხშირად ხდება ისე, რომ არა ერთი შრომისმოყვარე ადამიანი უდიერად ეპყრობა სამუშაო იარაღებს, მიაქვს ამოჩემებულ მეზობელთან ან მეგობართან, ვინც კარგად ლესავს ან შეუძლია ტარების გამოთლა. ყველამ მოიმარჯვეთ სხვადასხვა ზომის ქლიბი, სალესი ქვა. ვისაც სამუშაო ჩარხი აქვს, ეს ყველაფერი მაინც სჭირდება.

გირჩევთ, ასევე ხემცენარეების (მუხა, წაბლი, ნიგოზი, აკაცია) ნარჩენებისგან, რაზეც სოფელში ყველას მიუწვდება ხელი, გამოთალოთ  სხვადასხვა ზომის პატარა ნიჩბები, ფართო პირითა და წვრილი სახელურით. ჩითილების დარგვის დროს მაშველის ფუნქციას შეასრულებს ზომიერი, 20-25 სმ სიგრძის, ხის მსხვილი  ჩხირები, რომ თითით არ მოგვიხდეს მიწის ჩაღრმავება, რაც არა ერთხელ ხდება.

თოხს და ბარს ლესავენ  უხეში, ბრტყელი ქლიბით, ცელს და ნამგალს კი შესაბამისი სპეციფიკური სალესი სჭირდება.

სამეურნეო მუშაობაში ასევე გამუდმებით გვჭირდება ხელთათმანები, რაც იაფი სულაც არ ღირს და არც ისე გამძლეა. ამიტომ ოჯახში უნდა მოვიძიოთ ჯინსის, ბრეზენტის თუ უხეში ტილოს ნაჭრები, რომლისგანაც მრავალი ხელთათმნის შეკერვა ადვილი შესაძლებელია, თუ დიასახლისს ოდნავ მაინც ხელეწიფება ხელსაქმე.  ნუ გაგეღიმებათ, ასე მომზადებული სამუშაო ხელსაწყოები დროსაც დაგვაზოგვინებს და ჩვენი ეკონომიკური ჯიბეც ნაკლებად დაზარალდება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...